კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

№4 ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


გურული ავტობუსის გაჩერებაზე დგას მთვრალი და ელექტრობოძს ებღაუჭება.
– რას აკეთებ? – დაინტერესდა მეორე ნასვამი გურული.
– ავტობუსს ველოდები.
– გაგიჟდი?! მაგხელა „სტოლბით“ ვინ შეგიშობს ავტობუსში?
***
დეპუტატი გულის შეტევით მოხვდა საავადმყოფოში. მიიღო დეპეშა კოლეგებისგან: „გისურვებთ გამოჯანმრთელებას. 125 ხმით 64-ის წინააღმდეგ!“.
***
თეთრკანიანი და შავკანიანი წაკამათდნენ. შავკანიანი არ თმობს:
– როცა დავიბადე, შავი ვიყავი, მოვკვდები და შავი ვიქნები. მცივა, მცხელა, მზეზე ვირუჯები – შავი ვარ. შენ ვარდისფერი დაიბადე. გცივა – ლურჯდები, გცხელა – წითლდები, მზეზე ყავისფერი ხდები, ავადმყოფობისას მწვანდები და რომ მოკვდები, რუხი ფერის იქნები...
– მერე?
– რა მერე? კიდევ მე ვარ ფერადკანიანი?
***
კაცი დაღლილი დაბრუნდა სახლში სამსახურიდან. გახარებული შვილები კარებთან დახვდნენ:
– მამიკო, მამიკო, მოდი, ვითამაშოთ.
– კარგი, ოღონდ „მავზოლეუმობანა“ ვითამაშოთ – მე ლენინი ვიქნები და თქვენ საპატიო ყარაული.
***
ვაკელი გოგონა შეხვდა მეგობარს:
– როგორ მოგწონს ჩემი ახალი ქმარი?
– შენ ყველაფერი გიხდება, საყვარელო.
***
– ექიმო, თქვენთან სამი თვის წინ ვიყავი, რევმატიზმი დამიდგინეთ და მირჩიეთ, სინესტეს მოერიდეო.
– კი, მახსოვს. ახლა რაზე მოხვედი?
– ექიმო, ძველით ახალი წლისთვის მაინც, თუ შეიძლება, ვიბანაო?
***
– დედა, ცოლი უნდა მოვიყვანო.
– მოიყვანე, შვილო, უკვე დროა... ოღონდ მომისმინე: ჯერ გურული მოიყვანე და 3 წელში გაეყარე... მერე, მეგრელი შეირთე და ბოლოს, იმერელი.
– რას მეუბნები, დედა?
– ხო, შვილო, დამიჯერე.  გურული მოგარჯულებს, როგორც საჭიროა. მეგრელები კი მოხერხებული ხალხია, ერთმანეთის დახმარება უყვართ, წინ წაგწევენ ცხოვრებაში, თანამდებობსაც გამოკრავ ხელს და ფულიც გექნება...
– და, იმერელი რაღად მინდა?
– ოჰ, მაგათმა ისეთი დატირება იციან...
***
ერთი თვის გათხოვილ შვილს ურეკავს დედა და ეკითხება:
– აბა, შვილო, როგორია გათხოვება, როგორი ურთიერთობა გაქვს ქმართან?
– ურთიერთობა კარგი, უბრალოდ, რაც მისი ცოლი გავხდი, მის თვალში გავიზარდე.
– ეგ როგორ?
– ადრე, თაგუნიას მეძახდა, ახლა კი ვირთხა ვარ.
***
აბაზანიდან გამოსული ქმარი ეკითხება ცოლს:
– ტელეფონი რეკავდა?
– კი...
– მე მიკითხეს?
– მარტო შენ არა... დედაშენიც მოიკითხეს, შენი ცოლ-შვილიც და ნათესაობაც!
***
ცოლ-ქმარი ტაქსის აჩერებს:
– რამდენად გაგვიყვან დიღმამდე?
– 7 ლარად.
– ცოლის გარეშე?
– 7 ლარად.
– აჰა, ხომ გეუბნები, არაფრად ღირხარ მეთქი...скачать dle 11.3