კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (159)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

№5 რა კავშირშია შვილის წარუმატებლობა დედის საქციელთან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

როდესაც ადამიანი წარუმატებელია, ოჯახში პრობლემები აქვს, სამსახურში საქმე არ გამოსდის და ფსიქიკურად არაჯანსაღად გრძნობს თავს, ამ დროს მასზე კოსმოსიდან წამოსული მავნე ძალების ზემოქმედება ხდება. ჩვენს ირგვლივ არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგიების ველი. ადამიანს ყოველთვის შესწევს უნარი, ეს ენერგიები მოიკრიბოს და შექმნას აურა. ამ ენერგეტიკული ველის შეგროვება მენტალური, ანუ აზრის, ფიზიკური და ემოციური ენერგიით ხდება. ეს სამი სახის ენერგია ჩვენს გარშემო ენერგეტიკულ ველს ქმნის. ამის ფონზე, შეგვიძლია, დავაგროვოთ გარკვეული კონცენტრირებული ენერგია, რაც დამცავი ფარია სხვა ნეგატიური ენერგიების წინააღმდეგ. ასევე, შეგვიძლია, ეს ენერგია გამოვიყენოთ, კერძოდ: გავტყორცნოთ სხვისკენ. მთავარია, ადამიანს რა ზრახვები ამოძრავებს, როცა ასეთი ენერგიის სხვისკენ გატყორცნას აპირებს.
როცა გვიყვარს, ვხსნით გულს და ვაგზავნით გულის, ანუ სიყვარულის ენერგიას მისკენ გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე. ის ამას გრძნობს და გაცილებით უკეთაა – ივსება სიყვარულის ენერგიით, ვაძლევთ ძალას. ანუ, ვაძლიერებთ, ვაძლევთ ცხოვრებაში წარმატების შანსს.
ადამიანს შიდა ენერგოველში თორმეტი არხი აქვს – ეგრეთ წოდებული, მერიდიანების სისტემა. ამ მერიდიანებში აუცილებლად უნდა გადიოდეს ნათელი, კოსმიური ენერგია. ამ ენერგიით ხდება ადამიანის საზრდოობა. თორმეტივე არხი კი, სხვადასხვა სფეროს მართავს. კერძოდ, ზოგი მერიდიანი კარიერულ ხაზს მართავს, ზოგი სიყვარულს, ზოგი – ჯანმრთელობას, ზოგიც – საოჯახო საკითხებსა და ასე შემდეგ. ანუ, ყველა მერიდიანი  სუფთა უნდა იყოს. მაგრამ, როცა ხდება ნეგატიური ენერგიის შესვლა და მათი დაზიანება, თუნდაც გამიზნული – წყევლით ან შურით, მაშინ ის, თავის მხრივ, აზიანებს საერთო ბიოველს და ადამიანს ანგრევს. ის ნეგატიური ენერგია, რაც წყევლით გამოიხატება, არის ზიზღით და უარყოფითი ემოციებით სავსე და შედის სხვა ადამიანის ბიოველში – მის მერიდიანებში ჭედავს ბინძურ ენერგიას. ამიტომ, ნათელი კოსმიური ენერგიის შესვლა ფერხდება. ამის ფონზე, იწყება: ჯანმრთელობის პრობლემები: ფსიქიკური აშლილობები, უსიამოვნებები ოჯახსა და სამსახურში და ასე შემდეგ.
ყველაზე დიდ ზეგავლენას ადამიანზე მთვარე ახდენს. მთვარე ემოციური ცენტრია – აყალიბებს ადამიანის ემოციებსა და ქვეცნობიერ სამყაროს. ის კი, ბევრად არის დამოკიდებული ემოციებზე. როგორც ვიცით, არსებობს მთვარის დადებითი და უარყოფითი დღეები. მთვარის უარყოფით დღეებს სატანურს ვუწოდებთ, რომელიც დგება ახალმთვარეობიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე, ოცდამეცხრე დღეს. განსაკუთრებით საშიშია, ასევე, თვით ახალმთვარეობა, რომელიც ამ ოცდამეცხრე დღეს მოჰყვება. ეს დღეები ძალიან მძიმე ნეგატიურ დღეებად მიიჩნევა, როცა კოსმოსიდან დედამიწაზე ძალიან უარყოფითი ენერგია მოდის. ამ დღეებში, შეიძლება, საქმეში სიყვარული ჩააქსოვო, მაგრამ ნეგატიური ანეიტრალებს სიყვარულის ენერგიას. სატანურ დღეებში, უმჯობესია, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ – განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და ახალი არაფერი დაგეგმოთ, რადგან ყოველთვის იქნება ხელისშემშლელი ფაქტორები. თუ დედა სატანურ დღეებში დაწყევლის შვილს, შეიძლება, ბავშვი ქუჩაში გავიდეს, წაიქცეს და ტრავმა მიიღოს. ჩხუბი მოუვიდეს. ანდა, უბრალოდ, საქმესა და სწავლაში ხელი მოეცაროს. ეს დედისგან გაუცნობიერებლად ხდება, კოსმოსიდან კი დასჯაა.скачать dle 11.3