კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 უცნაური სასტიკი მკვლელი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

არტურ კონან დოილი


ეს ის პერიოდი იყო, როცა ჰოლმსმა გადაწყვიტა, რომ მშვიდად ეცხოვრა. ლა მანშზე ხედით მშვენიერი ვილა შეიძინა და სოფელ ფულვირტის სიახლოვეს დასახლდა. დილაობით  ყურეში ცურავდა, აივანზე ვახშმობდა და ჩამავალი მზის ცქერით ტკბებოდა. იქაურებიდან მხოლოდ კოლეჯის დირექტორს, ჰაროლდ სტეკჰერდს დაუმეგობრდა და ფიცროი მაკფერსონს – ამავე კოლეჯის მასწავლებელს, შესანიშნავი აღნაგობის მწვანეთვალება გოლიათს. მაგრამ, ჰოლმსის ბუნებიდან გამომდინარე, დისტანცია მაინც ეჭირა. იმ დილით ჰოლმსმა ბანაობა გადაწყვიტა, მაგრამ უოტსონის ბარათი მიიღო და შეყოვნდა. აივანზე მჯდომმა დაინახა, როგორ ჩაიარა გზაზე მხარზე პირსახოცგადაკიდებულმა ფიცროიმ. ერთი საათის შემდეგ კი, უკვე მის დამახინჯებულ სხეულს დაჰყურებდა. ფიცროი მკვდარი იყო. მიუხედავად თავისი სპორტული გარეგნობისა, საგვარეულო დაავადება აწუხებდა – გულის მანკი ჰქონდა. ექსპერტი ერთი საათის შემდეგ მივიდა, ადგილობრივ კონსტებელთან ერთად. ფიცროის სახეზე შეძრწუნება აღბეჭდვოდა, თითქოს რაღაცამ ძალიან შეაშინათ. მთელ ზურგზე ნაიარევები ჰქონდა. ჰოლმსმა გულდასმით დაათვალიერა ჭრილობები.
– ღმერთო, თითქოს გახურებული ფიწლით მიაყენეს ეს ჭრილობები. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რამ მოკლა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ საშინელი ტკივილებისგან გული გაუსკდა. მისტერ ჰოლმს, თქვენ რას იტყვით?
ჰოლმსმა მიმოიხედა.
– ვინ ნახა გარდაცვლილი?
– მე, – თქვა ჰაროლდ სტეკჰერდმა, – გზაზე მიფორთხავდა. ჯერ ისევ ცოცხალი იყო. რაღაცას გაურკვევლად ლუღლუღებდა. მგონი, ლომი ახსენა.
– ლომი? სისულელეა. აქ ლომს რა უნდა? მკვლელი უნდა ვიპოვოთ. პატარა დასახლებაა, სოფელიც პატარაა. ეს საქმეს გაგვიმარტივებს, – ინსპექტორმა ჰოლმსს შეხედა. ჰოლმსი ჩუმად იყო. მერე გარდაცვლილის ნივთები მოიკითხა. სანაპიროზე ჩავიდნენ. მშრალი პირსახოცი იმაზე მიუთითებდა, რომ მან წყალში შესვლა ვერ მოასწრო. სანაპიროზე მხოლოდ ერთი ადამიანის ნაფეხურები ჩანდა, რომელიც, სავარაუდოდ, გარდაცვლილს ეკუთვნოდა. ქვაზე დაკეცილი ტანსაცმელი ეწყო და პირსახოციც იქვე იდო. მსხვერპლმა გაიხადა, ნაპირთან მივიდა და მერე, იმის ნაცვლად, რომ წყალში შესულიყო, შეშლილივით  უკან გამოიქცა. ტანსაცმლის ჯიბეების გაჩხრეკამ ის შედეგი გამოიღო, რომ შარვალში პატარა ბარათი იპოვეს: „მე მოვალ ჩვენს ადგილას, ჩემო სიყვარულო, დაგელოდები. – მოტი“.
– ეს ვინ არის? – იკითხა ჰოლმსმა.
– მატილდა ბელამი. შემოკლებით – მოტი. ადგილობრივი, მდიდარი ფერმერის ქალიშვილია. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ეს ყველამ იცოდა.
– ეს ახალი რგოლია საქმეში. ქალიშვილი უნდა ვნახო და დაველაპარაკო.
– კიდევ რას იტყვით გარდაცვლილის მეგობრების შესახებ? მისტერ სტეკჰერდ, თქვენ უფრო კარგად იცნობდით მას.
– ფიცროი მხიარული და წესიერი ახალგაზრდა იყო. ვერ ვიტყვი, რომ მეგობარი ბევრი ჰყავდა, თანაც ბოლო დროს, ყველას გასაოცრად, იან მერდოკს, მათემატიკის მასწავლებელს დაუმეგობრდა.
– ყველას გასაოცრად, რატომ?
– ჯერ ერთი, იმიტომ რომ, მერდოკი ძალიან უცნაური ვინმეა –  პირქუში და უკმეხი. საკუთარ თავში ჩაკეტილი, ფიცროისგან რადიკალურად განსხვავებული. მეორეც – მათი ნაცნობობა საკმაოდ უჩვეულოდ დაიწყო. მერდოკმა კინაღამ დაასახიჩრა ფიცროის საყვარელი პუდელი.
– საინტერესოა, უფრო დაწვრილებით მიამბეთ ამის შესახებ, – დაინტერესდა ჰოლმსი.
– მოსაყოლიც ბევრი არაფერია. პუდელი ყველას ელაქუცებოდა. მერდოკს ეს არ მოეწონა და ძაღლს წიხლი ამოარტყა. საცოდავი ცუგა შორ მანძილზე გადავარდა და კინაღამ კისერიც მოიტეხა. მაშინ ფიცროი და მერდოკი სერიოზულად შელაპარაკდნენ, მაგრამ მათ შორის მალევე „დალაგდა“ ურთიერთობა და დაახლოვდნენ კიდეც. მერე ულამაზესი მოტი ბელამი გამოჩნდა... ო, მისტერ ჰოლმს, ქალიშვილი მართლაც ულამაზესია.
– წავიდეთ, მოვინახულოთ მის მოტი. მერდოკსაც მოსწონდა ქალიშვილი?
– როცა მას ნახავთ, მისტერ ჰოლმს, მიხვდებით, რომ შეუძლებელია, არსებობდეს კაცი, რომელსაც ის არ მოეწონება.
– იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ მის მოტი შეიძლებოდა, ყოფილიყო მკვლელობისა და დაპირისპირების მოტივი ახალგაზრდებს შორის?
– არ ვიცი, მისტერ ჰოლმს. მოტივის ძიება თქვენი და პოლიციის საქმეა, მე მხოლოდ ჩემი ვარაუდი გამოვთქვი.
– ვნახოთ, რას გვეტყვის მის მოტი, – ჩაფიქრებით წარმოთქვა ჰოლმსმა. მისი გონება აშკარად რაღაც, უფრო სერიოზულით იყო  დაკავებული. რამდენჯერმე თავისთვის გაიმეორა, ძლივს გასაგონად: „ლომი, ლომის ფაფარი“...
მის მოტი ნამტირალევი იყო. ქალიშვილთან ჰოლმსისა და პოლიციის ინსპექტორის საუბარს მისი მამა და ძმაც ესწრებოდნენ.
– მის მატილდა, რამდენად სერიოზული იყო თქვენი და მისტერ ფიცროის ურთიერთობა? – პირველი კითხვა ინსპექტორმა დაუსვა.
– ძალიან სერიოზული. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და მალე უნდა გვექორწინა კიდეც. მამაჩემმა და ჩემმა ძმამ არ იცოდნენ ამის შესახებ. იმიტომ ვმალავდით, რომ ფიცროის ბიძას არ გაეგო, არ გაბრაზებულიყო და მემკვიდრეობა არ წაერთმია. ის ძალიან მოხუცია, ყოველი წუთი შეიძლება, უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის.
– დღეს, როცა ეს უბედურება მოხდა, უნდა შეხვედროდით ფიცროის და ბარათიც გაუგზავნეთ?
– დიახ, მაგრამ მისვლა ვერ მოვასწარი. ის გარდაიცვალა.
– რატომ ვერ მიხვედით.
– შევყოვნდი. მამას ვეჩხუბე. მეუბნებოდა, შენს რეპუტაციას ანადგურებო. რატომ არ მოვა და შენს ხელს არ მთხოვსო. სიმართლეს ვერ ვეუბნებოდი.
– ანუ, მამასა და ძმას აგრესია ჰქონდათ მის მიმართ?
– არა, არა... – წამოიძახა მისტერ ბელამმა, – მე დიდად არ მომწონდა ის საცოდავი ახალგაზრდა, მაგრამ მასზე ხელს ვერასდროს აღვმართავდი – ჩემს შვილს ხომ უყვარდა?! მისტერ ჰოლმს, მე და ჩემი შვილი მოძალადეები არ ვართ.
– კიდევ ერთი კითხვა, მის მოტი – ბარათი ვინ გადასცა ფიცროის?
– ამას არ გეტყვით, – შეყოყმანდა ქალიშვილი,–  მით უმეტეს, რომ ფიცროის მკვლელობასთან ამას კავშირი არ აქვს.
... საღამოს ყველანი ჰოლმსის ვერანდაზე შეიკრიბნენ. ინსპექტორიც მივიდა და მისტერ სტეკჰერდმაც მიირბინა.
– იან მერდოკმა განცხადებით მომმართა და მითხრა, რომ სხვა მათემატიკის მასწავლებელი უნდა მოვძებნო. ჩემი აქ დარჩენის აზრს ვეღარ ვხედავო.
– ვფიქრობ, ის უნდა დავაკავოთ, – თქვა ინსპექტორმა, – მკვლელობის დილას, მეწისქვილის ბიჭმა ის სანაპიროსკენ მიმავალი ნახა. იმასაც ამბობენ, რომ მოტი უყვარდა და მისი უეცარი წასვლაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი ადამიანი, ვის მიმართაც ეჭვი ჩნდება – მერდოკია. უნდა დავაკავო. მისტერ ჰოლმს, რაღაცის თქმა გინდათ?!
– როგორ გგონიათ, რას უნდა ნიშნავდეს მომაკვდავის ნათქვამი ბოლო სიტყვები – „ლომი, ლომის ფაფარი“... სულ ამაზე ვფიქრობ, თითქოს რაღაც მსგავსი მახსენდება, მაგრამ არაფერი, კონკრეტული.
– ეტყობა, ტკივილებისგან ბოდავდა, თორემ რა უნდა ლომს ჯერ ჩვენს მხარეში და ისიც წყალში.
ერთბაშად ჰოლმსი წამოხტა და შეშლილივით შევარდა ბიბლიოთეკაში. რამდენიმე წუთში კი იქიდან სქელტანიანი წიგნით დაბრუნდა.
– არის, ვიპოვნე... „სუანეა ქაპილიტა“ – ლომის ფაფრის მსგავსი შხამიანი წყალმცენარე – მონსტრი, ნამდვილი ურჩხული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის არის. წავიდეთ, ვნახოთ და გავანადგუროთ. ეტყობა, დინებამ შემოიტანა ჩვენს მხარეში. მე მხოლოდ ერთხელ ვნახე მისგან დამახინჯებული ადამიანი. მაგრამ ის არ მომკვდარა. გული გაცილებით ძლიერი ჰქონდა, ვიდრე საცოდავ ფიცროის. იან მერდოკთან კი, ბოდიში გვექნება მოსახდელი, ეჭვი რომ მივიტანეთ მასზე.
ჰოლმსი მართალი აღმოჩნდა – ნაპირზე, ზუსტად იმ ქვაზე, წყალში ნახეს „ლომის ფაფარი“ – ურჩხული წყალმცენარე, მკვლელი. მერდოკმა და ჰოლმსმა ნიჩბებით გასრისეს. მერდოკმა აღიარა, რომ სწორედ ის იყო შუამავალი ფიცროისა და მოტს შორის და იმ დღესაც ბარათი სანაპიროზე მან მიუტანა ფიცროის.
скачать dle 11.3