კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ!

არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი და ჩვენი ორგანიზაციის აზრი იმ რეალობასთან დაკავშირებით, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება.
ჩვენი მოძრაობა - ,,დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ’’, ვგმობთ ძალადობას, ჩადების პოლიტიკას და უკვე წელიწადია თითქმის მუხლჩაუხრელად ვიბრძვით იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეთა უფლებები იყოს დაცული.
ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ამის გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო, რომელსაც ექნება ხალხზე მორგებული პოლიტიკა. დიახ, ვუთანაგრძნობთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ოჯახში ნარკოდამოკიდებული, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ოჯახის წევრები ჰყავთ. ეს ორივე შემთხვევაში არის ქცევითი ადიქცია.ერთი არის ნარკოტიკული ნივთიერებაზე დამოკიდებულება, ხოლო მეორე პათოლოგიური გემბლინგი, ანუ აზარტული თამაშის დაუძლეველი სურვილი.  ორივე პათოლოგიას ახასიათებს თითქმის ერთნაირი ე.წ. ’’ლომკები“.  ამ ადამიანებს სჭირდებათ სახელმწიფოს, საზოგადოების და ოჯახის თანადგომა, მაგრამ სანსაცვლოდ იღებენ აგრესიას, მიუტევებლობას და უმეტესშემთხვევაში ხვდებიან გისოსებს მიღმა.დღემდე შემორჩენილმა მანკიერმა სახელმწიფო მიდგომამ ქვეყნის უნიჭიერესი თაობები ’’სანაგვეზე“ მოისროლა .
ეს იყო მოწოდება ,,ნულოვანი ტოლერანტობის“, გავიდა მას შემდეგ დრო და სასიკეთო ძვრები თითქოს გამოჩნდა, მაგრამ აქ უკვე საზოგადოების ძალიან ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. კატეგორიულმა მოთხოვნამ, რომ ნარკოტიკის ლეგალიზება, დეკრიმინალიზაცია, მოშენება-მოყვანა მოხდეს ეს იქნება კატასტროფა. მივესალმებით ყველა იმ მოსაზრებას მთავრობისას რომელიც სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.
90-იანი წლები იყო ქართველი ახალგაზრდების დაღუპვის წლები. დავკარგეთ ოქროს თაობა და დღეს იმის პიარი ცნობადი სახეებისგან, თუ როგორი უვნებელია მარიხუანასგან თრობა- უმსგავსობაა და უპასუხისმგებლობაა.
ეჭვი მიჩნდება ამ ადამიანების უკან ხომ დგას შავბნელი ძალები, რომლებიც კვებავენ ამ ადამიანებს.
ჩვენი მოძრაობის ხმამაღალი მოწოდებაა: ,,შვილებო, ძმებო, მეგობრებო, ვართ და ვიქნებით თქვენს გვერდით - არა გისოსებს , არა ჩადებას  ’’ !  მაგრამ არ აჰყვეთ ამ ადამიანების მოწოდებებს, რომლებმაც წყაროდ გაიხადეს ნარკოპოლიტიკის ლეგალიზება.
ყველას აქვს უფლება ამ საკითხთან მიმართებაში ჰქონდეს თავის აზრი, შესაბამისად ჩვენც როგროც საზოგადოებრივი მოძრაობა მკაფიოთ ვაფიქსირებთ ჩვენს შეხედულებას.
საზოგადოებრივი მოძრაობა- დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ
დამფუძნებელი, თამარ ჯაფარიძე
09.0.2018 წელიскачать dle 11.3