კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2018 (98)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)

№5 რა დათმობაზე წავიდა ცნობილი საიუველირო კომპანია Jacob & CO თია ივერიელის თვალების ხათრით და რატომ დადის ის პარიზისა და შვეიცარიის ქუჩებში ძვირად ღირებული ბრილიანტებით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 27 წლის თია ივერიელი თბილისში დაიბადა, თუმცა მოსკოვში გაიზარდა და მას რუსეთში უფრო იცნობენ, როგორც ჟურნალისტს, სატელევიზიო წამყვანს, მოდელსა და მომღერალს, ვიდრე სამშობლოში. ახლახან თია მსოფლიოში ცნობილი, ძვირად ღირებული  საიუველირო კომპანიის Jacob&Co-ს სახე გახდა, რომლის მთავარი ოფისი ნიუ-იორკშია, ფილიალები კი, მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში. ამ ბრენდის სამკაულებსა და საათებს, ძირითადად, ოლიგარქები და შეძლებული ადამიანები ატარებენ.
– ახლახან, ცნობილი საიუველირო ფირმის სახე გახდი, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული ბრენდია და მხოლოდ სელებრითები, ოლიგარქები და შეძლებული პოლიტიკოსები ატარებენ.  როგორ გახდი ამ კომპანიის სარეკლამო სახე?
– სულ ვამბობ, ქუდბედიანი დავიბადე და იღბალი ყოველთვის ჩემ მხარესაა-მეთქი. ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ იღბლის დამსახურებაა, ამ ცნობილი საიუველირო ბრენდის სახედ რომ ამირჩიეს. ხშირად, უბრალოდ, ვმჯდარვარ სახლში, დაურეკავთ და სოლიდური შემოთავაზება მიმიღია – მაგალითად, საკმაოდ ცნობილ რუსულ არხზე წამყვანობა. რომ არა იღბალი, სხვა რა არის ეს? მხოლოდ სილამაზე და განათლება, თუ იღბალი არ გაქვს, არ გიშველის. გარეგნობა თავის როლს თამაშობს, მაგრამ, თუ არ აზროვნებ, სილამაზეც კარგავს ხიბლს. მარტო შენი მკერდი და დიდი ტუჩები არავის სჭირდება, განათლებას აქცევენ მეტ ყურადღებას. ზოგადად, სოციალურ ქსელებში ჩემს ყოველდღიურობას აფიშირებას არ ვუკეთებ, არც ფოტოებს ვდებ ხშირად. „ინსტაგრამზე” მიდევს ფოტოები, სადაც კარგად ჩანს ჩემი თვალები. მსოფლიოში ცნობილმა საიუველირო კომპანია Jacob&CO-ს დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, შემთხვევით ნახა ჩემი სურათები, დაინტერესდა და მოსკოვში ჩემს აგენტ-მენეჯერს დაუკავშირდა. ჰკითხა, ამ გოგოს ბუნებრივი თვალის ფერია ასეთი და პლასტიკური ოპერაციები თუ აქვს გაკეთებულიო?
– ესე იგი, თუ პლასტიკური ოპერაცია გექნებოდა გაკეთებული, უარს იტყოდნენ შენზე?
– ეს, მთავარი პირობაა, რომ მათი სარეკლამო სახე – გოგონა უნდა იყოს ბუნებრივი – პლასტიკური ოპერაციებისა და ლინზების გარეშე, ასე ვთქვათ, ნატურალურად ლამაზი (იცინის). ჩემმა მენეჯერმა უთხრა, არც ლინზები აქვს თვალებში და არც პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული, თმასაც კი არ იღებავსო. რაც ყველაზე მთავარია, დაინტერესდნენ, თუ ვიცოდი უცხო ენა. საბედნიეროდ, ინგლისურს კარგად ვფლობ და თარჯიმნადაც მიმუშავია. მოკლედ, კი მოვეწონე პეზიდენტს ფოტოებში და ტელეფონითაც მესაუბრა, მაგრამ მითხრა, უნდა ჩამოხვიდე ქასთინგზე, რადგან რამდენიმე გოგო გვყავს და გვინდა, არჩევანი გავაკეთოთ საუკეთესოზეო. თვითონ ამიღეს ბილეთი, დაჯავშნეს საუკეთესო სასტუმრო და გადავფრინდი პარიზში. სულ, ასი გოგონა მონაწილეობდა. გავიარე ქასთინგი და თავად კომპანიის დირექტორმა, ჯაკობ არაბომ, ამირჩია და გამომიტყდა, ეს შენი მწვანე თვალებისა და იმის დამსახურებაა, ტუჩები რომ არ გაქვს დაბერილიო (იცინის). წარმოშობით ებრაელია, უზბეკეტში დაბადებული და საკმაოდ კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს. სხავათა შორის, ხინკალი უყვარს (იცინის). მითხრა, რომ შემოგხედე, ებრაელი მეგონეო. მე კი ვუთხარი, ქართველი ვარ, თბილისში დაბადებული-მეთქი. გაეცინა, გამიგია ქართველებს ლამაზი გოგონები ჰყავთ, მაგრამ შენნაირი ჭკვი–ანებიც თუ არიან, ძალიან კარგიო (იცინის).
მოკლედ, გავაფორმეთ ყველა დოკუმენტი და დღეს ამ ბრენდის ოფიციალური სახე ვარ. ქამელეონი თვალის ფერი მაქვს, რა ფერის ტანსაცმელიც მაცვია და სამკაულიც მიკეთია, იმის ფერს ირეკლავს – ხან მწვანეა, ხან ცისფერი და ხან ლურჯი. საფირონის თვლებისგან დამზაებულ სამკაულს რომ მასინჯებდნენ, თვალმა ლურჯი ფერი მიიღო; ფირუზის რომ მომარგეს, მწვანე გახდა და ჯაკობ არაბო გადაირია, ეს რა ხდებაო (იცინის). მოკლედ, გავაფორმეთ კონტრაქტი, მომიჩინეს პირადი მენეჯერი, დაცვა და ნამდვილი დედოფალივით დავდივარ პარიზის ქუჩებში, ძვირად ღირებული ბრილიანტებითა და ამ ბრენდისვე საათით. წარმოიდგინეთ, პარიზში საცობში რომ არ მოვხვედრილიყავი, „ვერტალიოტით“ გადამაფრინეს სასტუმროდან, პოდიუმამდე. ნამდვილი პარიზის დედოფალი მეგონა თავი (იცინის). მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომდგენელი ესწრებოდა ჩემს გამოსვლას და ფრანგული „ვოგის“ ჟურნალისთვისაც მოვაწყვე ფოტოსესია. ახლა, შვეიცარიაში ჩამოვედი, ახალი საათის პრეზენტაციაზე. ჯაკობ არაბოს სცოდნია, რომ ვმღერი და შემომთავაზა, მონაკოში ჩვენებაზე იმღერეო. უარი ვუთხარი, ასე კარგადაც არ ვმღერი-მეთქი. გაეცინა, ვიცი, მე ქართველების სიმღერა – მსოფლიოშია ცნობილი, ყველა კარგად მღერისო. მგონი, მომიწვეს ჩემი ქართული გენეტიკის მაქსიმალური აფიშირება, ამას ვერ ავცდები (იცინის).
– თქვი, ძვირად ღირებული სამკაულებით დავდივარო. ეს სამკაულები შენი საკუთრებაა?
– კომპანიამ საჩუქრად გადმომცა ძვირად ღირებული შვეიცარიული საათი და ბრილიანტით მოჭედილი საყურეები და ბეჭედი. მთხოვეს, ეს ყველგან ატარე, სადაც იქნები, ეს ერთგვარი რეკლამაა ჩევენიო. საათი, ალბათ, 45 ათასი დოლარი ღირს, საყურეები და ბეჭედი კი, 90 ათასი დოლარი. პლუს ამას, ხელფასს მიხდიან კონტრაქტის პირობით და ყოველდღიურ ხარჯებსაც მინაზღაურებენ. ხომ ასეთი ძვირად ღირებული სამკაულები მიკეთია, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე ძვირფასი პატრიარქის, ილია მეორის ნაკურთხი ჯვარია, რომელსაც სულ თან ვატარებ. ეს ერთგვარი თილისმაა ჩემი წარმატების. სხავათა შორის, დღეს მომარგეს პოდიუმისთვის ბრილიანტის 52-კარატიანი ბეჭედი;  12-კარატიანი ბრილიანტის თვლებით მოჭედილი ყელსაბამი; 5-8-კარატიანი საყურეები და  70-კარატიანი სამაჯური, რისი ღირებულებაც, მთლიანობაში, ასი მილიონი დოლარია. უნდა ნახოთ, საპირფარეშოში რომ გავდივარ, იქაც დაცვა მომყვება, მარტო ვერ მივდივარ (იცინის). იმდენი ცოდნა მივიღე ძვირაფსეულობასთან დაკავშირებით, ადამიანს რომ შევხედავ, ეგრევე ვხვდები, რამდენდოლარიანი სამკაული უკეთია. მარტში ნიუ-იორკში მივდივარ, მანამდე კი, ბევრ ქვეყანაში მიწევს ჩასვლა. სხვათა შორის, ამ ბრენდის სამკაულები ყველაზე კარგად რუსეთში იყიდება და ყველა რუსი ოლიგარქი ატარებს Jacob&CO-ს ბრენდის საათებს. ამ ბრენდს რეკლამას უკეთებდნენ ცნობილი სახეები: კიმ კარდაშიანი,  ადრიანა ლიმა, ფილიპ პლეინი, რონალდო, რიანა, მადონა, ირინა შეიკი, ვიქტორია ბექჰემი, დევიდ ბექჰემი, ფარელი, ბაბოსინკპერი, ლეონარდო დიკაპრიო, სელენა გომესი და სხვები.
– პროფესიით ჟურნალისტი ხარ და სამოდელო ბიზნესშიც საკმაოდ წარმატებული...
– პროფესიით სატელევიზიო ჟურნალისტი სამოდელო ბიზნესშიც საკმაოდ ხშირად ვარ ჩართული. გამოვდივარ მილანის, პარიზის, მოსკოვის პოდიუმზე და ფოტოსესიებსაც მიღებენ. თუმცა, ჩემი ძირითდი პროფესია ჟურნალისტიკაა, ის სფერო, სადაც მინდა, ჩემი მაქსისმუმი ვაჩვენო. მოდელობა, უბრალოდ, დამატებითი შემოსავალია. ჩემმა უნივერსიტეტის პროფესორმა მითხრა, ძალიან გიხდება პოლიტიკური ჟურნალისტობა. გავაკეთოთ პოლიტიკური გადაცემა და შევთავაზოთ რუსეთის ცენტრალურ სატელევიზიო არხსო. მოკლედ, ეს გადაცემა ეთერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გავა. ვფიქრობ, ერთგვარი გადატრიალება იქნება ტელესივრცეში, როცა მოდელი პოლიტიკური თემების განხილვას დავიწყებ პოლიტიკოსებთან ერთად (იცინის). მე დავამტკიცებ, რომ იმ ქალსაც შეუძლია პოლიტიკაზე ისაუბროს, ლამაზი ფეხები, მკერდი და ნაკვთები რომ აქვს და მაღალი დონის პოლიტიკური გადაცემა წაიყვანოს.
– ის, რომ წარმოშობით ქართველი ხარ და ქართულ გვარს ატარებ, ხელს არ შეგიშლის?
– ჩემი გვარი ჩხიკვაძეა, მაგრამ ივერიელით უფრო მიცნობენ. ქართული გენეტიკა, იმაში, რომ რუსული პოლიტიკური ამბები მიმოვიხილო, ხელს არ შემიძლის. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი, დეპუტატი და გამოჩენილი ფიგურა ცხოვრობს მოსკოვში და ქართველობა სულაც არ უშლით ხელს, იყვნენ წარმატებულები. ადვილი, ნამდვილად არ იქნება ქართველმა გოგომ წაიყვანოს რუსეთში პოლიტიკური გადაცემა, მაგრამ მინდა, სერიოზულ ჟურნალისტიკაში შევდგა ფეხი. სწორედ ამაზე ვიყავი გადართული, როცა ჩემს მენეჯერს დაუკავშირდნენ და შემომთავაზეს თანამშრომლობა საიუველირო ბრენდთან.
– როგორც ვიცი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმე საიუველირო ბრენდთან, არადა, პრეზიდენტის არჩევნები რუსეთში მარტშია დანიშნული. ეს ხელს არ გიშლის?
– ამის გამო, დათმობაზე წავიდა კომპანიის დირექტორი და შევთანხმდით, რომ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე გავაფორმებთ კონტრაქტს. არ მინდა, რუსულ ტელესივრცეში ჩემი პოლიტიკური გადაცემის გაკეთების შანსი ხელიდან გავუშვა.  
скачать dle 11.3