კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

№4 იწვევს თუ არა სალანძღავი სიტყვები მუტაგენურ ეფექტებს და როდის ხდება მეტყველება საშიში დაავადებების მიზეზი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ცნობილია, რომ გენეტიკა გავლენას ახდენს, ადამიანის  სიცოცხლეზე. როგორც პროფესორი, ბატონი რამაზ გახოკიძე ამბობს,  დნმ–ის კოდი შეიცავს მეხსიერების  ორ  დონეს: ერთ დონეზე ჩაწერილია წინაპრებისგან მიღებული მემკვიდრეობა, მეორეზე კი  დაფიქსირებულია საკუთარი მრწამსი, ემოციები და რეაქციები, ამა თუ იმ  მოვლენასა თუ  სიტყვაზე. რა გავლენას ახდენს აღზრდა და გარემო ადამიანზე, ააქტიურებს თუ არა ყოველივე ეს კარგ ან ცუდ  მემკვიდრეობას და ხდის თუ არა  შესაძლებელს  დნმ–ის  დამოუკიდებლად გადაპროგრამირებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
რამაზ გახოკიძე:
მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ბილწსიტყვაობა საშიშია ჯანმრთელობისთვის. ის არა მარტო აქვეითებს ინტელექტს, არამედ ახდენს დანაშაულის  პროვოცირებას, იწვევს  ნაადრევ სიბერეს და სიკვდილს. სიტყვიერი გამოსახვით,  ადამიანი აუმჯობესებს ან ანადგურებს თავის გენეტიკურ აპარატს,  რის შედეგადაც ხდება მუტაციები, რაც თითოეულ თაობაში იწვევს  გადაგვარებას.
– მაინც, რომელი სიტყვებია ისეთი, რომელთაც შეუძლია, სხეულში სხვადასხვა დაავადების პროგრამირება და გენეტიკაში ცვლილებების შეტანა?
– ასეთი შენიღბული, გამანადგურებელი სიტყვა ძალიან ბევრია. მაგალითად: „მოთმინების ფიალა ამევსო“, „სევდა მღრღნის“, „ვერ ვინელებ“, „გული გამიწყალდა“, „გამომწურეს“, „კისერზე მაზის“ და ასე შემდეგ. ერთი შეხედვით, ასეთ  უწყინარ მეტაფორებს შეუძლია  სხვადასხვა  დავადებების, კერძოდ კი, ჰიპერტენზიის, კიბოს, ნევროზის, ინფარქტის,  შაკიკის გამოწვევა. თავად ვაპროგრამებთ საკუთარ თავს კონკრეტულ დაავადებებზე. მნიშვნელობა არა აქვს, ვის მიმართ  არის  ნათქვამი ეს სიტყვები. თვით აქტიურ  მეტყველებაში მათი გამოყენება აპროგრამებს  დაავადებებს.  გინება  და უწმაწური სიტყვები აღწევს ქვეცნობიერების  ღრმა ფენებში  და იწვევს ძალადობისა  და აგრესიის ესკალაციას. ყველაზე დიდი  საშიშროება ბავშვებს ემუქრებათ.  ბავშვები, რომლებიც  ხშირად  ისმენენ გინებას, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან გონებრივ განვითარებაში. მეტყველება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენსა და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას. ავსიტყვაობა სულის დაავადებაა, თავისებური „ფსიქიკური ვირუსია“, რაც შინაგანი ორგანოების დარღვევას იწვევს. როგორც ნებისმიერი ბგერა, სიტყვაც გარკვეულ პოტენციალს ატარებს, რაც ზემოქმედებს გარემოსა და ადამიანზე. ბილწი სიტყვების  წარმოთქმა  არღვევს სულიერ აურას და ზიანს აყენებს როგორც თვით ენაბილწს, ისე გარშემო მყოფს.
– ესე იგი, ადამიანის საუბარი და ლექსიკა, პირდაპირ მის ბედსა და გენეტიკურ კოდზე  ახდენს ზეგავლენას?
–  დიახ, სიტყვები ზემოქმედებს ახალგაზრდობის გახანგრძლივებასა და ადამიანის ბედის  ცვლილებაზეც. ყოველდღიურად,  ჩვენ დაახლოებით,  20 ათას სიტყვას წარმოვთქვამთ.  თითოეული სიტყვა ადამიანის ქვეცნობიერებაში ილექება. ნერვიული იმპულსები ამაზე  რეაგირებს  და ინფორმაციას  შინაგან  ორგანოებს გადასცემს. სიტყვა გავლენას ახდენს  ბიოქიმიურ  პროცესებზე, რაც,  თავის მხრივ,  აისახება უჯრედებისა და ზოგადად,  მთელი  ორგანიზმის მუშაობაზე. ამასთან, ეს იდუმალი თავისებურება გადაეცემა  შთამომავლობას. ჩვენი ადამიანური  მენტალობა  პირდაპირ  ზემოქმედებს გენეტიკურ აპარატზე, რადგან თვით  გენეტიკური კოდი  ლინგვისტიკის პრინციპითაა აგებული. არსი ისაა, რომ ის აგებულია ტექსტური პრინციპით.  გარკვეული სიტყვები  ინფორმაციულად ზემოქმედებს  ნებისმიერი   ცოცხალი   ორგანიზმის  დნმ–ზე. დნმ აღიქვამს   ადამიანის   სიტყვას. გენეტიკური აპარატი აღიქვამს ბგერით  ვიბრაციებს, ისევე როგორც  რადიოაქტიურ გამოსხივებას.    ამიტომაცაა წყევლა ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი იარაღი. ის უჯრედის დონეზე მოქმედებს და  ადამიანის  დნმ-ის დაზიანებაც შეუძლია,  რაც შეიძლება, თაობიდან თაობას გადაეცეს. ამ შემთხვევაში  დეფორმაციას განიცდის დნმ და იწყებს არაბუნებრივი პროგრამების გამომუშავებას. ამგვარად, შთამომავლობას თანდათანობით გადაეცემა თვითლიკვიდაციის პროგრამა. სალანძღავი სიტყვები  იწვევს მუტაგენურ ეფექტს, იმგვარს, რასაც  იძლევა რამდენიმე ათასი რენტგენის სიმძლავრის რადიოაქტიური გამოსხივება. დნმ–ს აქვს  საკუთარი „ცნობიერება“. ასევე, დამანგრევლად მოქმედებს ჯანმრთელობაზე ისეთი საშინელი მანკიერება, როგორიცაა  შური. შურიან ადამიანებში სხვების წარმატებები და მიღწევები ყოველთვის იწვევს შიშს და თავდაცვის რეფლექტორულ მისწრაფებას, რისთვისაც იყენებს უღირს ხერხებსა და მეთოდებს.  ის, თანდათანობით  გროვდება და თქვენს ჯანმრთელობას შეუმჩნევლად  არყევს. ასეთი ადამიანი მუდმივად  განიცდის  ემოციურ  უძლურებას.  ეს კი იწვევს  არა  მარტო სულიერი, არამედ  ფიზიკური  ძალების დაკარგვას,  რის გამოც  ვითარდება  კუჭის დაავადებები.  ზოგადად, ნებისმიერი ინფექცია  ადამიანის  ორგანიზმში იმის გამო  ვითარდება, რომ  მას სხეულში  მეტისმეტად ბევრი წყენა, ჯავრი და ბრაზი დაუგროვდა. ასეთი ადამიანი ხშირად  ავადმყოფობს, მას ძლიერ უქვეითდება იმუნიტეტი. ნეგატიური ემოციების ზემოქმედებით ადამიანს დიდი საფრთხე ემუქრება, დაავადდეს არა მარტო ბანალური გაციებით, არამედ კიბოთიც  კი.  ჯანმრთელობაზე ნეგატიურად  მოქმედებს სიცრუეც. ის ამაღლებს  კიბოს განვითარების  რისკს, იწვევს სიმსუქნეს, მოუსვენრობას, დეპრესიას,   სტრესს.  სტრესის ხანგრძლივმა  ზემოქმედებამ შეიძლება, გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული  პრობლემები, რაც ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. მრავალწლიანი  სამედიცინო დაკვირვებით ნაჩვენებია, თუ რა დაავადებებს იწვევს ესა თუ ის მანკიერი თვისება, მაგალითდ: სიხარბეს მოსდევს სიმსუქნე, უძილობა, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტები, ფერიმჭამელები, ონკოლოგიური და   ქრონიკული დაავადებები; ანტაგონიზმს – ანთებითი პროცესები, შაკიკი, შაქრიანი დიაბეტი. შაქრიან დიაბეტს იწვევს აპათიაც; უპრინციპობა – ქრონიკულ დაავადებებსა და ინფექციებს;  უხეშობა – ვირუსულ ინფექციებს, ჰემოროის, ქოლეცისტიტს, ეროზიულ გასტრიტს, ბრონქიტს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას.  სისასტიკეს მოსდევს ასთმა, ბრონქიტი, ონკოლოგიური დაავადებები, ეპილეფსია, სოკოვანი დაავადებები, იმპოტენცია, გასტრიტი,  ანემია;  შურს – აუტოიმუნური დაავადებები, უძილობა, ასთმა, ჰიპერტონია, გასტრიტი, წყლული, ონკოლოგიური, ფსიქიკური და გულის დაავადებები; გარყვნილ გემოვნებას – ონკოლოგიური დაავადებები, ქალთა უშვილობა, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები;  სიცრუეს – იმუნიტეტის დაქვეითება, ალკოჰოლიზმი, სოკოვანი დაავადებები, ჰეპატიტები;  სიძულვილს – მეჭეჭები, ანგინა, ეპილეფსია, ონკოლოგიური, ინფექციური და გულის იშემიური დაავადებები;  თავშეუკავებლობას – გასტრიტი, მამაკაცთა უნაყოფობა, ქრონიკული დაავადებები;  ამპარტავნობას – არტერიული წნევის მომატება, ვირუსული ინფექციები;  წყენიანობას – შაქრიანი დიაბეტი, ართრიტები, უძილობა, ცისტიტი, გულის იშემიური და ქრონიკული დაავადებები;  სასოწარკვეთილებას – პნევმონია, შაკიკი, ხერხემლის დაავადებები, ართრიტები, გასტრიტი, გულის იშემიური დაავადება;  პესიმიზმს – რადიკულიტი, ანემია, დაბალი არტერიული წნევა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაავადებები;  შარიანობას – ჰეპატიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი;  გარყვნილებას – იმუნიტეტის დაქვეითება, კანის დაავადებები, უშვილობა, ონკოლოგიური დაავადებები;  ძალადობისადმი  მიდრეკილებას –  აუტოიმუნური ინფექციები, ტრავმები, ონკოლოგიური დაავადებები;  მოუსვენრობას – ყაბზობა,  ვირუსული ინფექციები, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;  სიჯიუტეს – ჰაიმორიტი, ასთმა, ეპილეფსია, მამაკაცთა უნაყოფობა, წყლულოვანი დაავადებები;  გულქვაობას –  ქოლეცისტიტი, ყაზბობა, წყლულოვანი დაავადებები, ბრონქიტი, ქალის სასქესო ორგანოების დისფუნქცია.   
–  ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისგან თავდასაცავად, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა?
–    ცუდი თვისებების უბრალოდ  მოცილება და გადაგდება  შეუძლებელია. შესაძლოა, მხოლოდ მათი პოზიტიურად ტრანსპორტირება და ამგვარად, დაავადების მიზეზისგან თავის დაღწევა. ემოციები ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური ცვლილებების გამოხატულებაა. როცა ადამიანი ბრაზობს, იზრდება ქოლესტერინი, გულისცემა, არტერიული წნევა, სისხლის შედედება. ეს ცვლილებები ხელს უწყობს ინსულტისა და ინფარქტის განვითარებას. დადგენილია, რომ გაბრაზებას უფრო დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ჯანმრთელობისთვის,  ვიდრე მოწევასა  და სიმსუქნეს. ისეთი მანკიერი თვისებები, როგორიცაა გულღვარძლიანობა და პატიების უუნარობა, არასტაბილურობა და აგრესიულობა ორჯერ აქვეითებს ორგანიზმის მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარს სეზონური დაავადებების მიმართ, როგორიცაა: გაციება, გრიპი, იწვევს კუჭ–ნაწლავის პათოლოგიებს.
  скачать dle 11.3