კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ჭეშმარიტი რწმენა

უფლისა და მისი წინამორბედის სიმდაბლე
მაცხოვარმა თავისი წმიდა სხეულის შეხებით განანათლა ჩვენი ნათლისღება. გულისხმა ვყოთ, ძმებო, ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს თავმდაბლობა... მრავალი ცოდვილი მიდიოდა იოანესთან მოსანათლად, ხოლო ის, ერთადერთი უცოდველი, რომელმაც კაცობრიობის ცოდვები აღიხვნა, მიაბიჯებდა სხვასთან ერთად, როგორც ერთი მათგანი. მივიდა იოანე ნათლისმცემელთან და ითხოვა მონათვლა. ნათლობას ითხოვდა ის, ვინც თვითონ განწმენდდა და განანათლებდა ნათლისღებას. ნათლობას ითხოვდა უფალი მონისგან, ამიტომაც წინ აღუდგა იოანე მას: „...მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?” (მთ. 3,14).
შეხედეთ, როგორ დაიმდაბლა თავი ჩვენთვის: არ ითაკილა მან ცოდვილებთან ერთად სვლა, რათა თავისივე მონისთვის თავი დაეხარა და ეთხოვა მონათვლა, და იმ წყლით, რომელიც თვითონ შექმნა, განბანილიყო, რომელსაც არანაირი ცოდვა და ნაკლი არ გააჩნდა. დიდება ჩვენთვის დამდაბლებულ ღმერთს!
ჩვენც მივბაძოთ მაცხოვრისეულ სიმდაბლეს და ავმაღლდებით. ხომ ხედავთ, ძმებო, რა ძალუძს ამგვარ სათნოებას? წმიდა იოანე ნათლისმცემელი თავს ღირსად არ მიიჩნევდა სანდლის თასმა შეეხსნა იესო ქრისტესთვის. მაგრამ ღირსი გახდა, ის ხელი, რომელიც უღირსი იყო მაცხოვრის სანდლის თასმის შესახსნელად, იესო ქრისტეს თავზე დაედო. ასევე, პეტრე მოციქულიც ეუბნებოდა უფალს: „... გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ” (ლუკ. 5,8), მაგრამ ღვთისაგან პასუხად ესმა: „... ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა მონადირე შეიქნები” (ლუკ. 5,10) (იგულისხმება, რომ უბრალო მეთევზე შემდგომში მოციქული გახდებოდა და ღვთის სიტყვით ქრისტეს რჯულზე მრავალი ადამიანის მოქცევას შეძლებდა).
რაც უფრო იმდაბლებს ადამიანი თავს, მით მეტად აღამაღლებს მას უფალი, როგორც თვითონ ბრძანებს: „...ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს – ამაღლდება” (ლუკ. 4,11)

როგორ უნდა ვილოცოთ
უდალო, გვასწავლე, თუ როგორ ვილოცოთ – ასეთი თხოვნით მიმართეს მოციქულებმა იესო ქრისტეს, და უფალმაც მისცა მათ ლოცვა, რომელსაც დღემდე ვამბობთ. ეს არის „მამაო ჩვენო”... მართლაც, როგორ უნდა ვილოცოთ? ეს კითხვა ყველას გვაწუხებს და როგორც ხედავთ, აწუხებდათ თვით მოციქულებსაც. მოვუსმინოთ, თუ რას გვეუბნება ამის შესახებ წმიდა თეოფანე დაყუდებული:
„სანამ ლოცვას შეუდგებოდე, შეიცადე, ან დაჯექი, ან გაიარ-გამოიარე მცირე ხანს და ეცადე, გამოაფხიზლო და განწმინდო გონება მიწიერი აზრებისგან, ამქვეყნიური ზრუნვისგან. გაიაზრე, რომ ცოდვილი ხარ და უღირსი ღვთის წყალობისა. ამგვარი მდაბალი განწყობილებით დადექი ხატის წინ და რამდენიმე მეტანიის შემდეგ, დაიწყე ლოცვა. ილოცე აუჩქარებლად, დაუკვირდი თითოეულ სიტყვას და მათი აზრი გულის სიღრმემდე დაიყვანე. შეიმეცნე, შეიგრძენი და გულით განიცადე ლოცვის სიტყვები. ლოცვისას აზრი ხშირად იფანტება. ვიწყებთ ფიქრებს სულ სხვა რამეზე, მაშინ, როცა მთელი ძალისხმევით უნდა ვცდილობდეთ ყურადღებით ყოფნას. როცა სხვა რამეზე დაიწყებ ფიქრს, მოაბრუნე გონება ლოცვისკენ. კიდევ გაგექცევა – ხელახლა მოაბრუნე. ასე მოიქეცი ყოველთვის. მას, რაც უყურადღებოდ და მექანიკურად წაიკითხე, ისევ მიუბრუნდი. თუკი ლოცვის ერთ ადგილას ყურადღება რამდენჯერმე გაგეფანტა, იკითხე ის ადგილი მანამ, სანამ არ წაიკითხავ ცოდნით და გრძნობით. გვხვდება ისეთი შემთხვევაც, როცა ესა თუ ის სიტყვა ისე მძლავრად იმოქმედებს სულზე და აღარ გვსურს ლოცვის გაგრძელება. თუ კითხვას ვაგრძელებთ, გონება გამუდმებით უკან მიიწევს, იმ ადგილისკენ, რომელმაც შეძრა და დაარბილა ჩვენი სული.
ასეთ დროს, უმჯობესია, შევჩერდეთ იმ სიტყვაზე, რომელმაც გული აგვიჩვილა და გავნაძღოთ სული მისი სიდიადით, იმ წმიდა აზრებით, რომელსაც ის აღძრავს. არ უნდა ვიჩქაროთ ამ მდგომარეობიდან მოწყვეტა და, თუ დროის უკმარისობაა, უმჯობესია, კანონი დაუმთავრებელი დაგრჩეს, ვიდრე ის, რომ ეს შინაგანი მდგომარეობა გააღატაკო. დაიპყრე სული მისით, სანამ არ ჩაცხრება შენში აღძრული გულის სიჩვილე.
იგი განგანათლებს შენ, შესაძლოა, მთელი დღე, როგორც – მფარველი ანგელოზი. ლოცვისას მადლის ამგვარი ქმედებანი სულზე, ნიშნავს იმას, რომ ლოცვის სული იწყებს შენში ჩანერგვას და, ამის კვალობაზე, ამგვარი მდგომარეობის შენარჩუნება არის ლოცვითი სულის ზრდისა და განმტკიცების საუკეთესო საშუალება.
დაბოლოს, როცა დაასრულებ ლოცვას, მაშინვე ნუ გადახვალ სხვა საქმიანობაზე, ისევ შეჩერდი მცირე ხანს, დადექ და დაფიქრდი, თუ რა აღასრულე და რას გავალდებულებს ის. ეცადე ის, რაც იგრძენი და განიცადე ლოცვისას, შეინარჩუნო ლოცვის შემდეგაც.”
უფალო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, შეგვეწიე ზემოთქმულის აღსრულებად. ამინ!скачать dle 11.3