კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 როგორ მოვამზადოთ ნაოჭების საწინააღმდეგო, სახის მკვებავი კრემი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ასაკის მატებასთან ერთად, ნაოჭების გაჩენა პრობლემად იქცევა, რადგან, ყველას არ აქვს საშუალება, ნაოჭებს ძვირად ღირებული პროცედურებითა და ქირურგიული ჩარევით ებრძოლოს. შემოგთავაზებთ ნაოჭებთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტურ კრემს, რომელიც შეგიძლიათ, სახლის პირობებში მარტივად, ნატურალური ინგრედიენტებით მოამზადოთ. მისი გამოყენება რეკომენდებულია დაძინებამდე, ორი-სამი საათით ადრე. შედეგი, დაახლოებით, სამ-ოთხ დღეში  ხდება თვალშისაცემი.
კრემის მოსამზადებლად საჭიროა: 1 ცალი კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ნუშის ან ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, 2 ჩაის კოვზი გვირილის ნაყენი – 1 სადილის კოვზ გვირილას დაასხით 200 მილილიტრი წყალი, ადუღეთ 15-20 წუთი. ამ ყველაფერს დაამატეთ 0, 5 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ვაზელინი. მოათავსეთ მინის ქილაში და ურიეთ ხის კოვზით, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მზა კრემი შეინახეთ ცივად, მაცივარში.
ძილის წინ, რამდენიმე საათით ადრე, გაწმენდილ კანზე წაისვით კრემი და მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე. განსაკუთრებით კარგია მშრალი კანისთვის, რადგან იცავს მზის სხივების ზემოქმედების, ყინვის, სიცივის, ქარისა და მშრალი ჰაერისგან გამოწვეული უსიამოვნო შედეგებისგან.
ასევე, ზამთარში კარგად იცავს კანს გამოშრობისგან და ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს კრემი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ, მოამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ: 50 გრამი მარგარინი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული, 3 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი. ყველა ინგრედიენტი კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი,  10 წვეთი ზეთოვანი ვიტამინი, 1 სადილის კოვზი მაიონეზი და 2-3 წვეთი ქაფურის სპირტი. ისევ კარგად გადაურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში და შეინახეთ მაცივარში. მისი გამოყენება შეგიძლიათ დილა-საღამოს, სუფთა, დაბანილ კანზე.
თუ საბავშვო კრემს გაურევთ თქვენი კანისთვის საჭირო ეთერზეთს, საკმაოდ ადვილად მოაზადებთ თქვენთვის სასურველს, რომელიც დაარბილებს კანს, ნაოჭებს ნელ-ნელა გაასწორებს და მისი ელასტიკურობის აღდგენაში დაგეხმარებათ. აიღეთ ჩვეულებრივი საბავშვო კრემი და დაუმატეთ მას შესაბამისი ეთერზეთი, რომელიც თქვენი სახის კანს სჭირდება:
* ბერგამოტისა და ფორთოხლის ეთერზეთი – სახიდან ცხიმიან სიბზინვარეს აქრობს და ავიწროებს ფორებს.
* ლავანდის ეთერზეთი – უხდება პრობლემურ კანს.
* როზმარინის ზეთი – გაღიზიანებული კანის ანტისეპტიკური საშუალებაა. ასევე, ამკვრივებს მოშვებულ კანს და აღადგენს ქსოვილების ელასტიკურობას.
* ვარდის ხის ზეთი – შველის კანის სიმშრალეს.
* ფიჭვის ეთერზეთი – ასწორებს ნაოჭებს და აახალგაზრდავებს კანს.
* ევკალიპტის ეთერზეთი – ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, ამცირებს კანის ცხიმიანობას, ხელს უწყობს კანის რეგენერაციის პროცესს.скачать dle 11.3