კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ვის სასარგებლოდ თქვა უარი სტალინმა ნობელის პრემიაზე

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინი არასდროს ყოფილა სიმდიდრისა და ტიტულების მოყვარული. აბსოლუტური ხელისუფლება, რომელიც მას ჰქონდა, მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ გრანდიოზული ჩანაფიქრი განეხორციელებინა, რაც საბჭოეთის მოდერნიზაციასა და მის ბინადართა თანასწორ ცხოვრებას გულისხმობდა. მიუხედავად მავანთა მტკიცებისა, რომ სტალინს გეგმები ჩაეშალაო, თვით სტალინის უკიდურესად მოძულენიც კი, აღიარებდნენ, რომ მან (სტალინმა) წარმატებით განახორციელა ის, რაც არავის, არასდროს გამოსვლია კაცობრიობის ისტორიაში. თვით ჰარი ტრუმენმაც კი, ერთ-ერთ ინტერვიუში „ნიუ-იორკ თაიმსთან“, როდესაც მას სტალინის პიროვნების შეფასება სთხოვეს, თქვა: მიუხედავად ჩვენი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის განვითარების სხვადასხვა გზებისა, ჩვენ შორის რადიკალური იდეოლოგიური განსხვავებებისა, იოსებ სტალინი უდიდესი პიროვნება იყო კაცობრიობის ისტორიაში. ის ასეთად რჩება და კიდევ დიდხანს, ქვეყნის დასასრულამდე, ალბათ, ასე იქნება. მისი მთავარი მონაპოვარია, ფაშიზმის დამარცხებასთან ერთად ის, რომ დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული უზარმაზარი ქვეყანა სუპერსახელმწიფოდ აქცია. მასში მცხოვრები სამასი მილიონი ადამიანი კი, სოციალურად მართლაც თანასწორია და ისეთი განსხვავება არაა, როგორც ჩვენს ქვეყანაშიო... ფაქტობრივად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღიარა, რომ „ნაქები დემოკრატიის“ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხალხი უფრო არათანასწორია სოციალურად, ვიდრე „ბნელ“ საბჭოეთშიო. ეს კი, თავისთავად, იმაზე მეტყველებდა, რომ არადემოკრატიული საბჭოეთი, დიდად არაფრით ჩამორჩებოდა „დემოკრატიულ“ ამერიკას.
მწერალი კონსტანტინე სიმონოვი წერდა: „სტალინი ჩემში ამოუცნობი ფენომენი არ არის. მე მას ჩვეულებრივი თვალით ვუყურებ და ჩაუხლართავი გონებით ვუკეთებ ანალიზს. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ სტალინი იყო უბრალო, პატიოსანი ადამიანი. მას უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. სიღრმისეულად სწვდებოდა ადამიანისა და ქვეყნის პრობლემებს და ყოველთვის ცდილობდა მათ გადაწყვეტას. ზოგჯერ ეს საკმაოდ მტკივნეული ნაბიჯი იყო, მაგრამ ამის გარეშე, არაფერი გამოვიდოდა. შესადარებლად ვიტყვი: სტალინი იყო  ქირურგი, რომელსაც მძიმე ავადმყოფი მიუყვანეს და რომ გადაარჩინოს, ოპერაცია უნდა ჩაუტაროს. ოპერაცია კი ტკივილის, ხორცმეტებისა და მეტასტაზების კვეთის გარეშე, არ არსებობს. სტალინმაც ბრწყინვალედ ჩაატარა ეს ოპერაცია. თანაც, ისე, რომ ექიმისგან განსხვავებით, რომელიც დიდებას ელოდება, სტალინს ამ დიდებისკენ არც კი უსწრაფვია. დიდება თავად მივიდა სტალინთან და ეს დამსახურებულიც იყო“...
ცნობილ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს სტალინის შეფასებაში ბევრი არ ეთანხმება, განსაკუთრებით, სტალინის „ქირურგობაში“. თუმცა, ესეც სადავო საკითხია და მიდგომის კრიტერიუმებიც – განსხვავებული. ის კი, ასპროცენტიანია, რომ საბჭოთა ბელადი არანაირი სიმდიდრისკენ არ ისწრაფვოდა. არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს სიმდიდრის მაგვარიც არაფერი დარჩათ. თავად ბელადი რომ გარდაიცვალა, ძალიან ძველი, გაცრეცილი სამოსი ეცვა. გახეული ჩექმები ემოსა და მის გარდერობში სათადარიგო სამოსი და ფეხსაცმელები რომ ვერ აღმოაჩინეს, იმიტომ, სასწრაფოდ, უკვე მიცვალებულ სტალინს შეუკერეს ახალი ჩექმები. რაც შეეხება იმას, რომ სტალინი არანაირი დიდებისკენ არ ისწრაფვოდა, ამაზე ყველაზე კარგად ის ფაქტი მეტყველებს, რომ 1944 წელს, სტალინმა უარი განაცხადა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებაზე და ეს პატივი „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციას „გადაულოცა“.
მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის პერიოდში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიების მინიჭება შეჩერებული იყო. 1944 წელს კი, მისი გაცემა გადაწყდა და დასახელდა რამდენიმე კანდიდატი. მათ შორის, უპირველესი იყო სტალინი, რომლის ანოტაციაშიც ეწერა: „მეორე მსოფლიო ომში გაწეული ძალისხმევისთვის, ფაშიზმთან ბრძოლასა და მშვიდობის დამყარების საქმეში“. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინის კანდიდატურა ნობელის პრემიების კომიტეტში პირველ ადგილზე იყო და უდავოდ ჩანდა, რომ მას 1944 წლის მიწურულს სწორედ სტალინს მიანიჭებდნენ. მართალია, ჯერ კიდევ სასტიკი ომი მძვინვარებდა, ჰიტლერი კვლავ წინააღმდეგობას სწევდა, მაგრამ უკვე ყველას ესმოდა, რომ ფაშიზმი ძალიან მალე განადგურდებოდა. სტალინის ნობელის პრემიის კანდიდატად დასახელება კი, ერთგვარ სტიმულადაც კი შეიძლებოდა, ჩათვლილიყო. ცნობა სტალინის კანდიდატად დასახელების შესახებ, ნობელის კომიტეტიდან ჩვენს უწყებაში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში, მოვიდა და სტალინს რომ ვაუწყე, საკმაოდ სერიოზული სახით მითხრა:
– კი მაგრამ, რა დამსახურებისთვის?
– აქ წერია – ფაშიზმთან ბრძოლისთვისო, – მივუგე სტალინს:
– მაშინ, ტელმანი უფრო იმსახურებს ამ პრემიას. ჰიტლერს ის გერმანიაში უმართავდა სასტიკ ბრძოლებს.
– და მაინც, შენ ხარ კანდიდატი, კობა და არა ერნსტ ტელმანი, – ვთქვი მე.
– დიდი მადლობა ნობელის კომიტეტს ასეთი დაფასებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, უარს ვიტყვი კანდიდატობაზე. ჯერ კიდევ ომია და ხალხი იხოცება. მართალია, მშვიდობისთვის ვიბრძვით, მაგრამ მაინც არასწორია ჩემი ყოფნა მშვიდობისმყოფელთა კანდიდატებში, – სტალინმა პაუზა გააკეთა და დააყოლა, – ვფიქრობ,  ტელმანს არავინ მისცემს პრემიას და ის არცაა კანდიდატებს შორის.  ჩემი აზრით კი, ყველაზე ღირსეული ორგანიზაცია „წითელი ჯვარია“. მათ ბევრი გააკეთეს და ბევრს აკეთებენ, როგორც ადამიანების გადასარჩენად, ასევე მშვიდობის დამყარებისთვის...
სტალინმა ოფიციალური უარი განაცხადა ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატობაზე, „წითელი ჯვრის“ სასარგებლოდ და მართლაც, 1944 წელს ეს პრემია „წითელმა ჯვარმა“ მიიღო.“
ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატობაზე უარის თქმა, ერთ-ერთი შემთხვევა იყო და არა ერთადერთი, საბჭოთა ბელადის მდიდარი ბიოგრაფიიდან. სტალინს არაერთმა პრესტიჟულმა, საყოველთაოდ სახელგანთქმულმა უნივერსიტეტმა შესთავაზა საპატიო დოქტორობა და მრავალმა ცნობილმა ქალაქმა – საპატიო მოქალაქეობა. სტალინმა ყველას დელიკატური უარი შეუთვალა, ახლო წრეში კი ამბობდა: რატომ უნდა ვიყო იმის დოქტორი, რაც არ მისწავლია და იმ ქალაქის მოქალაქე, სადაც არ ვყოფილვარო.
скачать dle 11.3