კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ვინ და როგორ ითვისებდა სტალინის გრანდიოზულ წარმატებულ პროექტებს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ყველა დიდი საბჭოთა პროექტი, რომლებიც სტალინის გარდაცვალებიდან ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ დასრულდა, საბჭოთა ბელადის მიერ იყო დაწყებული. ისეთი პროექტებიც კი, რომლებსაც, ერთი შეხედვით, უშუალო შეხება არ ჰქონდა სტალინთან და გასული საუკუნის 70-80-იან წლებში განხორციელდა, აგრეთვე, საბჭოთა ბელადის შემოქმედება გახლდათ (მაგალითად, ბაიკალ-ამურის მაგისტრალი) და აბსოლუტური სიცრუეა, რომ ეს გრანდიოზული მშენებლობები სტალინის მემკვიდრეებმა (ხრუშჩოვმა, ბრეჟნევმა) განახორციელეს.
დიდი სტალინური მიღწევების  პლაგიატი პოსტსტალინურ ეპოქაში ჩვეული ამბავი იყო და ხრუშჩოვმა არაერთი ასეთი დანაშაული ჩაიდინა. პლაგიატიცაა და პლაგიატიც, მაგრამ საინტერესო და ნიშანდობლივია, ეგრეთ წოდებული, „ყამირი მიწების“ ათვისების ისტორია, რომელიც სინამდვილეში, დიდ საიდუმლოს ფარავდა – სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესაიდუმლო ოპერაცია გახლდათ, რასაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ოპერაციას „ყამირი“ ეწოდა და ეს კოდური სახელწოდებაც პირადად საბჭოთა ბელადის მიერ იყო მოფიქრებული, რომელსაც სტალინმა 1948 წელს დაადო ვიზა თავის საიდუმლო განკარგულებაში. 1985 წლის ივლისში, 95 წლის ვიაჩესლავ მოლოტოვი ასე იხსენებდა ამ ისტორიას: „სტალინი გენიალური სტრატეგი იყო. „ცივი ომი“ რომც არ გაჩაღებულიყო და ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებიც კიდევ უფრო არ „ჩაგვხუტებოდნენ,“ იოსებ ბესარიონოვიჩი ბოლომდე მაინც არ დაიჯერებდა მათ „ძმობას“. სტალინს ერთადერთი დიადი მიზანი ჰქონდა და ეს იყო საბჭოეთის უფრო მეტი მონოლითურობა. ამისთვის კი ის ყველაფერს აკეთებდა. არც საკუთარ თავს ზოგავდა და არც ჩვენ – მის ხელქვეითებს. „ცივი ომის“ პირობებში წამით მოდუნებაც არ შეიძლებოდა და სტალინი ყოველმხრივ აძლიერებდა ჩვენს სამხედრო ძალასა და თავდაცვითუნარიანობას. 1947 წლის მიწურულს უკვე აშკარა იყო, რომ საბჭოეთი დიდი წარმატებით განახორციელებდა ატომურ და სარაკეტო პროექტებს. დღის წესრიგში კი მათი გასაშვები პოლიგონების ადგილმდებარეობის განსაზღვრა იყო და კომპეტენტურმა კომისიამ იდეალურ ადგილად ყაზახეთის სტეპები დაასახელა. გეოფიზიკოსმა, პროფესორმა ვასილ კომანცევმა დაწვრილებითი ანგარიში ჩააბარა სტალინს და იდეალურად დაუსაბუთა თავისი დასკვნის სისწორე. სტალინმა კაბინეტში გაიარ-გამოიარა და ბოლოს (კომანცევს) უთხრა:
– ესე იგი, სარაკეტო სისტემების გამოსაცდელ-გასაშვებად ყაზახეთის სტეპები იდეალურ ადგილად მიგაჩნიათ.
– დიახ, ამხანაგო სტალინ, – მტკიცედ მიუგო პროფესორმა.
– კეთილი. რა გაეწყობა. ავაშენოთ ყაზახეთში, – გაეღიმა სტალინს, – მაგრამ ისეთი ეშმაკობის მოფიქრება მოგვიწევს ამ გრანდიოზული მშენებლობის შესანიღბად, რომ ჩვენი მტრები ვერაფერს მიხვდნენ.
ყაზახეთის სტეპებში უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთბაშად უნდა აშენებულიყო სარაკეტო-კოსმოსური გამშვები ობიექტი და მიწისქვეშა ბუნკერების ინფრასტრუქტურა. ეს კი უზარმაზარი ადამიანური რესურსის მობილიზაციას მოითხოვდა. ასეთი რამ კი არავითარ შემთხვევაში არ გამოეპარებოდათ უცხოურ დაზვერვას და სწორედ ამ შენიღბვას გულისხმობდა სტალინი...“
ოფიციალური საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიხედვით, ეგრეთ წოდებული „ყამირი მიწების“ ათვისება ყაზახეთში, ვოლგისპირეთში, ურალში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში, 1954-1965 წლებში, ანუ საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ განხორციელდა. ეს მხოლოდ სიმართლის ნაწილია. ზემოაღნიშნულ წლებში ამ ტერიტორიებზე ყამირი მიწები დაამუშავეს და პურის მოსავალიც მოიყვანეს. ამ „აისბერგის“ დაფარული, „წყალქვეშა ნაწილის“ განხორციელება კი 1948 წლის იანვარში დაიწყო და 6 717 კვადრატული კილომეტრის ფართობზე დაიწყო „ბაიკანურის“ (ყაზახურად „მდიდარი ველი“) უნიკალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის პირველი ეტაპი 1951 წლით დათარიღდა. საბჭოეთს უმძლავრესი სამხედრო-სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ჰქონდა მსოფლიოში, რომელიც შემდგომ ეტაპებზე კიდევ უფრო მეტად მოდერნიზდა. მარშალი უსტინოვი იხსენებდა: „1948 წლის 14 იანვარს, მოულოდნელად, კრემლში, სტალინთან გამომიძახეს. მასთან კაბინეტში ბერია დამხვდა და ცოტა არ იყოს, უსიამოვნოდაც კი ვიგრძენი თავი. თუმცა, სტალინმა ყველა ჩემი ეჭვი გააქარწყლა, როდესაც შევიტყვე, თუ რისთვის ვიყავი დაბარებული. სტალინმა მითხრა:
– ამხანაგო უსტინოვ, დიდ სამამულო ომში, პარტიზანული მოძრაობის წარმატებული ფუნქციონირებისთვის თქვენ დიდი ჯაფა გასწიეთ. გამოცდილება გაგაჩნიათ. გენდობით და გვინდა, ძალიან საპასუხისმგებლო დავალება მოგცეთ.
– მზად ვარ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად, ამხანაგო სტალინ, – ვთქვი მე.
სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ ყაზახეთის სტეპებში, მძლავრი სამხედრო-სარაკეტო და თავდაცვითი ნაგებობების მიწისქვეშა ბუნკერების ინფრასტრუქტურა უნდა აგვეშენებინა, უზარმაზარ ტერიტორიაზე. მის შესანიღბავად კი, პარალელურად, მტრის თვალის ასახვევად, ყამირი მიწების ათვისება-დამუშავება და მარცვლეულის დათესვა უნდა განგვეხორციელებინა. ამ პროექტს საიდუმლოდ „ყამირი“ ეწოდებოდა და მას ბერია ხელმძღვანელობდა. უშუალოდ მე კი, მევალებოდა ამ კამპანიის შენიღბვა და ტვირთების (სამშენებლო მასალა, სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა) დროულ, გეგმაზომიერ და საიდუმლო მოძრაობაზე ვიყავი პასუხისმგებელი. ეს გრანდიოზული პროექტი ისე განვახორციელეთ, რომ ვერცერთმა, მტრის ყველაზე ყოჩაღმა და მოხერხებულმა ჯაშუშმაც კი, ვერ „იყნოსა“, ათეული ათასობით მოხალისე ყამირელის პარალელურად, ყაზახეთის მკაცრ სტეპებში უზარმაზარი სამხედრო მშენებლობა თუ მიმდინარეობდა. მისი პირველი ეტაპი 1951 წელს დასრულდა. ობიექტი პირადად სტალინმა დაათვალიერა, მიიღო და იქ დაკავებულ სპეციალისტებს სახელმწიფო ჯილდოები მიანიჭა. პატივი დამდო მეც და ჩემს სამხრეებს გენერლის კიდევ ერთი ვარსკვლავი მიემატა...“
საგულისხმო ფაქტია, რომ ამ გრანდიოზულ, სამხედრო-საიდუმლო მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, 36 წლის ქართველი ინჟინერი, არჩილ გელოვანი იყო, რომელიც შემდგომში საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი გახდა საბჭოთა კავშირში.
ოპერაცია „ყამირის“ შესახებ მსოფლიომ მხოლოდ 1957 წელს შეიტყო, როცა საბჭოეთმა „ბაიკანურიდან“ პირველი კოსმოსური თანამგზავრი გაუშვა და ხრუშჩოვმა საჯაროდ გაამჟღავნა ამ პროექტის ზოგიერთი დეტალი, რაც საკუთარ თავს მიაწერა. ოპერაცია „ყამირით“ სტალინმა დასავლეთს მორიგი დარტყმა მიაყენა და ამერიკის შეერთებული შტატების პრესა წერდა: სტალინმა კიდევ ერთხელ გაგვაცურაო.
скачать dle 11.3