კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

№6 საცოლეს მამინაცვალთან შევუსწარი

თათია ფარესაშვილი შალვა, 28 წლის.


არასდროს ვყოფილვარ ტრადიციების დამცველი და ოჯახური წეს-ჩვეულებების მიმდევარი, მაგრამ კაცობა და ღირსება არ დამიკარგავს. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას უნდა, უხარია და უღირს. არ მიყვარს, სხვების დასანახად რომ რაღაცას აკეთებენ, მით უმეტეს, თუ ეს პირად ცხოვრებას ეხება. არც, იმიტომ შემიყვარებია უცხოელი გოგონა, რომ მისგან რამე მინდოდა, თუნდაც უცხოეთში წასვლა და იქ ცხოვრება. პირიქით, ვთხოვე, აქ ჩამოსულიყო და ჯვარი დაგვეწერა. ნიკიტა ჩემზე ხუთი წლით უმცროსია, გერმანელია. იქ დაიბადა და გაიზარდა. ინტერნეტით გავიცანი და დაახლოებით, ორი წელი მიმოწერა გვქონდა. მერე მე ჩავედი გერმანიაში და პირადად გავიცანი. ხასიათით ძალიან მგავდა, ჩემსავით თავისუფლებისმოყვარე, ლაღი და ამაყია. ამიტომ, შემიყვარდა. თუმცა, ყველა ეს თვისება, ჩემ საწინააღმდეგოდ ისე გამოიყენა, კინაღამ თავი მომაკვლევინა და ციხეში გამიშვა. მოკლედ, გერმანიიდან ორივე ერთად ჩამოვედით. ჩემთან, სახლში მივიყვანე და ოჯახის წევრებს გავაცანი, როგორც საცოლე. ყველამ კარგად მიიღო, უბრალოდ, ენის პრობლემა იყო. ვერაფერს აგებინებდნენ ერთმანეთს. თუმცა, ნიკიტა შემპირდა, ცოლად რომ მომიყვან და აქ დავსახლდები, აუცილებლად ვისწავლი ქართულს და შვილებსაც ქართველებად გავზრდიო. პატარა ვიყავი, როცა დედა და მამა გაშორდნენ. წლების მერე დედა გათხოვდა და მამინაცვალი ჩვენთან, სახლში მოიყვანა. მას ცოლ-შვილი ჰყავდა და თავისი ბინა მათ დაუტოვა. არც ეს იყო ჩემთვის პრობლემა. მამინაცვალი დედაზე უმცროსია ასაკით და ჩემზე რამდენიმე წლით – დიდი. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მქონდა მასთან, ძმაკაცურად ვიყავით და ყოველთვის მხარში მედგა, ასევე, ვედექი მეც. თუმცა, სულ ვამბობდი, მე არასდროს დავანგრევ ოჯახს, ისეთ გოგოს მოვიყვან, ვის გვერდითაც თავს ბედნიერად ვიგრძნობ. შვილებს ერთად გავზრდით და მამინაცვალ-დედინაცვლის „ინსტიტუტი“ ჩემს შემთხვევაში, გამორიცხულია-მეთქი. სწორედ აქ მოვტყუვდი. ნიკიტას დაბადების დღე მოდიოდა. მინდოდა, მისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და დახმარება დედას ვთხოვე. ქალების საყიდლებში დიდად ვერ ვერკვევი. დედა გამყვა და იქიდან დაბრუნებულებს, ისეთი სურათი დაგვხვდა სახლში, რომ ვიხსენებ,  ტანში ახლაც მზარავს. ნიკიტა და ჩემი მამინაცვალი ერთ ამბავში იყვნენ. უბრალოდ, მალე დავბრუნდით, არ გველოდებოდნენ, თორემ, ალბათ ისე ჩაივლიდა ეს ამბავი და ისე მოვიყვანდი მამინაცვალთან ნაწოლ გოგოს ცოლად, ვერც მივხვდებოდი. „გადამეკეტა“, ვწვდი კისერში და ვახრჩობდი. რომ არა დედა, ნამდვილად შემომაკვდებოდა. მამინაცვალი კი, შტერივით აცეცებდა თვალებს და ყვიროდა: არ ვიცი, რა დამემართა, ალბათ, რამე ჩამიყარა სასმელშიო. რა სისულელეა, ვინ დაიჯერებდა ამ ბოდვას. ნიკიტამ კი, იმით იმართლა თავი, რა მოხდა, ეს ჩვენთან „მოსულა“, შენი მამა ხომ არ არისო. მოკლედ, მივხვდი, შარში გავყავი თავი და არ უნდა დამეკარგა კონტროლი ჩემს საქციელზე. მათ გამო, ნამდვილად არ მინდოდა ციხეში ჩაჯდომა და დედაჩემის მარტო მიტოვება. ორივე სახლიდან გავყარეთ და დღესაც, მე და დედა ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებთ. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ, რას გიმზადებს ცხოვრება და სად დაგიგებს მახეს, არავინ იცისო.
შალვა, 28 წლის.скачать dle 11.3