კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№6 ცხოვრება უსათვალოდ – კლინიკა „ოფთალმიჯში“ რამდენიმე წამში ახდენილი ოცნება

ცხოვრება უსათვალოდ  ბევრ ადამიანს ოცნებად გახდომია. ამ ოცნების ასრულება უკვე შესაძლებელია თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში“, სადაც პროფესიონალი ექიმების დახმარებითა და მაღალტექნოლოგიური აპარატურის მეშვეობით ტარდება რამდენიმეწამიანი, მაქსიმალურად უსაფრთხო, უმტკივნეულო ლაზერული ოპერაცია. შედეგად, გარდა იმისა, რომ სამუდამოდ დაემშვიდობება ადამიანი სათვალეს, უმჯობესდება მხედველობის ხარისხი და ცხოვრება რადიკალურად იცვლება. აპარატურისა და ოპერაციის უპირატესობაზე დეტალურად გვესაუბრა კლინიკა „ოფთალმიჯის“ ოფთალმოქირურგი შოთა თადუმაძე და კმაყოფილი პაციენტი ელენე აღდგომლიშვილი.
– ვისთვის არის განკუთვილი ეს ოპერაცია და რა წარმოადგენს მის მიზანს?
შოთა თადუმაძე: ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი მხედველობის სიმახვილის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზებია. იმისათვის, რომ მხედველობა იყოს მკაფიო, პაციენტს მუდმივად ესაჭიროება სათვალისა თუ კონტაქტური ლინზის ტარება. მკურნალობის ალტერნატიულ გზას წარმოადგენს ოპერაციული მეთოდის გამოყენება, რომლის შემდეგაც პაციენტი ხედავს მკაფიოდ სათვალისა თუ ლინზის გარეშე. საუბარია მხედველობის სიმახვილის ფემტო- (ქირურგიული დანის გარეშე) და ექსიმერ-ლაზერულ კორექციაზე, ეგრეთ წოდებულ, ფემტო-ლეიზიკის მეთოდზე. ეს ოპერაცია იძლევა შესაძლებლობას პაციენტი სამუდამოდ გათავისუფლდეს სათვალისა და ლინზებისგან.
– რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა ოპერაცია?
– ჩვენს კლინიკაში ოპერაცია სრულდება ფემტო- და ექსიმერ-ლაზერის საშუალებით, ეგრეთ წოდებული, უდანო მეთოდით. გამოიყენება ამერიკული კომპანია „ბაუშ ენდ ლომბის“ უახლესი აპარატურა. ლაზერის დახმარებით იცვლება თვალის გამჭვირვალე გარსის, რქოვანის ფორმა ისე, რომ თვალის მთლიანობა არ ირღვევა. შედეგად მიიღწევა ეფექტი, რომელიც, როგორც წესი, შენარჩუნდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაცია სრულდება მხოლოდ ლაზერის გამოყენებით, მინიმალურია ოპერაციული გართულების ალბათობა და წარმატების მაჩვენებელი 99.9 %-ს აღწევს.
– რამდენად ხანგრძლივი და უმტკივნეულოა ოპერაცია?
– ოპერაცია გრძელდება წამების განმავლობაში და არის აბსოლუტურად უმტკივნეულო. გაუტკივარების დროს ვიყენებთ მხოლოდ თვალის წვეთებს. ოპერაციის მსვლელობისას პაციენტი გრძნობს მსუბუქ შეხებას თვალზე.
– ოპერაციიდან რამდენ ხანში უბრუნდება პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს?
– ოპერაციის ჩატარებიდან მეორე დღეს პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფიზიკური და მხედველობითი დატვირთვა შეზღუდული არ არის. მცირე პერიოდის განმავლობაში ინიშნება რამდენიმე სახის თვალის წვეთი, რათა თავიდან ავირიდოთ ოპერაციის შემდგომი გართულებები.
– არის თუ არა განსხვავება ოპერაციის შემდგომ მხედველობასა და სათვალით მხედველობას შორის?
– დიახ, ოპერაციის შემდგომი მხედველობა განსხვავდება იმ მხედველობისაგან, რასაც პაციენტი სათვალით ხედავდა. პირველ რიგში გაუმჯობესებულია მხედველობის ხარისხი და იმატებს ფერების აღქმის უნარი, იზრდება მხედველობის ველიც. როდესაც ადამიანს სათვალე უკეთია, მისი მხედველობის ველი შეზღუდულია - ის კარგად ხედავს მხოლოდ სათვალის ჩარჩოს შიგნით, ჩარჩოს მიღმა კი ყველაფერი ბუნდოვანია. ოპერაციის შემდგომ ყველაფერი მკაფიოა, რაც მხედველობის ველში ექცევა. ასევე, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი – სათვალის მინა ცვლის გამოსახულების ზომას. მაგალითად, შემკრები (+) ლინზა ადიდებს გამოსახულებას, გამშლელი (-) კი-პირიქით, აპატარავებს. ოპერაციის შემდგომ პაციენტი ყველაფერს თავის ნატურალური ზომით აღიქვამს.
– არსებობს თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა ან/და უკუჩვენება ოპერაციისთვის?
– პირველ რიგში ეს არის ასაკობრივი შეზღუდვა. ლაზერული მეთოდით მხედველობის კორექცია არ იგეგმება მანამ, სანამ თვალის გარდატეხის ძალა არ იქნება სტაბილური და არ შეწყვეტს პროგრესირებას. როგორც წესი, ეს შეზღუდვა ვრცელდება 18-21 წლამდე.
რაც შეეხება სხვა უკუჩვენებებს, ესენია: თვალის გარკვეული დაავადებები, რქოვანის არასაკმარისი სისქე, სხვადასხვა სისტემური დაავადებები.
– ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია ეს ოპერაცია პაციენტებისთვის?
– ოპერაციის საფასური ოპტიმალურია. კლინიკა ცდილობს, რომ ფასები რაც შეიძლება მეტი პაციენტისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე გვაქვს ფასდაკლების აქცია, რომლის პირობებშიც ოპერაციის ფასი ერთ თვალზე, ნაცვლად 1 400 ლარისა, 950 ლარს შეადგენს. ასევე, მოქმედებს პაციენტისთვის მართლაც უპროცენტო, 0%-იანი განვადების სერვისიც.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ ოპერაციის გაკეთება და რის მიხედვით შეარჩიეთ თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი?“
ელენე აღდგომლიშვილი: ახლომხედველობის პრობლემა სულ მქონდა და წლების განმავლობაში ბატონი გია ჯავრიშვილის პაციენტი ვიყავი. რამდენიმე კლინიკის მოვლის შემდეგ, ოცი წლის წინ მოვხვდი ბატონ გიასთან და მას მერე, კლინიკა „ოფთალმიჯის“ პაციენტი ვარ. იმხელა განსხვავებაა პროფესიონალიზმის კუთხით და ისეთი ნდობა მაქვს ამ კლინიკის მიმართ, რომ ჩემი ოჯახის წევრებს და ახლობლებს, თუ რამე სჭირდებათ, ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევ. სულ მქონდა სათვალის კომპლექსი, არ მინდოდა ტარება. ჩემი ოცნება იყო ამ ოპერაციის გაკეთება. როდესაც წლების წინ ბატონ გიასთან მივედი ოპერაციის გასაკეთებლად, არ მირჩია, - „ახლა არ არის საჭირო ამ სათვალის მოხსნაო“, ამან ჩემში დიდი ნდობა გამოიწვია.
– გაამართლა ოპერაციამ თქვენი მოლოდინი?
– გაამართლა კი არა, იდეალურია. ფასი, ხარისხი და შედეგი ისეთია, არ მეშინია, ჩემს შვილს ახლომხედველობა რომ დაემართოს. კომპიუტერთან ახლოს უყვარს ჯდომა, ადრე სულ ვეჩხუბებოდი, ახლა – აღარ, დაემართება და გავუკეთებ კორექციას. ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდრე მოლოდინი მქონდა. ოპერაცია კი არა -კორექციაა. ყველაზე სასიხარულო ის იყო, ექიმმა რომ შემამოწმა, 100-ს კი არა 133 პროცენტს ვხედავ.
– არის თუ არა სხვაობა ახლანდელ მხედველობასა და იმ მხედველობას შორის, რაც ოპერაციამდე გქონდათ?
– ლინზებს რომ ვიკეთებდი და 100 %-ით ვხედავდი, ისეთივე მხედველობა მაქვს. ექიმმა მითხრა, რომ ოპერაციის მეორე დღიდან მხედველობა გამიუმჯობესდებოდა. იმ საღამოსვე, ტელევიზორი რომ ჩავრთე, უკვე ყველაფერი დავინახე და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. მეორე დღეს, მე თვითონ დავჯექი საჭესთან და მივედი კლინიკაში. ძალიან ყურადღებიანი და გულისხმიერი ექიმები არიან.
მისამართი:
ქ. თბილისი, დიღომი,
ნინო ჯავახიშვილის ქ. ¹7
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“
ტელ.: 0322 133 133
скачать dle 11.3