კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (159)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

№5 რატომ მოიტეხა რქები მანანიკო ცენტერაძემ და ჰყავს თუ არა მას ოლიგარქი მამა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ნიჭიერი მომღერლის, მანანიკო ცენტერაძისთვის, 2017 წელი განსაკუთრებული იყო. მან მოიგო პროექტი „ჩვენ ვარსკლავები ვართ”. ამ ყველაფერს კი, წინ ბევრი რთული პერიოდი, შრომა და ოჯახის წევრების გარეშე ცხოვრების 8 წელი უძღვოდა. თუმცა, ეს ყველაფერი მანანიკოსთვის სტიმულის მომცემი გახდა და საბოლოოდ, დიდი გამარჯვებით დაგვირგვინდა.
მანანიკო ცენტერაძე:
იმდენად ძლიერი იყო  ეიფორია, რომ მე კი არა, ჩემი ოჯახის წევრებიც ვერ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ახლა, ნელ-ნელა ვთავისუფლდები ამ ემოცებისგან. თუმცა, ძალიან რთული ყოფილა ამის გადახარშვა. რომ გავაანალიზე, შემდეგ პარასკევს სცენაზე აღარ დავდგებოდი, კონკურსის რეჟიმში არ ვიქნებოდი, ეს ამბავი ცოტა არ მომეწონა. ვამბობდი: მგონი, მაზოხისტი ვარ – ნერვიულობას და ამ ყველაფერს, თავისი ხიბლი აქვს-მეთქი. თან, მომღერალს არ აქვს იმის ფუფუნება, ყოველ პარასკევს იდგეს ფილარმონიის სცენაზე. ეს პროექტი კი ამის საშუალებას გვაძლევდა.
– გამარჯვების მოლოდინი გექნებოდა, რადგან ასეთი ტიპის კონკურსში, ისედაც გამარჯვებისთვის მიდიან.
–  სხვა არაფერი დამიშვია, უბრალოდ, გაქვს ის მომენტი: „ნეტავ, რა იქნება?” არცერთ პარასკევს არ დამიკარგავს იმის რწმენა, რომ ბოლომდე ვიქნებოდი პროექტში და მოვიგებდი. მაგრამ, როცა დგება მომენტი, რომ ათიდან ქვემოთ ითვლიან, ყველაფერი ჩერდება. ხომ აჩქარებული პროცესია და ამ პროცესიდან თითქოს სადღაც გადიხარ. გიგის ვეყრდნობოდი, რადგან, მეგონა, წავიქცეოდი. ვფიქრობდი: კარგი, რა მოხდა, თუ ვერ მოვიგებ, ხალხმა გამიცნო-მეთქი. ამას რომ ფიქრობ, თან ბრძოლები გეწყება: რას ჰქვია ვერ მოვიგებ, რომ წარმოიდგენ ვერ იგებ, შეიძლება, გაგიჟდე. მონაცვლეობით იყო ეს ემოციები. მა... თქვეს და მეტი აღარაფერი მახსოვს.
– ჩვენს საზოგადოებას უყვარს მოგებულის გაკრიტიკება. შენ მიმართაც იყო გარკვეული კრიტიკა. ამაზე როგორ რეაგირებდი?
– დიდი კრიტიკა იყო. ამისთვის მზად ვიყავი. საერთოდ, არ დავუთრგუნივარ. ჩემი ძმა ხშირად მეუბნება: თუ ეს ყველაფერი გრთგუნავს, არ უნდა გქონდეს იმის ამბიცია, რომ სცენაზე იდგე, მღეროდეო. მე ხომ იმ ადამიანებისთვის ვმღერი, ვისაც მოვწონვარ. ვისაც არ მოვწონვარ მათთვის თავის მოწონებას არც ვცდილობ და დროსაც არ ვკარგავ. ამბობდნენ: ჩაწყობით მოიგო და არ არის ხალხის რჩეული, ეს ფულის რჩეულიაო. თითქოს მამაჩემი ოლიგარქია: ოლიგარქი მამიკოს მანანიკომ გაიმარჯვაო. მამაჩემი ხუმრობდა: ჩემი ოლიგარქობა ვერ დავმალეო და მეც ვეხუმრებოდი: მაინც ამოთხარეს, რაც დამარხული გქონდა-მეთქი. ჩემი მშობლები უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები. შრომობენ ხელფასზე. ოლიგარქი მამა რომ მყავდეს, აქამდე სახლიც მექნებოდა.
– ნაქირავებში ცხოვრობ?
– დედაჩემის ძმამ დამითმო რამდენიმე წლით თავისი სახლი და იქ ვცხოვრობ, უკვე 12 წელია. ჩემი სახლი ფოთში მაქვს, სადაც დავიბადე, ისიც მთელი ოჯახისაა. თბილისში სახლი არ მაქვს.
– საკმაოდ ბევრი სირთულე გაქვს გამოვლილი და როგორია შეგრძნება, როცა შრომა ასე გიფასდება?
– ბიძაჩემი განსაკუთრებულად მოითხოვდა, რომ დიდ სცენაზე ვმდგარიყავი: არ გაპატიებ, რომ დიდ სცენაზე არ დადგეო. დედაჩემიც სულ ამას მეუბნებოდა. ეს ერთგვარი ტვირთიც იყო: რომ ვერ გავამართლო მათი იმედები, ვერ გავხდე პოპულარული-მეთქი. შემდეგ კი, უკვე ბედნიერი ხარ, არა მხოლოდ შენით, არამედ იმ ადამიანების გამოც, ვინც შენზე დიდ იმედებს ამყარებდა. ბიძაჩემს ახლა უკვე სხვა მოთხოვნები აქვს: უნდა, რომ უცხოეთში გავიდე. ეს კარგია, რადგან, როცა შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ამას გეუბნება, დიდი სტიმულია.  მარტო იმიტომ გააკეთებ ამ ყველაფერს, რომ მისი იმედები გაამართლო. პროექტის დროს ბევრი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში: თუნდაც ის, როგორ შემიძლია საკუთარ თავთან მუშაობა. აქამდე სულ მე ვქოქავდი ჩემს თავს, ახლა გაორმაგებული მაქვს ეს თვისება, ან მქონდა და ახლა გაიღვიძა. კომენტარებზეც მეგონა, მოვკვდებოდი, დეპრესიაში ჩავვარდებოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ყველაფერზე იმუნიტეტი გამოვიმუშავე.
– კიდევ რაზე გაქვს იმუნიტეტი გამომუშავებული?
– მეგობრებს ვეუბნებოდი: არ მინდა, დრო დავხარჯო ნეგატიურზე, აგრესიაზე, მინდა, მაქსიმალურად გამოვიყენო დრო კარგი საქმისთვის, სიყვარულისთვის-მეთქი. აგრესიაზე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული – არასდროს ვპასუხობ აგრესიით. მოთმინების უნარი და დუმილი ყველაზე მეტად დამეხმარა პროექტის განმავლობაში. არასდროს მინანია, რომ რაღაც მოვითმინე. მძიმე იყო ეს წლები ჩემთვის, მაგრამ მსხვერპლად რაღაც უნდა გაიღო, რომ სანაცვლოდ, სხვა რამ მიიღო. ისეთი თვისებები ჩამომიყალიბდა მარტოობის შედეგად, იმ 8 წლის განმავლობაში, რაც სხვა შემთხვევაში, არ ჩამომიყალიბდებოდა.
– ალბათ, ყველაზე რთულია, როცა შედიხარ სახლში, დახურავ კარს და რჩები მარტო.
– ეს ძალიან რთულია, მაგრამ მე ამასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე. მიუხედავად სიშორისა, მათი მხრიდან, მუდმივად დიდი მხარდაჭერა მქონდა.
– ძალიან კარგი საჩუქარი მიიღე – ბინა.
– ბინის გარდა, კლიპის გადაღება მივიღე საჩუქრად. ჯერჯერობით, არ მაქვს ახალი სიმღერა. ველოდები, იქნებ ვინმემ დამიწეროს, ან მე დავწერო. აუცილებლად გამოვიყენებ ამ საჩუქარს. ბინის მოლოდინში ვარ, დაახლოებით 2 თვეში დასრულდება. დამიკავშირდებიან. უკვე ვიცი, როგორ მოვაწყობ და ზუსტად ამიტომ მინდა, რომ არ გავჩერდე: ხალხს არ დავავიწყდე. თან, ჩემი ფინანსებით მოვაწყო ბინა. ჩემს ოლიგარქ მამიკოს ახლა ამისთვის არ სცალია. აქტიურად ვმუშაობ. პლუს, ბენდთან ვთანამშრომლობ, ქავერებს ვაკეთებთ.
– როგორია ისეთი მანანიკო, რომელსაც არავინ იცნობს?
– ვფიქრობ, ცოტა რთული ხასიათი მაქვს. არის მომენტები, როცა სხვა ადამიანი იღვიძებს ჩემში – სუსტი, ცოტა ლუზერული. სხვათა შორის, დიდი ხანია, არ გაუღვიძია. მაქვს ხოლმე რაღაც ბრძოლები და ჩემს ამ მხარეს არავის ვაჩვენებ. არც ვიცი, ეს კომპლექსია თუ რა, მაგრამ, არ მინდა, ვინმეს დავანახვო სისუსტეები. ვინც კარგად მიცნობს, ისინი ამას ხედავენ. რომ მითხრან, შეიძლება, არც ვაღიარო. მაგრამ, ბოლო პერიოდში ვისწავლე აღიარება. ძალიან ჯიუტი ვიყავი ადრე და ცოტა რქები მოვიტეხე.
– პირადში ისევ არაფერი ხდება?
– არაფერი შეცვლილა, მყარად ვდგავარ. ვინც შენ გვერდით იქნება, შენს საქმეს პატივს უნდა სცემდეს, გეხმარებოდეს. მაგრამ, მას ჯერ შენი პიროვნული თვისებები უყვარდება და არა შენი ნიჭი. ამიტომ, პიროვნულად უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მარტო ყოფნას არ ვაპირებ, უბრალოდ, არ გამოჩენილა ისეთი ადამიანი, ვისთანაც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს. მნიშვნელოვანია მასთან მეგობრობა და არა სტატუსი – შეყვარებული ან ქმარი. როგორც კი შეყვარებულის ან ქმრის სტატუსს მიანიჭებ – აღიქვამ მხოლოდ შეყვარებულს, ან ქმარს, მაშინვე ყველაფერი ფუჭდება. ჯერ უნდა იმეგობრო და მერე უკვე, დანარჩენი. თან, მე ძალიან „ტორმუზი” ვარ, სულ ვწელავ დროს: ჯერ არა, მაცადე, ვიზლაზნები.
– დავუშვათ, მოსწონხარ ვიღაცას და შენც მოგწონს. მაინც გაურბიხარ ურთიერთობას?
– გავურბივარ, რადგან დიდი დრო მჭირდება იმისთვის, ადამიანი გავიცნო, სხვადასხვა სიტუაციაში ვნახო. დიდი დრო მჭირდება მივხვდე, რომ მასთან კომფორტულად ვგრძნობ თავს. თან, ეტყობა, მეშინია პასუხისმგებლობის აღების. ძალიან ნელი ვარ. არ მიყვარს, როცა მაჩქარებენ – ტვინი მეკეტება და ვერაფერს ვაკეთებ. რაც ყველაზე მეტად მხიბლავს, ეს ქალისადმი დიპლომატიური მიდგომაა.
скачать dle 11.3