კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ ახატვინებდა შედევრებს სოსო მანჯავიძე ჰიპნოზის ძალით მათ, ვინც ხატვა არ იცოდა და რა მდგომარეობაში ნახა მან ციხეში გარდაცვლილი პატიმრები

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 ჰიპნოზის სცენური წარმოდგენები გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჰიპნოზის ძალა ჰიპნოზიორისგან მომდინარეობს, თუმცა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მონაწილის უნარი – „ნიჭი” იმისა, რომ ჰიპნოზს დაექვემდებაროს. რა არის სინამდვილეში ჰიპნოზი, ამის შესახებ საკუთარი გამოციდლებიდან გვიამბობს სოსო მანჯავიძე
სოსო მანჯავიძე
: უნივერსიტეტში ისტორიულზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი და ფსიქოლოგების ჯგუფთან ერთად ვატარებდით ჰიპნოზებს. ჰიპნოზს ჰიპნოზისთვის კი არ ვაკეთებდით, გვაინტერესებდა ფსიქიკური ფენომენი, რომელზეც ინფორმაცია გვქონდა და გვინდოდა, გვენახა სინამდვილეში რა არის ეს. ეს ყველაფერი სამეგობრო წრეში ხდებოდა. არ არის რთული პროცესი, მთავარია, თანახმა იყოს ცდის პირი. მონოტონური საათის წიკწიკზე ან ქანქარის მოძრაობაზე, პერიოდულად ოპერატორი განმეორებად ბრძანებას აძლევს ცდის პირს და ეს მოქმედებს. ყველაზე მოქმედებს შთაგონება და ერთმანეთზე ისეთ გავლენას ვახდენთ, როგორიც ვერ წარმოგვიდგენია. ეს არის შთაგონების ფენომენი ანუ, რა ხდებოდა: ცდის პირნი იწყებდნენ ნიჭის გამოვლენას, მაგალითად: ადამიანი ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ ხატავდა კურდღელს და ღრმა ჰიპნოზის დროს პორტრეტებს ისე ოსტატურად ქმნიდა, ძალიან პროფესიონალ მხატვრებს შეშურდებოდათ. სამ წუთში გამაოგნებელი პორტრეტები შექმნა ჩემი და კიდევ ორი ადამიანის და რომ გამოფხიზლდა, კურდღელიც კი ვერაფრით დახატა. ეს იყო ბიჭი, რომელსაც ფანქარი საერთოდ არ სჭერია ხელში. ასევე, იწყებდა სხვა ენაზე ლაპარაკს. ჩავიწერეთ კიდეც და ლექსიკონი გავაკეთეთ. იქ დავინახე, რომ საათის გარეშე აღიქვამ დროს. ჰიპნოზშია ადამიანი და ეუბნება ოპერატორი: შენ ხუთ საათზე აიღებ შაქარს და ჩაყრი უნიტაზში, ან ადგები და ერთ კოლოფ სიგარეტს ფანჯრიდან გადააგდებ. ეს, იმიტომ რომ, უაზრო მოქმედება ყოფილიყო და ვერ გაემართლებინა თავისი ქმედება. როცა ადამიანი ეწევა, სიგარეტს რატომ გადააგდებს. ჩვეულებრივად ზის საუბრობს ზოგადსაკოცობრიო თემებზე და როცა ხუთი საათი მოდის, უცებ თვალები მოუსვენრად დაურბის აქეთ-იქით, აიღებს შაქარს, ჩაყრის უნიტაზში, მოდის და აგრძლებს იგივეზე საუბარს. ეკითხები, რა არის ეს, რატომ გააკეთეო და ეძებს დასაბუთებას, რომ ახსნას: „ცუდად იდო,” „შაქარი არ იყო, გავსინჯე მწარე იყო”. ანდა ოპერატორი ეუბნება: შენ ვერ დაინახავ ვიღაცას, მაგალითად, პავლესო. პავლე იქვე ზის და ის ვერ ხედავს.
– აქედან რა დასკვნები გააკეთეთ?
– ადამიანი ყოველთვის შეეცდება, დაასაბუთოს ის, რაც მას არაცნობიერად აქვს ჩაბეჭდილი აღზრდის, ან შთაგონების მეთოდით. ასევე, ვერ დაინახავს იმას, რაც არ უნდა, რომ დაინახოს. ადამიანების სული ჩაკეტილ საგანძურს ჰგავს და იქ შესვლა საშიშია, მართვა უნდა იცოდე ამ სამყაროსი. ადამიანი ექვემდებარება დაპროგრამებას, მაგრამ მაშინვე დავინახე, რომ მასზე ზემოქმედება არ შეიძლება, შეიძლება, დააზიანო. ზემოქმედებ მის ნებაზე და მერე ნების გამოვლინება უსუსტდება და ეს ყველა დონეზე ვლინდება: დაწყებული მაღალი სულიერი დონიდან ორგანულ დონემდე.
– როგორ იზრდებოდით მრავალშვილიან ოჯახში?
–  მრავალშვილიანი ოჯახია, ექვსი ძმა და ერთი და. ძალიან სივიწროვეში ვიზრდებოდით, ოროთხიან, ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვკაში” და არც თუ ისე ხელგაშლილ გარემოში. ყველაზე პარადოქსი კი ის იყო, რომ ყველამ მივიღეთ მუსიკალური განათლება, ზურას გარდა. ზურას ინსტრუმენტი არ შეუსწავლია. ახალ ბინაში გადავედით სოლოლაკში. ზურა 14 წლის იყო, მოითხოვა გიტარა, შევუძინეთ, შეიკეტა ერთ პატარა ოთახში და მხოლოდ საჭმელად გამოდიოდა. მთელი დღე იჯდა და გიტარას აჩხაკუნებდა. ამ კარჩაკეტილობიდან ორ თვეში გამოვიდა და უკვე არაჩვეულებრივად უკრავდა. ზურა იყო ხიფათიანი, სულ რაღაც ემართებოდა.  ერთხელ, ჩემს დას ვაცილებდით სკოლაში მე და დედა. ზურა სამი წლის იყო და გვესმის განწირული კივილი. შევედით და რას ვხედავ, ასეთი რამ ჰიჩკოკის ფილმებშიც არ მინახავს. ზურას ხის საკიდის რკინის კაუჭი თვალსა და ქუთუთოს შორის აქვს გამოდებული. ქუთუთოზე კაუჭია მოჭიდებული და ქვემოთ ქაჩავს. ქუთუთო კი – ლამის ტუჩებამდე აქვს გადმოსული. დედაჩემი მივიდა და უცებ გამოაძრო. მაგრამ, მერე ერთმანეთს ვასხამდით წყალს მე და დედა. მერე ის იყო სანერვიულო, თვალი ხომ არ დაიზიანაო. აღმოჩნდა, რომ არ დაუზიანებია.  რატომ ვყვები ამას? არა იმიტომ, რომ ასეთი რამ მოხდა, დღემდე კითხვა არ მასვენებს და მთელი სიცოცხლეა დამტანჯა, რანაირად მოახერხა ქუთუთოსა და თვალს შორის შეკვეხებოდა ეს რკინის კაუჭი. ერთხელ, ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით. დაარტყეს ბურთს, უნდა მივიღო, მაღლა ავიხედე და რას ვხედავ, ზურა მეოთხე სართულის აივანზეა გადმოკიდებული. ავარდა ჩემი ძმა – დათო, მე აივნის ქვეშ ვიდექი, მეგობრებთან ერთად ხელებგაშვერილი, რომ გადმოვარდნილიყო, დავიჭერდით, ავიდა ჩემი ძმა – და ქუსლით გამოათრია იქიდან აქილევსივით.
– როგორ დაგესხნენ თავს თქვენ და თქვენს ძმებს 2009 წლის 14 აპრილს?
– სააკაშვილის რეჟიმის დროს მანქანებით დაგვყვებოდნენ, გვდევნიდნენ. ეს ჟანრის კლასიკა, ჩვეულებრივი ამბავია. ხუთი ძმა ვიყავით აქციაზე, მანაქანში ვისხედით და მოჭიდავეთა ცხრაკაციანი ჯგუფი დაგვესხა თავს ორი მანქანით. ჩვენც ვიჩხუბეთ, ზურამ სიგნალები ჩართო, ვიღაცები მოვიდნენ, ვიღაცამ წყალიც გადაასხა. გადავრჩით. მერე უკან ვსდიეთ, ზურამ უკნიდან დაარტყა მანქანა, არ გადატრიალდა, თორემ ტყვედ ავიყვანდით. მერე გავაჩერებინე ზურას, სიბნელე იყო და გვესროდნენ.
– რატომ დაგაკავეს „ლგბტს“ აქციის დროს?
– „ლგბტ” თემის აქცია იყო, რუსთაველზე  უნდა გაევლოთ დროშების ფრიალით. ორი შვედი გეიწყვილი ჰყავდათ ჩამოყვანილი და 51-ე სკოლასთან, დემონსტრაციულად ეალერსნენ ერთმანეთს. მერე მიდიოდნენ პირველ სკოლაში, რომ იქაც ეჩვენებინათ ბავშვებისთვის. დაგვირეკეს და ეს ამბავი გადმოგვცეს. ჩვენ მეცნიერებათა აკადემიასთან გადავუკეტეთ ხეობის ყელი. დავინახე ოცდაათი დროშა. ჩვენ ცოტანი ვიყავით და ვიფიქრე, თუ გვძლიეს, ახლა ამათმა-მეთქი. მოყვებოდნენ მღვდლები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ეს ცოდვაა. ისინი კი პასუხობდნენ, რომ სიყვარული ცოდვა არაა. გავაჩერეთ და ვუხსნი, ეს დროშები რად გინდათ, თუ რუსთაველზე სეირნობა გინდათ, დააწყვეთ ეს დროშები და ისეირნეთ-მეთქი. ამასობაში, ატყდა ჩოჩქოლი და ერთ-ერთ მათგანს დროშაზე ეწერა:  „შენც გაფერადდი, ცხოვრება მშვენიერია“ და მსგავსი რაღაცები. ვიღაცამ წაართვა ეს დროშა და ძირს ურტყამდა, ვინ უნდა გაფერადდესო. ეს რომ ამას ამტვრევდა, ვისაც წაართვა, იმან ხელი გაიშვირა და პატრული, დაიჭირეთო, დაიწყო ყვირილი. მე ძალიან მშვიდად ვიყავი და როგორ აღმოჩნდა ჩემი ხელი მის ლოყაზე, არ ვიცი. მეორე დღეს დამიჭირეს და ასლარიანი ჯარიმით გამომიშვეს.
– ბ-ნო სოსო, როგორ გადაარჩინეთ პატიმარი, რომელიც ციხის სახურავიდან აპირებდა გადახტომას?
– მონიტორინგის ჯგუფში ხომ ვიყავი და ხშირად დავდიოდით ციხეებში, რამდენიმე ბუნტი ნამდვილად გვაქვს მოგვარებული. ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდით. ერთხელაც დამირეკა მერვე საპყრობილის უფროსმა, იქნებ მობრძანდეთ, მძიმე სიტუაციაა, პატიმარი გვყავს სახურავზე და გადახტომას აპირებსო. მიზეზი ის იყო, რომ ადრე მას ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა პატიმართა ჯგუფი და ეშინოდა, არ გასწორებოდნენ პატიმრები. მოითხოვდა ტელევიზიების შესვლას. ეს გრძელდებოდა უკვე დიდხანს. მოკლედ, პრესა ვერ შემოდიოდა და ბოლო-ბოლო მოვიფიქრე, პრესის ნაცვლად, მიკროფონი ჩავრთე ტელეფონში. ასე ჩაგრთავ პირდაპირ ეთერში და თქვი შენი სათქმელი-მეთქი. ამაზე დავითანხმე, მოველაპარაკე მედიას და რომ ჩაწერეს, მოვხსენი სახურავიდან და კამერამდე ჩავაცილე. ცნობილი გვამების ექსპორტი რომ ხდებოდა ციხეებიდან, ოჯახებში დავდიოდი და ისეთი რაღაცები მაქვს ნანახი, ნეტა, ცხოვრებაში არ მენახა. თითქოს თავის სიკვდილით იყვნენ გარდაცვლილნი და ნაცემი, ნაწამები, გაუბედურებული იყო ცხედრები. იმ ოჯახებს მერე აშინებდნენ.
скачать dle 11.3