კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№5 როგორ გახდა გიორგი სურმავა მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი საქართველოსა და პოლონეთში და როდის დარჩა ის თითქმის უსახლკაროდ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

გიორგი სურმავა – მსახიობი, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებში“ დოჩის ქმრის როლს ასრულებს – ამ საკმაოდ რთულ მისიას თავი მან უკვე გაართვა და ახლა მაყურებელთან ერთად, ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. მანამდე კი, საკუთარი ცხოვრების შესახებ გიამბობთ.
გიორგი სურმავა
: ყოველთვის ამ სერიალის ერთგული მაყურებელი ვიყავი. როგორც გავიგე, ტონის როლზე რამდენჯერმე შეარჩიეს მსახიობი, მაგრამ რატომღაც გაჭირდა ერთზე ჩამოყალიბება. შემდეგ მეგობრებმა ჩემი ფოტოები აჩვენეს ქასთინგმენეჯერს – ეკა მჟავანაძეს. მან დამირეკა და მთხოვა, სენაკში ჩავსულიყავი. პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მოვხვდი. ყველაფერი მზად იყო და გიორგი ლიფონავასთან მივედი გასაუბრებაზე. საერთოდ, არ ვიცოდი, რა როლის სათამაშოდ მივდიოდი. ლიფონავა გამოვიდა, ერთი შემათვალიერა და ეგრევე თქვა, ჩააცვითო. ასე, პირდაპირ მოვხვდი ამ როლზე (იცინის). ყოველთვის მქონდა აქ თამაშის სურვილი და საერთოდ, ყველა მსახიობს უნდა ეს. მით უმეტეს, პერიფერიებში. მე ფოთის თეატრის მსახიობი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ამ დიდ ოჯახში მოვხვდი.
– მაგრამ, ცოტა რთული არ არის, ისეთი ქალის ქმრობა თქვენ რომ გერგოთ?
– ყველა ამას მეუბნება (იცინის). რა თქმა უნდა, რთულია დოჩის ქმრობა. თავისი ემოციები, ამბიციები და „წიკები” აქვს, მაგრამ ვუძლებ, სხვა გამოსავალი არაა (იცინის).
– რეალურად ჰგავხართ ტონის?
– ტონის ხასიათი ჯერ კარგად არ ჩანს. მთავარი მსგავსება ისაა, რომ ტონი ისევე, როგორც მე, მეგობრული, თბილი და უბოროტოა. უნდა, პრობლემები მოაგვაროს და კონფლიქტები არ უყვარს. არ უნდა, რომ ოჯახები ერთმანეთს გადაეკიდონ. ამ ყველაფრით ვგავართ, მეტი, ჯერ ისეთი არაფერი ჩანს.
– მასავით, სპონტანურად გადაწყვეტილების მიღება თუ გჩვევიათ?
– როცა ოჯახის შექმნას ეხება საქმე – არა, მაგრამ რაღაც საკითხებში – კი. პროფესიაში მიწევს უფრო სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. ტონის კი უცებ მოეწონა დოჩი, გადაწყვიტა, ეს ქალი ჩემი უნდა გახდესო და ასეც მოხდა.
– როგორია თქვენი რეალური ცხოვრება?
– ქალაქ ფოთში დავიბადე და იქ ვცხოვრობ. ფოთის თეატრის მსახიობი ვარ უკვე ძალიან დიდი ხანია. თეატრალური მაქვს დამთავრებული. მყავს მეუღლე – ლელა ბერაია და ერთი ქალიშვილი – ბარბარე სურმავა. მეუღლე საფინანსო-საბანკო საქმეებშია ჩართული. თვითონ მსახიობი არაა, მაგრამ ძალიან მგულშემატკივრობს.
– ტონის მსგავსად, მომავალი მეუღლე, თქვენც დაინახეთ და გადაწყვიტეთ, რომ თქვენი უნდა გამხდარიყო?
– არა (იცინის). ჩემი ქორწინების ისტორია არაფრით ჰგავს ტონისას. ჩემს მეგობარს წავყევი დაბადების დღეზე, სადაც შეყვარებული ჰყავდა დაპატიჟებული. მეგობრის შეყვარებულს დაქალი ახლდა, რომელიც მე გავიცანი და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. საბედნიეროდ, ჩვენც დავქორწინდით და ის ჩემი მეგობარიც დაქორწინდა იმ გოგოზე. თუმცა, ერთი შევხედე და მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი. უბრალოდ,  მოგვეწონა ერთმანეთი, – მეც მივხვდი, რომ „ის ის იყო“ და ისიც მიხვდა, რომ „მე მე ვიყავი“ (იცინის).
– როგორც ტონი, თქვენც დამთმობი ხართ მეუღლესთან?
– იცით, დრო გვიჩვენებს. შეიძლება, ასეთი თბილი ტონი ერთ დღეს ისეთი გახდეს, ჯიბიდან ისროლოს (იცინის). რეალურად, ნამდვილი ტრადიციული და თბილი ოჯახი მაქვს. ერთმანეთს ვუგებთ, ვეფერებით და შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. უკვე მერვე წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენს პატარას ვზრდით. ორივე ვაკეთებთ ყველაფრს, რასაც ოჯახი მოითხოვს.
– მეუღლე როგორ აფასებს თქვენს როლს?
– იუმორით უყურებს ამ ყველაფერს და ძალიან ეცინება. აქამდეც ხომ ვუყურებდით „ჩემი ცოლის დაქალებს“ და ყოველთვის ვხალისობდით დოჩიზე. ვერცერთს ვერ წარმოგვედგინა, რომ ერთ დღეს მე გავხდებოდი მისი ქმარი. მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. რჩევებსაც მაძლევს და ყველანაირად ცდილობს, ხელი შემიწყოს.
– თქვენი პატარა როგორი გოგოა?
– უი, თხაა (იცინის). ძალიან საყვარელია, ულამაზესი – თეთრი, ქერა, მაგრამ პატარა ხულიგანია. თავის ჭკუაზე გვატრიალებს. ერთი ბავშვია ოჯახში და განებივრებულია. მშობლები, ბებია-ბაბუები, ბიძები თუ სხვა ნათესავები, ყველა ბარბარეს დასტრიალებს თავს. თქვენ წარმოიდგინეთ და, „ქინდერებს“ იტალიიდან უგზავნიან (იცინის). იტალიაში ჩემი ცოლის ბიცოლა ცხოვრობს და იქიდან ის ანებივრებს. აი, ეს ზუსტად მანტკავებისნაირი კლანია (იცინის). მოკლედ, გაგიჟებულია ბავშვი, ყველაფერს კარგად იყენებს და თავზეც დაგვაჯდა, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით.
– არ გამოგდით სიმკაცრე?
– არანაირად არ გამომდის მკაცრი მამის როლი. რომ დავტუქსავ, მერე გული მტკივა – ეს რატომ გავაკეთე-მეთქი. მაგრამ ხომ უნდა გაიზარდოს და რაღაცა ისწავლოს: უფროსი და უმცროსი გაარჩიოს და ადამიანად ჩამოყალიბდეს. ამიტომ, ხანდახან სავალდებულოცაა რაღაც დოზით სიმკაცრე. მიწევს ხოლმე რაღაცების ახსნა, მაგრამ ის მაინც თავისას მიერეკება (იცინის). ახლა სკოლისთვის ვემზადებით და ძალიან მოსწონს ეს პროცესი. სახლში დადის და იმ ტექსტებს იმეორებს, რასაც მე ეკრანზე ვამბობ. ძალიან უნდა, რომ ამ ტელევიზორის ყუთში თვითონაც მოხვდეს და მთხოვს წამიყვანეო (იცინის). სხვათა შორის, კოჭებში ეტყობა, რომ ნიჭი აქვს.
– ახალმოსული პოპულარობის ამბებს როგორ ეჩვევით?
– ჰო, უკვე დაიწყო ეს ამბები და თქვენც, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. თუმცა, ერთი რამის თქმა მინდა, მე ფოთის თეატრის მსახიობი ვარ და სანამ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოვჩნდებოდი, თეატრალური სამყაროს ძალიან დიდი ჯილდო მაქვს მიღებული. მაგრამ, ამის შესახებ არავინ არაფერს ამბობს, რადგან ასეთი ამბავი არ მოჰყოლია. თეატრალური პრემია „დურუჯი“ მაქვს აღებული 2014-2015 წელს, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. მას შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ისევ ნომინანტი ვიყავი. მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლის ნომინაცია ავიღე პოლონეთშიც. ანუ, თეატრში ძალიან დიდი წარმატება მაქვს. პირველი ვიყავი, ვინც რეგიონულ თეატრებს შორის, „დურუჯი“ აიღო. მაგრამ „ჩემი ცოლის დაქალებმა“ იმხელა პოპულარობა მოიტანა, ყველგან ამით მცნობენ. ჩემ გარშემო ყველას ძალიან გაუხარდა ამ სერიალში ჩემი გამოჩენა. ერთმა ახლობელმა მითხრა, რომ დაგინახე, ისე გამიხარდა, ტირილი დავიწყე ემოციებისგან და მეზობელი შემომივარდა, ხომ მშვიდობა გაქვთო?! დაოჯახების სცენა რომ იყო, მეორედ მილოცავდნენ ცოლის მოყვანას (იცინის).
– წარმატების პარალელურად, თქვენი ცხოვრების რთული პერიოდებიც გავიხსენოთ.
– სამწუხაროდ, ყველას ცხოვრებაში დგება რთული მომენტები. ბავშვობიდან თეატრში გავიზარდე და ძალიან რთული იყო, როცა  შენობა დავკარგეთ და ქუჩაში დავრჩით. ეს იგივეა, სახლი რომ დაკარგო. ის ცხრა წელი, რომელიც, ფაქტობრივად, სახლის გარეშე გავატარეთ, ძალიან რთული გადასატანი იყო, მაგრამ ჩვენს საქმეს მაინც ვაკეთებდით. ახლა ახალი შენობა გვაქვს და გადავიტანეთ ეს ამბავი. თეატრის გარდა, იყო ძალიან მძიმე ოჯახური მდგომარეობაც – ჩემი ცოლის დას ავტოავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. ახალგაზრდა, 28 წლის გოგო იყო და ეს ტრაგედია ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
скачать dle 11.3