კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (55)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№4 რაზე ოცნებობს თაკო დოლაბერიძე და რა არის მისთვის ყველაზე დიდი ადრენალინი

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

თაკო დოლაბერიძის სახელს არაერთი კარგად დასამახსოვრებელი ღონისძიება და წარმატებით ამუშავებული კლუბი თუ რესტორანი უკავშირდება. ამ ბიზნესში წლების წინ, სრულიად გამოუცდელი მოხვდა და თავდაუზოგავი შრომითა და სიახლეებისადმი მისწრაფებით, მალევე გახდა წარმატებული და მოთხოვნადი. ამჟამად რესტორან „ორანჟერეაში” მუშაობს და პარალელურად, ქორწილებს, დაბადების დღეებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებას უწევს ორგანიზებას.
თაკო დოლაბერიძე:
მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. თუმცა, ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. სწავლის დასრულებისთანავე მოვხვდი ამ ბიზნესში, სადაც უკვე ოცდახუთი წელია, სტაბილურად ვაგრძელებ მუშაობას.   
– რა ვითარება იყო 25 წლის წინ ქართულ  სარესტორნე ბიზნესში?
– იმ პერიოდში ერთადერთი კაფე არსებობდა თბილისში და მეორე იყო გოგი თოფაძის რესტორნების ქსელი „ყაზბეგი”, საიდანაც უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, სრულიად გამოუცდელმა მივიღე შემოთავაზება და დავიწყე მუშაობა. მაშინ კონკურენციის არარსებობის გამო, გაცილებით მარტივი იყო მუშაობა.  თავიდან  არაფერი ვიცოდი, მიამჩნია, მქონდა შემართება და დიდი ინტერესი. ჩემი საქმე ადგილზე ვისწავლე, მაგრამ არ ვთვლი, რომ ყველაფერი ნასწავლი მაქვს, რადგან ეს სფერო ამოუწურავია – ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება. ბუღალტერი ვიყავი, ბევრი რამ არ მეხებოდა, მაგალითად: მომსახურების სფერო. მაგრამ, იმდენად დამაინტერესა ამ ყველაფერმა, რომ ყველაფერს ვაკვირდებოდი და ყველა ნიუანსს ვსწავლობდი. თუ სამუშაო დღე სტანდარტულად, საღამოს 6 საათზე მთავრდებოდა, მე ღამის 3 საათამდე ვმუშაობდი. დროთა განმავლობაში, როგორც ყველა სფერო,  ეს ბიზნესიც ბევრად განვითარდა.
– დღეს მაღალია კონკურენცია სარესტორნე ბიზნესში?
– მიხარია, რომ დღეს ბევრი კარგი ადგილია თბილისში და  მუდმივად ვცდილობ, სხვადასხვა საინტერესო ობიექტის აღმოჩენას. აღარ გვაქვს სტანდარტული, მხოლოდ ქართული კერძებისგან შემდგარი მენიუ და ეს ძალიან კარგია. კონკურენცია საკმაოდ მაღალია და  მომწონს, რადგან ეს მუდმივად ტონუსში ყოფნას და უკეთესობისაკენ სწრაფვას გვაიძულებს.  მე ვფიქრობ, ქართველი ძალიან გემოვნებიანია და შესაბამისად,  ყოველთვის საუკეთესოს ითხოვს. ამასთან ერთად, არიან პრეტენზიულებიც, თუმცა, მიმაჩნია, რომ ასეთები უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს სფერო კიდევ უფრო უნაკლო გახდეს.
– რთულია, მუშაობდე სარესტორნე ბიზნესში და პარალელურად, ერთ-ერთი, ყველაზე მოთხოვნადი ივენთმენეჯერი იყო?
– ჩემი საქმიანობა უდიდეს დროსა და ენერგიას მოითხოვს. მქონია შემთხვევა, როცა ღამის პირველ საათზეც მიმიღია ადამიანები და გამიკეთებია საქმე. საერთოდ, ვცდილობ, ძალიან სწრაფად მივაწოდო ყველაფერი, ესეც ერთგვარი კომფორტია დამკვეთისთვის.
ფიზიკურ დაღლილობას ემატება ნერვიულობა, რომელიც, მგონია, რომ ცოტა სასიამოვნოცაა. მაქსიმალისტი ვარ და ბოლომდე ვიხარჯები იმისთვის, რომ ყველაფერი უნაკლოდ იყოს. თუ გიჟური რეჟიმი არ მაქვს, არ ვარ კარგად, ეს არის ჩემი ადრენალინი.

– გასულ წელს თქვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიებებიდან რომელს გამოარჩევდით?
– გასულ წელს თუ გადავხედავ, მაშინვე ორი არაჩვეულებრივი ქორწილი მასხენდება, ორივემ ფანტასტიკურად ჩაიარა. ზუკა ხუციშვილისა და მარიამ გრიგოლიას ქორწილებს ვგულისხმობ.  მშობლებიც საოცრად ნერვიულობდნენ და როცა საქმე ჩემს საყვარელ და ახლობელ ადამიანებს ეხება, მეც ყველაფერს ასმაგად განვიცდი. ორივე ქორწილით ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფერი თავიდან ბოლომდე ისე იყო, როგორც დავგეგმეთ.
– მედიაჰოლდინგი „თბილისელები” გაჯილდოვებთ ნომინაციაში –  „წლის საუკეთესო ივენთმენეჯერი”. რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის შეფასება თქვენთვის?
– რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულო და სასიამოვნოა ჩემთვის. ზოგადად, ხალხის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, არ მაქვს იმის ამბიცია, ყველას მოვწონდე. თუ ყველას მოსწონხარ, ესე იგი, არ ვარგიხარ.
– რა აუცილებელი პირობა გჭირდებათ მუშაობისთვის?
– ვერასდროს ვიმუშავებ  ისეთ გარემოში, სადაც არ მომეწონება აურა და ის ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიურად მომიწევს ურთიერთობა. ისედაც დაძაბული სამუშაო რეჟიმი მაქვს და ეს ის კომფორტია, რაც აუცილებლად მჭირდება. არ მიყვარს გამზადებულზე მისვლა, მირჩევნია ისეთ ობიექტებში მუშაობა, სადაც ყველაფერი ასაწყობია.
– ოცდახუთი წელია, ერთ სფეროში მუშაობთ. ხომ არ გქონიათ მობეზრების მომენტი?
– ეს საქმე იმდენად ჩემია და ისე მიყვარს, რომ მოწყენის მომენტი არასდროს მქონია. რა თქმა უნდა, ვიღლები, რთულია, ამდენ ადამიანთან ურთიერთობა, რომლებსაც უნდა შესთავაზო სხვადასხვა იდეა და მოერგო მათ გემოვნებას. როცა ადამიანი ყველაზე ბედნიერ დღეს განდობს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ის დღე მათთვის ყველაზე კარგი და დასამახსოვრებელი იყოს. თითოეულ შეკვეთაზე ისე ვნერვიულობ, როგორც 25 წლის წინ. იმდენად მაგარი შეგრძნებაა, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება და ყველა კმაყოფილია, რომ მზადების პროცესით გამოწვეული  სტრესი და დაღლა მაშინვე მეხსნება. არასდროს გამიკეთებია სივი და რომ დავჯდე, შეიძლება, რამე გამომრჩეს, იმდენგან მიმუშავია. თუმცა, ყველა სამსახური განსხვავდება ერთმანეთისგან, სულ სიახლეების ძიებაში ვარ. ვოცნებობ, მქონდეს ისეთი სკოლა, სადაც ადამიანები  მომსახურების სფეროში  მუშაობას ისწავლიან.
скачать dle 11.3