კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2018 (159)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)

№4 როგორ ამზადებდა ბედინა ალკოჰოლურ სასმელს ციხეში და რატომ უნდოდა მას გაბზარული გულის ტატუს დახატვა

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

რეპერი ბედინა 19 წლის იყო, როცა დააპატიმრეს, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. მან ციხეში 5 წელი გაატარა. ამბობს, რომ „ძველი ბიჭი“ იყო, „ციხის აკადემიამ“ უამრავი რამ ასწავლა და მხოლოდ იმიტომ იყო ციხეში ჯდომა ცუდი, რომ ცოლი ვერ მოიყვანა და დღემდე უცოლოდ დადის.
ბედინა:
ცხრამეტი წლის ვიყავი, რომ დამიჭირეს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ამომიღეს დიდძალი იარაღი – ჩემი არ იყო, დამილაგეს. სახლში დამაკავეს. მთელი სპეცოპერაცია ჩაატარეს, ამოიღეს იარაღი. ვიძახდი: ჩემი არ არის, რატომ დამილაგეთ-მეთქი. მაშინ ისეთი დრო იყო, ყველას იარაღი ჰქონდა. თუ არ ესროდი – გესროდნენ, თუ არ შეჭამდი – შეგჭამდნენ. გიჟური პერიოდი იყო. თბილისელები ცოტა გამხდრები ვართ და ჩხუბში არ ვიღებთ მონაწილეობას, ვერიდებით. ხანდახან გამოჩნდება ხარივით ტიპი და იმასთან რთულია ხელით შერკინება. მომისაჯეს 13 წელი, მერე მოსამართლემ თქვა, პატარაა, ცოდვააო და დამიტოვეს – რვა.
– როგორ გაიხსენებ შენი ციხეში მოხვედრის პერიოდს?
– სულ მაინტერესებდა, ციხეში რა ხდებოდა – მეტი ვერაფრით დავინტერესდი. როგორც პირველ ჩვენებაში დავწერე, არაფერი მახსოვს. თავი ამოვყავი ორთაჭალის ციხეში და ველოდებოდი შემდეგ ეტაპს, რომ გადავეყვანე რუსთვის პირველ კოლონიაში, სადაც  რვა წელი უნდა გამეტარებინა. პატიმარი შეჰყავდათ ციხეში, ერთ-ორს წაუთაქებდნენ – მას უნდა გაეგო, რომ პატიმარი იყო და არა დამსვენებელი. მეც მომხვდა. ციხიდან კოლონიაში გადაყვანისას, ჯერ ხუთდღიანი კარცერი უნდა გაგევლო. ჩაკეტილი ხარ, ეჩვევი, სანამ არ გაგიშვებენ ზონაში და იქ მერე უკეთ გრძნობ თავს.
–  კარცერში ჯდომა მოგიწია?
–  კი. ვიღაც კონტროლიორს ცხელი წყალი შეასხეს და მე დამაბრალეს – თითქოს მეც იქ ვიყავი და დავინახე. თქვი, ვინ გააკეთა, თორემ ერთი კვირა ჩაგაყუდებთ დაბლაო. არ ვიცი, ჩემთვის ვიჯექი, ლექსებს ვწერდი-მეთქი. არჩაშვებაზე ჩამიშვეს კარცერში. ბიჭები ერთი კვირა მიგზავნიდნენ კარგ საჭმელებს. თეთრი პური, ფილტრიანი სიგარეტი ფუფუნება იყო. ზიხარ კარცერში, ბაღლინჯო გიყურებს, ერთი სული აქვს, რომ გიკბინოს. უყურებ მთვარეს ან მზეს გისოსებს იქით. ორთაჭალაში იმით ვიყავი ბედნიერი, რომ ფანჯრიდან მთაწმინდა ჩანდა. ვიჯექი და ვუყურებდი. როგორც თეთრ ბაირაღებში, ისე ვიჯექი მეც – იგივე საკანი, იგივე სისტემაა. ციხის სისტემა ისეთია, ყველაფერზე პასუხს აგებ, არცერთი ნაბიჯი არ შეიძლება ზედმეტი. იმიტომ რომ, იქ შენსავით  ცხოვრობს ხალხი და ციხის შინაგანი სისუფთავე უნდა დაიცვა.  ორი წლის განმავლობაში ვიყავით დაძაბულები, სანამ ამ სისტემას შევეჩვეოდით. ამბობდნენ, ორი წლის მერე პატიმარი აფრენსო და მართლაც ასეა, სულ ვღადაობდით რაღაცებს. „ძველი ბიჭი” ვიყავი ციხეშიც და გარეთაც „კაი ბიჭი“ ვარ.
– საჭმელად რა გქონდათ?
– საჭმელი იყო კომბოსტოს ასჯერ გადახარშული სუპი. კარტოფილს ვეძებდით ანკესით. ეს იყო ბალანდა – კარტოფილის, კომბოსტოს, პომიდვრის. ყველაფერს, ერთიანად ჩაყრიან ქვაბში და ერთად ხარშავენ. ბალანდა არ არის ცუდი რაღაც, მასზე თაობები გაიზარდა. პური იყო ჩვენთვის წმიდა. ნახევარი პური გვეკუთვნოდა და  ვუფრთხილდებოდით. გვქონდა „კოკა-კოლას“ ქილის ჭიქა, რომელიც საკანზე, გარედან იყო გადაკიდებული, თავისუფლების მხარეს. პურის ნამცეცები რომ გვრჩებოდა, ვაგროვებდით და ამ ჭიქაში ვყრიდით. მოდიოდნენ მტრედები.  ჩვენ, მშიერი პატიმრები, თავისულებაზე მყოფებს ვაპურებდით. გვქონდა ფეხბურთის გუნდი „თბილისელები“. ვეთამაშებოდით რაიონების გუნდს. ვღადაობდით, ბედინა თბილისელების კარს იცავსო. ზამთარში გვქონდა ჩაი, ანეკდოტები, უკვე გადაზეპირებული რომ გვქონდა. ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს აღვნიშნავდით, მარხვასაც ვიცავდით. 2000 წლის ახალ წელს შევხვდი რუსთავის კოლონიაში. ზოგი ამბობდა, ნეტა არმაგედონი წამოვიდეს, გავალთო. ერთი პრობლემა იყო, რომ ალკოჰოლური სასმელი არ გვქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვაყენებდით „დროჟისგან.” პლედს შემოვახვევდით პლასტმასის სათავსოს, შიგნით ჩავასხამდით წყალს, ჩავყრიდით ხილს. ხუთ დღეში უკვე შამპანური შუშხუნებდა. ვთვრებოდით, ვმღეროდით.
– ფსიქოლოგიურად როგორ გრძნობდი თავს ციხეში?
– ჩემთან ისხდნენ სიკვდილმისჯილები და იმ პერიოდში გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ატყუებდნენ, ადვოკატი გიბარებსო ან რამე მსგავსი და გაიყვანდნენ ორთაჭალის ციხის ქვემოთ, გრძელ დერეფანში. იქ იჯდა ჯალათი და პატიმარი რომ გადიოდა, პირდაპირ მიზანში ესროდა საფეთქელში. ძალიან ძნელი საყურებელია ასეთი რამ. ადამიანი რომ ზის შენთან საკანში, გაიყვანენ და მოკლავენ. რომ დამიჭირეს, ვიფიქრე, მარტო დავრჩი, ალბათ, ყველამ შემიზიზღა და შემიძულა-მეთქი. ერთ გოგოს მივწერე წერილი და არ ვიცი, ადრესატამდე არ მივიდა – არ მიპასუხა. რომ დამიჭირეს ყველამ დამივიწყა და მეც, რომ გამოვედი, ყველა მაგრად დავივიწყე. ციხეში გაბზარული გულის დახატვას ვფიქრობდი. მარტო რომ ხარ, ძნელია – მინდოდა, ცოლი მყოლოდა ან ვინმეს ვყვარებოდი, ვინც მომაკითხავდა. ავტირდები ახლა. ერთი წელი ვფიქრობდი, რვა წელი რა უნდა მეკეთებინა ციხეში. მერე მივხვდი, რომ წიგნები, სპორტი, ლექსების წერა უნდა დამეწყო და რომ გამოვიდოდი, გამეგრძელებინა ის, რასაც დაჭერამდე ვაკეთებდი. რაღაცებს ვწერდი. რომელიღაც ქართულ ჟურნალთან მქონდა ურთიერთობა, წერილებს ვაგზავნიდი და მიბეჭდავდნენ. იქაც ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებ დღეს გარეთ. მერე გეგმებს, ყველაფერს ფურცლებზე ვწერდი და ვუგზავნიდი დედაჩემს. რომ გამოვედი, გადავშალე და დავიწყე... დღეს აგერ, შენთან ერთად ვზივარ „ვერსაჩეებში“ და ინტერვიუს გაძლევ. ახლა ხალხს ვუყვარვარ, სიგელები, ჯილდოები მაქვს. ერთი შარვალი მქონდა და ახლა ორმოცდაათი მაქვს. მეგობრის ნაჩუქარი „კეტასები” მქონდა ახლა ბევრი კედები და ბოტასები მაქვს. „ჩავერსაჩებული“ ვარ – თითო „ვერსაჩეს გვირგვინი“ რომ აქვთ, მე ხუთი ცალი მაქვს. ცუდი იყო ის, რომ დრო დავკარგე და კარგია, რომ ბევრი რამ ვისწავლე, რასაც ვერსად ვისწავლიდი, თუ „ციხის აკადემიას” არ გავივლიდი.
– როგორ გაიხსენებდი ციხიდან გამოსვლის დღეს?
– რვა წელი არა, მაგრამ ხუთი წელი მომიწია ციხეში ყოფნა. პირობით გამათავისუფლეს. ახალი გამოსული იყო ფილმი „გლადიატორი“ და საღამოს მთელი ზონა ვზივართ, ვუყურებთ. უცებ ზონაში ისმის მიკროფონით, ჩემი გვარი – მიხეილ ბედინაშვილი სასწრაფოდ გამოცხადდეს ადმინისტრაციულ კორპუსში. მე „გლადიატორს“ ვუყურებ და არ მივდივარ. გახურდა მიკროფონი. ბიჭები შემოვიდნენ, გადადი, გაარკვიე, რა ხდებაო. გამომყვნენ ბიჭებიც. მივედით, ვიღაცას რაღაც ფურცელი ეჭირა და  მომაწერინა ხელი იმაზე, რომ თანახმა ვარ, პირობითი შემეხოს. მოვაწერე ხელი და გამოვბრუნდი. მიყვირის ტიპი: სად მიდიხარო. მეთქი, კინოს ვუყურებ. რა კინოს უყურებ, გამობრუნდი, თავისუფალი ხარო. რა-მეთქი? რა და სანამ ავტობუსები დადის რუსთავიდან თბილისისკენ, წადიო. შევვარდი საკანში, ამოვატრიალე მთელი ლოგინი, ვეძებ ტანსაცმელს. მეუბნებიან: გაგიჟდი, რას აკეთებო. უცებ ტელევიზორი გამოვრთე და მათ ვეუბნები „ფრიდომ“! რომ გამოვედი, თანხა გამომატანეს ბიჭებმა. ჩამოვედი და დავადექი ჩემებს თავზე...
скачать dle 11.3