როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ჭკვიან ქალს ღალატზე და რით უნდა დააბალანსოს ის » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№5 როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ჭკვიან ქალს ღალატზე და რით უნდა დააბალანსოს ის

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

ღალატში ყველაზე დიდი პრობლემაა, როცა იმ ადამიანის მიმართ კარგავ ნდობას, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებდი, შენს ერთგულ მოკავშირედ და მთავარ დასაყრდენად მიგაჩნდა. სწორედ ამაშია ღალატის დამანგრეველი ენერგეტიკა. ამიტომაც, უჭირთ ქალებს, აპატიონ და დაივიწყონ ღალატი. არის კიდევ ერთი მიზეზი – ქალური კონკურენცია: შენ ვიღაც სხვა გამჯობინეს. თუმცა, ეს მარტო ქალების პრობლემაა, კონკურენციის კაცებსაც ეშინიათ. ნდობის დაკარგვა მართლაც სერიოზული პრობლემაა, რომლის დაბრუნებაც საკმაოდ რთულია, ეჭვის ზეგავლენით ცხოვრება კი – დამანგრეველი.



მარიკა (35 წლის):
მშვიდი ცხოვრების ფასი არაფერი ყოფილა. მე ორი წლის წინ მივხვდი ამას, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე დიდი სტრესი. ამან ისეთი მტკივნეული კვალი დამაჩნია, დღესაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად. თუმცა, „რეაბილიტაციის“ პერიოდს გავდივარ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ქმარმა მიღალატა. ყველას თავს არის ეს ამბავიო, იფიქრებს მკითხველი. მაგრამ, ვფიქრობ, ყველა ქალს თავისი რეცეპტი აქვს კაცის ღალატის წინააღმდეგ.
– არსებობს ასეთი რეცეპტი?
– როგორ არ არსებობს. ნელ-ნელა ხვდები, რა გჭირდება. ანუ, ეს რეცეპტი მხოლოდ შენზეა მორგებული. შეიძლება, სხვასაც კი გამოადგეს, მაგრამ, რაღაც უნდა გამოაკლდეს ან დაემატოს. ნებისმიერი წყვილი ხომ ინდივიდუალურია და მათი ურთიერთობაც განსხვავებულია. როცა ვიღაცის გამოცდილება და ამასთან, ჭკუაც გაქვს, აუცილებლად იპოვი შენსას, ანუ იმ გამოსავალს, რომელიც კრიტიკული, ღალატის სიტუაციიდან გამოგიყვანს. მოკლედ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღალატისგან ტრაგედია არ უნდა შექმნა, რადგან ტრაგედია არც არის. თუ ემოციურ დონეზე არ განვიხილავთ ამ ყველაფერს, მიხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ.
– ღალატი ძალიან დიდი სტრესია. მაშინაც კი, როცა ის, ვინც გიღალატა, ისე ძალიან აღარ გიყვარს.
– ეს ის შემთხვევაა, როცა მესაკუთრული გრძნობები მოდის წინ და საღი აზრი გტოვებს. შენი პარტნიორი საკუთრებად არ უნდა განიხილო. შვილიც კი, რომელსაც აჩენ და ზრდი, არ არის შენი საკუთრება. კაცი როგორღა იქნება?! თავიდანვე უნდა გაიაზრო ეს ჭეშმარიტება და მერე პრობლემებიც ნაკლებია.
– ანუ, იმას ამბობთ, რომ კაცს არ უნდა მიეჯაჭვო?
– დიახ, სწორედ მაგის თქმა მინდა. ავადმყოფურად არ უნდა მიეჯაჭვო, თორემ სიყვარულის გარეშე, როგორ იცხოვრებ მასთან?
– სიყვარული თავისთავად არის მიჯაჭვულობაც.
– გააჩნია, რა დოზით. თუ იმაზე იფიქრებ, რომ ამ კაცის იქით სამყარო არ არსებობს, დაიღუპები. მე ვიცხოვრე ეჭვებში და მივხვდი, რომ ნელ-ნელა ვკვდებოდი. სრული საშინელება იყო. მანგრევდა და ვერაფერს ვცვლიდი. ჭკვიანი ქალები თვითლიკვიდაციაზე არ მიდიან – იმიტომ, რომ უღალატეს, თავს არ იკლავენ.
– ანუ, ღალატზე რეაქცია არ უნდა გვქონდეს?
– მე ამას არ ვამბობ. ღალატზე რეაქცია ნორმალურია, თუკი ნორმის ფარგლებს არ სცდება და დაბალანსებულია. შეიძლება, ფიქრობთ, რომ სიყვარულის დაბალანსება არ შეიძლება და რომ ეს უკვე სიყვარული აღარ არის. მაგრამ, ურთიერთობას ბალანსი სჭირდება, სხვანაირად, თავზე დაგენგრევა. მე ეს გავიარე და ზუსტად ვიცი. საკუთარი გამოცდილება მაინც სხვაა. ახლა, როცა ქმრის ღალატზე გართულება აღარ მაქვს, ჩემი ცხოვრება მშვიდი და სტაბილური გახდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქმარი აღარ მიყვარს. ძალიან მიყვარს, მაგრამ ისტერიკებს აღარ ვაწყობ. სულ დაძაბული ვიყავი და შემართული. სულ იმის მოლოდინი მქონდა, აი, ახლა გავიგებ, რომ ქმარი მღალატობს-მეთქი. ასეთ ცხოვრებას კი, მტერსაც არ ვუსურვებ. მე ახლა სხვანაირად ვცხოვრობ და სხვანაირად ვიქცევი. დაბალანსებულ ურთიერთობაზე გავაკეთე აქცენტი და ვხვდები, ეს სწორი საქციელია. ჩემმა ქმარმა იცის, რა შეიძლება და რა არა. სად გადის წითელი ხაზები. იცის, რომ შანსი მივეცი, რომელიც უნდა გამოიყენოს, თუკი ოჯახი და ნორმალური ურთიერთობა უნდა. მე არ ვლაპარაკობ ისეთ შემთხვევებზე, როცა კაცს ლამის მეორე ოჯახი აქვს – სტაბილურად აქვს ურთიერთობა ორ ქალთან. ეს სხვა სიტუაციაა, გაცილებით რთული და საშინელი. ჩემი ქმარი ერთხელ „გაძვრა“ და მე ეს გავიგე. ხომ გითხარით, ჩვეულებრივად ვეჭვიანობდი – ეს პერიოდიც მქონდა და კარგი არაფერი მომიტანა. კიდევ რომ გამეგრძელებინა ეჭვიანობა და ისტერიკები, ქმარს საერთოდ დავკარგავდი. მე კი ოჯახის შენარჩუნება და ნორმალური ცხოვრება მინდოდა. ვხვდებოდი, რომ ჩემს ქმარსაც ეს უნდოდა. საკუთარ თავს ებრძოდა და განიცდიდა ამას. იცი, რა არის ნამდვილი სიყვარული? – როცა გრძნობ, ხვდები, შენს საყვარელ ადამიანს, შენს პარტნიორს რა უნდა სინამდვილეში. ჩემს ქმარს ჩემი დაკარგვა არ უნდოდა, მაგრამ მე რომ ისტერიკები და მისთვის „ტვინის ბურღვა“ გამეგრძელებინა, აუცილებლად წავიდოდა.
– კარგი და რით უნდა დააბალანსო ის უნდობლობა, რომელიც ღალატის შემდეგ ჩნდება?
– ჰო, ეს კარგი შეკითხვაა. მე ბევრი ვიფიქრე ამაზე და ყველაფერი ინტუიციით გამომივიდა. შინაგან ხმას მივყევი, დავაბალანსე ზრუნვით. როგორ აგიხსნათ – მე შევეცადე, მეზრუნა მასზე, როგორც ყველაზე ახლობელ და დაუცველ ადამიანზე, რომელსაც სრულად ვჭირდები. სანაცვლოდ, არაფერი მომითხოვია და ქმარმა ეს დააფასა, გაიგო და მიხვდა, როგორი ძვირფასი ვიყავი მისთვის. სხვათა შორის, კაცები სულელები არ არიან. ყველაფერს გრძნობენ და ხვდებიან. ვიტყვი, ჩუმად და უსიტყვოდ ვზრუნავდი მასზე და პარალელურად, საკუთარ თავზეც ვზრუნავდი. ძალიან შევიცვალე, გარეგნულადაც და შინაგანადაც. თითქოს გავიზარდე და საკუთარ სურვილებშიც უკეთესად გავერკვიე. ვიცოდი, რა უნდა მომეთხოვა მამაკაცისგან და როგორ უნდა მიმეღო ის, რაც მართლა მინდოდა. რა თქმა უნდა, მეც ადამიანი ვარ და ზოგჯერ ეჭვები მიჩნდება, მაგრამ უფლებას არ ვაძლევ, ჩემზე იბატონოს და ცხოვრება დამინგრიოს. იცი, კიდევ, რას მივხვდი? კაცი ნაკლებად წყვეტს რამეს ურთიერთობაში – ყველაფერი ქალის ხელშია.
скачать dle 11.3