როგორ მოკლა მირიან მეორემ ბარტომ მეფე, დაიპყრო იბერიის ტახტი და ცოლად მოიყვანა მისი ქვრივი » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№4 როგორ მოკლა მირიან მეორემ ბარტომ მეფე, დაიპყრო იბერიის ტახტი და ცოლად მოიყვანა მისი ქვრივი

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში დიდი ამბები ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. „ქართლის ცხოვრება“ გვიამბობს, რომ მეფე არშაკ პირველის („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით - არსოკ) სიკვდილის მერე იბერიის ტახტზე ავიდა მისი ძე, არტაგ პირველი („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით – არიკ). მისი მეფობის მეორე წელს იბერიაში შემოიჭრნენ პართიელები. ვერ წინააღუდგა მათ არტაგი, ქართველთა მეფე. გაამაგრა ციხეები და ქალაქები. მოიარეს სპარსელებმა ქართლი, მოაოხრეს, მაგრამ ქალაქები ვერ აიღეს და გავიდნენ იბერიიდან.
არტაგის სიკვდილის მერე ტახტზე ავიდა მისი ძე, ბარტომ პირველი („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით - ბრატმან).
ბარტომ მეფე ამაგრებდა მცხეთისა და სხვა ციხეების ზღუდეებს და აგებდა ახალ ციხე-სიმაგრეებს ქართლის სამეფოში.
ამასობაში სპარსთა შორის აღიზარდა ტახტიდან დამხობილი და მოკლული  მეფის, ფარნაჯომის („მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მიხედვით - ფარნაჯობ) ძე, მირვანი (მირიანი). იგი მამის სიკვდილის მერე მამაძუძემ პართიაში წაიყვანა და იქ გაზარდა. მირვანი ყოფილა მამაცი, მხნე, კარგი მხედარი და მეომარი. პართიაში ყოფნისას, არაერთგზის ისახელა თავი თურქებთან და არაბებთან ბრძოლაში.
მირვანმა შეკრიბა დიდი ჯარი სპარსეთში და გამოემართა იბერიისკენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ის თავს მიიჩნევდა ქართლის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ. გამოუგზავნა მოციქული იბერიის ერისთავებს და შემოუთვალა:
„გაიხსენეთ სიყვარული მამაჩემის მამისა, მირვან მეფისა და მის მიერ თქვენთვის გაკეთებული სიკეთე. მართალია, მამაჩემმა სცადა, შემოეღო უცხო სჯული თქვენს შორის და უღალატა ქართველთა სარწმუნოებას, მაგრამ მისგანაც ხომ გახსოვთ სიკეთე. სამართლიანად მოიკლა მამაჩემი, რადგან კარგად ვერ შეინარჩუნა თქვენი მამების სჯული. ახლა კი ნუ შეგეშინდებათ და ნუ იდარდებთ მამაჩემის მოკვლის გამო, რადგან სჯულის ღალატისთვის კლავენ მამები შვილებს და ძმები ძმებს და სჯულის დატევების გამო, მოკლულისათვის არ იძიება შური. მე ვარ შვილი მეფეთა თქვენთა, ფარნავაზიანთა. მართალია, აღვიზარდე სპარსთა შორის, მაგრამ მიმდევარი ვარ თქვენი მამების სჯულისა. ვაღიარებ ქართლის მპყრობელ ღმერთებს და მათი იმედით ვცდილობ, დავიბრუნო ჩემი მამული. მიიღეთ ჩემგან დიდება და სიკეთე“.
მაგრამ, ქართლის ერისთავებმა არ მიიღეს მირვანის წინადადება, არამედ, მივიდნენ ბარტომ მეფის წინაშე, მისდამი ერთგულების ნიშნად. ქართველთა მცირე ნაწილი კი, არა წარჩინებულნი, მიემხრნენ მირვანს და მივიდნენ მასთან.
ბარტომ მეფემ შეკრიბა ქართველების მთელი ჯარი, დაიხმარა სომხეთის ლაშქარი და მიეგება ხუნანში მირვანის ჯარს. ციხე-ქალაქი ხუნანი („მტუერის ციხე“ „მტკვრის ციხე“), გადმოცემით ქართველთა ლეგენდარულ წინაპარს, ეთნარქ ქართლოსს დაუარსებია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მეფე ფარნავაზმა ქალაქი ხუნანი აქცია ხუნანის საერისთავოს ცენტრად. ბარტომ მეფე თავისი ჯარით ზურგით დადგა ქალაქ ხუნანთან, ასე გაიმაგრა პოზიციები. მოვიდა მირვანი სპარსთა ჯარით და დადგა მდინარე ბერდუჯის პირას.
დაიწყეს ერთი ერთზე ბრძოლა ბუმბერაზებმა. ერთი თვე მიმდინარეობდა ბუმბერაზებს შორის შერკინება. ხან სპარსელები იმარჯვებდნენ, ხან ჩვენები, ქართველები.
მირვანი თვითონაც მონაწილეობდა ორთაბრძოლებში და იმ ერთი თვის განმავლობაში პირადად მოკლა ცამეტი ბუმბერაზი, ქართველთა და სომეხთაგან. ვერავინ გამოჩნდა ქართველთა და სომეხთა შორის მისი მძლე. ვერც პირადად ბარტომ მეფე შეებრძოლა მირვანს, რადგან არ იყო ბარტომი გოლიათი მეომარი.
მაშინ ბარტომ მეფემ განაწყო თავისი სპა და ერთ დილას, გარიჟრაჟზე შეუტია მირვანის ჯარს. შეეგება მირვანიც თავისი ლაშქრით. ძლიერი ბრძოლა გაიმართა ორ ჯარს შორის. ორივე მხრიდან ურიცხვი ჯარისკაცი დაიხოცა. დამარცხდნენ ქართველები და სომხები სპარსელთაგან და მოკლეს ბრძოლაში ბარტომი, ქართველთა მეფე.
მეფე ბარტომს არ ჰყავდა ძე. მხოლოდ ერთი ასული ესვა. თავის სიცოცხლეშივე ეგრისიდან სიძედ მოეყვანა ქუჯის შვილიშვილი, ძის წული, სახელით ქართამი. რომელსაც მოსდგამდა ფარნავაზიანობა – ფარნავაზის დის, ქუჯის ცოლისგან და დედამისის, საურმაგის ასულის, ქუჯის ძის ცოლისგან. მაშინ, როგორც ჩანს, გვარი და ტახტის მემკვიდრეობა გადადიოდა ქალის ხაზითაც, თუმცა, ტახტზე ქალი ვერ ადიოდა. ამრიგად, ქართამი იყო ფარნავაზიანი, დინასტიის წევრი და ერთ-ერთი პრეტენდენტი იბერიის ტახტზე. ბარტომს ის ნაშვილები ჰყავდა და ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებული, როგორც ფარნავაზიანი და როგორც სიძე, თავისი ასულის ქმარი. ეს ქართველების გულის მოსაგებად გააკეთა ბარტომმა, რადგან ძალიან უყვარდათ ჩვენს წინაპრებს ფარნავაზიანები და არ უნდოდათ სხვა დინასტიის წარმომადგენლის მეფობა, ვინც არ იქნებოდა ფარნავაზიანთა გვარის წარმომადგენელი.
ნაშვილები ვაჟის ტახტზე ასვლა პირველად მოხდა საურმაგ მეფის მერე. საურმაგს ორი ასული ჰყავდა. ტახტზე კი მხოლოდ მამაკაცი შეიძლება ასულიყო. ძველ დროში გამორიცხული გახლდათ ტახტზე ქალის ასვლა, რადგან სამეფოს მეთაურობა, ჯარის მთავარსარდლობა, მეფობა, შეეძლო მხოლოდ მამაკაცს. ქალი ვერ გაუძღვებოდა ჯარს ბრძოლაში. რადგან ძე არ შეეძინა საურმაგ მეფეს, გადაწყვიტა, სამეფო მემკვიდრეობა გადაეცა თავისი ერთ-ერთი ქალიშვილის შთამომავლებისთვის. ამ მიზნით, სპარსეთიდან მოიყვანა „ნებროთიანი“ წარმოშობის სიძე, სახელად მირვანი (მირიანი). საკუთარი ცოლის დედის დისწული, ანუ ცოლის დეიდაშვილი. იშვილა ის, როგორც მეფემ – ესე იგი, მემკვიდრედ გამოაცხადა და მიათხოვა თავისი ასული ცოლად. მეორე ასული კი მიათხოვა ქუჯის შვილს, თავის ახლო ნათესავს, მამამისის დისწულს, თავის მამიდაშვილს. თუ ეს ცნობები მართალია, გამოდის, რომ იბერიაში ქრისტეს სარწმუნოების მიღებამდე, ახლო ნათესავებს შორის ქორწინება აკრძალული არ გახლდათ. სწორედ იმიტომ არის ქრისტიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რადგან სამეცნიერო თვალსაზრისითაც, ახლო ნათესავებს შორის ქორწინება არ შეიძლება. შესაძლოა ამან შთამომავლობის ფიზიკური და გონებრივი დეგრადაცია გამოიწვიოს.
ამგვარად, საურმაგის მერე გამეფდა მირვან (მირიან) პირველი, ნებროთიანი. შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ფარნაჯომი, რომელიც დედის მხრიდან იყო ფარნავაზიანი. მან უარყო ქართული სარწმუნოება, იბერიის მოსახლეობისთვის საყვარელი ღმერთების გმობა დაიწყო და მისდევდა სპარსულ სარწმუნოებას, მაზდეანობას. ეს არ აპატიეს ქართველებმა, დაამხეს ფარნაჯომი და ტახტზე აიყვანეს მისი და და სიძე. ქვეყნის მეთაური გახდა სომხეთის პართიული წარმოშობის უფლისწული არშაკი (თუ ეს ცნობა მართალია). მისი შვილები გახდნენ ფარნავაზიანები, რადგან ფარნავაზიანი ცოლი ჰყავდა.
ქართამი, ბარტომ მეფის სიძე და შვილობილი, იმავე ბრძოლაში დაიღუპა, ბარტომ მეფესთან ერთად. მისი ცოლი კი, ბარტომ მეფის ასული, ფეხმძიმედ იყო. ის გაიქცა სომხეთში და იქ გააჩინა ძე, რომელსაც უწოდა სახელად ადერკი. იზრდებოდა  უფლისწული ადერკი სომხეთში.
თეიმურაზ ბაგრატიონის მიხედვით კი, ბარტომ მეფის შვილობილი და სიძე, ქართამი, გადარჩა და განერიდა მირვან მეფის ჯარს. ცოლთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო, გაიქცა სომხეთში. იქ ბარტომის ასულმა გააჩინა ძე და უწოდა თავისი მამის სახელი ბარტომი.
მას შემდეგ, რაც დაამარცხა მირვანმა ბარტომი და მოკლა ის, შემოვიდა იბერიაში და დაიპყრო მთლიანად. ქართლის ერისთავებს, ვინც იყვნენ დარჩენილები ციხე-სიმაგრეებში, მირვანმა შერიგება შესთავაზა და გამოიყვანა ციხეებიდან. მირვან მეფემ ძალით გამოიყვანა ბარტომის ცოლი სამშვილდიდან და შეირთო ცოლად. დაჯდა მეფე მირვან (მირიან) მეორე მცხეთაში სამეფო ტახტზე.
скачать dle 11.3