კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 ვინ არის ქმართან დაშორების შემდეგ ნინი ონიანის ცხოვრების მთავარი მამაკაცი და რა არ შეარგეს მას

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 ნინი ონიანი პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა, ის როგორც თამამი მსახიობი ქალი და ტელესახე, ისე გაიცნო საზოგადოებამ. ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და ემოციური მოვლენები განვითარდა. როგორც თავად ამბობოს, ამ ამბების გადატანა ადვილი არ იყო. თუმცა, მიზანდასახულობა და მებრძოლი ხასიათი დაეხმარა. ნინის არ უყვარს პირად ცხოვრებაზე გულახდილობა, თუმცა, ჟურნალ „თბილისელების“ ერთგული მკითხველისთვის გამონაკლისი დაუშვა.
ნინი ონიანი:
საკმაოდ რთული, ემოციურად დატვრითული, იმავდროულად კი, სასიამოვნო და სასიხარულო იყო გასული წელიწადი ჩემთვის. მქონდა რთული, ტოქსიკური ორსულობა. გავაჩინე შვილი. გავშორდი ქმარს. წამოვიწყე ბიზნესი... ეს ყელაფერი, დეპრესიისა და სირთულეების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ლუკას დაბადებამ, ჩემთვის სამყარო შეცვალა. მოკლედ, ემოციურად დატვირთული წელი წარსულს ჩავაბარე. დეპრესიული ორსულობა გამოვიარე,  მშობიარობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მაგრამ, ლუკა რომ დავინახე, დეპრესიაც გადამავიწყდა და ტოქსიკოზიც. ბევრ ქალს პირიქით, მშობიარობის მერე ეწყება მელანქოლია და დეპრესია. მე კი, ეს ორსულობაში გავიარე. როგორც კი სამშობიაროდან გამოვედი, დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა და ფიქრი. ლუკამ გადამატანინა ეს ყველაფერი მსუბუქად და მარტივად. მის გამო, ღამეებიც მითენებია. ახლა კი ყველაფერი მავიწყდება და ცხოვრების ყველაზე მთავარი მამაკაცი ის არის.
– ლუკა რომ გაჩნდა, ქმარს უკვე გაშორებული იყავი?
– არა, იმ პერიოდში ერთად ვიყავით. ქმარს გავშორდი, ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ. წარმოიდგინეთ, ახალი ნამშობირები, სანამ ორგანიზმი ფორმაში ჩადგება, დაიკლებ ზედმეტ კილოგრამებს – 17 კილო მქონდა მომატებული და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, პლუს ამას, ქმარს გავშორდი და ემოციურად რთულად გადავიტანე. რომ იტყვიან, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და ერთად დამეყარა თავზე.
– ანუ, მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ იყო?
– ზუსტად! სამყარო ჩემს წინააღმდეგ აღდგა, თუმცა, არ იყო ეს პირველი გამოცდა მისგან. გამოწრთობილი ვარ წინააღმდეგობების მიმართ და მივხვდი, თუ ახლა მოვდუნდები და ხელს ჩავიქნევ, უკეთესად ვერ ვიქნები-მეთქი. თან, გავიაზრე, რომ დედა ვარ, შვილი მყავს და არ მაქვს უფლება დეპრესიას მივეცე და ვიღაცებს გადავაყოლო ყველაფერი. ლუკამ ამოატრიალა, თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება, სულ სხვა ადამიანად მაქცია. ბევრი რამ გადავაფასე. წარმოიდგინეთ, ამხელა პასუხისმგებლობა გემატება და თან, მარტო რჩები.
– მახსოვს, სოციალურ ქსელში წერდი, მარტოხელა დედობა რთულია და ვისაც ეს არ გამოუცდია, ენა ჩაიგდეთო. ვისზე იყავი გაბრაზებული?
– ხომ იცით, საქართველოში გრძელი ენები აქვთ. ჩათვალეს, რომ მარტოხელა დედობა ჩემი ბრალია. მე გამომიყვანეს დამნაშავედ და ამიტომ, დამჭირდა მათთვის პასუხის გაცემა. ძნელი და რთულია მარტოხელა დედობა და ვისაც არ გამოუცდია, ამას ვერასდროს გაიგებს. ათენებ ღამეებს, დილით გამოუძინებელი და დაღლილი გარბიხარ საქმეებზე, რომ შვილს არაფერი მოაკლდეს. პარალელურად, უნდა ეცადო, დაალაგო შენი ცხოვრება, რომ ეს პრობლემები შენს შვილს არ შეეხოს. საღამოობით სახლში იჯდე, რომ შენმა შვილმა უშენობა არ იგრძნოს. უამრავი დაცემისა და გულის ტკენის მიუხედავად, მაინც უნდა ადგე და განაგრძო ბრძოლა, რადგან ეს შენს შვილს სჭირდება. ვისაც ეს არ გამოუცდია, ის ვერც გამიგებს. თუმცა, იმის მაგივრად, ენა ჩაიგდონ და არ განიხილონ სხვისი ცხოვრება, ენა კისერზე აქვთ შემოხვეული და არ აჩერებენ. დაიწყეს ჭორაობა, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე, რომ ოჯახი დამენგრა და შვილი უმამოდ დავტოვე. ამბობდნენ – რაღას თხოვდებოდა, შვილი  თუ უმამოდ უნდა გაეზარდაო. ჩემზე ბევრი უჭორავიათ, მლანძღავენ წლებია და ხმა არ ამომიღია, მაგრამ, როცა შვილს შეეხნენ, ეს ვერ მოვითმინე და არც მოვითმენ. არავის შევარჩენ და ვაპატიებ ამას.
– იმასაც ამბობდნენ, თითქოს გაშორების მიზეზი ღალატი იყო.
– ძალიან მიყვარდა ჩემი ყოფილი მეუღლე და ლუკას გამო, არც იმ ნაბიჯს ვინანებ, რომ გავთხოვდი. მიზნად არ მქონია ოჯახის შექმნა, უბრალოდ, ძალიან შემიყვარდა. ასე რომ, ღალატი არ ყოფილა. ერთი წელი რომ გავიდა მივხვდით, რომ გვიჭირდა ერთად ყოფნა და გადაწყვეტილება მე მივიღე, ისიც დამეთნხმა. როგორც კი გაშორებას გაიგებენ, ეგრევე ღალატზე იწყებენ ლაპარაკს. მეც ყველა, ნაცნობიდან დაწყებული მეგობრით დამთავრებული, მეკითხებოდა: გიღალატა? ყველას ვუხსნი, რომ – არა! არადა, იმდენად მიყვარდა, მის გამო, გვარიც კი შევიცალე და ყველა რისკზეც წავედი. ასე მოხდა და ვერაფერს შევცვლით. რა ჭორი აღარ გამიგია ჩემზე, რით ვერ მომინელეს, ვერ გავიგე... ხან ვისთან დავდივარ, ხან ვისი საყვარელი ვარ და ხან – ვისი... ცხვირი, მკერდი, ტუჩი ჩემი არ არის და გაკეთებული მაქვს, წარბები აქაჩული და თვალები გადაქაჩული... მოკლედ, მათ რომ დაუჯეროთ, „აწყობილი“ ვარ და არც გარეგნობა შემარჩინეს. გასაგებია, ამ ქვეყანაში სილამაზესაც არ გაპატიებენ. არადა, არაფერი მაქვს გაკეთებული ჯერჯერობით და თუ დამჭირდა, გავიკეთებ. მაგრამ, სანამ ჩემი მაქვს, შემარგონ! კიდევ ვამბობ, არ ვაქცევ ყურადღებას მსგავს ჭორებს და ლუკა არის ჩემს ცხოვრებაში მთავარი მამაკაცი, რომლის გამოც, სამყაროს დავუპირისპირდები. არავის მივცემ უფლებას, ჩემს შვილს შეეხოს! ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერი მომავლისთვის. მართალია, რაღაც პერიოდი ცხოვრებამ ზურგი მაქცია, მაგრამ ლუკამ ამოატრიალა ყველაფერი. აღმოვჩნდი ძლიერი და ბრძოლისთვის მზად ვარ. მადლობა ღმერთს, ეს წელი კარგად დაიწყო, იტალიაში ვიყავი მეგობრებთან ერთად და შთაბეჭდილებების ქვეშ ჩამოვედი. დარწმუნებული ვარ, ეს წელი ძალიან მაგარი იქნება ჩემთვის. სხვანაირად არ მაწყობს (იცინის).
– ლუკას მამასთან ურთიერთობა არ აქვს?
– როგორ არა, ლუკა რვა თვისაა. მთელი კვირა ჩემთანაა და ოთხი თვიდან, ყოველ  შაბათ-კვირას მამასთან ატარებს.
– შვილი, ბიზნესი, მეგობრები – ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ქალისთვის პირადი ცხოვრებაც აუცილებელია. ამ მხრივ რა ხდება?
– ჯერჯერობით არაფერი ხდება პირადში. არც ფიზიკურად შემიძლია და არც მცალია რომანტიკული შეხვედრებისთვის. ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი და მერე, თუ ვინმე გამოჩნდა და გადაწყვეტს, ამ რთულ გზაზე ჩემს გვერდით სიარულს, რატომაც არა. თუმცა, ამ ეტაპზე გათხოვება ჩემთვის წარმოუდგენელია. ნამდვილად არ მინდა ოჯახის შექმნა. კი ბატონო, გამოჩნდეს, ვიქნები მასთან, მაგრამ, გამოცდილებიდან გამომდინარე ოჯახის შექმნა არ მინდა.
– ნინი, შენთან ერთად ამ გზაზე სიარული რთულია?
– ვინც სუსტია, იმისთვის რთულია. ძლიერი კაცისთვის კი, არაფერია შეუძლებელი და რთული.
– საკუთარი ბიზნესი დაიწყე და ამას გარკვეული თანხები სჭირდებოდა. ვინმე დაგეხმარა?
– ეს არის ჩემი „ვარდისფერი სახლი, ვარდისფერი სამყარო“ – ასე ვეძახი. ეს არის „სტუდია ფიგურა საბურთალო“ ქალბატონებისთვის, სადაც უამრავი პროცედურა ტარდება და სხეულის ფორმებს ხვეწს. ბავშვი რომ გავაჩინე, თავად დამჭირდა ეს პროცედურები. ისეთი შედეგები მქონდა, შოკში ჩავვარდი და ვთქვი, მსგავს საქმეს მეც დავიწყებ-მეთქი. მინდოდა, ჩემი ბიზნესი მქონოდა. გარკვეული თანხა მქონდა დაგროვილი, ოჯახი და ჩემი მეგობრებიც დამეხმარნენ და გავხსენი.
– ტელეეკრანზე აღარ ჩანხარ. ანუ, ბიზნესში გადაინაცვლე და სხვა საქმიანობას ჩამოშორდი?
–  დიდი სურვილი მაქვს ტელეეკრანს დავუბრუნდე, მაგრამ რეალურად, სადაც ვმუშაობდი, აღარაფერი ხდება. სადაც ხდება, იქ თვითონაც ვერ გაუგიათ, რა ხდება... თუ საინტერესო შემოთავაზება მექნება, აუცილებლად დავთანხმდები, რადგან ტელეეკრანი მაკლია, შეჩვევა იცის.
скачать dle 11.3