კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 რა შველის ქრონიკულ დაღლილობას და რატომ არ ვარგა სავარცხლის ვინმესთვის ჩუქება ან პირიქით, საჩუქრად მიღება

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

გადააგდო ბიჭმა სავარცხელი და უცებ ისეთი ხშირი, გაუვალი ტყე აიყარა, შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდაო... – გვამცნობს ქართული ზღაპარი „წიქარა”. თუმცა, ჯადოსნური სავარცხლის ამბები არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო ფოლკლორშიც მრავალადაა აღწერილი. ამიტომაა, ალბათ, რომ უძველესი დროიდან, ქალის სილამაზის საიმბოლოდ მიჩნეულ ამ შეუცნობელ ნივთს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები. შესაბამისად, უამრავ მინიშნებას, გადმოცემასა და ცრურწმენასაც უკავშირებდნენ, რაც, მთლად წინანდელი აქტუალობით არა, მაგრამ დღემდეა შემორჩენილი და ბევრი ითვალისწინებს კიდეც. ცდილობენ, შესაბამისი წესების დაცვით, სავარცხლის მინიშნებათაგან გამომდინარე, მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილონ, სარგებელი კი, ხელიდან არ გაუშვან. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით, ეზოთერული მიმართულების ექსპერტი, ქალბატონი ანა გვესაუბრება.
– დავიწყოთ ციტატით „წიქარადან”: გადააგდო ბიჭმა სავარცხელი და უცებ ისეთი ხშირი, გაუვალი ტყე აიყარა, შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდაო. რა კავშირია სავარცხელსა და ტყეს შორის – აქვს ამას ეზოთერული ახსნა?
– რა თქმა უნდა. ზღაპრული ტყის ამგვარი ფუნქცია აშკარაა სავარცხლის გადაგდების მოტივში. ტყე, საერთოდ, შემაფერხებელი დაბრკოლება და შეუღწეველი წინააღმდეგობა, ერთგვარი ბადეა, რომელიც მომხდურს იჭერს. ანუ, სავარცხლის მაგიური დაცვის უნარს, შეუძლია, პატრონს საფრთხე ააცილოს. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ ძველად მას, დღევანდელივით, სარკის წინ, უყურადღებოდ კი არ ტოვებდნენ, უცხო თვალისგან დასაცავად, კლიტით დაკეტილ ზარდახშაში ინახავდნენ. იქიდან კი, მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში იღებდნენ.
– ჩემს მეგობარს ყოფილმა დედამთილმა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობს და ერთმანეთში კარგი ურთიერთობა არ აქვთ, ბავშვის ხელით, სავარცხელი გამოუგზავნა საჩუქრად. თანაც, ერთხელ კი არა, რამდენჯერმე... როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში?
– ის სავარცხელი აუცილებლად თავიდან უნდა მოიშოროს. სავარცხლის არც საჩუქრად მიღება ვარგა და არც სხვისთვის ჩუქება. ასეთი საჩუქრის საშუალებით, გამომგზავნს თქვენი საიდუმლოს გაგება სურს. ნაჩუქარი სავარცხლის გამოყენებით კი, თავად მისცემთ მას ამის საშუალებას. თუ თქვენს მეგობარს მეორე ოჯახი აქვს, საშიშია, ასეთი გზავნილებით მისი არევაც მოახერხოს ყოფილმა დედამთილმა. თუმცა, არსებობს გამოსავალიც. ცოლმა ახლანდელ ქმარს უნდა სთხოვოს, რომ თმა 40-ჯერ დავარცხნოს: დღეში ორჯერ – დილას და საღამოს.
– სავარცხლის ყიდვისას თუ არსებობს რაიმე გასათვალისწინებელი წესი?
– სავარცხელი აუცილებლად, საკუთარი ხელით უნდა აირჩიოთ და იყიდოთ. ეს მნიშვნელოვანი პროცესი არავის ანდოთ, თუ გინდათ, რომ უსიამოვნება თავადაც აიცილოთ და ახლობლებიც იხსნათ მისგან. შეიძინეთ? კმაყოფილი ხართ? ჰოდა, ძალიანაც კარგი. ასე, კარგ გუნებაზე დაივარცხნეთ ხოლმე იმით თმა, რომ ხალისი და მხიარულება არც ცხოვრებაში მოგაკლდეთ. გახსოვდეთ, ცუდი ხასიათი სავარცხელსაც გადაეცემა, რაც მხოლოდ უსიამოვნებებს შეგმატებთ. ახლა ისიც ეცადეთ, თქვენი სავარცხლით სხვამ არ დაივარცხნოს თმა – არც ქალმა და არც მამაკაცმა. თორემ, სავარცხელთან ერთად, სილამაზესაც გასცემთ. იცოდეთ, სად უნდა დადოთ ხოლმე და არავითარ შემთხვევაში, არ დატოვოთ მაგიდაზე – ამის გამო სადმე აუცილებლად შერცხვებით. შემთხვევით, თუ ძირს დაგივარდათ, ეს ნიშნავს, რომ მამაკაცისგან იმედგაცრუებული დარჩებით – იქნება ეს შეყვარებული, მეგობარი თუ ნათესავი. თუმცა, შემთხვევას სად გაექცევა ადამიანი და შეიძლება, სავარცხელი სხვასთანაც დაგრჩეთ. ეს ნიშნავს, რომ მალე იქ, ისევ დაბრუნდებით. ქვეშეცნეულად კი, თავად გსურდათ იმ ადამიანის ნახვა, ვისთანაც ერთხელ სავარცხელი დაგრჩათ. სავარცხლის კბილის მომტვრევა – გაფრთხილებაა, რომ თმასთან დაკავშირებული პრობლემები დაგეწყებათ. გზაში დაგდებული სავარცხელი აუცილებლად აიღეთ – ის თქვენს მეორე ნახევარს შეგახვედრებთ. სავარცხლის დაკარგვა კი, პირიქით, საყვარელ ადამიანთან დაშორების მომასწავებელია. დაბოლოს, დავარცხნის შემდეგ, სავარცხელი ყოველთვის გაწმინდეთ, რადგან დაბინძურებული მხოლოდ უსიამოვნო სიტუაციებს შეგიქმნით ცხოვრებაში. თანაც, ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ სხვის თვალს მოერიდოთ. თმა ხომ პატრონოს შესახებ ინფორმაციას ინახავს. ამიტომ, სავარცხლის საშუალებით, შეიძლება, პატრონს ზიანიც მიადგეს.
– სამაგრ-სავარცხელზე რას გვეტყვით?
– სამაგრ-სავარცხელს განსაკუთრებით ძველად, სხვადასხვა ვარცხნილობისთვის იყენებდნენ. თუმცა, სხვა დანიშნულებაც ჰქონდა: მათ შორის, მომავალ ქმარზე სამკითხაოც. ახალდაბადებულ გოგონას კი, ასეთი სავარცხელით ჭიპლარს სჭრიდნენ. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე, რისგან იყო ის დამზადებული. ადრე ზოგადად, სავარცხელს და განსაკუთრებით სამაგრ-სავარცხელს, ამზადებდდნენ: ხის, ქვისა და ძვლისგან. ნატურალური მასალა დადებითი ენერგიით ავსებს ნივთს. თუმცა, არავითარ შემთხვევაში, არ გამოიყენებოდა ვერხვის, ალვის ხისა და ტირიფის მასალა. დასახელებული მცენარეები, მიიჩნეოდა, რომ, პირიქით, ენერგიას ართმევს ადამიანს და შესაბამისად, მათგან დამზადებული სავარცხელიც იგივე გავლენას ახდენს პატრონზე. საერთო ჯამში კი, სურათი ასეთია: ძვლის სამაგრი-სავარცხელი ამშვიდებს და განდევნის შიშებს; ცირცელისგან დამზადებული – გაბრაზებას აცხრობს და ამძაფრებს ინტუიციას; მსხლისა და ვაშლის ხისგან – შველის ქრონიკულ დაღლილობას; მუხის – აღადგენს ძალებს ავადმყოფობის შემდეგ; ალუბლის ხისგან კი – იცავს პატრონს ენერგეტიკული ზეგავლენისგან და ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს.
– სიზმარში რას ნიშნავს სავარცხლის ნახვა?
– გააჩნია, რა სიტუაციაში ნახავთ. სიზმრად სავარცხელი, რომელიც სავსეა თმით და უფრო მეტიც, მთელი ბღუჯა კულულია ზედ შერჩენილი, ცხადში იმის მანიშნებელია, რომ ახლო მომავალში, რაიმე შემოსავალის პერსპექტივაც კი არ არსებობს. პირიქით, დიდი ხარჯია მოსალოდნელი. ამიტომ, ყოველნაირად ეცადეთ, თავი აარიდოთ სიტუაციას, სადაც ფულადი გარიგებები იდება. ძვირფასი და მდიდრულად მორთული სამაგრი-სავრაცხლის დასიზმრება, არც ცხადშია უბრალო ამბავი: ძალიან მნიშვნელოვან, ძვირფას საჩუქარს მიიღებთ. ანდა, საკადრის პასუხს გასცემთ მას, ვინც ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენდა თქვენდამი და მოურიდებლად ჰყოფდა ცხვირს თქვენს პირად ცხოვრებაში. სიზმარში სავარცხლის გატეხა მოულოდნელობაა, რომელიც უსიამოვნო და პრობლემური სიტუაციის წინ იჩენს ხოლმე თავს. დაკარგული სავარცხლის ძებნა კი, ცხადში ისეთი მნიშვნელოვანი რამის დაკარგვას ნიშნავს, ძალზე ძვირფასი რომაა თქვენთვის და რომ იტყვიან, სულსა და გულსაც თან გააყოლებთ. ანდა, შეიძლება, ახლობელ ადამიანთან მოგიწიოთ განშორება.
скачать dle 11.3