კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორ უწინასწარმეტყველა ბექა ჩხაიძეს დაპატიმრება მოძღვარმა და რატომ ნატრობდა ის ციხეში, რომ გაეთიშათ

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ბექა ჩხაიძე მამათა მონასტრიდან ახლახან დაბრუნდა, სადაც ორი თვე იმყოფებოდა და მონასტრულ ცხოვრებას ეწეოდა. მისი მოძღვარი ამ მონასტრის წინამძღვარი, მამა იოანე ხვედელიძეა, რომელმაც ჯერ კიდევ 2009 წელს, ბექას დაპატიმრება წინასწარ დაინახა. ბექა ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის გატაცების გამო დააკავეს. როგორ ცხოვრობდა ბექა მონასტერში და მანამდე როგორ გაიარა პატიმრობა, ამას ჩვენთან საუბარში იხსენებს.
ბექა ჩხაიძე:
რუის-ურბნისის ეპარქიაში, ძამას ხეობაში, მამათა მონასტერში ვიყავი, სადაც წინამძღვარი ჩემი მოძღვარი, მამა იოანე ხვედელიძეა. ყველა თავის მოძღვარს აქებს, მაგრამ ეს ძალიან ძლიერია. ისე გადის მთელი თვე, სულ ორჯერ თუ შეჭამს საჭმელს. რაღაცას რომ უყვები და რამეს დაუმალავ, მაშინვე გეტყვის: იმას რატომ არ მეუბნებიო. ხედვები აქვს, კურნავდა კიდეც ადამიანებს. მერე თვითონვე აიკრძალა.  ხალხი მე მადიდებს და იმას კი ვერ ხედავენ, რომ ღმერთისგან არისო და აღარ კურნავს. ერთხელ ვიღაც ქალი ამოვიდა, მამა იოანეს კითხულობდა. ის ადგილზე არ იყო და დავურეკეთ, რომ მოსულიყო. მან კი  გვითხრა, არ გაეკაროთ მაგ ქალსო. მოვიდა მამაო, უყურებს ამ ქალს. მივიდა მასთან და თმიდან უზარმაზარი ხანჯალი ამოუღო. შეპყრობილი იყო ეს ქალი. დავარდა, ტირილი დაიწყო: შემინდე, მაპატიეო. მამაომ თქვა: ჩემთვის უნდა დაერტყა,  რომ შევხედე, მხარზე ეშმაკი ეჯდაო. იქვე, დედათა მონასტერია, სადაც ჩემი გამზრდელი დედა – მარიამ ჩხაიძეა წინამძღვარი.  2009-ში რომ დამიჭირეს, მაშინ გავიცანი მამა იოანე, რამდენიმე დღე იქ ვიყავი დედა მარიამთან, ვეხმარებოდი. შემოვიდა მამა იოანე და იმხელა ძალა ჰქონდა, რომ დავინახე, დავმუნჯდი. პირდაპირ მომკიდა ხელი და მეუბნება: არ წახვიდე ხვალ თბილისში, დარჩიო. არა, მამაო, უნდა წავიდე, შეყვარებული უნდა ვნახო-მეთქი. რომ წამოვედი, მეორე დღეს დამიჭირეს. მამაოს უთქვამს,  მე მაგას ვუთხარი არ წახვიდე-მეთქი და ყველაფერს ხომ არ ვეტყოდიო.
– როგორ ცხოვრობდი მონასტერში?
– იქ არის ბრძოლები, რა თქმა უნდა, აქაურობა გენატრება. თან, ის ბოროტი ისე გილაგებს ყველაფერს, სულ ფიქრობ: სად წამოხვედი ამ ტალახში, შენ ახლა სადმე, რესტორანში უნდა იჯდეო. იქ მეორე მონასტერი შენდება და დიდი ქვები მოაქვთ, დასატვირთია, ასატანი. ვეხმარები. მთაა, გზა ინგრევა. წავიდოდით ბიჭები ბარებით, თოხებით და ვწმენდდით. პირად ურთიერთობებში არასტაბილური ვიყავი, რის გამოც  მონასტერში ერთ-ერთი სასჯელიც დამეკისრა. მაქსიმალურად ვეცდები, ცოდვები არ ჩავიდინო, მაგრამ ამ მხრივ პირობას ვერავის ვერ მივცემ. თან, დროა, უკვე ოჯახი შევქმნა. ყელამდეა უკვე ტაშფანდური და „ფეისბუქზე” ამოსარჩევი გოგოები – ვისთან გაატარო დრო. არის ადამიანი, ვინც მომწონს. ახლა დასაწყის ეტაპებს გავდივარ. შეგრძნება მაქვს, რომ კარსაა მომდგარი...
– როგორ გაიხსნებ შენს დაპატიმრებას?
– დამიჭირეს ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე – ვანო ჩხარტიშვილის გოგოს გატაცების გამო. არადა, გასატაცებელი რა მჭირდა, ნებით გამომყვა.  ალბათ, არ უნდა მექნა იმ ღამეს, შეიძლება, ვიჩქარე. 7-დან 14 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა. მთელი საღამო არ მჯეროდა, რომ დამიჭერდნენ. რომ დამაკავეს, წამომიყვანეს. სამინისტროშიც ვიყავი. არაფრით ვიფიქრებდი გატაცებაზე საჩივარს თუ დაწერდნენ.
– გოგომ დაწერა საჩივარი თუ მამამ?
– ეგ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ დაიწერა. მერე შემომითვალეს, თუ გამართლდები,  ცრუ ჩვენებაზე მიდის საქმე და მაშინ გოგო უნდა დაეჭირათ, შარში გაბმულიყო. მე მაგას არასდროს ვიზამდი. წარმოიდგინე მე, ოცდაოთხი საათი მოქეიფე, მოვხვდი „კაპეზეში”. გამოვცხადდი დაპატიმრებულად. იქ ოქროს ბიჭები შემხვდნენ. შენ რად გინდა ბორკილიო და რომ წამიყვანეს, სამი საათი მასეირნეს მანქანით. „მაკდონალდსში” გამატარეს ღამით. რა მაგარი იყო პატიმარი „მაკდონალდსში”. წესით, იქ ბორკილი უნდა დაგადონ და პირდაპირ „კაპეზეში” წაგიყვანონ. მაგრამ, მამხნევებდნენ, თვითონაც ძალიან ნერვიულობდნენ. „კაპეზეში” შემომყვნენ, ჩვენიანია და არაფერი უთხრათო. იქ ფლითავდნენ ხალხს.
– „კაპეზეში” რა ხდება?
– „კაპეზე” საშინელებაა. იქ ნატრობ, როდის გადაგიყვანენ ციხეში. ვერ ხვდები, როდის თენდება, როდის ღამდება. სულ სიბნელეში ხარ. ღია საპირფარეშო ფეხებთანაა, იატაკზე წევხარ ხის ნარზე, გვერდები დალეწილი გაქვს. გცივა, იყინები. ზოგი ღრიალებს, ზოგი წივის. ფიქრობ, ოღონდ აქედან გავიდე და ციხე იყოსო. მერე, ციხეში რომ გადაგიყვანენ, იქ კარანტინია.
– როგორ გაიარე კარანტინი?
– ჩემზე მთელი საქართველო ფეხზე იდგა. იქ ისეთი ადამიანი მპატრონობდა,  ვისაც შიგნით ჰქონდა თანამდებობა. კარანტინიდან ნაწილდები. არც ლეიბია, არც საბანი. ოთხი კაცი რომ უნდა იყოს, ოცდაათი კაცია შეტენილი. საშინელებაა, მარაზმი. ყურდახეთქილი ბიჭები იყვნენ. იქ ერთი მონსტრი იყო ცხრათითა, ყურებს უხეთქავდა ბიჭებს. უკანხელებდაწყობილი, კედლისკენ შეტრიალებულები იყვნენ პატიმრები. ჩამოუვლიდა ყველას, ყურებში შემოარტყამდა და აყრუებდა ახალგაზრდა ბიჭებს – ისე რომ, ყურებიდან სიგარეტის კვამლს უშვებდნენ. ვფიქრობდი, სად ვარ, ეს რა უბედურებაა-მეთქი. იქიდან ნახევარ საათში გადამიყვანეს კამერაში. მელაძე იყო მაშინ ციხის უფროსი. მითხრა, ნორმალურ კამერაში შემყავხარ. შენზე დარეკილია, თორემ ნეკნებს ამოგიღებდი პირიდანო. წარმოიდგინე დარეკილი რომ იყო, მაშინ ეს მითხრა და ისე, რას მიზამდა?!
– რა ხდებოდა საკანში გადასვლის შემდეგ? როგორ ცხოვრობდით პატიმრები?
– უბედურება ხდებოდა, წივილი, კივილი. იმ მდგომარეობამდე ვიყავი, რომ ვნატრობდი, ნეტა, რაიმეთი მეც გამთიშონ, ეს ხმები რომ არ გავიგონო-მეთქი. ზანზარებდა ყველაფერი, ლამის სისხლი შემომსხმოდა ფანჯარაში. ფრჩხილების, კბილების დაძრობა, „პაიალნიკებით” წამება. ერთ-ერთი, 27 წლის  ბერია მონასტერში, ცემისგან ხერხემლის ორი მალა აქვს გატეხილი. თვალებში 30 პროცენტი აქვს დარჩენილი მხედველობა. ახლა  ჩემი ახლობელი წელშია გაწყვეტილი და  უცხოეთში წაიყვანეს საოპერაციოდ. კახი კალაძემ გადაურიცხა ფული. ასეთი ბევრია – დაბრმავებული, ფსიქიკურად აშლილი ცემისგან. ჩემი ძმაკაცი, ბექოია ჩინჩალაძე ისე სცემეს, კუჭი გაუხეთქეს. მერე სამი-ოთხი საათი საოპერაციოდ არ მიჰყავდათ და ოპერაციაზე რომ შეიყვანეს, იქ გაცოცხლდა. ბიჭებმა, მუცლები რომ გადაიფატრეს, ერთ-ერთი ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. იქ სიკვდილს ნატრობდნენ – ოღონდ მოვკვდე და აღარ გავცოცხლდეო. აბაზანაში შეყავდათ შიშვლები, მეტლახზე აწვენდნენ და დუბინკებით ურტყამდნენ. ერთმანეთში იყო აზელილი ეს სისხლიანი პატიმრები.
– სიმღერა არ გენატრებოდა?
– თავიდან, კამერაში რომ შევდივარ სპორტულებით, ეს ოზურგეთული მომყვება – „ზდაროვა, ბიჭებს...” რადიოა ჩართული და მესმის: „ახლა კი წარმოგიდგენთ ბექა ჩხაიძის სიმღერას”... ვიფიქრე, რა დროს სიმღერაა, ღმერთო, მიშველე-მეთქი. გიჟივით ვიყავი, ისე მენატრებოდა სიმღერა, მაგრამ ლოცვაზეც სცემდნენ ხალხს.  ხატებს ხევდნენ. ერთ დღეს „სმენა” შეიცვალა, გაგვიყვანეს აბაზანაში და ნიღბიანს ვუთხარი: მეცნობი-მეთქი. შენ საიდან უნდა მიცნობდეო და ჩამოვთვალე, თუ ვინმე მყავდა თანამდებობის პირი. მერე შემოვარდა ვიღაც, ამათ ხელი არ დააკაროთო. ტიპი იმასაც ვერ მიხვდა, ნიღაბში როგორ უნდა მეცნო. მერე აფექტში შედიოდნენ – ვინ უფრო მაგრად სცემს, ვინ უფრო მაგრად მოატეხავს ყბას, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ცნობილი იყვნენ ტიპები: ვინ უფრო მაგრად თიშავდა, ვინ უფრო მაგრად ურტყამდა... ოთხშაბათსა და პარასკევს იყო ლობიო, პატრიარქის კურთხევით. მაგას ვჭამდი. საჭმელი მოაქვს „ბალანდიორს”, რომელიც პატიმარია, თან, გამწარებული – „კაი ბიჭებთან” კარგად რომ ვერ არის და ისინიც რომ ხელს წამოარტყამენ, ის „ბალანდიორი” სანამ შენამდე საჭმელს მოიტანს, ყველაზე მცირე, ჩაგიფურთხებს შიგნით. დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ.
– რამდენ ხანში გამოხვედი ციხიდან?
– ორი თვე და 28 დღე ვიყავი. მე ყველაზე მაგრად ვიყავი ციხეში და ჩემი ყველაზე მაგრად ყოფნა იყო ის, გამოსვლის მერე, ორი თვე ციხის კარების ხმა რომ მესმოდა და ყოველთვის,  მეგონა, ვიღაც უეჭველი დამპრესავდა. რამდენიმე წელი ყურებში ჩამესმოდა იქაური ხმები. ვინც მე მპატრონობდა, ისე არ მათამამებდა – შენ აქ არავინ არაფერს გაგიბედავსო. სადღაც, ქვეცნობიერში ვიცოდი, რომ მეც თუ მივქარე, მეც „დამბრიდავდნენ“ ცემით. ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემს ამბავზე რასაც ჰქვია, ადეიშვილის კარებთან იწვა. ჩემი სიძე მაშინ პოლიციაში მუშაობდა. აჩიკო გეგენავა შევიდა ვანო მერაბიშვილთან და დაელაპარაკა: ტყუილად გყავთ დაჭერილი, გადახედეთო და სამ დღეში, საპროცესოთი გამომიშვეს.
– მას შემდეგ არ გინახავს ის გოგო, ვის გამოც დაგიჭირეს?
– ვინც დამიჭირა, ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი – ბიძაჩემის მეჯვარეც კი იყო ვანო. არ უნდა გაეკეთებინა, იმ დღეს არ გაუგია ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ის გოგო საქართველოში აღარ ცხოვრობს. მის მერე, რაც წავიდა, წავიდა... მე და მაგას მაგარი ისტორიები გვაქვს. ბაღიდან მიყვარდა. ბავშვობაშიც 14 წლის ასაკში, იგივე ჩავატარეთ გურიაში. მაგრამ, მაშინაც კრახით დასრულდა.
скачать dle 11.3