კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№5 ანცი რობოტი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ გადასაპროგრამირებლები


მართალია, ჩვენთან ჯერჯერობით იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ მომსახურე პერსონალი არ გვიბღვერდეს (თუმცა ისიცაა, რომ მათ საქმე დიდად საღიმილოდ არც აქვთ, რადგან საქართველოში დასაქმებული იგივეა, რაც მონა შუა საუკუნეებში, ცხადია, უფლებრივი თვალსაზრისით), მაგრამ უფრო უჩვეულო ამბები  დატრიალებულა შოტლანდიაში.
კერძოდ, შოტლანდიური სუპერმარკეტის ქსელ Margiotta Food & Wine-ში სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ რობოტი – ფაბიო.
რატომ? იმიტომ რომ, ვერ ასრულებდა თავის მოვალეობებს და უადგილოდ ხუმრობდა.
ფაბიოს მოვალეობა მყიდველების დახმარება ყოფილა, რომ მათ სუპერმარკეტში საჭირო პროდუქტებისთვის მიეგნოთ. მაგრამ ფაბიომ, თუმცა იცოდა, რომ რძე მაცივარში იყო, არ ამხელდა, სად იდგა ის მაცივარი.
თქვენ წარმოიდგინეთ, ფაბიო კიდეც ოხუნჯობდა. როგორც შოტლანდიური გამოცემა იუწყება, ბოსისთვის ისიც კი უკითხავს: „რა ჰქვია პროცესს, როდესაც ძროხა მეორე ძროხაზე ჯაშუშობსო“.
ერთი სიტყვით, მყიდველებმა ფაბიოს მომსახურებაზე უარი თქვეს და ფაბიოც ისევ იმ სამეცნიერო ცენტრში დააბრუნა მისმა მეპატრონემ, სადაც ააწყვეს (ისე, თუკი რობოტები ჭკუიდან, ანუ პროგრამიდან გადაცდებიან, არც ისე გულდასაწყვეტია, რადგან  ადამიანებს სამუშაო ადგილებს არ წაართმევენ).
ცხადია, ფაბიოს თავიდან დააპროგრამებენ და იქნებ მისგან სანაქებო მუშაკიც გამოვიდეს, მეორე მხრივ კი, არ იქნებოდა ურიგო, იმის საშუალებაც მოგვცემოდა, რომ ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრიც გადაგვეპროგრამებინა, თორემ ამ ბოლო დროს ჭკუიდან გადამცდრების შთაბეჭდილებას ვტოვებთ. –
скачать dle 11.3