კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 როგორ იღებენ წლიურად 350 000 ლარზე მეტ შემოსავალს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ელისო ასანიძე და მისი მეუღლე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ელისო ასანიძე 1971 წელსაა დაბადებული.  1989-1994 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მისი სამუშაო გამოცდილება 1996 წელს დაიწყო კომერციულ ბანკ „მერკურიში“, სადაც 1998 წლამდე იურისტად მუშაობდა. 1998-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს იურიდიული განყოფილების უფროსად, სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილედ და ბოლოს – უფროსადაც. 2000-2001 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურიდიულ სამსახურში გადაინაცვლა სპეციალისტად, 2001-2004 წლებში – იურიდიული სამსახურის მთავარ სპეციალისტად, 2004-2006 წლებში – კომისიის აპარატის  სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსად. 2006 წელს სს „ტელენეტის“ კონსულტანტი იყო;  2008-2009 წლებში –„მაგთიკომის“ – იურისტი. 2009-2010 წლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კონსულტანტი გახლდათ;  2010-2015 წლებში – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2015 წლიდან ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრია.
ელისო ასანიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კომუნიკაციების კომისიის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – 1975 წელს დაბადებული დავით ქუთათელაძე და 2015 წელს დაბადებული ქალიშვილი მარიამი.
ელისო ასანიძის საკუთრებაა: 2016 წელს 140 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე; 2002 წელს 7 500 აშშ დოლარად შეძენილი ბინა თბილისში, ნუცუბიძის სამში; 2011 წელს 54 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა თბილისში, თარხნიშვილის ჩიხში; 2008 წელს აშენებული და 60 000 ლარად ღირებული სახლი და მიწის ნაკვეთი გუდაურში. ხოლო დავით ქუთათელაძის საკუთრებაა 2012 წელს 16 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა თბილისში, ტ. ტაბიძის ქუჩაზე და მასვე ჰყავს 2014 წლის „ტოიოტა პრადო“.
დავით ქუთათელაძე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და არის შპს „კერა თრეველის“ პარტნიორი, რამაც 2016-ში 49 687-ლარიანი შემოსავალი მოუტანა.
2016 წლის განმავლობაში დავით ქუთათელაძემ, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, 73 420 ლარი აიღო, ელისო ასანიძემ კი, როგორც კომისიის წევრმა – 234 911 ლარი.
გასულ წელს ელისო ასანიძემ 10 000-ლარიანი მანქანა გააჩუქა (არ ვიცით, ვის აჩუქა), იპოთეკური სესხიც აიღო –  70 000 აშშ დოლარის ოდენობის (2020 წლამდე), რომლის მომსახურებაც 2016-ში 17 974 აშშ დოლარი დაუჯდა; მისმა მეუღლემ კი, სესხების მომსახურებაში 59 000 ლარამდე დახარჯა.
2016 წელსვე ელისო ასანიძეს მოგზაურობა 3 570 ევრო დაუჯდა, სამკაულის შეძენა – 2 126 ლარი, სარემონტო მასალები, ელექტროტექნიკა და ავეჯი – 14 400  ლარი. დავით ქუთათელაძემ კი ელექტროტექნიკის შესაძენად 1 800 ლარი დახარჯა, ხოლო მკურნალობისთვის – 2 400 ევრო და 12 800 ლარი.
скачать dle 11.3