კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 „საღვთო ომი“ „გირჩულად“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ოხრად დაცვენილები…


თუმცა „გირჩს“ კონკურენტი გამოუჩნდა (გააფთრებული შეჯიბრია ნარკოდამოკიდებულთა ხმების მისაზიდად, ოღონდ, ცხადია, ადამიანის უფლებების დაცვის ამაღლებული მოტივით), რაკი ისინი მხოლოდ ნარკოტიკების უპირობო დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაციისთვის მებრძოლები არ არიან: სამხედრო-სავალდებულო სამსახურისა და საყოველთაო სარაზერვო სისტემის წინააღმდეგაც აქვთ გამოცხადებული საღვთო ომი, ამჯერად კრწანისის გამგეობას შეუტიეს.
სახელდობრ, თავიანთი რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ ფლანგიდან. იმ მიზეზით, რომ, მათი თქმით, მათ „მღვდელმსახურ“ თემურ ხუბაშვილს გამგეობა უკანონოდ ავიწროებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემონახსენებთა წერილის ადრესატი კრწანისის რაიონის სამხედრო განყოფილების უფროსიცაა (გოგიტა ჭაბაშვილი), როგორც ჩანს, „გირჩთა“ რწმენას თავშეფარებულ დეზერტირებს კრწანისის გამგეობა მაინც იწვევს ჯარში (შეგახსენებთ, „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია იმ მიზნით შექმნა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარებოდა ახალგაზრდებს, ვინაიდან საქართველოს კანონით, რწმენა შესაძლოა, გახდეს ჯარში არწასვლის მიზეზი. ჰოდა „გირჩებმაც“ გამოაცხვეს სექტა, რომელიც კრძალავს ჯარში წასვლას, პრინციპით, სექტა ჩემია და რასაც უნდა აკრძალავსო. ანუ გაგირჩებულებს ხელიც დაუბანიათ ქვეყნის დაცვაზე).
საპროტესტო წერილში „გიჩრულად“ რწმენის დეფინიციაა მოცემული, კერძოდ, „რწმენა იმისა, რომ ბიუროკრატია შორსაა საღი აზრისგან, ჩვენი ზოგადი რწმენის ნაწილია“, – ამბობენ ისინი.
უფრო მეტიც, ამტკიცებენ (მომყავს ციტატა წერილიდან): „ბიბლიური თავისუფლება“ არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რელიგიური ორგანიზაცია და ის ითვლის დაახლოებით 2 200-მდე მღვდელმსახურს. ვადასტურებთ, რომ ჩვენი მღვდელმსახურების დიდმა ნაწილმა მღვდელმსახურის სტატუსი საკუთარი თავისუფლების გასაფართოებლად გამოიყენა – თავისუფლებისთვის ბრძოლა კი უბრალოდ მათი კანონიკური მოვალეობაა.“
მაგრამ, რადგან, კრწანისის რაიონის სამხედრო განყოფილება „გაგირჩებულებს“ არ ათავისუფლებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურისგან, „გირჩელებს“ ოხრად რომ არ დარჩეთ თავიანთი რელიგიური ორგანიზაცია, ცხადია, ძალისხმევას არ იშურებენ თავიანთი მნიშვნელოვნებისა და დეზერტირობის განსამტკიცებლად (მაგრამ აი, თუ ჯარში არავინ წავა, „გირჩებიც“ რომ ოხრად დაცვივდებიან?!).
ასეა თუ ისე, კრწანისის რაიონის გამგეობას მეორედ მოსვლას, ოღონდ ლოკალურს, ჰპირდებიან (კვლავ ციტატას მოვიშველიებ წერილიდან): „ყველა ღონეს ვიხმართ, რომ კრწანისის რაიონის გამგეობის თითოეული ნაბიჯი და თითოეული გახარჯული თეთრი გავხადოთ ისეთი გამჭირვალე, როგორიც არ ყოფილა ვახტანგ გორგასლის შემდეგ!“
მოკლედ, რაკი ყველა უმოწყალოდ უბერავს, პირადად მე ველი, როდის გამოაცხადებენ თავს მესიად. –
скачать dle 11.3