კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რა სიურპრიზი გაუკეთა ვასო ფხაკაძემ მეუღლეს და რა მოთხოვნები არ აქვს მის მიმართ ლიკა მეტრეველს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ვასო ფხაკაძესა და ლიკა მეტრეველს ორი ულამაზესი შვილი ჰყავთ: ნინა და ნიტა ფხაკაძეები. ნინა უკვე 3 წლისაა, ძალიან უყვარს პატარა დაიკო და როგორც თავად მითხრა: სახელიც სწორედ მან შეურჩია.
ლიკა მეტრეველი:
2017, ისევე, როგორც 2015 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან მეორე შვილი შეგვეძინა. თავისი კარგით, ცუდით, ეს წელი მეც და ვასოსაც, მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.
– მახსოვს, ნინას გარეგნულ მსგავსებაზე ცოტას დავობდით. ნიტაზეც ასე ხართ?
–  ახლაც ასეა, ძალიან მიხარია, რომ მეუბნებიან: ნინა ძალიან დაგემსგავსაო. ნიტა თავიდან მე მგავდა, ახლა ყოველდღე იცვლება და ბევრი ამბობს: ვასოს ჰგავსო და მე არ ვიმჩნევ.
– შენ, შეეგუე ამ ამბავს?
ვასო: რად უნდა ამას ლაპარაკი, ჩახედე ჩემს ფოტოებს, „კოპიო” მამაა ერთიც და მეორეც. ლიკამ, რაც არ უნდა დაიბრალოს, მაინც არ აქვს აზრი.
– მეორეზეც არ გქონია სურვილი, რომ ვასო დასწრებოდა მშობიარობას?
ლიკა: არა, თან საკეისრო დამჭირდა და უფრო მეტად გაუჭირდებოდა. არ მაქვს ასეთი მოთხოვნები. მთავარია, დედაჩემი მყავს: მშობიარობაა თუ საკეისრო კვეთა, ყველგან მაკაა. მარტო ჩემი გადმოსახედიდან ვუყურებ: დედა იქ მჭირდება და უფრო მშვიდად ვარ.
– ალბათ, მეორე შვილის სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა.
– თავიდან მეგონა, რომ ბიჭი იქნებოდა. ამაში დარწმუნებული ვიყავი, რადგან განსხვავებული ორსულობა მქონდა და ყველა მეუბნებოდა: სხვა სქესმა ასე იცისო. მეც ბოლომდე დავიჯერე, რომ ბიჭი იყო. როცა გავიგე, გოგონას ველოდებოდი, გამიკვირდა, მაგრამ ძალიან მიხარია ნინას ასეთი დაიკო რომ ჰყავს. უკვე ძალიან უყვართ ერთმანეთი.
– ეჭვიანობის მომენტი არ ჰქონია?
– ნიტა რომ გამოვიყვანეთ სამშობიაროდან, არ ჰქონია მასზე აგრესია, მაგრამ ჩვენგან უფრო მეტ რაღაცას მოითხოვდა. ყურადღების მიქცევის მიზნით, სიგიჟეებს აკეთებდა ერთი-ორი კვირა და შემდეგ, ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა.
ვასო: ლიკა ისე ამბობდა, ბიჭიაო, რომ აღარც ვედავებოდი. რომ გავიგე, გოგო იყო, ძალიან გამიხარდა, რადგან ადვილად დამთანხმდა, რომ მესამე შვილი უნდა გვყავდეს.
ლიკა: ისედაც არ გასჭირვებია ჩემი დათანხმება. 4 შვილი მინდა, მყავდეს. ამაზე დიდი ბედნიერება, არ ვიცი, რა შეიძლება, იყოს.
– ძნელია სამი გოგო რომ გყავს?
ვასო: ცოტა კი აქვთ პრეტენზიები, მაგრამ ჯერ სად ვართ, აწი იწყება. დიდი ცოტა მაბრაზებს.
ლიკა: ჩემი ძიძაც ამბობს ხოლმე, სამი ბავშვიაო. მე უფროსი ვარ და ძალიან მიხარია, ოჯახში ბავშვად რომ აღმიქვამენ.
ვასო: ძალიან კარგი დედაა ლიკა. დედობა ძალიან რთულია – არ სძინავს, სულ ღვიძავს. სიდედრს ჩემს შვილებზე ძალიან დიდი ამაგი აქვს. ძმაკაცებივით ვართ.
ლიკა: თუ სასაყვედუროა, ორივე ერთად მსაყვედურობს. თუ რამეს კარგს ვაკეთებ, ორივე ერთად მეფერება.
– რაზე გსაყვედურობენ?
– ჭამაზე, ჩაცმაზე. ზამთარში კოჭი რატომ გიჩანს, მაღალი წინდა ჩაიცვი, გაცივდებიო.
– ვასო, რამდენიმე წელი გეუბნებოდნენ: რატომ არ მოგყავს ცოლი, რატომ არ ოჯახდებიო და როგორი ყოფილა ოჯახი, შვილები?
ვასო: სწორად მოვიქეცი. ევროპელებს 30 წლის მერე მოჰყავთ ცოლი.
ლიკა: მე ძალიან ქართველი ვარ, რადგან 21 წლის გავთხოვდი.
ვასო: რომ ამბობენ, სახლში დაღლილი მიდიხარ, იქაც ჟრიამულია: ბავშვები, ცოლი... მაგრამ თელავში რომ მიდის, ისეთი სიჩუმეა სახლში, აუტანელი – მიჭირს ხოლმე, ისე ეჩვევი ჟრიამულს.
– ლიკა, გქონია ისეთი მომენტი, როცა ვასოს იუმორს ვერ იგებ?
ლიკა: ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება – ზოგჯერ მაქვს ასეთი რეაქცია. ეს მე არ მეხება, უბრალოდ, არის თემები, რაზეც მე უფრო სერიოზულად ვფიქრობ, ვასო კი „ღადაობით” უდგება.
ვასო: იუმორსიტები იუმორს ვაკეთებთ მთელი ცხოვრება, მაგრამ სხვანაირადაც ვიყურებით. სადაც არ უნდა მოხვდე, ხალხს ისეთი უნდიხარ, როგორიც ეკრანზე ხარ. მათ შენი პრობლემა ნაკლებად აინტერესებთ. პოპულარობა ძალიან კარგია, მადლობა ამისთვის ყველას, მაგრამ ზოგჯერ გინდა, იყო შენთვის. ამისთვის კარგი ვარიანტია სათევზაოდ, ან სანადიროდ წასვლა. ვისაც აქვს ჰობი, ის ადვილად გადალახავს სტრესსაც, დეპრესიასაც. ვისაც ჰობი არ აქვს, ჩაიკეტება სახლში, ის მერე საშიშია საკუთარი თავისთვის.
– შენ გქონია დეპრესიული პერიოდები?
– რაღაც ყოფილა, მაგრამ ისეთი არაფერი. ჩემი დეპრესიაა, როცა კვირები ვერ მივდივარ სათევზოდ, სანადიროდ.
ლიკა: ზამთრის კურორტზე გვინდოდა წასვლა, აღმოჩნდა, რომ 16 იანვარს სამსახურში გადიოდა, მანამდე საბერძნეთში იყო. მოკლედ, ვერსად წავედით. მეუბნება: შენ თელავში იყავი, თორემ წავიდოდითო. ვუთხარი: შენ ნებისმიერ კურორტს ნადირობაში გაცვლიდი-მეთქი.
– იმედია, ცოლ-შვილს ნადირობასა და თევზაობაში არ გაცვლი.
ვასო: ცოლ-შვილი ყოველდღეა, ნადირობა თვეში ერთხელ. ისეთი მაგარია, ცხენზე რომ ზიხარ, მიდიხარ, გათოვს, მაგრამ ესენი ვერ იგებენ. თევზს რომ დაიჭერ, ინადირებ, ცხენით იჯირითებ, სულ სხვა მუღამი აქვს.
 ლიკა: ერთხელ გავყევი სათევზაოდ ალგეთზე, უნდა, რომ თევზაობა მომაწონოს. ერთი თევზი ჩვენ დავიჭირეთ, ერთი სხვა მეთევზეებმა და ისიც გვაჩუქეს. იმდენჯერ გადავაგდე ანკესი და ცარიელი ამოვიღე, ბოლოს ანკესის სროლაში „სპეცი” გავხდი.
ვასო: შეიძლება, ვერ დაიჭირო თევზი, მაგრამ იქ გატარებული დროა ყველაზე მაგარი. საძილე ტომარაში რომ ზიხარ, მხოლოდ ცხვირი რომ გეყინება – ამას თავისი მუღამი აქვს. ნებისმიერ ფეშენებელურ სასტუმროს მირჩევნია გამოკრული რომ ხარ და გათბობს.
ლიკა: ამ მხრივ მე და ვასო ძალიან განვსხვავდებით.
ვასო: ბოჭორმაში ავედით, რა თქმა უნდა, ფოტოებისთვის წამოვიდა. დაინახა ხვლიკი: აუ, იქ მე ვერ შევალ. იმ ხვლიკს ვეხვეწები: გამოდი, თუ ძმა ხარ, ქათამს დაგიკლავ. ჭიანჭველა, ბუზები შევუგროვე, მაინც არ გამოვიდა.
ლიკა: პანიკურად მეშინია ხვლიკების, კუსი, ზღარბების, ბაყაყების, თაგვების. გაშალა ვასომ ოთხკაციანი კარავი. ბაყაყების დანახვაზე ისე საშინლად ვკიოდი, მთელი თუშები გარეთ იყვნენ: რა ხდებაო.
– ვასო, როგორი ემოციები გაქვს, როცა ლიკას პოდიუმზე ხედავ?
იკა: ვასო ჩემი ხშირი მაყურებელია. თუ გადაღება არ აქვს დაგეგმილი, სულ მოდის. სიურპრიზიც გამიკეთა და ჩვენებაზე მოიყვანა ნინა, ისე ვნერვიულობდი: როგორი რეაქცია ექნებოდა.
ვასო: მე ძალიან მსიამოვნებს, როცა ლიკა პოდიუმზე გამოდის. თან, ხომ იცი, როგორი გასწორებულები დადიან, გვერდით არ იხედებიან. ვამბობდი: ახლა რომ ჩაგვივლის, გამოგვხედავს-მეთქი. მაგრამ, ისეთი პროფესიონალია, არც კი გამოგვხედა მე და ჩემს შვილს.
– ბავშვები რომ იბადებიან, მამები ამბობენ, ყურადღებას გვაკლებენო. ლიკა ახერხებს, თანაბრად გადაგინაწილოთ ყურადღება?
– თანაბრად ვერ გადაგვინაწილებს, რადგან სახლში არ ვარ, ბავშვები კი სახლში არიან. როგორც კი მოვდივარ, გამიღებს კარს და მეუბნება: ვასო, აქეთ მობრძანდით, რა გესიამოვნებათ ცხელი თუ ცივი კერძები.
ლიკა: რა მეშველება... როცა ბავშვებს შიათ, ვასო მეორე, მესამე ხაზზეა – ჯერ ბავშვები და რა დროც მრჩება, თუ ვასო სახლშია, სიამოვნებით მივხედავ.
ვასო: მაგალითად, ჩაი მინდა ლიმონით. კი, მოგიტანო და მერე ავიწყდება. თვითონ რომ მოუნდება, მაშინ გაახსენდება.
ლიკა: ამ ყველაფერს ფანტაზიორობს სამსახურში და აქ რომ მოდის, ფანტაზიორობას აგრძელებს.
ვასო: მეც შემიძლია, რომ გავაკეთო, მაგრამ ეს რისთვის მოვიყვანე?! რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. როცა ლიკას სჭირდება, ჩაისაც გავუკეთებ, ყავასაც. მარტო რომ ვყოფილვარ, ჩემი სარეცხიც გამიფენია და ჩამომიხსნია. რა პრობლემაა?
ლიკა: არის რაღაც, რაც ნაწილდება: ზოგი კაცის საქმეა, ზოგი – ქალის. რაღაც რომ გაფუჭდება, შეიძლება, მეც გავაკეთო, მაგრამ ვასო უფრო კარგად გააკეთებს.
ვასო: იმიტომ არ აკეთებს, რომ თვითონ ძვირს იღებს და მე – იაფს.
ლიკა: საჭმლის კეთება არც მე ვიცოდი, მაგრამ ვისწავლე. ვასოსაც თუ დასჭირდება, ისწავლის.
ვასო: მე ვიცი, საჭმლის გაკეთება. აარჩიე კერძი, დავდგეთ და ორივემ გავაკეთოთ. შევეჯიბროთ, მოვიყვანოთ ბაღდო და გვარამია, შეგვაფასონ: ვინ უფრო კარგად გააკეთებს.
– უკვე ფიქრობთ, ალბათ, ბავშვების მომავალზე.
სამშობლოს მომავალზე ვფიქრობ, როგორი მომავალიც ექნება ჩემს სამშობლოს, ისეთი მომავალი ექნებათ ჩემს შვილებსაც.
– ვასო, მოდელები რომ გახდნენ შენი შვილები, მოგეწონება?
– მერე რა, „ვიქტორია სეკრეტის” გოგონები იქნებიან და მერე მიყიდონ ერთი რანჩო, ცხენები. სიბერე მაინც მექნება ისეთი, მე რომ მინდა.
скачать dle 11.3