კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რატომ მოათავსა ომარ ბრეგვაძემ თამუნიასთვის განკუთვნილ ვარდებში ლურსმნები და რატომ ესროლა სულიკო ჟღენტმა თოჯინა ელდარ შენგელაიას

თათია ფარესაშვილი თათა ჩიკვილაძე

ომარ ბრეგვაძე 1956 წლიდან დღემდე ძველ კინოსტუდიაშია, ჩვენთვის ცნობილ მრავალ ფილმზე აქვს ნამუშევარი როგორც ოპერატორს და ახლა ამ კინოარქივის მცველია. ათასობით  ანიმაციურ  და კინოფირს უნახავს მომავალ თაობებს. მიაჩნია, რომ აუცილებელია, იცოდნენ და ასევე, ხელშესახები იყოს  მათთვის როგორც ფირები, ასევე  ძველი ისტორიული ტექნიკა. სიძველის მიუხედავად, სტუდიაში ყველა კამერა მუშა მდგომარეობაშია. შენახულია ხუთიათასამდე ფირი და საბჭოთა დროის რუსული კინომასალაც. ახსოვს, როგორ იქმნებოდა „შერეკილები”,  „დონ კიხოტი,” „ცისფერი მთები” და სხვა მრავალი შედევრი. ყვება როგორ იღებდნენ მაყურებლისთვის საყვარელ კინოფილმებს. მადლიერია კინოფონდის, რომ შენობაში დარჩენის საშუალება მისცა,  მაგრამ დარდობს, როდემდე შეძლებს ამ ყველაფრის პატრონობას. იმედი აქვს, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც  მუზეუმად გადააქცევს იმას, რასაც დღემდე მოაღწევინა და მისი ეს, ამდენი წლის ჯაფა საიმედო ხელში დაისადგურებს.
ომარ ბრეგვაძე:
კინოხელოვნებას პატარაობიდანვე ვეზიარე და მივხვდი, რომ ეს ჩემი სფეროა. ჯერ მსახიობად  მოვსინჯე ჩემი შესაძლებლობები. სკოლის მოსწავლე ფილმ „ცისკარაში,“ მასიურ სცენებში გადამიღეს. შემდეგ კი, დაიწყო ყველაზე მთავარი. ბევრ ფილმზე მიმუშავია, როგორც სპეცეფექტების ოპერატორს, ასევე კობინ გადაღების ოპერატორს. ძალიან ძლიერი სპეციალობაა, აუცილებელია, დრამატურგიულად და შინაარსობრივად შეიქმნას ისეთი გამოსახულება, რაც ფილმის შინაარსს მიესადაგება. აქ ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება მუშაობდა, მათ შემასწავლეს ეს პროფესია. თავიდან ურიკის დამტარებელი ვიყავი. პირველი ფილმი, სადაც ასისტენტად დავიწყე მუშაობა, იყო ლანა ღოღობერიძის „თბილისი ათასხუთასი წლისაა“.  ჩემი პროფესია დამდგმელი ოპერატორისა და დამდგმელი რეჟისორის დამხმარეა.
– რომელ ცნობილ ფილმებზე გიმუშავიათ და რომელ რეჟისორებთან?
– ბევრია ასეთი. რეზო თაბუკაშვილთან, „ექვთიმე თაყაიშვილის“ გადაღებებზე; ელდარ შენგელაიასთან „შერეკილებზე.“  რასაც ფილმში ხედავთ, ყველაფერი ხელით მაქვს გაკეთებული, მაგრამ თანამედროვე ტექნიკა ამას აღარ საჭიროებს.
 ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო იმ პერიოდში. აქ მუშაობდა ადამიანის ტვინი და ძირითადად, ტექნიკა იყო ძალიან მწირი. ადამიანი ფიქრობდა, ცდილობდა, რომ შეექმნა გამოსახულება ანუ, შეექმნა წარმოდგენა, რომ მაყურებელი დაეჯერებინა. ერთ-ერთ ინტერვიუში ელდარ შენგელაიამ თქვა, რომ ფილმი „შერეკილები” ვერ შედგებოდა, რომ არა ომარ ბრეგვაძეო. ეს, რა თქმა უნდა, გადამეტებული ნათქვამია. ფილმი თავიდან ბოლომდე შედევრია და ელდარი უდიდესი და უჭკვიანესი რეჟისორია. გამორიცხულია, ვერ შეექმნა ის. მაშინ არ არსებობდა კომპიუტერი და მე გავაკეთე ის, რაც კომპიუტერს უნდა გაეკეთებინა. მაგალითად, „შერეკილებში”  ქრისტეფორე და ერთაოზი რომ ციხიდან გაიპარებიან და სასაფლაოზე მიდიან, ქრისტეფორე ცათამფრენიდან ყვავილებს პირდაპირ მისი სატრფოს საფლავზე ისვრის. ისინი ამ დროს ამწეზე ხუთი მეტრის სიმაღლეზე არიან ჩამოკიდებულები ურმით და აქ არ ჩანს ტროსი. ეს ხომ რეალობაში ასე მარტივი არ იქნებოდა?! ამიტომ, ვარდებში ჩავდეთ ლურსმნები სიმძიმისთვის და ტყვიასავით წამოვიდა. ჩვენ გადავიღეთ წამში სამოცდაათი კადრი, რომ ეს მოძრაობა შენელებულიყო და ვარდები ნელა გადმოყრილიყო. ამგვარ ხერხებს მივმართავდით მაშინ. ეს კამერები რომლებმაც, ამდენი შედევრი შექმნა და გადაიღო, ისევ აქ მაქვს. ასევე, „ცისფერ მთებშიც“ რომ ინგრევა შენობა, ის კადრები ამ კამერითაა გადაღებული.
– რით დაიმსახურეთ ბატონი ელდარის ასეთი  შექება?
– როცა  „შერეკილების“ გაფრენის მომენტს იღებდნენ, მივედი ელდართან და ვუთხარი: ნიკალაევიჩ, მაყურებლის დასარწმუნებლად ეს ურემი ისეთ რაღაცაზე დავდოთ, რაც ქვევიდან ზევით ასეწევს-მეთქი. ურმის აწევა რომ დაიწყო, ჩვენ პანორამა გავაკეთეთ. ზემოთ კი, სადაც ტროსი იყო ჩამოკიდებული ის ადგილი ჰაერით დაიფარებოდა. ელდარს ეს აზრი მოეწონა და ასეც გადავიღეთ. რეჟისორს უნდა უკარნახო, რჩევა მისცე და მერე, თავად გადაწყვეტს, რა როგორ ჯობია.
– დარწმუნებული ვარ, მკითხველს ძალიან უყვარს ფილმი „შერეკილები“ და იქნებ, რაიმე სახალისო გაიხსენოთ გადაღებებიდან?  
– ასეთი ისტორია უამრავია. ახლა, რაც მახსენდება, ისაა, რომ, როდესაც ქრისტეფორე და ერთაოზი ცათმფრენიდან ისვრიან დოლს, ტიკს, ნაბადს, ამას ცხრასართულიანი შენობის სახურავიდან ყრიდნენ. ჩვენ ვიდექით ქვემოთ და წამში ვიღებთ სამოცდაათ კადრს, რომ როგორც ფილმშია შენელებულად, ისე გამოჩენილიყო. ამ შენობის მერვე სართულზე ცხოვრობდა ცნობილი სცენარისტი, სულიკო ჟღენტი,  „ჯარისკაცის მამისა“ და „ღიმილის ბიჭების“ ავტორი. სულიკომ რომ დაინახა გადაღებაა და დაიძახა ელდარმა: „მატორ!” გვანიშნა, გადაღებას ვიწყებთო,  ამ დროს სულიკომ თავის სახლიდან ისროლა თოჯინა. დოლის ნაცვლად, მოფრინავს თოჯინა (იცინის) დაინახა ეს ელდარმა, იუმორის გრძნობა აქვს და გაიცინა. რა ვქნა მოგკლაო? თან, გაბრაზდა,  კოდაკის ფირი  ძალიან ძვირი იყო მაშინ.
– „ცისფერ მთებზეც“ მუშაობდით და იქიდანაც ხომ არ გაიხსენებთ რამე ისტორიას?
– ვმუშაობდი, როგორც სპეცეფექტების ოპერატორი, თუკი  სადმე საჭირო იყო, რასაც დღეს კომპიუტერით მარტივად აკეთებენ,  მივდიოდი და ვაკეთებდი. ახლა ერთი ისტორია გამახსენდა. „ცისფერი მთების“ გადაღება დასრულებულია. სესილია თაყაიშვილია მოსული საამქროში. იმ მომენტს ახმოვანებს, მარკშეიდერს რომ მისი ხელები უჭირავს  და ეკითხება: საით შეგაქანაო. სრული სიჩუმეა  საჭირო ამ დროს. მე კიდევ  ჩამძინებია, ბოდიში და თან, მუცელი ამიბუყბუყდა. ამასობაში იმ კადრს ეს ხმები დაედო (იცინის). სესილიამაც და ყველამ კარგად ვიცინეთ ამ ფაქტზე.
– კიდევ რა ხრიკებს მიმართავდით მაშინ, როგორც სპეცეფექტების ოპერატორი?   
– კასპის რაიონში ვიყავი. ფიცრის ესტაკადაზე გავაკეთეთ პატარა სოფელი. ჩავრგეთ ხეები, ეკლესიის მაკეტი და ნამდვილი დეკორაცია პერსპექტიულად შევაფარდეთ ერთმანეთთან. ეკრანზე, რომ ნახოთ, ამ ადგილზე ხალხი დადის, დამატებითი ეფექტისთვის კი ბოლია გაშვებული.
ფილმ „ჯარისკაცის მამაშიც“ გამოყენებულია მაკეტები. ამ ყველაფერს ახლა კომპიუტერი აკეთებს, მაგრამ მაშინ, დაბომბილი ქალაქის იმიტაცია მაკეტებს უნდა შეექმნა.  
– რომელი გადაღება გახსენდებათ სახალისოდ?
– „დონ კიხოტში“ ლომთან ჩხუბის ეპიზოდი უნდა გადაგვეღო. თავდაცვის მიზნით, ზოგი ავტომობილის სახურავზე ავძვერით, ზოგი ავტომობილში ჩაიკეტა.  რაღაც წამალი კი ჰქონდა გაკეთებული  დასამშვიდებლად ლომს, მაგრამ მაინც საშიშია, რომ გაგიჟდეს? თუმცა კახი კავსაძე როლში ისე შევიდა, არც შეშინებია. პირიქით, ეხვეწებოდნენ, გაჩერდი, აღარ გინდა, ცოდოა ლომიო.
– ფილმების გარდა, მულტიპლიკაციაზეც მოგიწიათ მუშაობა, რაც ძალიან შრომატევადი იყო მაშინ. როგორ ქმნიდით ქართულ მულტფილმებს?
– მოცულობით მულტიპლიკაციაზე მიმუშავია. ეს ნიშნავს, რომ სიარულის თითოეული მოძრაობა ცალ-ცალკე უნდა გადაიღო. მე როგორც დამდგმელმა ოპერატორმა, რეზო გაბრიაძესთან ერთად ვიმუშავე. მულტიპლიკაციაში  უსულო საგნის გაცოცხლება შეიძლება, ამიტომ აქ ბევრი შესაძლებლობაა, ადამიანის ნება-სურვილიდან გამომდინარე. ანიმატორი სულის ჩამდგმელს ნიშნავს. იმისთვის, რომ შეიქმნას ერთი, ათწუთიანი მულტიპლიკაციური ფილმი, საჭიროა, დაახლოებით, 14 000 ნახატი. ამ ყველაფერს კი,  რვა თვე ან ერთი წელიც ვუნდებოდით. საერთოდ ნათქვამია, კარგი საბავშვო ფილმი ის არის, რომელსაც სიამოვნებით უყურებს უფროსი თაობაცო. მულტიპლიკატორ ილო დოიაშვილთან ერთად, გადავიღე ფილმი „კაცია ადამიანი?!“. აქ მულტიპლიკაციაცაა გამოყენებული და კადრული გადაღებაც. ამასთანავე, მე ფილმში მსახიობიც ვარ და ოპერატორიც. მულტიპლიკაცია კინოსთან შედარებით, გაცილებით რთული გადასაღებია. მას სჭირდება ფაზები, საღებავების ჩასხმა, ყველა ნაბიჯი 24 კადრზე უნდა იყოს გათვლილი, რომ კადრულად გადაიღო. მე ისევ შემიძლია ეს საქმე ვაკეთო, მაგრამ გამარტივებაზეა გადასული სამყარო. თუმცა, ის ცოდნა, რაც მე მაქვს, მხოლოდ ამ გზის საშუალებითაა მიღწეული. მე დიდი სიამოვნებით გავუზიარებდი დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
скачать dle 11.3