„ჩმორი“ » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№6 „ჩმორი“

თათია ფარესაშვილი არდაშელ თაქთირიძე

– დღეიდან, შენ ხარ „ჩმორი” და მთელი კლასი მოგექცევა, როგორც „ჩმორს”! – დაუყვირა აჩიკომ ახალგადმოსულს და ყბაში მუშტი გაჰკრა.
***
საცხოვრებლად ახალ ბინაში რომ გადავიდნენ, გაბოს მაშინვე დაეუფლა ცუდი გრძნობა – მიხვდა, რომ სირთულეებს ვერ ასცდებოდა, რადგან სექტემბრიდან ახალ სკოლაში მოუწევდა სწავლა.
– ეს თქვენი ახალი კლასელიაო! – თქვა კლასის დამრიგებელმა, ნათელა მასწავლებელმა და პირველი რიგის მეორე მერხთან მიუჩინა ადგილი. ის დღე ცუდად დაიწყო – ჯერ იყო და, უკან მჯდომმა მოსწავლემ ბეჭებში ჩაურახუნა.
– თავი გვერდზე გასწიე, დაფას ვერ ვხედავო! მერე, გვერდით მჯდომი ნელ–ნელა მისკენ გამოჩოჩდა და სკამიდან გადმოაგდო. ამას მოჰყვა ის, რომ მერხიდან ვიღაცამ ჩანთა ააცალა. ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. მასწავლებლისგანაც შენიშვნა მიიღო:
– შენს ძველ სკოლაში არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან, მოსწავლეები ჩანთით დადიანო! ზედმეტი გამოდგა მტკიცება.
– ჩანთით მოვედი, მაგრამ არ ვიცი, სად არისო!
– შენი ტოლები მოატყუეო! – უკმეხად მიუგო მასწავლებელმა. შესვენებაზე, ფანჯრიდან ეზოში რომ გადაიხედა, დაინახა, უფროსკლასელები მისი ჩანთით ფეხბურთს თამაშობდნენ. ამოსატანად ჩავიდა, მაგრამ მოთამაშეებმა არ გამოატანეს
– შე უზრდელო, ვერ ხედავ, ვთამაშობთო?! გაკვეთილების ბოლოს იპოვა ჩანთა, დამლაგებელს შეენახა.
სახლში კომპიუტერი რომ ჩართო, „ფეისბუქზე“, მისი კლასის გვერდზე, კლასელები მის სურათს აკომენტარებდნენ. სურათზე, „შრეკის” ვირს, დაჭყეტილი თვალებით და გადმოვარდნილი ენით, მისი თავი ჰქონდა მიბმული. ალბათ, სურათი მაშინ გადაუღეს, გამწარებული, ჩანთას რომ ეძებდა.
მეორე დღეს, გაკვეთილებზე, თითქოს არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ შესვენებაზე უკნიდან ვიღაცამ პანჩური ამოარტყა, მაგრამ გაკვეთილების შემდეგ კლასელმა გვერდზე გაიყვანა:
– სკოლის უკან ბიჭები გელოდებიანო! გულმა რეჩხი უყო, ერთი პირობა იფიქრა – ხომ არ გავიქცეო?! მაგრამ მაინც გაჰყვა. სკოლის უკან ათიოდე ბავშვი შეკრებილიყო, მათში ორი გოგო ერია. სახეზე ყველას სიამოვნების ღიმილი დასთამაშებდა. გაბოსთან აჩიკო მივიდა და საყელო მოქაჩა. ბავშვებმა მათ გარშემო წრე დაარტყეს.
– დღეიდან, შენ ხარ „ჩმორი” და მთელი კლასი მოგექცევა, როგორც „ჩმორს”! – დაუყვირა აჩიკომ და ყბაში მუშტი გაჰკრა. გაბო უკან გადაქანდა და რომელიღაც ბავშვს შეეჯახა. იმან შემოატრიალა და ხელი ჰკრა. წაბარბაცდა, ძირს დაეცა. დაცემულს რამდენიმე წიხლი მიაყოლეს. ერთის ფეხი თავში მოხვდა და ყველაფერი ბურუსმა მოიცვა.
რომ გამოფხილდა, იქ აღარავინ იყო. მშობლები მოატყუა – კიბეზე დავგორდიო. მთელი ღამე ვერ დაიძინა, დაჟეჟილი ადგილები იმდენად არა, რამდენადაც სული სტკიოდა. ხვდებოდა, რომ ყველაფერში იმ ახვრის, აჩიკოს ხელი ერია, მაგრამ რატომ, რა დაუშავა, ამას ვერ მიმხვდარიყო. მეორე დღეს სკოლაში წასვლა ვერ შეძლო, არც დედას დაუძალებია. მთელი დღე იწვა და ფიქრობდა, რა მოემოქმედებინა. მასწავლებელს ვერ ეტყოდა, „ჩაშვებაში” ჩაეთვლებოდა, დედასთან თქმა არ ღირდა – ვერ გაუგებდა და ერთ ამბავს ატეხდა. მამა შორს იყო, თან, ნორმალური ურთიერთობა არც ჰქონდათ. ძმაკაციც არ ჰყავდა ისეთი, რომ მთელი კლასისგან დაეცვა. ერთადერთი, რაც მოიფიქრა – ძველ კლასელს დაურეკა, რომელსაც თბილისის ბევრ სკოლაში ჰყავდა ნაცნობი და აჩიკოს შესახებ ჰკითხა. კლასელმა გადარეკ–გადმორეკა.
– ეგ აჩიკო მაგ სკოლაში შარშან გადმოვიდა, თავიდან მაგრად იჩაგრებოდა, მაგრამ მერე, როგორღაც „დაალაგაო”! – მოახსენა კლასელმა.
ერთი კვირა სკოლაში ვერ იარა. ეტყობა, მცირე ტვინის შერყევა მიიღო, ადგომისას გულისრევის გრძნობა ჰქონდა. სკოლაში რომ მივიდა, იგივე მდგომარეობა დახვდა – კლასმა მოიძულა, არ მიიღო. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა, მაგრამ ახლა, ცემას სხვა ჭირიც დაემატა – მეცადინეობას გულს ვეღარ უდებდა. მასწავლებლები ემდუროდნენ, ათოსანი ბავშვი ოთხებს და ხუთებს იღებდა. თან, ხან რომელ გოგოზე გაუვრცელებდნენ ჭორს და ხან რომელზე. მშობლების მოვარდნა და ჩხუბი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ინტერნეტშიც მის ახალ–ახალ სურათებს დებდნენ და მთელი კლასი დასცინოდა. ფსიქიკა შეერყა, ხვდებოდა, რომ ცოტაც და გაგიჟდებოდა. მეტი გზა აღარ იყო, მამასთან დარეკა და ყველაფერს მოუყვა.
– გამოცდილი მაქვს, ამ მდგომარეობიდან როგორმე გამოძვერი და შენი დროც დადგებაო! – „დაარიგა” მამამ.
დაფიქრდა გაბო, ორი დღე–ღამე იფიქრა და დაასკვნა: მთელ კლასს ძალით ვერ მოერეოდა. ვისაც შეეძლო მდგომარეობის მის სასარგებლოდ შემობრუნება, თვითონ აჩიკო იყო, როგორმე, მის ინტერესებში უნდა შესულიყო. ერთადერთი, რაც მას გააჩნდა, ცოდნა იყო. ეს უნდა გამოეყენებინა იარაღად, მაგრამ როგორ?
სემესტრი იწურებოდა, მიუხედავად ტერორისა, გაბო მთლიანად სწავლაზე გადაერთო და მთელი სემესტრის ძირითადი საგნები გადაიმეორა. აჩიკო ისტორიის მასწავლებელმა რომ გაიძახა, გაბო წინა მერხთან გადაჯდა და ისე ოსტატურად უკარნახა, რომ მასწავლებელი ვერ მიხვდა, ან, მიხვდა და არ შეიმჩნია. აჩიკოს შვიდიანი დაუწერა. იმ საღამოს ერთი–ორი მოარტყეს და შეეშვნენ. გახარებული წამოვიდა სახლში – ხერხმა გაჭრა. მეორე დღეს, მათემატიკაში ჰქონდათ საკონტროლო წერა. გაბო აჩიკოს წინ დაჯდა, რომ ერთი და იგივე ვარიანტი შეხვედროდათ. ყველა საკითხი რომ დაწერა, რვეული აჩიკოს გადააწოდა. იმ საღამოს არ უცემიათ. მეორე დღეს, გაბოს ცხრიანი გამოუცხადეს, აჩიკოს – რვიანი. ფიზიკის საკონტროლოზე, აჩიკო გაბოს გვერდით გადმოჯდა. გაბომ ჯერ მისი ვარიანტი გააკეთა, შემდეგ თავისი, მაგრამ დრო არ ეყო, ერთი საკითხი დასაწერი დარჩა. აჩიკომ ცხრიანი მიიღო, გაბომ შვიდიანი.
– დღეიდან ეს კაცი ჩემი ძმაა, ვინც რამეს დაუშავებს, ჩემთან ექნება საქმეო! – თქვა აჩიკომ და გაბოს ხელი გადახვია.
დაიწყო მეორე სემესტრი. კლასიდან ზოგი გადავიდა, ზოგი გადმოვიდა.
***
– დღეიდან, შენ ხარ „ჩმორი” და მთელი კლასი მოგექცევა, როგორც „ჩმორს”! – დაუყვირა გაბომ ახალგადმოსულს და ყბაში მუშტი გაჰკრა.
скачать dle 11.3