კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რა გავლენას ახდენდა სტალინი რომის პაპზე

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინის გლობალური პოლიტიკა, ოფიციალურ დიპლომატიასთან ერთად, ნახევრად ოფიციალურ და საიდუმლო დიპლომატიაზეც იყო აგებული. საბჭოთა ბელადს ეს საქმე უმაღლეს დონეზე ჰქონდა დაყენებული და დიდ წარმატებებსაც აღწევდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და დასაცავად. სტალინის საიდუმლო დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამასთანავე, წარმატებული უბანი იყო, რომის პაპთან ურთიერთობა. პონტიფიკოსთან, საბჭოთა ბელადს საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა  მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და პაპის დახმარებით, არაერთი პოლიტიკური გამარჯვების მოპოვება შეძლო.
მას მერე, რაც ახლადარჩეულ პაპს, პიი მეთორმეტეს (პაპობის პერიოდი 1939-1958 წლები) სტალინმა უარი განუცხადა მოსკოვში ვატიკანის წარმომადგენლობის გახსნაზე, პონტიფიკოსი ხელიდან არ უშვებდა შანსს, საბჭოთა კავშირი არ გაეკრიტიკებინა. თუმცა, ეს კრიტიკა თითქმის არასდროს სცდებოდა დაშვებულ ფარგლებს. პიი მეთორმეტე „არ კვეთდა წითელ ხაზებს” და იგრძნობოდა, რომ პაპი მზად იყო, საბჭოთა ბელადთან ურთიერთობისთვის, რაც, რა თქმა უნდა, არც სტალინს გამოჰპარვია. ამის დასტური გახლდათ პიი მეთორმეტის მისალოცი ბარათი, რომელიც 1945 წლის 11 მაისს გაუგზავნა ვატიკანიდან სტალინს. მასში, პაპი ომში გამარჯვებას ულოცავდა პირადად საბჭოთა ბელადს და იმედს გამოთქვამდა, რომ უფლის წყალობით, შესაძლებელი გახდებოდა ვატიკანსა და საბჭოეთს შორის ახლო, კეთილმეგობრული ურთიერთობების დამყარება. ვიარუსლავ მოლოტოვი ასე იხსენებდა ამ ფაქტს: „ვატიკანიდან გამოგზავნილი, პაპ პიი მეთორმეტის პირადი წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიდა. მას ვატიკანის გერბი და პაპის პირადი ბეჭედი ჰქონდა დასმული. თან, მსხვილი შრიფტით, ლათინურ ენაზე ეწერა – პირადად ბატონ სტალინს. წერილი კაბინეტში მივუტანე სტალინს და ის პაპის ხელით, ლამაზად გამოყვანილი ლათინური ასოებით, ლათინურ ენაზე დაწერილი აღმოჩნდა. იქვე იდო ამ წერილის ნაბეჭდი რუსული ვერსიაც. სტალინმა კონვერტი რომ გახსნა, რუსული ტექსტის მხოლოდ სათაური წაიკითხა და გვერდზე გადადო. მან (სტალინმა) მშვენივრად იცოდა ლათინური და პაპის გზავნილი ორიგინალში წაიკითხა. ჩაეცინა და ჩაილაპარაკა: „რა, მოქარგული ხელი ჰქონია პაპს. წერილიც საკმაოდ საინტერესოა და მასში შორსმხედველი დიპლომატის გონიერება სჩანსო.”
სტალინმა შემომხედა და მითხრა:
– ომში გამარჯვებას გვილოცავს წმიდა მამა. იმედი აქვს, რომ ვატიკანი და მოსკოვი დაძმობილდებიან.
– ვატიკანის წარმომადგენლობის გახსნა სურს? – ვკითხე სტალინს.
– იდეაში კი, მაგრამ პირდაპირ ამას არ მწერს. ასე ამბობს – უფლის ნებით, ჩვენი ურთიერთობები უფრო მჭიდრო, კეთილმეგობრულ და საქმიან ხასიათს მიიღებს, იმედი მაქვსო.
მე, გამეღიმა და სტალინს ვუთხარი:
– კობა, იქნება მერე უფლის ასეთი ნება?
– შეიძლება, იყოს კიდეც. არ გამოვრიცხავ – ჩაეცინა სტალინს, – ვნახოთ, რამდენად მეგობრული იქნება ჩვენს მიმართ წმიდა მამა. მას ჩვენ ჩვენს წარმომადგენლებს გავუგზავნით და ყველაფერი შემდგომ გაირკვევა. მეგობრობამ დროის გამოცდას უნდა გაუძლოსო.
იქვე, სტალინმა ლათინურ ენაზე საპასუხო ბარათი მისწერა საკუთარი ხელით პაპ პიი მეთორმეტეს. შემდეგ პოსკრებიშევს კანცელარიაში გაატარებინა დააბეჭდინა ოფიციალური ლუქით და მასვე გააგზავნინა ვატიკანში.”
1945 წლის მაისში, პაპ პიი მეთორმეტესთან ექვსწლიანი „მკვდარი პერიოდის” შემდეგ, სტალინმა საკმაოდ მრავალსვლიანი დიპლომატიური თამაში წამოიწყო და მას მერე, რაც საპასუხო ბარათი გაუგზავნა მას, ორი პირადი წარმომადგენელიც აახლა პონტიფიკოსს ვატიკანში.
პირველი მათგანი იყო აბატი იულიუსი – ერისკაცობაში ანტონიო როსბელი. ის (როსბელი) 1941 წლის ივლისში ტყვედ აიყვანა წითელმა არმიამ ბელორუსიაში. აბატი, იტალიური შენაერთის მოძღვარი იყო და სასჯელს იხდიდა ციმბირის ერთ-ერთ ბანაკში. როსბელი მოსკოვში ჩამოიყვანეს და „წესრიგში მოიყვანეს.” მას თან ახლდა 34 წლის ანტონ მოლსკი. ის, ოფოციალური სტატუსით, ღვთისმეტყველების სპეციალისტი იყო და აბატის მდივან-რეფერენტად ირიცხებოდა. სინამდვილეში კი, „ენკავედეს”, საგარეო დაზვერვის თანამშრომელი გახლდათ. მას რამდენიმე ფუნქცია უნდა შეესრულებინა: მოლსკის თვალყური უნდა ედევნებინა აბატისთვის, ვატიკანში ეწარმოებინა დაზვერვა და ანალიტიკური მოხსენებები გაეგზავნა მოსკოვში, რომელიც პირდაპირ სტალინს მისდიოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია კი იყო, რომ მას ვატიკანში ღვთისმსახურის სტატუსი მიეღო. დაახლოებოდა პონტიფიკოსს და შეძლებისდაგვარად, გავლენა მოეხდინა მასზე საბჭოეთის სასარგებლოდ. მოლსკი კარგად მომზადებული მზვერავი გახლდათ. ფლობდა ექვს ენას. ძალიან ერუდირებული და განათლებული იყო და არც მზვერავის ეშმაკობა და დიპლომატიური ალღო აკლდა. მან მშვენივრად მოახერხა ვატიკანში დამკვიდრება და იტალიელი აბატის გარდაცვალებისთანავე, 1947 წელს, სწორედ აბატი იულიუსის ადგილი დაიკავა (ეს ადგილი მოლსკის პიი მეთორმეტის გარდაცვალებამდე, 1958 წლამდე ეკავა). პონტიფიკოსის გარემოცვაში მოხვედრილი მოლსკი წარმატებით ახორციელებდა სტალინის პოლიტიკურ დავალებებს და 1951 წელს, მან სტალინის საიდუმლო ბრძანებით, საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭეს. პიი მეთორმეტე ჭკვიანი იყო და ალბათ, კარგად ხვდებოდა, რომ მოლსკის რჩევების მიღმა, თვით სტალინი იდგა. თუმცა, მრავალ ასეთ რჩევას (სტალინის სურვილს) პინტიფიკოსი ითვალისწინებდა და თავისი გავლენის წყალობით, კათოლიკურ სამყაროში, საბჭოეთისთვის საკმაოდ დიდი სარგებელი მოჰქონდა. პიი მეთორმეტის ძალისხმევით, საბჭოეთმა „ცივი ომის” დროს მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური დახმარება მიიღო „მორწმუნე კათოლიკეების” ეგიდით, ანგლო-საქსებისგან. „გაეროში” გამოსვლისას კი პაპმა სტალინი ფაშიზმის დამამარცხებლად მოიხსენია და მას ღვთის ნების შემსრულებელი უწოდა. სტალინმა პაპის პირადი წარმომადგენლებისთვის არაოფიციალური „ოფისი” გახსნა და პონტიფიკოსს ოფიციალური ურთიერთობების გაფორმებას ჰპირდებოდა. დაგეგმილი იყო ბელადისა და პაპის პირადი, არაოფიციალური შეხვედრა მოსკოვში, 1953 წლის ივნისში. თუმცა, მანამდე სტალინი გარდაიცვალა, ხოლო ხრუშჩოვმა კი, ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ის გავლენა, რაც სტალინს პონტიფიკოსზე გააჩნდა.
скачать dle 11.3