კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 ჭეშმარიტი რწმენა

საშინელია შენი სამსჯავრო, უფალო!
საყვარელნო! მოვა უფალი, რათა განსაჯოს სოფელი და მიაგოს ყოველს მისი საქმისაებრ.
ცოდვილნო! რას ფიქრობთ, როცა ამ სიტყვას ისმენთ? თვით ღმერთი მოდის, რათა განგსაჯოთ და მოგაგოთ საქმეთაებრ! შეძრწუნდით თქვენი ცოდვითა და უკანონობით: მოდის ღმერთი ძლიერებითა და დიდებით! შეიწყალე, უფალო, შენი შექმნილი, რადგან შენ გარდა არავინაა უცოდველი. საშინელია, საყვარელნო, ის დღე და საათი, როცა უფალი განსჯის ცოდვილებს. ამჟამად ღმერთი განუწყვეტლივ მიმართავს მათ: მოინანიეთ! გამოსწორდით! დაუტოვეთ ყოველგვარი უსამართლობა და ნუ ჩაიდენთ ბოროტებას! შემდგომ კი, სამსჯავროზე იტყვის: პასუხი აგეთ! ამჟამად ცოდვილებს უხმობს უფალი: მოდით ჩემთან! სამსჯავროზე კი ეტყვის: განვედით ჩემგან! საით? მარადიულ ცეცხლში, რომელიც განმზადებულია ცოდვილთათვის, ეშმაკისათვის და მისი მსახურებისათვის. ჰოი, როგორი საშინელი სიტყვაა ეს. ცოდვილებო! ჯერაც არ დამდგარა ის დღე, ჯერაც სულგრძელებს მსაჯული, რომელსაც არ სურს, ვინმე წაწყმდეს, რომელიც ჩვენს სინანულს ელის და ჯერაც მოწყალეა მონანულისადმი და მლოცველისადმი. შევინანოთ ჩვენც, სანამ დროა. ამინ!


ცოდვილთა მოქცევის საღვთო განგებულების გზები
მოწყალე ღმერთი სხვადასხვა გზით უხმობს ცოდვილს, რათა მან დაუტეოს თავისი უშჯულოება და ემსახუროს მხოლოდ უფალს. მაგალითად, ის მოუწოდებს ცოდვილს რაიმე არაჩვეულებრივი ცხოვრებისეული შემთხვევებით, ძილში ნაირგვარი გამოცხადებით, თავის წმიდათა სიტყვებით, ხილული ბუნებით, წარუმატებლობითა და უბედურებებით, დიდბუნებოვან ადამიანებთან შეხვედრებით.
იყო ერთი ავაზაკი, პეტერმუფია, რომელმაც ერთ ქალწულს, რომელიც მარტო ცხოვრობდა, გაძარცვა დაუპირა. ამ მიზნით იგი ღამით აძვრა სხვენში, რათა იქ დალოდებოდა მისთვის ხელსაყრელ დროს, მაგრამ ლოდინისას მოულოდნელად ჩაეძინა. ძილში მას გამოეცხადა ნათლით შემოსილი კაცი, რომელსაც სამეფო სამოსი ეცვა და მკაცრად ამხილებდა რა მის ბოროტმოქმედებას, მოითხოვდა მისგან, რათა გამხდარიყო იგი ქრისტიანი და მეუდაბნოე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საშინელი სასჯელით ემუქრებოდა. ავაზაკი, ძილიდან გამორკვევის შემდგომ, დაუყოვნებლივ მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა.
სხვა შემთხვევა: ისიქია ქორევიტი, რომელიც მეუდაბნოეთა შორის ცხოვრობდა, დიდხანს და მკაცრად ინახავდა ბერის შესამოსლის ქვეშ ავხორც გულს. ძმათა დარიგებანი და მათი მკაცრი ცხოვრების მაგალითი მასზე არ მოქმედებდა. იგი იქმოდა გარეგნულ სიკეთეებს, მაგრამ მალავდა თავის ცოდვებსა და სისუსტეებს. მაგრამ მის ავხორც გულშიც შეაღწია ღვთის მადლმა. მას ერთხელ გული წაუვიდა, რომლის დროსაც  გაეცხადა მოუნანიებელი ცოდვილების ბედი, რის შემდეგაც იგი ჩაიკეტა თავის სენაკში და იქ დაჰყო 12 წელი მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით.
იყო ერთი ავაზაკი, სახელად დავითი. ერთხელაც მან იგრძნო სინდისის ფორიაქი და დაიწყო თავისი დამღუპველი მდგომარეობის გაანალიზება. ამის შემდეგ მან შეწყვიტა ავაზაკობა, წავიდა მონასტერში და თითქმის ძალით აიძულა იღუმენი, რათა ბერად აღეკვეცა. დავითმა იცხოვრა ისეთი მკაცრი და წმიდა ცხოვრებით, რომ ღირს იქნა მთავარანგელოზის მეშვეობით მიეღო უფლისაგან ცოდვების შენდობა და სასწაულთმოქმედების ნიჭი.
მაგრამ ყველაზე დაუცხრომელი ხმა ღვთისა, რომელიც უხმობს ცოდვილებს სინანულისაგან, არის ღვთის სიტყვა. ამ წმიდა სიტყვას ჩვენ გამუდმებით ვისმენთ. უფალი თავისი მოწყალებით განუწყვეტლივ აკაკუნებს ჩვენს ავხორც, ამაო საქმეებითა და ზრუნვით დაკავებულ გულებზე. უფალს არ სურს ცოდვილის სიკვდილი. შევინანოთ და გონს მოვეგოთ, როგორც გონს მოეგნენ ზემოთ ხსენებული ცოდვილები, რათა ღვთისგან წყალობა მოვიხვეჭოთ. უფალო, სინანულით მიგვიღე. ამინ!

скачать dle 11.3