კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (66)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№4 რატომ გამოაცხადეს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ნინო ოძელაშვილი ჯვრის გამო დამარცხებულად და რატომ სცემა მან სკოლაში მასწავლებელი

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრი, ნინო ოძელაშვილი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მსაჯებმა დამარცხებულად მხოლოდ იმიტომ გამოაცხადეს, რომ ყელზე ჯვარი ეკეთა. მსაჯმა მას ყელზე ჯვარი ჩამოხსნა, თუმცა, რამდენიმე წამში, ნინო ოძელაშვილი შეჯიბრებიდან მაინც მოხსნეს. როგორ გადაიტანა ნინომ ეს ამბავი, რატომ გაშორდა მეუღლეს და ცხოვრების სხვა დეტალებზე, თავად გვესაუბრა.
ნინო ოძელაშვილი:
ახლახან მესამედ გავხდი მსოფლიოს პრიზიორი. ვარ მსოფლიოს ჩემპიონი. ორგზის – მსოფლიოს პრიზიორი ორგზის – ევროპის ჩემპიონი. ძალიან მიზანდასახული ვარ, არ ვუხვევ არჩეული გზიდან. ხუთი და-ძმა ვართ და მამა ბავშვობიდან  ყველა სპორტში გვავარჯიშებდა. ისიც მოჭიდავეა და ჩემი პირველი მწვრთნელიც. მამას უნდოდა, ბიჭივით ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სამი ძმა მყავს, არ უნდოდა, გოგო ჰყოლოდა. ჭიდაობა ისე მომეწონა, რომ 13 წლიდან ვჭიდაობ. თავიდან ძიუდოთი დავიწყე. ხმელთაშუაზღვის ტურნირები მაქვს მოგებული. თოთხმეტჯერ მოვიგე  თასი. სამბოზეც პირველი გოგო ვარ, ვინც ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავა.
– მოგვიყევი, რატომ და როგორ მოგხსნეს ჯვრის გამო შეჯიბრებიდან?
– ბევრი ჟურნალისტი მირეკავდა, რადგან ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ჯვრის გამო სპორტსმენი შეჯიბრებიდან მოეხსნათ. ხალხს ეგონა, რომ ჯვარი, როგორც ქრისტიანული სიმბოლო იყო მიზეზი, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ, უფლება არ გაქვს, რამე გეკეთოს. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვდიოდი. კარგად ვიყავი მომზადებული, დავიკელი თორმეტ-ნახევარი კილოგრამი. წონა ჩავაბარე. მოხდა ისე, რომ მეორე დილით მოვხვდი გადაწონვაში, წონა უნდა გადააბარო. 24  კაციდან 4 ირჩევენ. ამას არ ველოდი. ვინერვიულე, იმდენი მქონდა დაკლებული და სითხეს რომ ვიღებ, ეგრევე ვივსები. დილით ვილოცე და მაგ დროს დამიკაკუნეს კარზე.  გავვარდი, მაგის გამო არ მომხსნან-მეთქი. მაისურიც კი გამოვიცვალე, მაგრამ ისეთი პატარა ჯვარი მეკეთა, ვერ შევნიშნე.  მწვრთნელმა კი მკითხა, ნინო რაიმე ოქროულობა ხომ არ გიკეთიაო და მე გამეცინა, არასდროს არაფერი  მკეთებია. ჩავაბარე გადაწონვაზე. კარგი შედეგი მქონდა, დამიშვეს. მსაჯმა ვერც კი შენიშნა ჯვარი და ყველაზე ძალიან იმაზე გავბრაზდი, რომ დარბაზიდან შენიშნეს. როგორც მითხრეს, ტრიბუნიდან დაიძახა ვიღაცამ და იქიდან სნაიპერმა მომხსნა. ლამის მოვკვდი, იქ ვეღარ გამოვხატე. შევიკეტე ოთახში, სადაც ვერავინ შემოდიოდა. შეიძლება, ბევრს გიჟი ვეგონო, მაგრამ იცი, რას ვაბრალებ უფრო? წინა დღეს ეკლესიაში, ქაშუეთში წავედი. უკვე იკეტებოდა. ვიყიდე ათი სანთელი და ორი სანთელი რომ დავანთე, მამაო მოვიდა, ჩააქრო ეს სანთლები და მითხრა, ახლა ეკლესიას ვკეტავთ, სანთლებს ვერ დავტოვებთ, რომ ეკლესია არ დაიწვას. მომეცი ეს სანთელი და მე დავანთებ მერეო. მე ვუთხარი: მამაო, ეს სანთლები ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძალიან გთხოვთ, დავანთებ-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ მამაო იყო, უცებ ცუდი განწყობა შემექმნა მის მიმართ. სახელი არ უკითხავს. მე ნინო მქვია და ძალიან გთხოვთ, ნინოს სახელზე დაანთეთ-მეთქი. რომ გამოვდიოდი – მამაო, დამლოცეთ-მეთქი და სიცილით მითხრა, დალოცვილი იყავი უფლისგანო. ძალიან ვინერვიულე. მეტყობოდა კიდეც. იქ ვიღაცამ მომაძახა, რა განერვიულებსო. მე ხმა არ გავეცი. მერე იმას დავაბრალე, რომ დილით არ წავედი ეკლესიაში... და ღმერთმა დამსაჯა. ზოგჯერ ვამბობ, ღმერთთანაც ვლაპარაკობ-მეთქი და გიჟად აღმიქვამენ ხშირად გუნდელები.
– სხვა დროსაც გიგრძნია უფლისგან მინიშნება?
– ევროპის ჩემპიონატზე უფლის ძალიან დიდ ძალას ვგრძნობდი. ორივეზე მყესი მქონდა გაწყვეტილი. გამაყუჩებელი გამიკეთა ექიმმა და ისე გავხდი ჩემპიონი. მერე ვიცეკვე კიდეც, ისეთი მხიარული ვარ. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვიყავი და ოქრო ძალიან მინდოდა. ასე, ცეკვით გამოვხატე ჩემი სიხარული – რომ ჩამირთეს, ეგრევე, ავყევი, დაუგეგმავად.
– ბიჭებს მართლა ეშინიათ ძლიერი ქალების?
– სკოლაში ძალიან გადარეული ვიყავი. არ მიყვარდა სწავლა. ბიჭი თუ მეტყოდა, მიყვარხარო, ცუდ დღეში ვაგდებდი. ერთხელ მასწავლებელსაც კი შევეხე და დღესაც ვნანობ. რუსულის მასწავლებელი გვყავდა, თითებზე დარტყმა და ყურების აწევა იცოდა. მოვიდა ჩემთან  – უნდა გცემოო. მეც ცელქი ვიყავი, ერთხელ დამარტყა, ავდექი და მეც დავარტყი. ტირილი დაიწყო – ვაიმე, ეს რა გამიკეთაო. მამაჩემი დაიბარეს და გარიცხვაზე იყო ჩემი საქმე. მაგრამ, მამას ყველა იცნობდა, პატივს სცემდნენ და გადავრჩი. არც მოვუბოდიშე. არ მიყვარს დაჩაგვრა. უპატრონო ბავშვთა სახლის ბავშვები გვყავდა კლასში. ჩემ გვერდით ბიჭი იჯდა, რომელიც ძალიან კარგად სწავლობდა და ცოტა ნაზი ტიპი იყო. ბიჭები სცემდნენ, ერეოდნენ, ჩაგრავდნენ. ის სწავალში მეხმარებოდა, მე კი დავიჭერდი ამ ბიჭებს და ამას ხელი არავინ დაადოს-მეთქი. სულ მეუბნებოდა, დამანებე თავიო – რცხვენოდა, გოგო რომ იცავდა. მიყვარს მაკიაჟი, ქალურად ჩაცმა. გარეგნობით კი მეტყობა, რომ სპორტსმენი ვარ, მაგრამ ხშირად ბიჭები ვერც ამჩნევენ ამას. ბევრსაც არ ეშინია, ცდილობს კონტაქტში შემოსვლას. ბევრი კი, რომ გაიგებს, სპორტსმენი ვარ  – არ მცემოო, მეუბნება. რატომ უნდა ვცემო?!
– სპორტსმენი გოგონებისგან განსხავდები იმით, რომ სულ მაკიაჟით და ქალურად გამოიყურები...
– ხუთი გოგო ვართ სულ, ვინც „სამბოს” ვჭიდაობთ. ლამაზი გოგოები გვყავს, მაგრამ მე უფრო რაღაცნაირად მიყურებენ, ეტყობა, მხიარული რომ ვარ. მიზიდულობის ძალა მაქვს ბიჭების მიმართ, მე კი მარტოობა მიყვარს. ოთახშიც მარტო ვარ – ჩემი დრო, სივრცე მჭირდება, ცოტა პრანჭიაც რომ ვარ. სხვა გოგოები უცებ გადაივლებენ, მე კი უფრო დიდი დრო მჭირდება მოსამზადებლად.
– მეუღლეს რატომ დაშორდი?
– მეუღლეს დავშორდი, რადგან ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ასე ჯობია – როცა ადამიანს ვერ უგებ, ორივე თავის გზით უნდა წავიდეს. მე სულიერადაც ძლიერი ვიყავი და ფიზიკურადაც. მან ვერ გამიძლო  და თავისმა ცვალებადმა ხასიათმა დაღუპა. თავიდან ის განცდები მქონდა, რომ მას, ვინც ჩემი ღირსი არ იყო, თავი გავასულელებინე. სპორტი ძალიან დამეხმარა ამ ყველაფრის გადატანაში, ძალიან გამაძლიერა. უფრო მიზანდასახული გავხდი და მეტ წარმატებას მივაღწიე.
– ახლა პირად ცხოვრებაში არის რაიმე სიახლე?
– ჯერ არ მინდა ახალი ურთიერთობა. გული ისე გამიტყდა, ყველასთან დისტანციას ვიცავ. თუ გამოჩნდა ღირსეული პიროვნება და გამიგებს, შეიძლება, შანსი მივცე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სპორტში შემიწყოს ხელი. მე სულ სპორტულ ოჯახზე ვოცნებობდი, ცოლი რომ გადის შეჯიბრებაზე და ქმარი გულშემატკივრობს და – პირიქით. ბავშვი რომ მეყოლება, მინდა, შემდეგაც გავაგრძელო სპორტული ცხოვრება და ყოველთვის გამიხარდება, ქმარი და შვილი რომ მიგულშემატკივრებენ. ერთად ვივარჯიშებთ.
скачать dle 11.3