კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 როგორ დაეძებდა ლავრენტი ბერია თურქეთში დამოუკიდებელი საქართველოს ოქროს მარაგის კვალს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ინოვაციებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია, ეგრეთ წოდებულ, „მონადირეთა ჯგუფს“, რომელიც 1945 წლის მაისში შეიქმნა „რკინის ნარკომის“ უშუალო განკარგულებით და დიდი როლი შეასრულა ნაცისტი ჯალათების დასჯის საქმეში. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ეგრეთ წოდებული, „მონადირეთა ჯგუფი“ დიდი სამამულო ომის დამთავრებისთანავე ჩამოყალიბდა უშუალოდ ლავრენტი ბერიას განკარგულებით და მისი მთავარი ამოცანა მიმალული ნაცისტი ჯალათების მოძიება იყო. მათი ფარული ჩამოყვანა საბჭოთა კავშირში და დასჯა... 1945 წლის 26 მაისს ლავრენტი პავლოვიჩმა კაბინეტში დამირეკა, მომიკითხა და მასთან მისვლა მთხოვა. იმ პერიოდში ბერია ძირითადად კრემლში იმყოფებოდა და ამიტომ ვუთხარი:
– გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ. ახლავე გამოვდივარ და ოციოდე წუთში გეახლებით. მხოლოდ მანქანას გამოვიძახებ-მეთქი.
ომი მოგებული გვქონდა. ბერია ამაღლებულ განწყობაზე იყო და ხშირად ხუმრობდა კიდეც. ამიტომ, გაეცინა და მითხრა:
– მანქანით გაგიჭირდება ჩემთან მოსვლა. თანაც, არ გაგატარებენ. ამიტომ, ფეხით ჯობია და უფრო მალეც მოხვალ.
მივხვდი, რომ ბერია ლუბიანკაზე იმყოფებოდა თავის კაბინეტში. ვუთხარი, – ახლავე-მეთქი და ორიოდე წუთის შემდეგ, უკვე მის პირისპირ ვიდექი. მან ხელი ჩამომართვა და მკითხა:
– მანქანა რა უყავი, პაველ ანატოლევიჩ.
– ფეხით მოსვლა ვამჯობინე, ლავრენტი პავლოვიჩ, – ღიმილით მივუგე ბერიას. მის შემოთავაზებულ სკამზე ჩამოვჯექი და სმენად ვიქეცი. ბერიამ კი სერიოზული სახე მიიღო და მითხრა:
– პაველ ანატოლევიჩ, ჩვენი ქვეყნის მტრების დასჯის მდიდარი გამოცდილება გაქვს და მინდა, ერთი საპასუხისმგებლო საქმე ჩაგაბარო, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გაართმევ თავს.
– ნებისმიერი დავალებისთვის ვარ მზად, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე ბერიას.
– კარგად მოგეხსენება, თუ რა აუნაზღაურებელი ზიანი მოგვაყენეს ფაშისტმა სისხლისმსმელმა ჯალათებმა. მართალია, ისინი დავამარცხეთ, მაგრამ ჯერ კიდევ მრავალი მათგანია ცოცხალი. ისინი იატაკქვეშეთში წავიდნენ. ვინაობა და ზოგმა გარეგნობაც კი შეიცვალა. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ისინი, გავასამართლოთ და საკადრისად დავსაჯოთ. ბევრი მათგანი უცხოეთშია გაქცეული და იქ აფარებს თავს. შენ, როგორც გამოცდილ მზვერავს, გავალებ, შექმნა „მონადირეთა ჯგუფი“, რომელიც მათ აღმოაჩენს. აქ ჩამოათრევს და საკადრისად დავსჯით ამ ნაძირლებს.
მე ბერიას პაუზით ვისარგებლე და ვუთხარი:
– ლავრენტი პავლოვიჩ, ამოცანა ძირითადად გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ობიექტის ტრანსპორტირება სხვადასხვა მიზეზის გამო, არ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში, რა დავალებას გვაძლევთ?
– რა თქმა უნდა, ლიკვიდაციის. არცერთი ნაძირალა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, – მიპასუხა ბერიამ და იქვე დასძინა, – თუმცა, პაველ ანატოლევიჩ, მაქსიმალურად ეცადეთ, დამნაშავე აქ ჩამოიყვანოთო.
ბერიას განკარგულებით, ჩემს დაქვემდებარებაში გადმოვიდა დამატებით ოცდახუთი, ჩემ მიერ შერჩეული თანამშრომელი. სულ კი სამოცი კაცი მყავდა „მონადირეებში“. ისინი წყვილად დავყავი. შემდეგ, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები დავამუშავეთ უცხოეთში მიმალულ ნაცისტ ჯალათებზე და შევუდექით მუშაობას. „მონადირეთა ჯგუფმა“ 1945-1953 წლებში იარსება, ბერიას მკვლელობასა და ჩემს დაპატიმრებამდე. ამ რვა წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირში ჩამოვიყვანეთ 12 ათასამდე დამნაშავე, ათასი კი – ლიკვიდირებულ იქნა ადგილზევე, რადგან მათი ტრანსპორტირება არ მოხერხდა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ ცნობილმა ებრაელმა ნაცისტებზე „მონადირე“ სიმონ ვიზენტალმა, რომელიც დიდი დამსახურების გამო, ლეგენდადაა შერაცხილი თავის ერში, 1948-1953 წლებში აქტიურად ითანამშრომლა საბჭოთა „მონადირეთა ჯგუფთან.“ ისიც ეხმარებოდა სუდოპლატოვს და სუდოპლატოვიც აწვდიდა მას მოძიებულ ცნობებს ხოლოკოსტში (ებრაელთა გენოციდი) მონაწილეთა შესახებ. ნიშანდობლივია, რომ 1962 წელს არგენტინიდან ისრაელში გატაცებული, ხოლოკოსტის მთავარი შემოქმედი, ოტო ადოლფ ეიხმანი სწორედ ბერიას „მონადირეებმა“ აღმოაჩინეს 1953 წელს. ეს ინფორმაცია ებრაელი „მონადირეებისთვის” უნდა გადაეცათ, რომ ჯერ ბერია მოკლეს, შემდეგ კი, პავლე სუდოპლატოვი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, ხოლო ეიხმანის კვალი საერთოდ დაიკარგა. სუდოპლატოვი მოგვითხრობს: „1953 წლის თებერვალში, არგენტინაში უკრაინის ერთ-ერთი ჯალათი, რომან კნიპკო მოვსპეთ, რომელსაც 21 ათასი ადამიანი ჰყავდა ნაწამები და მოკლული. უკრაინელი ჯალათის მოტაცება ვერ მოხერხდა და ამიტომ მოვკალით. თუმცა, მისი ძებნის დროს ოტო ადოლფ ეიხმანის კვალს დავაჯექით. ის (ეიხმანი) ბუენოს-აირესში იმალებოდა და როცა ჩემი ეჭვები ბერიას პირადად ვაუწყე, მან თავი გააქნია და მითხრა:
– პაველ ანატოლევიჩ, დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად ეიხმანის კვალი აიღეთ?
– თითქმის, ლავრენტი პავლოვიჩ, პატარა დეტალების დაზუსტებაა მხოლოდ საჭირო, – მივუგე ბერიას.
– ბუენოს-აირესში გაემგზავრე. ყველაფერი დააზუსტე და თუკი ეიხმანი აღმოჩნდა, პირადად ჩამოიყვანე მოსკოვში.
– სამაგალითო სასამართლო მოუწევს იმ ნაძირალას, – ვთქვი მე. ბერიამ კი თავი გააქნია და მითხრა:
– თუ ეიხმანს ჩავიგდებთ ხელში, მას ებრაელებს გადავცემთ და ისინი გაასამართლებენ. ვფიქრობ, ასე უფრო სწორი იქნება.
ჩემი არგენტინაში გამგზავრება სტალინის გარდაცვალებამ შეაფერხა. შემდეგ კი ბერიას აღარ ეცალა საამისოდ, რადგან რეფორმები დაიწყო. თუმცა, ივნისში გამომიძახა და არგენტინაში გამგზავრება მიბრძანა. მაგრამ, რამდენიმე დღეში ის მოკლეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს. დამაპატიმრეს მეც. ჩვენი უწყება კი დაშალეს და ვიღას ცხელოდა ეიხმანისთვის...“
 დაუდასტურებელი ინფორმაციით, როდესაც ისრაელის დაზვერვამ, „მოსადმა“, 1962 წელს ეიხმანი არგენტინიდან ისრაელში ფარულად ჩაიყვანა, სადაც ის გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს, ეს ინფორმაცია მათ ბერიას „მონადირეთა“ ერთ-ერთმა წევრმა ფარულად მიაწოდა.
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ  „მონადირეთა ჯგუფი“, ბერიას უშუალო, საიდუმლო ბრძანებით, 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს კუთვნილი ოქროს მარაგის ნაწილის ძებნითაც იყო დაკავებული, რომელიც ერთ-ერთი ინფორმაციით, თურქებმა იგდეს ხელთ სტამბულში და გაქცეულ მთავრობას არ გაატანეს. ოქროს კვალს 1953 წელს მიაგნეს. თუმცა, ბერიას მკვლელობამ სამუდამოდ დაფარა ეს კვალი.
скачать dle 11.3