კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 დარჩება თუ არა პარალელურად სავალდებულო გაწვევის სისტემა და რატომ მოუწევთ 18-60 წლის მამაკაცებს ქვეყნის დაცვა, ნებისმიერ შემთხვევაში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც, წესითა და რიგით, მას უნდა იცავდეს, საპროტესტო აქციას საპროტესტოზე მართავს ყველა ტიპის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით და ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა  (რომლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც სწორედ ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარების მიღწევაა) იქამდეც კი მივიდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური და ქვეყნის დაცვის ვალდებულება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად გამოაცხადა, იმას გარდა, რომ ჯარში წასვლის მსურველთა დიდი სიმცირეცაა. თუმცა მათი ნაწილი თავს იმით იმართლებს, რომ ყარაულში დგომა არ უნდათ (ოღონდ ისიცაა, ერთი აქცია მაინც მოეწყოთ იმის მოთხოვნით, ჯარში გაგვიწვიეთ და ქვეყნის დაცვა გვასწავლეთო). მესამენი ამტკიცებენ, მხოლოდ პროფესიული ჯარი უნდა გვყავდეს (ანუ მოტივი იგივეა: მე ქვეყნის დაცვა არ მევალება!), მაგრამ, ფულსაც რომ თავი დავანებოთ (პროფესიული ჯარი საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნებაა), პროფესიულ ჯარს ვერ ვამყოფინებთ ჩვენს ავისმოსურნეს (ძალიან ბევრნი არიან). სწორედ ამიტომაც თავდაცვის სამინისტრო რეზერვის ახალ კონცეფციას გვთავაზობს, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული სამხედრო და პოლიტიკური რისკების შემცირებისკენაა მიმართული. იგეგმება აქტიური და სამობილიზაციო რეზერვის შექმნა, რომლის მთავარი პრინციპია: „ქუდზე კაცი“. ამ საკითხში გარკვევა პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძესთან ვცადეთ.
– რა გახდა რეზერვის შექმნის საფუძველი?
– საქართველოს სრულმაშტაბიანი ომისთვის სჭირდება უფრო დიდი რიცხოვნობის შეიარაღებული ძალები, ვიდრე ყაზარმაში ჰყავს, რეგულარული სამხედრო მოსამსახურეების სახით. მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არა აქვს შესაძლებლობა, იარაღის ქვეშ ჰყავდეს იმდენი ჯარისკაცი, რამდენიც მის სამხედრო გეგმებს სჭირდება და არც საქართველოს აქვს ამის ფუფუნება. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე კი, მობილიზაციისთვის არც საკმარისი დრო გვაქვს. ამიტომ მოიძებნა ოპტიმალური გამოსავალი. ორი სახის რეზერვია: აქტიური,  ნებაყოფლობითი, რომელიც ანაზღაურდება და სამობილიზაციო, ანუ  სავალდებულო.
–  რას ნიშნავს აქტიური რეზერვი?
– აქტიური რეზერვი ნებაყოფლობითია და ეფუძნება ხუთწლიან კონტრაქტს. ის ნაზღაურდება, რეზერვისტი იღებს წოდებრივი სარგოს 20 პროცენტს სახლში ყოფნისას და 100 პროცენტს ნაწილში ყოფნისას. ეს სამართლიანი მიდგომაა, რაკი რეზერვისტი იზღუდავს თავისუფლებას და წელიწადში თერთმეტ შაბათ-კვირას სამხედრო ვარჯიშითაა დაკავებული. სამშობლოს დასაცავად, პროფესიული მზადყოფნისთვის ხარჯავს ფიზიკურ და მორალურ ენერგიას და ეს უნდა ნაზღაურდებოდეს. წლის განმავლობაში, დაახლოებით, 3 500-დან 4 500 ლარამდეა, წოდების შესაბამისად. ანაზღაურება მიეცემათ ყოველთვიურად. აქტიური რეზერვისტი ვალდებული იქნება, შეტყობინებიდან ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 12 საათისა, გამოცხადდეს ქვედანაყოფში. ეს საშუალებას იძლევა, შეიარაღებული ძალების რიცხოვნება უსწრაფესად გაიზარდოს, მობილიზაციისა და დამატებითი ღონისძიებების გარეშე. ასევე, აქტიური რეზერვისტი ჩარიცხულია კონკრეტულ ქვედანაყოფში, კონკრეტულ შტატზე და გააჩნია ტაბელით გათვალისწინებული შეიარაღება და აღჭურვილობა. იცნობს მეთაურებსა და თანამებრძოლებს. რაც საშუალებას გვაძლევს, გადაწყვეტილებიდან 12 საათში ვიყოლიოთ შერწყმული და ბრძოლისუნარიანი სამანევრო ქვედანაყოფები. აქტიური რეზერვისტის სახით საქართველოს ეყოლება კარგად მომზადებული ჯარისკაცი, რომელიც ჰიბრიდული ომის შემთხვევაში, არის საზოგადოების ყველაზე მდგრადი და ფსიქოლოგიურად მყარ საფუძველზე მდგომი მოქალაქე. აქტიური რეზერვისტი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი სოფელში, უბანში, საწარმოში, დაწესებულებაში და ასე შემდეგ, რაც ქმნის დამატებით დამცავ ბარიერს ჰიბრიდული და საინფორმაციო შემოტევებისგან. ეს არის სამხედრო საქმის ყველაზე საინტერესო პრინციპის მოქალაქე უნიფორმაში და ქუდზე კაცის სიმბიოზი, რომელმაც ახალ საფეხურზე უნდა აიყვანოს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები თანამედროვე საქართველოში. რაც მთავარია, აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმით იქმნება სამი განსხვავებული ფუნქციური ამოცანის აქტიური რეზერვი: პირველი –  „შეიარაღებული ძალების რეზერვი“, რომელიც პროფესიული კომპონენტის გასაძლიერებლადაა შექმნილი და საშუალებას მოგვცემს, ომის დროს მკვეთრად გავზარდოთ სამანევრო და მხარდაჭერი ქვედანაყოფების რიცხოვნობა დაუყოვნებლად, ანუ 12 საათში. ამასთანავე, ჩვენ ვინარჩუნებთ კარგად მომზადებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც რამდენიმე კონტრაქტით უკვე იმსახურეს საბრძოლო ქვედანაყოფებში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, სამოქალაქო ცხოვრების დაწყება უნდათ. მათთვის ორმაგი პლუსია, ერთი მხრივ, დამატებით ანაზღაურებას იღებენ იმაში, რაც უკვე კარგად იციან და მეორე მხრივ, კვლავ სამხედრო თანამეგობრობის წევრები არიან. მეორეა „ტერიტორიული რეზერვი“, ეს არის ეროვნული გვარდიის ტრანსფორმაციის ახალი და ეფექტიანი შესაძლებლობა. ეროვნული გვარდიის არსებული სამეთაურო რგოლი, ტექნიკა და შეიარაღება, ინფრასტრუქტურა მზად არის, დღესვე აითვისოს ახალი პერსონალი. მესამეა –  „სპეციალისტთა რეზერვი“, მცირერიცხოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგალითისთვის კიბერუსაფრთხოების რეზერვის ჯგუფზე ვისაუბრებ. კიბერშეტევის მოსაგერიებლად ხშირად გაცილებით მეტი ადამიანია საჭირო. ისინი გააგრძელებენ თავიანთი პროფესიული უნარების დახვეწას სამოქალაქო სექტორში, მაგრამ როდესაც ამის საჭიროება დადგება, ისინი თავიანთი პერსონალური კომპიუტერებიდან, ან წინასწარ განსაზღვრული ადგილებიდან ჩაერთვებიან კიბერშეტევის მოსაგერიებელ ღონისძიებებში. ეს გაზრდის კიბერუსაფრთხოების ხარისხს და შესაძლებლობას ისე, რომ არც მნიშვნელოვანი სახსრების დახარჯვა მოგვიწევს და არც სამოქალაქო სექტორთან კონკურენცია კარგი სპეციალისტების გადმოსაბირებლად.
– და რა დანიშნულება ექნება სამობილიზაციო რეზერვს?
– პირველი, ომის დროს დანაკარგების შევსება; მეორე, კადრირებული ქვედანაყოფების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, პერსონალით შევსება; მესამე, საჭიროების შემთხვევაში, ფორმირებული ახალი ქვედანაყოფების პერსონალით უზრუნველყოფა.
– და სამობილიზაციო რეზერვს ყოველწლიურად გამოიძახებთ?
რა თქმა უნდა, მათ ყოველ წელს არ გამოვიძახებთ, მხოლოდ ის კატეგორია გაიწვევა და გაივლის სასწავლო შეკრებას, ვისი საჭიროებაც განსაზღვრული იქნება ქვეყნის თავდაცვის გეგმებით. მაგალითად, თუ გეგმა ითვალისწინებს ერთწლიან სამხედრო ოპერაციას და სავარაუდო დანაკარგის შესავსებად საჭირო იქნება 100 ტანკისტი, 50 არტილერისტი, 20 სამხედრო ექიმი და ასე შემდეგ, მაშინ, დაიგეგმება ღონისძიებები, რომ სამობილიზაციო რეზერვში მუდმივად იყოს ამ რაოდენობისა და კვალიფიკაციის პერსონალი და ყოველწლიურ სამობილიზაციო-სასწავლო შეკრებებზე შევუნარჩუნოთ კვალიფიკაცია.
–  აქტიური რეზერვი გასაგებია, მაგრამ სამობილიზაციო რეზერვისტის ასაკობრივი ცენზი როგორი იქნება?
–  სამობილიზაციოსთვის 60 წლამდე,  შეიარაღებული ძალების რეზერვში –  50 წლამდე; ტერიტორიულ რეზერვში - 55 წლამდე; სპეციალისტების რეზერვში - 65 წლამდე.
–  ალბათ, გექნებათ დათვლილ-გათვლილი, მოსახლეობის რა რაოდენობას მოიცავს რეზერვი, ანუ, საბოლოოდ, რამდენი ადამიანის გამოყვანა შეეძლება ქვეყანას და როგორ გამოვიყურებით რეგიონში?
–  ეგ თავდაცვის გეგმების თემაა. კი ქვეყანას აქვს ასეთი გეგმები და გათვლები. ჯარის პროფესიონალიზმით საკმაოდ კარგად გამოვიყურებით რეგიონში. ტერიტორიულ თავდაცვის ძალებსაც თუ წარმატებით შევქმნით, საქართველოსკენ გამოხედვის სურვილს ბევრს დავუკარგავთ. სამობილიზაციო რეზერვი დაახლოებით 500-600 ათასი კაცია, მათ ტოტალურად არ გამოვიძახებთ სასწავლო შეკრებებზე. გადავადების საკმაოდ გამჭირვალე და მოქნილი წესი იქნება. ხოლო ომის შემთხვევაში –  ვიბრძვით ყველა.
– რა პრინციპით შეირჩევიან პირები სამობილიზაციო რეზერვისთვის და, ამასთან –  აქტიური რეზერვისტი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, იმას გარდა, რომ სურვილი ექნება?
– სამობილიზაციო  რეზერვში იქნება ყველა, ვინც მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური და არ მსახურობს რეგულარულ ჯარში ან აქტიურ რეზერვში. ხოლო აქტიურ რეზერვში სხვადასხვა სპეციალობას სხვადასხვა კრიტერიუმი ექნება, დაწყებული ფიზიკური შესაძლებლობიდან, დამთავრებული პროფესიული უნარებით: მონადირე, ალპინისტი, მყვინთავი, საინჟინრო საქმის სპეციალისტი და ასე შემდეგ. აგრეთვე, სამხედრო გამოცდილება და, რა თქმა უნდა, ტერიტორიული ფაქტორი.
– ანუ გაწვევის კომპონენტი რჩება?
– სავალდებულო სამხედრო სამსახური საჭიროებს ტრანსფორმაციას. პროფესიული კომპონენტი კვლავ რჩება შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვად. აქტიური რეზერვი არის გამაძლიერებელი და შემავსებელი.
– ვის გაათავისუფლებს კანონი სამობილიზაციო რეზერვისგან? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ფრიად ფართო კამპანიაა გაჩაღებული, მოტივით, რომ ჯარში სამსახური, თურმე, არღვევს ადამიანის უფლებებს.
– მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა ათავისუფლებს მოქალაქეს სამობილიზაციო რეზერვიდან.
– რა შემთხვევაში შეუძლიათ, გადაივადონ სამობილიზაციო რეზერვისტობა?
–  პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა გადაუვადდება, თუ: ა) მის კმაყოფაზეა ოჯახის (მშობელი, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი) შრომისუუნარო წევრი ან არასრულწლოვანი პირი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა; ბ) იგი გაწვევის დღისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია როგორც საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წევრობის კანდიდატი, არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე; გ) ამას მოითხოვს მისი საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მოწეული მოსავლის აღებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ის წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ სრულწლოვან და შრომისუნარიან წევრს; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით უვარგისად არის ცნობილი; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მოსამსახურეები, აგრეთვე, პირები, რომლებიც იმყოფებიან სპეციალურ აღრიცხვაზე; ვ) მოსამართლეები და პროკურორები; ზ) მობილიზაციის გამოცხადებამდე საზღვარგარეთ მყოფი პირი; თ) დიპლომატიური თანამდებობის პირები; ი) რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირები, რომლებიც ეწევიან მღვდელთმსახურებას; კ) სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები; ლ) საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პირები; მ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეები, რომლებსაც უშუალოდ უწევთ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ღონისძიებებში მონაწილეობა; ნ) მსჯავრდებული პირი, რომლიც იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში. ო) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. პ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.
– ამის განსახორციელებლად საჭიროა რესურსი –  ფინანსურიც, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახოს, ჩემი აზრით, რაც უნდა დაჯდეს, ადამიანური და ინფრასტრუქტურულიც. სამივე კომპონენტი გვაქვს უკვე?
– ფინანსური ბიუჯეტის საქმეა, დანარჩენი უკვე მოძიებულია. ბევრ ქვეყანაში ასეთი პროპორციაა: სამხედრო ბიუჯეტის 10 პროცენტი გათვალისწინებულია რეზერვის ორგანიზებისთვის, რაც საკმარისზე მეტი იქნება ამ ეტაპისთვის. ამას დაამატეთ ის, რომ აქტიურ რეზერვის სამხედრო შენაერთები 6-10-ჯერ,  გააჩნია ქვეყანას, უფრო იაფია, ვიდრე პროფესიული.
– რწმენის თავისუფლების მოტივის გამოსაყენებლად, ჯარში სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ძალამ რელიგიური ორგანიზაციაც კი შექმნა. ასევე, „იეღოვას მოწმეებიც“ აქტიურად იყენებენ ალტერნატიულ სამსახურს. რეზერვისტობისთვის თავის არიდება თანხის გადახდით ან ალტერნატიული სამსახურით შესაძლებელი იქნება?
– ალტერნატიულ სამსახურს თავისი რეზერვი ჰყავს. ფულით რეზერვისტობის გადავადება შეუძლებელი იქნება. კანონპროექტში დეტალურადაა აღწერილი ეს შემთხვევები.
– რა ფაზაშია ეს პროექტი და როდიდან დაიწყება განხორციელება?
– უახლოეს კვირაში დამტკიცდება კანონი და ამოქმედდება. აქტიური რეზერვი წელს პილოტპროექტის სახით დაიწყება, გვარდიის ტერიტორიული დაცვის ორი ასეული შეიქმნება. სამობილიზაციოს ტრანსფორმაცია ეგრევე დაიწყება და 2020 წელს მიიღებს საბოლოო ორგანიზაციულ ფორმას,  მართვის ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ.
скачать dle 11.3