კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (107)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

№6 იდეალური მამაკაცი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე



ხანდახან ქალი მხოლოდ იმიტომ რჩება მარტო, რომ იდეალურ პარტნიორს ეძებს და ზუსტად არც იცის, რომელი კონკრეტული თვისებები განაპირობებს მამაკაცის იდეალურობას.
ყველაზე ხშირად იდეალურობას განსაზღვრავს სტერეოტიპები, რომლებსაც ქალები ერთმანეთს გადასცემენ. რეალობა კი სულ სხვანაირია. მაგალითად, ბევრ ქალს მიაჩნია (რა თქმა უნდა, სრულიად დაუსაბუთებლად),  რომ იდეალური მამაკაცი:
* ქალებზე საუბარს იწყებს ფრაზით – ყველა ქალი ერთნაირი არ არის! მაგალითად, ჩემი ცოლი... ის ყველასგან გამორჩეულია;
* მას არ მოსწონს მოდელები. ქალის გარეგნობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მთავარია, მისი შინაგანი სამყარო;
* როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს,  არ ლოთობს და არც პირშუქად ზის მთელი საღამოს განმავლობაში, პირიქით, სიხარულით იღებს გამოწვევებს და ადვილად უმკლავდება მათ;
* ის ძალიან კარგად უგებს ბავშვებს, როგორც პატარებს, ისე თინეიჯერებსაც. თუ საჭიროა, შეუძლია, ახსნას ინტეგრალები და ლოგორითმები; გამოცვალოს პამპერსი და მოამზადოს გემრიელი ფაფა;
* მას არ უყვარს ფეხბურთი და უყვარს მელოდრამები;
* არ უყვარს ფლეისთეიშენი, ქსელური ვიდეოთამაშები, სოციალურ ქსელში „ხეტიალი“ და არც წინდებს ყრის იატაკზე, სადაც მოხვდება;
* ზეპირად ახსოვს ცოლის დაბადების დღე, ზოდიაქოს ნიშანი, დედამისის დაბადების დღე, მისი დაქალის  დაბადების დღე და ისიც: რომელი ნაყინი უყვარს მის მეორე ნახევარს, რა ზომის ფეხი აქვს, რამდენ შაქარს უმატებს ყავას და ისიც კი, რაც ქალმა არ იცის საკუთარი თავის შესახებ;
* ხალისიანია, აქვს იუმორის კარგი გრძობა, ლამაზი ღიმილი, სწორი თეთრი კბილები,   მწვანე თვალები და ათლეტური აღნაგობა. რაც მთავარია, ხელგაშლილია;
*  ყოველთვის პირველი აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა და არასდროს უყვირის ქალს;
* მუდამ მზად არის, წაიყვანოს თავისი საყვარელი ქალი პარიზში.

თუ ქალი თავს მარტო
გრძნობს

თუ ქალი თავს მარტო გრძნობს, ის საკუთარ თავთან დისკომფორტს განიცდის და მისი მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა.  
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ქალს, რომელიც მარტოობაზე წუწუნებს, საკუთარი თავის ინტერესი და სიყვარული ბავშვობიდანვე არ გააჩნდა. არ გრძნობს თავს კომფორტულად საკუთარ თავთან და ეძებს პარტნიორს, რომ როგორმე ეს საშინელი სიცარიელე შეავსოს. ასეთი ქალებისთვის ქმრის პოვნა იდეაფიქსია. შედეგად, ქალი კომპლექსდება და სულ უფრო უჭირს გათხოვება.
პირველი, რაც ქმრის მაძიებელმა უნდა გააკეთოს, მიხვდეს, რომ  ის ფაქტი, თითქოს მას არ შეუძლია გათხოვება – სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, მიზეზი მისი შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც არანაირად არ შეესაბამება ოჯახური ცხოვრების სათანადო აღქმას,
როგორ ვიპოვოთ სიყვარული – ეს ის კითხვაა, რომელიც რეალურად უნდა გვაღელვებდეს. გათხოვების სურვილი არაჯანსაღია. სიყვარული რომ გინდათ, ეს ნორმალურია.
ფსიქოლოგების აზრით, წარმატებული ოჯახური ცხოვრებისთვის არაფრის გაკეთება არაა საჭირო, გარდა ერთისა – შეინარჩუნო ინდივიდუალურობა და დარჩე პიროვნებად, რომელიც უპირველესად, საკუთარ თავს უწევს ანგარიშს. ეს საკმარისია. ადამიანებს, პრინციპში, ერთმანეთი, სწორედ, ამის გამო უყვართ.

გასაგებ ენაზე

ჩახუტება და მოხვევნა ურთიერთობის იდეალური ვარიანტია. ამაზე უარს არავინ ამბობს. სხვათა შორის, იმის მიხედვით, თუ როგორ ეხება და ეხვევა ქალს, მამაკაცის დამოკიდებულების გამოცნობაც შეიძლება. ჩახუტება და მოხვევნა ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგალითად – ოჯახური, ბავშვური, ვნებიანი, სასიყვარულო, გულითადი და მეგობრული.
როცა მამაკაცი ზურგიდან ეხვევა ქალს და ხელებს წელზე მაგრად აჭდობს, ეს ნიშნავს, რომ ჭკუას კარგავს მასზე. გარდა ამისა, თავს დომინანტადაც გრძნობს. მზადაა, ყველაფრისგან დაიცვას საყვარელი ქალი. იბრძოლებს მისთვის და არც არავის დაუთმობს.
როცა საყვარელი მამაკაცი ისე გეხვევათ, რომ ცხვირი მის ყურთან მიგაქვთ, ტუჩები კი ყურს ქვემოთ ეხება, მზადაა ყველა სურვილი შეგისრულოთ, გაგანებივროთ და დაგიცვათ. ამით თითქოს ამბობს: მე შენი კაცი ვარ! შენ კი ჩემი ქალიო.
მოხვევნა ისე, რომ სახე სახეზე პირისპირ იყოს მიდებული, დიდი ერთგულების მანიშნებელია. ერთგული კაცი ქალს ასე ეხვევა და ამით იმასაც ეუბნება – ჩვენ თანასწორები ვართო. თუმცა, ზოგჯერ კაცმა შეიძლება, ეს უნებლიედაც გააკეთოს. აი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ძალიან არის შეჩვეული მასზე.
ხელის გადახვევაც მშვენიერია, მაგრამ ეს ქვეცნობიერად იმის მანიშნებელია, რომ მამაკაცი ქალს თავის უპირატესობას უჩვენებს. თითქოს მბრძანებლობს და ბატონობს მასზე. ყოველ შემთხვევაში, მამაკაცი ასაჯაროებს თავის უპირატესობას. მას ყველაფერზე თავისი აზრი აქვს და ბოლომდე გაიტანს კიდეც.
როცა მამაკაცი მიჯაჭვულია ქალზე, ის მას ეხვევა და მკერდზე იხუტებს. ეს მამაკაცის სიყვარულის საუკეთესო დადასტურებაა.
დააკვირდით თქვენს საყვარელ მამაკაცს, როგორ გეხვევათ და დასკვნები თავად გააკეთეთ.

უსმინე და უყურე

თუ მამაკაცის მოხიბვლა და მისი ყურადღების მიქცევა გსურთ, მოსმენა უნდა ისწავლოთ. დიახ, მამაკაცები ჭკუას კარგავენ იმ ქალებზე, რომელთაც მათი მოსმენის უნარი შესწევთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ მოსმენა რთული არ არის, მაგრამ კაცებთან ურთიერთობისას ქალებს ეს, ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება, რატომღაც ავიწყდებათ. ან იქნებ, არც ისეთი მნიშვნელოვანი ჰგონიათ. კაცს კი აუდიტორია სჭირდება. როცა გამოჩნდება ქალი, რომელიც მას მოუსმენს, აუცილებლად დააფასებს ამ „აღმოჩენას”. მნიშვნელოვანია, საუბრის დროს უყუროთ კიდეც მას, რადგან მზერითი კონტაქტი ადამიანებს ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის. თანაც, ეცადეთ, თვალებში უყუროთ. ამით მას მიახვედრებთ, რომ სულერთი არ არის თქვენთვის და ყურადღებით ეკიდებით როგორც მის პრობლემებს, ისე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს.
სხვათაშორის, მამაკაცები ქალებზე გაცილებით ემოციურები არიან, მაგრამ ამას არ ამჟღავნებენ, რადგანაც საკუთარი მამაკაცურობის დაკნინებად მიაჩნიათ. ბუნებრივია, რომ თქვენც გიჩნდებათ სურვილი მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ საკუთარ თავზე, მაგრამ გააჩნია რა მიზანი გაქვთ – თუ მიზანი მამაკაცისთვის იმის დამტკიცებაა, რომ თქვენ შეუცვლელი პარტნიორი იქნებით, მაშინ „ამბიციები” უკანა პლანზე გადასწიეთ და მოუსმინეთ. თან არ დაგავიწყდეთ, უყუროთ! მზერა გაფანტული კი არა, კონცენტრირებული და მიზანმიმართული უნდა იყოს. თბილი და ყურადღებიანი. მამაკაცები ამას მაშინვე ამჩნევენ და აფასებენ. სწორედ მზერით და მოსმენის უნარით მისცემთ მას საუკეთესო ინფორმაციას თქვენს შესახებ.скачать dle 11.3