კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

№6 რა პერიოდში უნდა მიაქციოთ სიზმრებს განსაკუთრებული ყურადღება

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

სიზმარს ყველა ხედავს, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომელ დღეებში აქვთ მათ წინასწარმეტყველური მინიშნებები. სიზმარი გვკარნახობს, როგორ ვიმოქმედოთ, რა ცვლილება შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ ძლიერი და თავდაჯერებულები კარიერაში.
ამა თუ იმ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, სიზმარი გარკვეულ დღეებში, კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ, რაზე მიგანიშნებთ კონკრეტულ დღეებსა და თვეებში ნანახი სიზმრები, კარგად გააანალიზეთ და იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად.
წყლის სტიქია
კირჩხიბი, მორიელი, თევზები – წყლის ნიშნები ღამეული ხილვების მეუფედ მიიჩნევა და მათ, ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში. წყლის  სტიქიის წარმომადგენლებს სიზმრები ყოველთვის მრავალფეროვანი აქვთ. ხშირად ამ ნიშნით დაბადებული, სწორედ სიზმრის სახით იღებს საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, მათ სიზმარში ახლობელი ადამიანის ბედისწერაც კი ნახონ. ამიტომ, თუ ამ სტიქიით დაბადებული ადამიანი სიზმარში გიხილავთ, ყურადღებით მოუსმინეთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ.
წყლის სტიქიის ნიშნებს წინასწარმეტყველური სიზმრები შემდეგ თვეებსა და დღეებში უმძაფრდებათ: 18.01, 19.01, 02.02, 19.02, 24.02, 21.03, 18.04, 19.04, 06.05, 16.05, 03.06, 12.06, 13.06, 01.07, 12.10, 30.10, 21.12, 31.12.
ჰაერის სტიქია
ტყუპები, სასწორი, მერწყული – ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებულები, სიზმრებში მოისუსტებენ. ისინი სიზმარში უფრო რიცხვებს, ანგარიშს, ცხრილებს, სქემებსა და ასოებს ხედავენ. შესაძლოა, თუ ყურადღებით დააკვირდებიან, რაიმე ფორმულაც კი ამოხსნან; ან მიხვდნენ, როგორ მოიგონ ტოტალიზატორში, ლოტოში ან კაზინოში. თუ ისინი შეძლებენ, ჩასწვდნენ მეტაფიზიკურ სამყაროს, მაშინ ამ კუთხით სერიოზულად წაიწევენ  წინ.
ჰაერის სტიქიის ნიშნებმა დიდი შანსია, წინასწარმეტყველური სიზმრები, შემდეგ დღეებსა და თვეებში ნახონ: 20.01, 27.01, 31.01, 21.02, 29.02, 19.05, 24.05, 01.06, 08.06, 15.06, 01.09, 15.09, 29.09.
ცეცხლის სტიქია
ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულები, მდიდარი ფანტაზიის უნარით გამოირჩევიან. ამის გამო, ხშირად მათი სიზმრები ფერადი და სერიულია. არ არის გამორიცხული, ხშირად დაესიზმროთ ცნობილი და გავლენიანი ადამიანები. სიზმარში, ისინი ეჭიდებიან სერიოზულ პროექტებს, იპყრობენ მწვერვალებს, შემოქმედებითად იღვწიან და ეს ყველაფერი, მათი ამბიციური ბუნების შედეგია. თუმცა, სიზმარში მიღებულ გაფრთხილებას, ხშირად იგნორირებას უკეთებენ, რაც შემდგომ, ცხადში ძვირად უჯდებათ.
ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული წინასწარმეტყველურ და გამაფრთხილებელ სიზმრებს ყველაზე ხშირად შემდეგ დღეებსა და თვეებში ხედავს: 20.03, 22.03, 26.03, 02.04, 05.04, 11.04, 13.04, 02.08, 07.08, 18.08, 04.12, 13.12.
მიწის სტიქია
კურო, ქალწული, თხის რქა – მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებულები რეალისტები და პრაქტიკულები არიან. ამიტომ, ისინი სიზმრებს ძირითადად პრაქტიკულ ასპექტში ხედავენ. ასევე, კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ხშირად, სიზმრად ტანსაცმელს, საჭმელს ან ფულს ხედავს: ქალწული – სწავლის პროცესს, წიგნებს ან სხვა მსგავს ნივთებს, ხოლო თხის რქა – ოთახებს, ნაგებობებს ან ავეჯს. ყველაზე წინასწარმეტყველურ სიზმრებს კი, მათ შორის, მაინც თხის რქა ხედავს, მაგრამ იშვიათად აქცევს ამას ყურადღებას.
მიწის სტიქიით დაბადებულები ყველაზე ხშირად წინასწარმეტყველურ მინიშნებებს სიზმარში შემდეგ თვეებსა და დღეებში ხედავენ: 22.04, 28.04, 05.05, 18.05, 27.05, 18.09, 20.09, 22.12, 29.12.скачать dle 11.3