კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

№4 ვის გადაუხადა სოლიდური თანხა ტრანსგენდერი კრისტი ლაბაძის ქმარმა მისი სრულფასოვანი ქალობისთვის და რა ღირდა მასთან ერთსაათიანი სექსუალური კონტაქტი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 20 წლის ქართველი ემიგრანტი, ტრანსგენდერი კრისტი ლაბაძე, უკვე თვეებია, გერმანიაში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, საქართველოდან შიშს, შეურაცხყოფას, ცემასა და სიკვდილს გაექცა და ახლა, საყვარელი მამაკაცის გვერდით, თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. მართალია, საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა, მაგრამ არ ნანობს და მიაჩნია, რომ მიზანდასახულობით, ყველაფერს მიაღწევს. კრისტი, ფოტომოდელია და როგორც თავად აღნიშნავს, მისი გარეგნობითა და მონაცემებით, აქტიურად ინტერესდებიან და იწვევენ გადაღებებზე.
– როდის მიხვდი, რომ არატრადიციული ორიენტაციის იყავი და მამაკაცები უფრო გიზიდავდა, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები?
– უკვე რვა თვეა, რაც გერმანიაში ვარ და თავს მშვიდად, დაცულად და ბედნიერად ვგრძნობ. ქუთაისში დავიბადე და 16 წლამდე იქ ვიზრდებოდი. მერე, მივხვდი, ვიყავი განსხვავებული, ამ ქალაქში ვერ მიმიღებდნენ და ამიტომ, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. თუმცა, ვერც ამ ქალაქში „გავქაჩე“ და გერმანიაში წამოვედი. მყავს ქმარი, ვარ ფოტომოდელი, გავიკეთე ოპერაცია და სრულფასოვან ქალად ვგრძნობ თავს, საყვარელი მამაკაცის გვერდით, უსაფრთხო გარემოში.
– ქუთაისში რომ დაიბადე, მშობლებმა რა დაგარქვეს და დედმამიშვილები თუ გყავს?
– რომ დავიბადე, მშობლებმა გიორგი დამარქვეს. თუმცა, ამ სახელით, ახლა აღარავინ მიცნობს – მე კრისტი ვარ. ჩემზე უმცროსი ძმა მყავს. რასაკვირველია, იყო პრობლემები ჩემი ორიენტაციის გამო მშობლებთან და ძმასთან. მაგრამ, რაც გერმანიაში ვარ, ურთიერთობა, ნელ-ნელა დალაგდა. შეეგუვნენ, რომ მე ასეთი ვარ. სულ ვხვდებოდი, რომ არ ვიყავი მამაკაცი და ბავშვობიდან მამაკაცების მიმართ მქონდა ლტოლვა და არა სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ. რადიკალურად განვსხვავდებოდი ჩაცმითაც, ქცევითაც, თვისებებითაც. ამას, ყველა ხედავდა და ამჩნევდა.
– ამას შენი მშობლები როგორ აღიქვამდნენ?
– ისინიც ხვდებოდნენ, მაგრამ რას იზამდენენ. ბევრი შეურაცხყოფის, გინებისა და წყენის გადატანა მოუხდათ ჩემ გამო. ამიტომაც, ავდექი და წამოვედი. როცა ღიად გამოვაცხადე, განსხვავებული ორიენტაციის ვარ და მინდა, ქალი გავხდე-მეთქი, რასაკვირველია, ოჯახში და საზოგადოებაში, ამას სკანდალი მოჰყვა. ოჯახის წევრებმა ვერ გამიგეს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა. ამიტომ, ავდექი და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. საზოგადოებიდან დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავი, ქუთაისში, სიტყვიერ შეურაცხოფას რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურადაც მისწორდებოდნენ. იქ, ფიზიკურად ვეღარ გავჩერდებოდი.
– თბილისში რას აკეთებდი, სად ცხოვრობდი და როგორ გაგქონდა თავი?
– ბინა მქონდა ნაქირავები, ვმუშაობდი სექს-მუშაკად და ვაგროვებდი ფულს გერმანიაში წამოსასვლელად. საიტებზე მქონდა ჩემი მონაცემები და მიკავშირებოდნენ კლიენტები. საკმაოდ ბევრი მსურველი იყო და საათი 150 ლარი ღირდა. მეცინებოდა, სუფრის თავში რომ ყანწი უჭირავთ და ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს სვამენ, ტრანსსექსუალებს ქუჩაში აგინებენ და მათ მიმართ აგრესიას გამოხატავენ, უნდა გენახათ, ჩემთან ერთად, ცალკე ოთახში ჩაკეტილები, როგორები იყვნენ. საკმაოდ ბევრ პოლიტიკოსს, ცნობილ ადამიანს და უბრალოდ, მაგარ ტიპს ჰქონია ჩემთან სექსი, მაგრამ მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ. დღეს რომ ეს ვუთხრა, უარყოფენ, თავს გაიგიჟებენ, მაგრამ მე ხომ ვიცი. მე დასამალი არაფერი მაქვს, მით უმეტეს, როცა ახლა კანონი მიცავს. რაც გერმანიაში წამოვედი, ოჯახთანაც დავალაგე სიტუაცია, პირადი ცხოვრებაც ავიწყვე და ახლა, არაერთი მოლაპარაკებაც მაქვს სტუდიებისგან, როგორც ფოტომოდელს.
– პირადობის მოწმობაში, რა სახელი და სქესი გიწერია?
– პირადობაში სქესი მდედრობითი მიწერია და სახელი – კრისტი. როგორც გითხარით, ოპერაცია გავიკეთე და ოფიციალურად ვარ რეგისტრირებული ქორწინებაში ქმართან, ანუ ხელი მოვაწერეთ გერმანიაში და ცოლ-ქმარი ვართ. თუ მას დავუჯერებთ, არაჩვეულებრივი ცოლი ვარ (იცინის).
–  შენი ქმარიც ქართველია?
– არა, ის წარმოშობით არაბია. ღამის კლუბში გავიცანით ერთმანეთი და თავიდანვე იცოდა ჩემი ორიენტაციის შესახებ. სწორედ, მან გადაუხადა ქირურგებს სოლიდური თანხა, რომ ოპერაცია გამეკეთებინა. ეს პროცედურა საკმაოდ ძვირი ღირს. უნდოდა, გვერდით,  ჩემი სახით, სრულფასოვანი ქალი ჰყოლოდა.
– მიუხედავად ყველაფრისა, შენ მიმართ ბევრი აგრესია, შეურაცხმყოფელი სიტყვა და გინება მოდიოდა და მოდის. ამაზე რა რეაქცია გაქვს? როდესაც საქართველოში ფიზიკურად გისწორდებოდნენ, შესაბამის ორგანოებს თუ მიმართავდი?
– მართალია, იყო არა მარტო შურაცხყოფილი სიტყვები და გინება, ხშირად ფიზიკურადაც მისწორდებოდნენ. შესაბამის ორგანოებშიც განვაცხადე, მაგრამ დღემდე, პოლიციაში გამოუძიებელია ეს საქმეები და ახლა მინდა, გამოვითხოვო. რაც შეეხება ჩემ მიმართ გამოხატულ აგრესიას, მეც იგივე უხეშობით, უზრდებლობითა და აგრესიით ვპასუხობ. გეობა არ „ტეხავს” და ამის გამო, ერთ ადამიანს, ანზორს დავუპირისპირდი, რომელიც ლგბტ თემებზე საკუთარ აზრს ხმამაღლა აფიქსირებს. დიახ, მასთან მქონდა სექსუალური ურთიერთობები როგორც მის, ასევე ჩემს ბინაში და ლიანდაგებზეც კი. ჩვეულებრივი, ჰომოსექსუალია და ახლა უარყოფს, რომ ჩემთან ჰქონდა ურთიერთობა. აგრესია გამოხატა და მეც, ჩემი აზრი დავაფიქსირე, სოციალური ქსელით.
– ამბობ, გეობა არ „ტეხავსო.” ქართველ საზოგადოებაში, ტრადიციულ ოჯახში გაიზარდე და ამის, თავად გჯერა?
– ქართველ საზოგადოებაში გავიზარდე, მაგრამ ვიყავი განსხვავებული ორიენტაციის და ამას ვერ დავმალავდი. თუ გეი ხარ, უნდა აღიარო, ეს არ „ტეხავს“. არ ჯობია, სიმართლე თქვა? ვერ მიმიღო ჩემმა საზოგადოებამ ისეთი, როგორიც ვარ? გავეცალე, ბატონო და წამოვედი იქ, სადაც მიმიღეს. ამას წინათ ქუჩაში მოვდიოდი, ქართველმა მამაკაცებმა ჩამიარეს და ჩაილაპარაკეს: ნახე, ბიჭო, „პიდარასტიო“.  მივუბრუნდი და ქართულად ვუთხარი: გაიარე, თორემ პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი. ხმა ჩაუვარდათ, რადგან იციან, გერმანიაში, შეურაცხყოფის გამო, პასუხს მოსთხოვენ და თან, მკაცრად.
– მოძღვარი თუ გყავდა და იცოდა შენი ორიენტაციის შესახებ?
– არა, მოძღვარი არასდროს მყოლია, არც აღსარება მითქვამს. მე ისე ვცხოვრობ, როგორც საჭიროდ მიმაჩნია. არ ვმალავ, როგორიც ვარ და არც უპასუხოდ დავტოვებ იმ ადამიანებს, ვისაც ჩემთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ და დღეს, ჩემ მიმართ აგრესიას გამოხატავენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მაგინებენ. თუმცა, მათ მდგომარეობაშიც შევდივარ, ისინი საქართველოში ცხოვრობენ და ქართველი საზოგადოებისთვის, ტრანსგენდერთან სექსი მიუღებელია. კიდევ ვამბობ, მე არაფრის და არავისი  მეშინია, ბევრჯერ მცემეს, დამემუქრნენ სიკვდილით, მაგრამ ამ ყველაფერს გამოვექეცი. სიკვდილს გადავურჩი და დღეს, თამამად ვაფიქსირებ ჩემს აზრს.
скачать dle 11.3