კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (68)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№5 შეცდომები... მოერიდეთ მას

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ზოგჯერ ხდება, ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა მოულოდნელად სრულ კატასტროფად იქცევა.  როგორც წესი, ასეთ დროს ცდილობენ საკუთარ შეცდომებზე კი არ დაფიქრდნენ, მიზეზები სხვა ადამიანებსა და გარემოებებში ეძებონ. მამაკაცებთან ურთიერთობისას, ქალბატონები ხშირად საკმაოდ სერიოზულ შეცდომებს უშვებენ და ვერც ხვდებიან ამას. ამიტომ, აუცილებელია, გააანალიზოთ საკუთარი ქმედებები. ჯანსაღად და რეალურად შეაფასოთ სიტუაცია.
  პირველი სერიოზული მიზეზი, რაც ურთიერთობას ანგრევს,  უმიზეზო ეჭვიანობაა – სიტუაცია, როცა მოვალეობად მიიჩნევთ პარტნიორის ჯიბეები გაქექოთ.  მისი შეტყობინებები წაიკითხოთ; ნებისმიერ გამვლელ, თუ ნაცნობ ქალზე იეჭვიანოთ, გააფთრებულმა დაიცვათ საკუთარი იდილია „დამპყრობლების შემოჭრისგან“. თანაც, გგონიათ, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია. სინამდვილეში, საკუთარი ხელით ანგრევთ ურთიერთობას. კაცს შეიძლება, აზრადაც არ მოსდიოდეს ღალატი და თავად უბიძგოთ ამისკენ.
 პროვოცირება –  როცა ქალი ცდილობს, პარტნიორის გადაჭარბებული ყურადღება დაიმსახუროს და შეცდომით ფიქრობს, რომ მამაკაცთა წრეში საკუთარი ღირსებების დემონსტრირებითა და პარტნიორის ეჭვიანობით, უფრო მეტ სიყვარულს დაიმსახურებს. სინამდვილეში, არცერთ მამაკაცს არ მოსწონს, როცა მისი რჩეული ქალი სხვას ეკეკლუცება და ეჭვიანობაც ხშირად დაშორებით სრულდება. ყოველ შემთხვევაში, სკანდალი არ აგცდებათ.
მამაკაცთან მეგობრობა – როგორი გულწრფელიც უნდა იყოს მეგობრობა სხვა მამაკაცებთან, მაგალითად: კოლეგებთან, ყოფილ კლასელებთან, ის ნებისმიერ შემთხვევაში, ხელს შეუშლის პარტნიორთან ურთიერთობას,  თუკი ზომიერებას არ დაიცავთ. საკუთარ ტერიტორიაზე სხვა მამრს ვერცერთი მამაკაცი ვერ იტანს.
 წვრილმანებზე გაბრაზება – არაფერი აგიჟებს მამაკაცს ისე, როგორც გაბუტული ქალი – გოგონა, რომელიც არ ამბობს, რაზეა ნაწყენი და ელოდება, როდის მიხვდება პარტნიორი ამას თვითონ. მამაკაცი სულაც არის ვალდებული, გამოიცნოს თქვენი გაბრაზების მიზეზი. თუკი რამე არ მოგწონთ,  პრობლემა ან უთანხმოება გაქვთ,  უმჯობესია, პირდაპირ უთხრათ, რადგან მუდმივი უთქმელობა და გაბუტვა, აუცილებლად არასასიამოვნო შედეგით დასრულდება.
უცხოების თანდასწრებით შენიშვნის მიცემა – ეს ისაა, რაც მამაკაცს აგიჟებს. ქალის სიძლიერე მის სისუსტეშია, სხვების თანდასწრებით კი საკუთარი ძალის დემონსტრირება, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აყენებს. როცა პარტნიორთან მარტო დარჩებით, უკმაყოფილების გამოხატვა თავისუფლად შეგიძლიათ. მისი საჯაროდ დამცირებით კი, უპირველესად, საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას, რადგან აღიარებთ, რომ უღირსი მამაკაცის გვერდით ცხოვრობთ.
P.S.  თუ ამ ყველაფერს ყურადღებით მოეკიდებით, აუცილებლად გექნებათ  ჰარმონიული ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან.

ქალები მამაკაცებზე

არა მგონია, კაცები ქალებზე მეტად თავისუფლები იყვნენ –  ამბობდა ინდირა განდი და არ ცდებოდა. ის ჭეშმარიტად ბევრ მამაკაცზე მეტად თავისუფალი და პროგრესული იყო.
მადონას აზრით, საყვარელსა და ჯენტლმენს შორის ის განსხვავებაა, რომ ჯენტლმენი იმ ტკივილებს კურნავს, რომელიც საყვარელმა მოგაყენა.
ზოგადად კი, მამაკაცებზე ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება:
1. კაცი ყოველთვის იმ ქალით დაინტერესდება  სერიოზულად, ვინც მის მიმართ ყურადღებას გამოიჩენს და არა იმით, ლამაზი ფეხები რომ აქვს.
2. კაცი, რომელსაც სიამოვნებით ეცეკვებოდით, როგორც წესი, არ ცეკვავს.
3. დიდი სხვაობაა იმ კაცებს შორის, ვინც ბევრი ფული იშოვა და ვინც დაბადებიდან მდიდარია. ერთმანეთში არ აურიოთ და ერთის თვისებები მეორეს არ მიაწეროთ.
4. კაცი საათივითაა – ყოველდღე უნდა მომართო.
5.  ნებისმიერი მომხიბვლელი, რომანტიკული და  ყურადღებიანი  ყმაწვილი სრულიად აუტანელი ხდება ორმოცდაათი წლის ასაკში.
6. კაცი არ იმჩნევს, თორემ ქალების გადასარევად ესმის. ასე უფრო იაფი უჯდება.
7. კაცი საოცრად ალოგიკურია: ადასტურებს, რომ ყველა ქალი ერთმანეთს ჰგავს, არადა სურვილი აქვს ერთი მეორეთი  შეცვალოს.
8. კაცს იქამდე შეუძლია ორი ქალის ერთდროულად სიყვარული, ვიდრე ერთი მათგანი არ მიხვდება, რომ მეორეც არსებობს.
9. გონიერი ქალისთვის კაცი პრობლემა არ არის. მისთვის კაცი გონივრული გადაწყვეტილებაა.
10. კაცისგან თავდახსნის საუკეთესო საშუალებაა, დანებდე მას და  უთხრა, რომ გიყვარს.
11. მამაკაცი ქალის სილამაზეს უფრო აფასებს, ვიდრე მის გონიერებას, განსაკუთრებით, პირველი დანახვისას. ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ქვეყნად უფრო მეტი სულელია, ვიდრე ბრმა.
12. ჭკვიანი ქალი, რაც უფრო დამნაშავეა კაცის წინაშე, მით მეტ ყურადღებას იჩენს მის მიმართ.

სისუსტის ძლიერი
 მხარე...


სუსტი სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს ძალიან არ მოსწონს, როცა მიანიშნებენ, რომ ქალი სუსტი უნდა იყოს. აპროტესტებენ და თავგამოდებით ამტკიცებენ, ჩვენ ქალურები ვართო. რა თქმა უნდა, სისუსტე და სიძლიერე ადამიანის პიროვნული თვისებებია და მხოლოდ ინდივიდზეა დამოკიდებული. თუმცა, „ქალური სისუსტე“ – ეს კიდევ განსაკუთრებული ფენომენია, რომელსაც მამაკაცები პოზიტიურად აღიქვამენ. ანუ, რადიკალურად განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ქალური ხასიათის „სირბილე“ და „სისუსტე“ იდენტურია სისულელესთან და უსუსურობასთან. თუ ქალი ჭკვიანია, მიზნის მისაღწევად შესანიშნავად გამოიყენებს იარაღს, რომელსაც სახელად „ქალური სისუსტე“ ჰქვია. მაგალითად, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ თქვენი ოცნების მამაკაცი: ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, პასუხისმგებლობით სავსე... ანუ ამ ტიპური სტერეოტიპით მხოლოდ იმას ამტკიცებთ, რომ თავად სუსტი ხართ.
ძლიერი ქალები თანასწორ მამაკაცებს ირჩევენ. ისეთებს კი, როგორიც თქვენ წარმოსახვაში გინდათ ცხოვრების თანამგზავრად, სწორედ სუსტი და დაუცველი ქალები სჭირდებათ.
ქალები არცთუ იშვიათად, მამაკაცის „მოსარჯულებლად“, მისთვის საკუთარი ნება-სურვილის თავზე მოსახვევად, ცრემლებს იყენებენ. ეფექტს ეს უფრო ახდენს, ვიდრე სიტყვები და არგუმენტები. მაგრამ, თუ ცრემლი სისუსტის მაჩვენებელია, მაშინ რა გამოდის, ზოგჯერ სისუსტეც კარგი ყოფილა.
თუ საკუთარ თავს სისუსტის უფლებას მისცემთ, მაშინ არავინ გაგკიცხავთ იმისთვის, რომ ზოგჯერ პასუხისმგებლობის ტვირთი სხვასაც გაუნაწილოთ. როცა გეცოდინებათ, როდის გაქცევთ „სისუსტე“ კონკურენტუნარიანად, თქვენ წინაშე ნებისმიერი მამაკაცი მოიხრის ქედს.скачать dle 11.3