კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

№5 მაფიაც გააცურა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

რეიმონდ ჩანდლერი


მარლოუ კერძო დეტექტივი იყო, მაგრამ საკმაოდ უცნაურ საქმეებს ჰკიდებდა ხოლმე ხელს.  ადგილობრივი პოლიციის რეალური მხარდაჭერა რომ არა, შეიძლებოდა, ცუდად წასვლოდა საქმე. მისი კლიენტები არ იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები. ის ტიპიც, რომელსაც პატარა კაფეში შეხვდა, საკმაოდ დამფრთხალი ჩანდა. ძვირფასად ეცვა, თუმცა უგემოვნოდ. მარლოუს წინ დაუჯდა და სახეში მიაშტერდა.
– შენზე ამბობენ, რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგიძლია.
– ზოგჯერ გამომდის ხოლმე, – თავი დაუქნია მარლოუმ.
– მოკლედ, ხუთი ცალი ათასლარიანი შემიძლია, მოგცე, იმ პირობით, რომ საიმედო ადგილას გადამმალავ. გულახდილად გეტყვი – მაფიის წევრი ვიყავი, ჩემზე სველი საქმე არ ყოფილა, ვერიდებოდი ხოლმე. მერე კი მივხვდი, მკვლელად ვერ ვიქცეოდი. მაფია სასტიკია თავისი ყოფილი წევრების მიმართ. ფანქარი გამომიგზავნეს. ეს კი ნიშნავს, რომ მკვლელებს გამომიგზავნიან. იკი როსენი ვარ. უარს თუ მეტყვი...
დეტექტივმა დაინახა, როგორ გაიელვა რევოლვერის ლულამ, მაგრამ ოდნავადაც არ აღელვებულა, მხოლოდ გაიცინა.
– შეინახე შენი სათამაშო, თორემ მე სროლას ვერ დამასწრებ. რაც მაგიდასთან დაჯექი, მას მერე ჩემი იარაღი კვერცხებში გაქვს დამიზნებული და აუცილებლად გაისვრის. მოკლედ, უკვე ანკესზე ხარ?
– დიახ. ჩემით დამალვას ვერ მოვასწრებ. ამიტომ, მხოლოდ შენი იმედი მრჩება. ცოცხალი მარტო იმიტომ ვარ, რომ პროფესიონალებს აჩქარება არ უყვართ. ამ მკვლელებს კარგი მანერები აქვთ. დახვეწილები და ელეგანტურები არიან. ერთი შეხედვით, ვერც მიხვდები, რა საქმიანობას ეწევიან.
– კარგი, ვეცდები, გამოგაძვრინო. მანქანით მოხვედი?
– დიახ, „კადილაკით”. ბუფალოდან მანქანით ჩამოვედი.
– ავსტრალიაზე რას იტყვი?
– შტატებში არალეგალურად ვცხოვრობ, უკვე ოცდახუთი წელია. პასპორტი არ მაქვს. ციხეში რომ ჩამსვან, დავიღუპები. ჩემი „მეგობრები” ეგრევე კისერს მომიგრეხენ.
– რამეს მოვიფიქრებ. კანადაში, ან მექსიკაში გაგიყვან. მანამდე კი, ჩემს მეგობარ გოგოსთან დაგაბინავებ. ოღონდ, ჯერ სასტუმროში მიდი, ქალაქის ცენტრალურ უბანში. ნომერი დაჯავშნე და ბარგიც აატანინე. მერე, უკანა კართან ჩემოდნები ჩამოიტანე და დამელოდე. ჩემს მეგობართან უსაფრთხოდ იქნები.
– ჰო, მაგრამ ქალიშვილს რომ შევუქმნით საფრთხეს?
მარლოუმ გაიცინა.
– როგორი უცნაური მოულოდნელობაა, თურმე გრძნობები გქონია. სასიამოვნოდ გამაკვირვე, მაგრამ მე ვიცი, რაზეც მივდივარ და მზად ვარ, სიურპრიზებისთვის.
განგსტერმა სამი მწვანე ათასდოლარიანი კუპიურა ამოიღო და მაგიდაზე დადო – დანარჩენს, ანუ ერთი ამდენს საქმის დასრულების შემდეგ მიიღებ.
ენი, მარლოუს საცოლე, მხატვარი იყო და მდიდრულ ვილაში ცხოვრობდა. არ გაჰკვირვებია, მარლოუმ კარზე უცნობი მამაკაცი რომ მიაყენა. ოთახი აჩვენა და საქმროს მხოლოდ ერთი შეკითხვა დაუსვა: რასაც დამპირდი, შემისრულებ?
– აუცილებლად, სიყვარულო. მაქსიმუმ ერთი კვირა დამჭირდება.
მარლოუმ ინსპექტორ რაიორდენსაც დაურეკა და საქმის ვითარება აუხსნა. ასეთ სიტუაციებში ყოველთვის უკავშირდებოდა ხოლმე. რამდენჯერმე მაფიის წევრები ერთად დაიჭირეს და ციხეშო გაამწესეს. ინსპექტორი დახმარებას დაჰპირდა. ეკიპაჟს გავუგზავნი, რომელიც სასტუმროს წინ თვალთვალს განახორციელებსო. ენსაც ჰქონდა დავალება, აეროპორტში უნდა წასულიყო და თუ საეჭვო პირებს შეამჩნევდა, მარლოუსთვის უნდა დაერეკა. საღამოს ენმა დარეკა. ორი ელეგანტური და სიუმპათიური მამაკაცი ჩამოფრინდა, მანქანა იქირავა და ქალაქის ცენტრისკენ გაემართა. მარლოუც უკვე სასტუმროში იყო. ჰოლში იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და ყავას სვამდა. უცებ შენიშნა, რომ იკი როსენის აღნაგობის და გარეგნობით თითქმის მისი მსგავსი მამაკაცი შემოვიდა და ნომერი მოითხოვა. მარლოუს საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა, რომ ეჭვი არ აეღო. ერთი საათი რაღაცის გარკვევას მოანდომა. როცა დაბნელდა, მანქანა იქირავა და სასტუმროს სათადარიგო გასასვლელთან მიაყენა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ელოდა. სასტუმროდან არავინ გამოსულა. მეორე დღეს, დილის თორმეტ საათზე კი, როსენის მსგავსი მამაკაცი, სასტუმროდან გამოდიოდა, როცა იქვე მდგარი „ლიმუზინიდან“ ცეცხლი გახსნეს და ადგილზევე მოკლეს. პოლიციის ეკიპაჟი მკვლელებს გაედევნა, მაგრამ მათ დამალვა მოასწრეს. მოგვიანებით, ოცდამესამე მონაკვეთზე, ცარიელი „ლიმუზინი“ ნახეს, რომელშიც ორი ავტომატი ეგდო. მკვლელები გაუჩინარდნენ, მაგრამ პოლიციამ დაადგინა მათი ვინაობა – ძმები სლავენსკები იყვნენ – დაქირავებული მკვლელები. იმავე დღეს მარლოუმ წერილი მიიღო. კონვერტში ახლად წვერგათლილი ფანქარი იდო. მარლოუმ იცოდა, ეს რასაც ნიშნავდა – მაფიის გაფრთხილებას, მაგრამ არ შეშინებია და არც დამალულა. პირიქით, ისევ სასტუმროში დარჩა და ყველას დასანახად გადი-გამოდიოდა ვესტიბიულში. მამაკაცი, რომელიც გამოელაპარაკა, საკმაოდ უფერული გარეგნობის იყო.
საშინლად უგემოვნოდ ეცვა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
მარლოუმ ღიმილით შესთავაზა სავარძელი და ვისკი.
– მისტერ მარლოუ, გაფრთხილება ხომ მიიღეთ?
– რა გაფრთხულება, ფანქარს გულისხმობთ? მგონი, ვიღაცამ იხუმრა.
– მაფია არასდროს ხუმრობს. მეტსაც გეტყვით, ორი წლის წინ, თქვენ ჩვენი ოპერაცია ჩაშალეთ. მაშინ გაპატიეთ, მაგრამ ახლა მარტივად ვეღარ გამოძვრებით. იკი როსენს თავი უნდა დაანებოთ. დააშავა და სასჯელსაც  მიიღებს. თუ ჭკვიანად მოიქცევით, კარგად გადაგიხდით თუ არა – იცით, რაც დაგემართებათ.
– თქვენი ფული არაფერში მჭირდება. არც მუქარის მეშინია. იკი როსენის შესახებ კი, ვიფიქრებ. ჩათვალეთ, რომ თქვენი მისია შესრულებულია.
იკი როსენი საკმაოდ მშვიდად და მხიარულად გრძნობდა თავს. მანქანაში რაღაც მელოდიასაც კი სტვენდა... როცა მარლოუმ მოულოდნელად დაამუხრუჭა. ძალიან გაუკვირდა.
– რა ხდება?
– ის ხდება, რომ დავალება „ჩააგდე”. იკი როსენი მკვდარია, შენ კი უნიჭო დუბლიკატი ხარ. შეცდომა დაუშვით, თქვენც და თქვენმა დამქირავებლებმაც. ბერნი იოულზი ხარ – წვრილფეხა, დაქირავებული არარაობა. მაფიამ იკი როსენის ლიკვიდაცია მოახდინა, შენი საშუალებით კი, მე კვალი ამირია. იკის არც უფიქრია ჩემთან მოსვლა. ეს მაფიის ბოსებმა დაგეგმეს, ჩემთვის სამაგიერო რომ გადაეხადათ. შენი საქმე წასულია. ახლა, აქ პოლიცია მოვა და მათ ჩაგაბარებ. დანარჩენი კი, მართლმსაჯულებას და შენს „მეგობრებს” მივანდოთ. ან დაგტოვებენ ცოცხალს, ან ბოლოს მოგიღებენ. ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის. იარაღის ამოღება არც იფიქრო. გითხარი, რომ სროლას ვერავინ დამასწრებს. მით უმეტეს, შენნაირი დამწყები კრიმინალი.
მარლოუმ დამშვიდებული სინდისით გადააბარა ყალბი იკი როსენი შერიფს და ენთან დაბრუნდა. ერთი თვის შემდეგ, ის და ენი სამხრეთის მზის ქვეშ ნებივრობდნენ, ახლად დაქორწინებულთათვის განკუთვნილ ოტელში. სწორედ იქ გაიგო მარლოუმ, რომ ფსევდო იკი როსენმა ციხეში თავი მოიწამლა. როგორ მოხვდა მის ხელში საწამლავი, მარლოუს ეს არც ადარდებდა. ბედნიერად გრძნობდა თავს და უხაროდა, რომ არავის სიცოცხლე აღარ უნდა დაეცვა.
скачать dle 11.3