კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ჯანჯაფილი უამრავი დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ჯანჯაფილი არის ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიოციდული, ანტიბაქტერიული საშუალება. დამტკიცებულია, რომ მშვენიერი ანტიოქსიდანტიცაა, აფერხებს სიბერეს და  ხელს უშლის ორგანიზმში ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. ის ნაწლავური სიმსივნეების მტერია, აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს პარაზიტებისა და ბაქტერიებისგან. აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. მის შემადგენლობაში შედის: მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, ქრომი, რკინა, ალუმინ ნიკოტინის მჟავა,  C ვიტამინი, ცხიმები, ალუმინი და სხვა. ასევე შეიცავს ამინომჟავებს, როგორიცაა: ლეიზინი, მეთიონინი, ტრეოლინი, ფენილანილი, ბალინი და ტრიპტოფანი. ის დაბალკალორიულია – 100 გრამი ფესვი შეიცავს 80 კილოკალორიას, ამიტომაც აქტიურად იყენებენ დიეტებში.
ჯანჯაფილი, იგივე კოჭა გამოიყენება არაერთი დაავადების პროფილაქტიკისთვის. ის დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. გარდა იმისა, რომ კერძს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს, ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ. აქვს ნაღველმდენი მოქმედება. ნორმაში მოჰყავს კუჭის სეკრეცია. თუ რეგულარულად მოიხმართ საკვებში კოჭას, გაგიუმჯობესდებათ მადა. ის გამოყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს. კარგია, ასევე, პარაზიტების სამკურნალოდ, ბრონქული ასთმის, ჭრილობების, თირკმელებისა და კანის დაავადების დროს.
რეკომენდებულია მეტეორიზმის, ფაღარათის, სიყვითლის, ნაღვლის ბუშტისა და ფარისებური ჯირკვლის დაავადებების დროს. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამაგრებს და ასუფთავებს მის კედლებს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაბლა სწევს წნევას. კარგად მოქმედებს შრომისუნარიანობაზე. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ძალების მოზღვავებასა და სიმხნევეს შეგმატებთ. არის პროფილაქტიკური საშუალება თრომბის წარმოქმნისა და ინსულტის დროს. კოჭა ხსნის ტკივილს სახსრებში, კუნთებში, არის დამხმარე საშუალება რევმატიზმის, ართრიტისა და ართროზის მკურნალობისას.
ჯანჯაფილის ჩაი წიწაკით: წიწაკის სიცხარე ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ამიტომ ჭამამდე ასეთი ჩაი ხელს უწყობს საკვების სწრაფად და უკეთ გადამუშავებას. ჯანჯაფილის ჩაის შეგიძლიათ, დაუმატოთ ასკილი, პიტნა, ასევე სამკურნალო ბალახეული.  სწრაფად ახდუნებს – 50 გრამი წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი ჩაყარეთ  ქაფქაფაწყლიან თერმოსში, დაუმატეთ 2-3 კბილი დანაყილი ნიორი და გააჩერეთ 15-20 წუთი. გადაწურეთ და სვით მთელი დღე. 50 გრამი ჯანჯაფილის დაჭრილი ფესვები ჩაყარეთ წყალში და ადუღეთ 20 წუთი. დაამატეთ ცოტა ასკილი და კვლავ წამოადუღეთ. ეს ჩაი ახდუნებს და პლუს, ძალიან დაგეხმარებათ გინეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. ჯანჯაფილის ჩაი არ დალიოთ ძილის წინ, ძილს დაგიფრთხობთ.
გასახდომად ჯანჯაფილი შეგიძლიათ შემდეგი სახითაც გამოიყენოთ: გახეხილი ჯანჯაფილი მოაყარეთ სალათებს ან სხვა კერძს და მიირთვით. ასევე,  ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთი ნაჭერი ჯანჯაფილი დაღეჭეთ – ეს დაგიცხრობთ მადას და ნაკლებს მიირთმევთ.
განსაკუთრებით სასარგებლოა ის ქალებისთვის. დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, ეხმარება ორსულებს ტოქსიკოზის დროს: ხსნის ღებინებას, თავბრუხვევასა და სისუსტეს. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია არა მხოლოდ ორსული ქალებისთვის, არამედ მათთვის, ვისაც „ზღვის ავადმყოფობა“ აწუხებს. კოჭა ეფექტურია სიმსივნის პროფილაქტიკისთვისაც. აფერხებს მის ზრდას. რეკომენდებულია კოჭას პატარა ნაჭრის ჩაღეჭვა ყოველი ჭამის შემდეგ. მისი არომატი მოქმედებს უკეთესად, ვიდრე ნებისმიერი საღეჭი რეზინა და გაგათავისუფლებთ არასასიამოვნო სუნისგან პირის ღრუში.
ჯანჯაფილის ჩაი ნივრით: უკვე მოდუღებულ ჯანჯაფილის ჩაის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი და დღის განმავლობაში იმავე პრინციპით მიირთვით, როგორც ჩვეულებრივი ჯანჯაფილის ჩაი.
ორგანიზმში მოხვედრიდანვე, კოჭა ძალიან ძლიერად მოქმედებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსზე. ამიტომ, მათთვის, ვისც აწუხებს წყლული, გასტრიტი და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, კოჭა - უკუნაჩვენებია.
ვისაც ღვიძლის პრობლემები აქვს, მაგალითად: ციროზი, ჰეპატიტი, კენჭები ნაღვლის ბუშტში, კოჭას გამოყენება,  არ არის რეკომენდებული.
ჯანჯაფილმა შეიძლება, გააძლიეროს სისხლდენა – ცხვირიდან სისხლდენით დაწყებული სწორი ნაწლავიდან სისხლდენით დამთავრებული. ორსულებისთვის, რომლებსაც აქვთ ტოქსიკოზი, მისი მიღება რეკომენდებულია მხოლოდ სიმპტომების მოხსნის თვალსაზრისით.
ჯანჯაფილს აქვს სითბოს გამომუშავების თვისება. უებარია გაციებისას, ოღონდ კატეგორიულად დაუშვებელია მაღალი ტემპერატურის დროს.
სანამ კოჭას გამოიყენებდეთ, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგიული რეაქცია მასზე, რათა თავიდან აიცილოთ არასასურველი შედეგები.
კოჭა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.
ზაფრანის
სამკურნალო თვისებები
საუკეთესო ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ბაქტერიოციდული საშუალება ბევრისთვის საყვარელი მცენარე ზაფრანაა. ის გემოსთან ერთად, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა: აქვს  მატონიზებელი ეფექტი, კვებავს ორგანიზმის უჯრედებს, ძირითადად – სისხლს; წმენდს შარდის ბუშტსა და თირკმელებს, აუმჯობესებს სახის ფერს, ამაგრებს გულის კუნთს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე. ამაღლებს გუნება-განწყობას, ხალისსა და სასიცოცხლო ტონუსს მატებს ადამიანს. მისი საფენები კარგია თავის ტკივილისაგან თავდასაღწევად, ხოლო თაფლთან ერთად, მას თირკმელებსა და შარდის ბუშტში არსებული კენჭების დასაშლელად იყენებენ. ცხელ რძესთან კომბინაციაში კი, ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, მეხსიერებისა და მგრძნობელობის გაუმჯობესებას.
ზაფრანა ეფექტურია ანთებითი პროცესების, გაციების, ასთმისა და მენსტრუალური ტკივილების დროს. ასევე, ზაფრანის მეშვეობით შეიძლება, გათავისუფლდეთ უძილობისა და დეპრესიული განწყობისგან. ზაფრანის სასარგებლო თვისებები, ასევე, ვრცელდება მხედველობაზე. კერძოდ, ეს ეხება ისეთ პრობლემას, როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი და კუნთოვანი დეგენერაცია, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმის დაბერებით.
ზაფრანის ნაყენი გამოიყენება, როგორც მასტიმულირებელი საშუალება გულის დაავადებების, ლეიკემიის, სტენოკარდიის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ცისტიტის, ურეთრიტის, ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს. მოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური, შარდმდენი, საშუალება. ხსნის დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.ზაფრანას ნაყენი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. წმენდს სისხლს. ასტიმულირებს სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნას, ხელს უწყობს ქსოვილების გაახალგაზრდავებას. აღმოსავლეთის ქვეყნების მედიცინაში გამოიყენება მომნელებელი ტრაქტის ორგანოებისა და გინეკოლოგიური დაავადებების, ნაწლავური პოლიპების, კატარაქტის, უძილობის, ბუასილის სამკურნალოდ. ეფექტურია ძნელად შესახორცებელი წყლულოვანი ჭრილობების დროს.
ზაფრანის გამოყენება არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებულებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის. ამის გარდა, ზაფრანა ძლიერმოქმედი საშუალებაა და დიდმა დოზამ შეიძლება, გამოიწვიოს ნერვული აგზნებადობა და მოწამვლაც კი.

კუნელის საოცარი ეფექტი გულის დაავადებების სამკურნალოდ
კუნელი აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ნერვული იპულსების გადაცემას. მას შეუძლია, შეამციროს ქოლესტერინის რაოდენობა, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ოდენობა.
კუნელის გამოყენებას სასარგებლო შედეგები აქვს შემდეგი მდგომარეობისას:
გულის უკმარისობა – კუნელის პრეპარატებს იყენებენ გულის კუნთის ფუნქციონალური მოშლილობისას, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული
ტაქიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზისა და კლიმაქტერული ნევროზის დროს. კუნელის ნაყენი შედის პრეპარატ „კარდიოვალენში“.
კუნელის პრეპარატები ნაკლებად ტოქსიკურია და უკუჩვენებები არ შეიმჩნევა.
გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე, გულით გამოწვეული თავბრუხვევისა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ, სასარგებლოა შემდეგი ნაყენი: აიღეთ 3 სადილის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მილილიტრი (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ. ასევე, შეიძლება, გამოიყენოს სპირტის ნაყენი.
ჰიპერტონული დაავადების, ვეგეტონევროზების, თავბრუხვევის, ხუთვისა და კლიმაქსის დროს აიღეთ 1 სადილის კოვზი კუნელის მშრალი ნაყოფი, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში თბილ ადგილას (აირღუმელში, ქურაზე). გაწურეთ. ნაყენი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
ამავე დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება, გამოიყენოთ შემდეგი სახის ნაყენი. 10 გრამი კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გრამი არაყი ან 40-პროცენტიანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე, გაფილტრეთ. მიიღეთ 30 წვეთი ნაყენი წყალთან ერთად, 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
კუნელის წვენის მისაღებად აიღეთ 1 კილოგრამი ნაყოფი, 500 გრამი შაქრის ფხვნილი, 1 ლიტრი წყალი. გარეცხილ ნაყოფს დაასხით ცოტა წყალი და ხარშეთ 1-2 საათის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე. გაატარეთ საცერში, მიღებულ პიურეს დაუმატეთ შაქარი, წყალი, დადგით ისევ დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააცივეთ.
გულისცემის რიტმის დარღვევის, უძილობისა და სისხლის მაღალი წნევის დროს, კუნელის ნაყენი მოამზადეთ შემდეგი დოზით: წვრილად დაჭრილი 100 გრამი ნაყოფი – 70-პროცენტიან 1 ლიტრ სპირტზე. მიიღეთ 50-50 წვეთი სამჯერ დღეში, ჭამამდე. კუნელი ანელებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებულობას, მატონიზებელ გავლენას ახდენს გულის კუნთზე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულის კორონალურ ძარღვებსა და ტვინის ძარღვებში. ხსნის ტაქიკარდიას და არითმიას, რამდენადმე დაბლა სწევს სისხლის წნევას.
გამომდინარე იქიდან, რომ კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მას აქვს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება პაციენტებში, ვისაც აწუხებს მეხსიერების პრობლემა. ექიმები ხშირად ურჩევენ კუნელისა და გინგკოს ერთად მიღებას. ორივე ახასიათებს თავის ტვინისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების უკეთ მიწოდება. კუნელი სასარგებლოდ მოქმედებს ნიორთან და არნიკასთან ერთად. ამ მცენარეებს შეუძლია, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა. კუნელი სასარგებლოდ მოქმედებს წვრილ კაპილარებზეც, ამიტომ, თუკი თქვენ ადვილად და ხშირად გემჩნევათ დაჟეჟილობა, ასეთ დროს კუნელი დაგეხმარებათ.
კუნელის ყვავილი, ფოთლები და ნაყოფი დამამშვიდებლად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მიჩნეულია, რომ აძლიერებს მადას და ხსნის შებერილობას. ხოლო მისი კენკრისგან დამზადებული ნაყენი კი გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ.
დიურეტიკული თვისებებიდან გამომდინარე, კუნელი წარმატებით გამოიყენება შეშუპებებისას. ექიმები მიიჩნევენ, რომ ის, ასევე, კარგი საშუალებაა თირკმლის ქვების დასაშლელად.
კუნელი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე, ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის. ნორმა დღეში 150 გრამია. კუნელის უკონტროლო მიღებას შეუძლია ზიანი მიაყენოს ჯანმრთელ ადამიანსაც – მკვეთრად ამცირებს სისხლის წნევას. გადაჭარბებულმა  დოზამ შეიძლება, გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა და დიარეა. აკრძალულია მისი გამოყენება ცარიელ კუჭზე.скачать dle 11.3