კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რა შეიძლება მოჰყვეს წყვილებს შორის ენერგიათა არასწორ გაცვლას

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

თითოეული ადამიანი გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს, რითაც ისინი ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებენ. ხშირად, ჩვენს ორგანიზმში დაგროვილი ენერგია საშიში ხდება. ამიტომ, უნდა იცოდეთ, როგორ დახარჯოთ მოჭარბებული ბიოენერგეტიკა, რომ მან ზიანი არ მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას და ურთიერთობებს. ენერგიის სწორად ხარჯვა, ჯანსაღი ცხოვრების წესია.
გვერდიგვერდ მყოფნი, უნებურად, ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ მაშინაც კი, როცა სძინავთ ან ჩუმად არიან. ენერგიის გაცვლა მიმდინარეობს პერმანენტულად. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცი გაცილებით მეტ ენერგიას იღებს და ნაკლებს გასცემს. თუ ქალი მამაკაცის მიმართ დადებითადაა განწყობილი და თავს კომფორტულად გრძნობს, მაშინ ენერგიების გაცვლა ნორმალურად მიმდინარეობს და „ვამპირის“ როლი არავის აკისრია. თუ რომელიმე მათგანს არასასურველი განწყობა აქვს, ესე იგი, მეორემ მეტი ენერგია „მიითვისა“. სხვისი ენერგია, ეგრეთ წოდებული, „დიეტური პროდუქტია“, ანუ ძალიან ადვილად ასათვისებელი. ენერგოვამპირებს ახასიათებთ აგრესიულობა, ფეთქებადი ხასიათი, ჟინიანობა, უხეშობა, ზეწოლა მოსაუბრეზე. ისინი, ამით ყურადღების მიქცევას ცდილობენ. სკანდალების მოყვარული ადამიანი კი, ყველაზე მეტ ენერგიას „შეიწოვს“.
შეიძლება, ენერგიის არასწორმა გაცვლა-გამოცვლამ, ოჯახი დანგრევამდე მიიყვანოს. მუდმივი ჩხუბისა და დავიდარაბის გამო, ბევრი წყვილი იტანჯება. ბევრჯერ კონფლიქტის მიზეზი უმნიშვნელოა, მაგრამ მათ არ იციან ერთმანეთში ენერგიის გაცვლის სხვა მეთოდი. ნორმალური ადამიანი, დადებით ენერგიას ასხივებს, აგრესიული კი, ამას ვერ ახერხებს, რის გამოც იტანჯება. ენერგია მუდმივად უნდა გაედინებოდეს. შეკავების შემთხვევაში, ის აუცილებლად შეაწუხებს ადამიანს. როცა მამაკაცი მოიწყენს, იცოდეთ, მას თქვენი ენერგია მოაკლდა. იგივე ითქმის ქალებზეც, მაგრამ მამაკაცი უფრო გამოხატავს ამას, ქალს კი შეუძლია, შეინიღბოს.
ადამიანი უზარმაზარ ენერგიას ფლობს, რომლის ხარჯვასაც, ძირითადად, ვერ ახერხებს. მოჭარბებული ენერგია კი, თუ მან გამოსავალი ვერ ნახა, ერთ ადგილას გროვდება და ბრძოლას იწყებს. თითქმის ყველა ავადმყოფობის მთავარი და საწყისი მიზეზი, სწორედ მოჭარბებული ენერგიის არასწორად ხარჯვაა. მისი შეკავების შემთხვევაში კი, ის აუცილებლად შეაწუხებს და დისკომფორტს შეუქმნის. მაგალითად, თუ გვერდით ახლობელი მოიწყენს, იცოდეთ, რომ მას თქვენი ენერგია მოაკლდა. ამიტომ, მიუჯექით, ეფერეთ, შეეხეთ მის სხეულს ხელისგულებით და დარწმუნებული იყავით, ენერგიის ასეთი წესით გადაცემით, მას ხასიათზე მოიყვანთ.
თუ გრძნობთ, რომ მოჭარბებული ენერგიის დახარჯვას ვერ ახერხებთ, სანამ ის ფიზიკურ დაავადებაში გადავა, გირჩევთ, ბევრი დრო დაჰყოთ ბუნებაში, ხეების გვერდით და ღრმად ისუნთქოთ სუფთა ჰაერი. სასიცოცხლო ძალების პერიოდულად აღდგენა, აუცილებელია. ის ადამიანს შრომის უნარსა და სიცოცხლის ხალისს უორმაგებს. სასიცოცხლო ძალები რომ აღიდგინოთ და შეივსოთ, ამისთვის ყველაზე კარგია, ვარჯიში. აგრეთვე, იმ ადამიანებთან კონტაქტი, დადებითი და სასიამოვნო ემოციებით რომ გავსებენ. ამისთვის, ზოგჯერ განმარტოებაც კარგია. ყოველივე ამის ხარჯზე კი, თქვენ შეძლებთ, ადვილად დაიცვათ თავი ენერგოვამპირის „შემოტევისგან,” აღიდგინოთ ენერგია, გახდეთ უფრო მშვიდი, ენერგიული და შრომისუნარიანი.
ზოგადად, სავსემთვარეობის პერიოდში ხდება ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა. მოჭარბებული და დაგროვილი ენერგია უკონტროლო ხდება. ადამიანი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა დაძაბული აქვს და აწუხებს უძილობა. ამ პერიოდში, დიდია ავარიების, ჩხუბის, კამათის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. ეს დრო, მშვიდად და წინდახედულად უნდა განვლოთ. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ სავსემთვარეობის დღეებში, რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს.скачать dle 11.3