კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 შვილები მეორედ გათხოვებას მიშლიან


ყოველთვის ვცდილობდი, ისე მეცხოვრა, მეზობელს, ნათესავს თუ უბრალოდ, ნაცნობს ჩემზე ცუდი არ ეთქვა. საკმაოდ პატარა ასაკში გავთხოვდი, ორი შვილი გავაჩინე და ქმარს იმის გამო დავშორდი, რომ საყვარელთან წავასწარი. ეს იმხელა სტრესი და დარტყმა აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება თავდახრილი დავდიოდი. ასე მეგონა, მე ვიყავი ცუდი, უღირსი და ამიტომ მიღალატა, გამცვალა სხვა ქალში. მოკლედ, 20 წელი კაცისკენ არ გამიხედავს. ბავშვები გავზარდე, ვისწავლე, სამსახური ვიშოვე და მხოლოდ ოჯახისა და სამსახურის საქმეებით ვიყავი დაკავებული. პირად ურთიერთობებზე არც კი მიფიქრია, თუმცა უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა. ერთი წლის წინ, სრულიად შემთხვევით გავიცანი ერთი კაცი. მანქანა გამიფუჭდა, ვეღარ დავქოქე, მან კი დახმარება შემომთავაზა. ისე თან გადამყვა, ტელეფონის ნომერი რომ მთხოვა, მეუხერხულა, არ მიმეცა. იმ დღის მერე, თითქმის ყოველდღე მირეკავდა, მკითხულობდა, ხან სად მეპატიჟებოდა და ხან სად. მაგრამ, უარს ვამბობდი. ბოლოს მივხვდი, ძალიან უხერხულად გამომდიოდა და სამსახურის მერე, ცოტა ხნით შევხვდი. საუბარში საკმაოდ კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მომიყვა თავისი ცხოვრება – როგორ დაეღუპა ავარიაში ცოლი და ბიჭს რომ მარტო ზრდიდა. რაღაცნაირად შემეცოდა, თან, მივხვდი, არ იყო ცუდი ადამიანი და ამის მერე, შეხვედრებს მოვუხშირე. მოკლედ, ისე შემიყვარდა, მივხვდი, ერთ დღესაც ვერ ვძლებდი მის გარეშე. ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. მეც ვიგრძენი, რომ ქალი ვარ, ვიღაცას ვუნდივარ, ვუყვარვარ და ოჯახისა და სამსახურის გარდა, აუცილებელია საყვარელი ადამიანის გვერდით ყოლა, გულის გადაშლა. გადავწყვიტე, ცოლად გავყვე, მაგრამ ამის წინაარმდეგი არიან ჩემი შვილები. მეუბნებიან, ახლა სხვისი შვილი ზარდე. ამდენ ხანს იყავი უკაცოდ და ახლა, ამხელა ქალს რა დაგემართა, უნდა შეგვარცხვინოო... ვერ ვხდები, რატომ შევარცხვენ, თუ გავთხოვდები. უბრალოდ, იმდენად მიეჩვივნენ ჩემს მზრუნველობას და ასე, მარტო ცხოვრებას, ვერ წარმოუდგენიათ ჩემს გვერდით მამაკაცი. არადა, მეც მინდა, მყავდეს გვერდით კაცი, რომელსაც დავეყრდნობი და იმედი მექნება. თუ გავთხოვდები, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შვილებს დავტოვებ და ისინი აღარ მეყვარება? მაგრამ, ამის გაგონებაც არ უნდათ. არც კი იცნობენ შალვას და უკვე სძულთ. მეუბნებიან, არ დაგვანახო ეგ კაცი, უთხარი, რომ ვერ ვიტანთო. როგორი სათქმელია? ადამიანი მეხვეწება, მოვალ შენთან, გავიცნობ შენს გოგონებს, დავოჯახდეთ და ერთად გავაგრძელოთ ყველამ დიდ ოჯახად ცხოვრებაო. არ ვიცი, როგორ მივუდგე ჩემს შვილებს. რა დავაშავე ასეთი, რომ ქმარმა მიღალატა, სხვა ქალში გამცვალა, მთელი ცხოვრება თავდახრილმა გავატარე, ძლივს გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ვუნდივარ, მთელ ცხოვრებას მე მიძღვნის და შვილები არიან ჩემი ბედნიერების წინააღმდეგნი. ალბათ, არ ესმით, ქალს რომ მოფერება და სითბო სჭირდება და შვილების გარდა, არსებობს სხვა ურთიერთობა. რასაკვირველია, მე შვილებზე წინ ვერავის დავაყენებ, მაგრამ შალვაც და მისი ბიჭუნაც შემიყვარდნენ და მათ გარეშე, არ მინდა ყოფნა. ასე მგონია, ამ ასაკში ღმერთმა დამაჯილდოვა და შალვა გამომიგზავნა. როგორ ვთქვა მასზე უარი? ჩუმად შეხვედრები კი, არ მინდა. მინდა, პატიოსნად, მეორედ შევქმნა ოჯახი და ახლა, ამდენი წლის მერე, მაინც ვიგრძნო სრულფასოვან ქალად თავი... ამის უფლება ხომ მაქვს? მაგრამ, შვილებს ეს არ ესმით, ალბათ, ჰგონიათ, ქმარს მათზე მეტად შევიყვარებ და ეჭვიანობენ.
ნანა, 44 წლის.скачать dle 11.3