კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: მაქვს ძალიან გამომშრალი სახის კანი. მითხრეს, რომ პარაფინიანი ნარევი მშრალი სახის კანისთვის ძალიან კარგია. იქნებ, მისი მომზადება მასწავლოთ – რა ინგრედიენტები შევურიო ერთმანეთში და როგორ გავიკეთო ნიღაბი?
პასუხი
: დაგჭირდებათ 50 გრამი პარაფინი, 5 გრამი ფუტკრის ცვილი, 5 გრამი კაკაოს ზეთი, 5 გრამი მცენარეული ზეთი. ნარევი უნდა გაადნოთ წყლის აბაზანაზე და თან განუწყვეტლივ ურიოთ. რომ მომზადდება, დაიდეთ სახეზე, ისე, რომ კანი არ დაიწვათ. ნიღბის მოშორების შემდეგ, კანი უნდა გაიწმინდოთ ლოსიონით ან ჩაის ნაყენით და მსუბუქად დაიზილოთ წრიული მოძრაობებით. ზამთარში, პარაფინის ნიღბის შემდეგ, გაციების თავიდან ასაცილებლად, არ არის რეკომენდებული, პროცედურის დასრულებიდან 20-25 წუთზე ადრე, ქუჩაში გასვლა. პარაფინის მასის ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება.
კითხვა: დიდად არ ვარ სახლის საქმეებით დაკავებული, მაგრამ ფრჩხილები სულ მიტყდება, ვერ ვიზრდი. რა გავაკეთო, რომ გავიმაგრო და ლამაზი, გრძელი ფრჩხილით მეც მოვიწონო თავი?
პასუხი:
ფრჩხილების გამაგრებას ხელს უწყობს შემთბარი ზეითუნის ზეთის აბაზანები, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენით. იმავე მიზნით, ფრჩხილების გარშემო, კანში, შეგიძლიათ, შეიზილოთ ლიმონის წვენი, ხოლო თავად ფრჩხილებზე A, D და E ვიტამინების შემცველი ცხიმიანი კრემი წაისვათ. სასარგებლოა, აგრეთვე, თანაბარი პროპორციით, მცენარეული ზეთისა და ვაშლის ძმრის ნარევის აბაზანები. ასევე,  კარგია ფრჩხილებზე სუფრის ძმრის, შტოშის, შავი და წითელი მოცხარის წვენის წასმაც. ზოგადად, მტვრევადობა ფრჩხილების არაჯანსაღ, ავადმყოფურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. ამის მიზეზი შესაძლოა, არასრულფასოვანი კვება, ავიტამინოზი იყოს. თუ ფრჩხილების მტვრევა კალციუმის ნაკლებობის ბრალიცაა, რაციონი აუცილებლად გაამდიდრეთ რძის ნაწარმით, კერძოდ, ხაჭოთი.
კითხვა: ვარ გარდატეხის ასაკში, 16 წლის. რა ასაკიდან უნდა დავიწყო აკნეს მკურნალობა და კოსმეტოლოგთან ვიზიტი? ზოგადად, რა იწვევს სახეზე გამონაყარს?
პასუხი:
ბევრი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში კოსმეტოლოგთან ვიზიტი არ შეიძლება და ასაკის მომატებას ელოდება. ამ დროის განმავლობაში კი პრობლემის მოგვარებას თავად ცდილობს. ეს არასწორი  მიდგომაა, კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება თავისუფლად შეიძლება 16 წლიდან. თუმცა, ამ ასაკში კოსმეტოლოგიური მომსახურების სპექტრი გაცილებით შეზღუდულია და სამკურნალოდაც შედარებით მსუბუქ პროცედურებს იყენებენ, როგორიცაა: აპარატული კოსმეტოლოგია, თერაპიული კურსი და ასე შემდეგ. რაც შეეხება სახეზე გამონაყრის გამომწვევ მიზეზებს, ესაა: სტაფილოკოკი – ანაერობული ბაქტერია, რომელსაც არ უყვარს ჟანგბადი და ძალიან კარგად გრძნობს თავს ცხიმოვან ფონზე; ჰორმონული დარღვევები – ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია ძლიერდება და კანის ზედა ფენები სქელდება. ეს პრობლემა, ძირითადად, გარდატეხის ასაკში იწყება, თუმცა შესაძლოა, ახალგაზრდა და ზრდასრულ ასაკშიც განვითარდეს. ასევეა, არასწორი კვება – კანის სეკრეცია დამოკიდებულია კვების ხასიათზე. მაგალითად, რაც უფრო მეტ ტკბილეულს მივირთმევთ, კანში მით უფრო უხვი ცხიმი გამომუშავდება. არცთუ იშვიათად, აკნეს ააგრესიულებს ცხარე, მჟავე და მლაშე საკვები. შემდეგია ადგილობრივი ინიექცია – როგორც წესი, მუწუკის შემჩნევისას ადამიანი ცდილობს, ის სწრაფად მოიცილოს და გამორწყას. თუმცა, პრობლემის მოცილების ნაცვლად, ხშირად მდგომარეობა უფრო რთულდება და შესაძლოა, მოხდეს ადგილობრივად ინფექციის „შეტანა“.
скачать dle 11.3