კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 შესაძლებელია თუ არა ყველა ცოლის გაჩუმება ძვირფასი საჩუქრებით და რატომ ვერ შველის ეს კაცს ღალატის დროს

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

 თუ ქალმა ღალატი მოინდომა, ამას ისე გააკეთებს, ქმარი ვერასდროს გაიგებს . კაცის ღალატი კი, ფაქტობრივად, არასდროს რჩება საიდუმლოდ. ცოლებს ძალიან მალე გამოჰყავთ სააშკარაოზე მოღალატე და მერე მოვლენები სტანდარტულად ვითარდება – ცოლი ჯერ ისტერიკაში ვარდება, აწყობს სკანდალს, ჩხუბობს... შეიძლება, სიტუაცია მძიმე და გამოუვალიც კი ჩანდეს, თუმცა, მერე ყველაფერი ლაგდება და ქმარს აპატიებს. შეიძლება, ამიტომაც უჩნდებათ კაცებს დაუსჯელობის სინდრომი. ადვილად მიდიან ღალატზე, რადგან იციან, რომ მაინც აპატიებენ. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არსებობს – ანუ, არიან ისეთი ქალები, რომლებისთვისაც ღალატი ურთიერთობის დასასრულია.


მარიკა (37 წლის): როგორი რეაქცია მექნებოდა ქმრის ღალატზე? შვიდი წლის წინ ამ კითხვაზე სხვანაირად გიპასუხებდით. ათი წლის წინ კი, როცა გავთხოვდი, საერთოდ ვერ დავუშვებდი ღალატს ჩვენს ურთიერთობაში, იმდენად მიყვარდა ჩემი ქმარი და მჯეროდა მისი ერთგულების. ქალები ხომ ზედმეტად რომანტიკულები ვართ. მარტო იმის გვჯერა, რისი დაჯერებაც გვინდა. ამას მივყავართ სწორედ იმედგაცრუებამდე და არა ქმრის ღალატს, რომელსაც თუ ისე შევხედავთ, როგორც გარდაუვალს, პრობლემაც ნაკლები გვექნება და ტრაგედიადაც აღარ გადაიქცევა.
– როგორც გარდაუვალს? ეს ძალიან რთულია. ღალატი, ფსიქოლოგების აზრით, ყველაზე დამანგრეველი მოვლენაა.
– დიახ. თუკი მას საშუალებას მივცემთ, ჩვენზე გაბატონდეს. აჯობებს, თავიდანვე მზად იყო იმისთვის, რომ ქმარი გიღალატებს. შეიძლება, არც გიღალატოს, მაგრამ იმუნიტეტი გამომუშავებული გექნება. მე ვიცი, ზოგიერთი ცოლი სხვანაირ ტაქტიკას იყენებს, რომ ქმრის ღალატისგან თავი დაიცვას – მაგალითად, წინასწარ აშინებს და აშანტაჟებს ქმარს. ეუბნება, რომ საშინელებას დამართებს, თავზე დაამხობს ყველაფერს. იმ ქალსაც მოკლავს და მასაც. ერთი სიტყვით, აპოკალიფსურ სურათს ხატავს – ეს შეცდომაა.
– ანუ, კაცს არ ეშინია?
– არათუ ეშინია კაცს ამ მუქარის, გაცილებით უარესი ხდება  – ის ვეღარ ხედავს ცოლში დასაყრდენს, მხარდამჭერს და თავისიანს. შეიძლება, არც ჰქონდეს ღალატი გადაწყვეტილი, მაგრამ ცოლის მიმართ გაუცხოება დაეწყება. ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით ივსება ის ფიალა, რომელიც აუცილებლად გაივსება და გადმოიღვრება. არ მინდა, რომელიმე ქალი გავაღიზიანო, ნამდვილად ყველა მათგანის გულშემატკივარი ვარ. მაგრამ, ვაღიაროთ, რომ უმრავლესობამ კაცთან ურთიერთობა არ იცის. მით უმეტეს, ძალიან ხშირად გვეშლება საკუთარ ქმართან. საერთოდ არ გამოგვდის მასთან კომუნიკაცია. მეც არაფერი ვიცოდი. ინტუიცია დამეხმარა, რომ დაშვებული შეცდომები გამომესწორებინა. ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა და გულიც ბევრჯერ მეტკინა. როცა შენით ხვდები რაღაცებს და ჭკუის დამრიგებელი არავინ გყავს, შეიძლება, რამდენჯერმე მაგრად იწვნიო. მე არ ვამობ, რომ კაცები იდეალურები არიან. პირიქით, ეგენიც ბევრს აფუჭებენ, მაგრამ ჩვენც ხელს ვუწყობთ.
– რით ვუწყობთ ხელს?
– იმით, რომ სტერეოტიპებს ვუჩენთ. მაგალითად, ღალატის გამოსყიდვა რომ ძვირფასი საჩუქრებით შეიძლება, ქალებმა ჩაუნერგეს მამაკაცებს. ოღონდ, არ მითხრათ, რომ ასე არ არის. ზუსტადაც, ასეა. ქალების უმეტესობა როგორ იქცევა (ვის ქმარსაც აქვს მატერიალური შესაძლებლობა)? – უღალატებს ქმარი, ატეხენ ერთ ამბავს, მოაწყობენ ისტერიკას, სკანდალს, დადგამენ სპექტაკლს.  ყვირიან, რომ არ აპატიებენ... მერე ქმარი ყიდულობს მისთვის რაიმე ძვირფას ნივთს ან უშვებს უცხოეთში – გულის გადასაყოლებლად. მორჩა, კონფლიქტი აღმოფხვრილია. ხომ გეცნობათ ეს სიტუაცია? ხომ მომხდარა თქვენ გვერდით? კაცები სულელები ნამდვილად არ არიან. სადაც აქვთ შანსი, მარტივად გამოძვრნენ, რატომ იტყვიან უარს სიამოვნებაზე?
– ჩვენ ვუწყობთ ხელს ქმარს ღალატში?
– ფაქტობრივად, ასე გამოდის. მუქარა მუქარად რჩება. სკანდალი – სკანდალად, დაუსჯელობის სინდრომი – დაუსჯელობის სინდრომად. არ ვცდილობ, ქალებს ჭკუა დავარიგო, ჩემთვის ქალური სოლიდარობის თემა უცხო არ არის. მხოლოდ ის მინდა, მეტად გავერკვეთ ურთიერთობებში, საკუთარ თავში და ნაკლებად გვეტკინება გულიც. ღალატი მართლა საშინელებაა, მაგრამ თუ სწორად დავიცავთ თავს ამ სტრესისგან, ნაკლები დანაკარგით გამოვძვრებით სიტუაციიდან. დღეს რა სიტუაციაც გვაქვს, უკვე გითხარით – კაცებს არ აშინებთ ცოლის რეაქცია ღალატზე. მათ ზუსტად იციან, რომ ამის გამო თავს  დატეხილი ქარიშხალი მალე გაივლის. სიტუაცია ჩაწყნარდება და ცოლი ისევ ცოლის ადგილას დარჩება.
– ანუ, კაცმა იცის, როგორ გააჩუმოს ცოლი, რომელსაც უღალატებს. ქალი კი მის ღალატს ვერაფერს უპირისპირებს?
– ასე გამოდის. დააკვირდით ჩვენს რეალობას და მიხვდებით, რომ ურთიერთობაში ქმრებს უპირატესობა აქვთ. არც შურისძიების ეშინიათ მაინცდამაინც. იშვიათია კაცი, რომ კარგად არ იცნობდეს საკუთარ ცოლს და ეს ქალის ბრალია. ბოლომდე იშიფრებიან ხოლმე. მერე ილაპარაკე, რამდენიც გინდა, რომელ კაცს შეაშინებ ფუჭი სიტყვებით? შეიძლება, ქალსაც გინდოდეს, რომ მოღალატეს ღალატითვე უპასუხო, მაგრამ, თუ ეს შენში „არ ზის“, თუ ბუნებით არ ხარ მოღალატე, ვერაფერს გააკეთებ.
– ანუ, შურისძიება სასურველია?
– არა, რა თქმა უნდა. აზრი არა აქვს შურისძიებას, რომელიც ისევ შენ გაგანადგურებს და დაგანგრევს. მე ჩემი საუბარი იმით დავიწყე, რომ საჭიროა პრევენცია და მზაობა. რაღაცას რომ მომზადებული ხვდები, ხომ უფრო უსაფრთხოდ ხარ? როცა იცი, რას გააკეთებ კონკრეტულ სიტუაციაში, აღარ იბნევი. მე არ ვამბობ, რომ ღალატის შემთხვევაში, აღარ ინერვიულებ, მაგრამ არაპროგნოზირებულ და გაუთვლელ ნაბიჯებს აღარ გადადგამ. ქმართანაც გაცილებით გახსნილი, თავისუფალი და ღირსეული იქნები. აბა, რა არის, როცა წივილ-კივილს ატეხ, ისტერიკებს გამართავ და მერე ისევ იმ კაცთან აგრძელებ ცხოვრებას – ხომ ხარ ღირსი, კიდევ გიღალატოს. ძალიან მნიშვნელოვანია, კაცმა შენში პიროვნება დაინახოს. დაინახოს შენი ღირსება, რომ დააფასოს, ეს კი წივილ-კივილით არ გამოდის.
скачать dle 11.3