რას ფიქრობენ ქალები? » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

№4 რას ფიქრობენ ქალები?

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


მამაკაცისთვის ქალი შეიძლება, იყოს არაჩვეულებრივი მეგობარი, რადგან  შეუძლია, ყურადღებით მოისმინოს მისი პრობლემები. ლუდის კათხაც დაიკავოს ხელში, იხუმროს კიდეც, იხალისოს... მაგრამ, როგორც კი სიყვარულში გამოუტყდებით, ან ეტყვით, რომ მოგწონთ, მაშინვე ყველაფერი რადიკალურად იცვლება.  
როცა კაცს ქალებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, მისთვის ცხოვრება ქალების გარემოცვაში გაცილებით მარტივდება.  დილეტანტი მამაკაცისთვის  კი, ქალთან ურთიერთობა, მით უფრო, როცა შეყვარებულია, ნამდვილ კოშმარად გადაიქცევა. გარშემო ყველაფერი ინგრევა, რაღაც გაუგებრობები იწყება. დაბნეული ვერ მიმხვდარა, რას ფიქრობენ ქალები მასზე.      
იწყება მძიმე დღეები – ღამეები არ სძინავს,  აგებს ქცევის სტრატეგიას. წინასწარ გეგმავს ნაბიჯებს,  ალაგებს სათქმელს, მაგრამ ბოლო მომენტში, მაინც ყველაფერი იშლება.
მსგავსი ისტორიები და კითხვა: „რას ფიქრობენ ქალები?“კაცებს მუდამ თან სდევთ. ისინი ქალებს ორ კატეგორიად ყოფენ. პირველი – რომლებთანაც ურთიერთობა მსუბუქია და მარტივი; მეორე – რომლებთანაც ისეთი სიფაქიზე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, თითქოს დანაღმულ ველზე გადიოდე.
ქალების ქცევის თავისებურებები ბევრი კაცისთვის სიცოცხლის ბოლომდე იდუმალებითაა მოსილი.
კაცებისთვის ძალიან საინტერესოა თანამშრომელ ქალებზე დაკვირვება. ისინი, ხომ ყველანი კარგები არიან, განსაკუთრებით, როცა „საჭირბოროტო“ საკითხებზე მსჯელობას იწყებენ: რა ფერის ლაკი გისვია ფრჩხილებზე? სად იყიდე ეს კოლგოტები, რომელ სტილისტთან მივიდე, რომ კარგი ფერი დამისვას თმაზე... მსგავს თემებზე ქალებს დაუსრულებლად შეუძლიათ ლაპარაკი. მერე საუბარი ნელ-ნელა, რბილად გადადის კაცებზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოა.  
ხმამაღლა იწყებენ მსჯელობას და კამათში ნელ–ნელა სულ უფრო და უფრო მეტი სუსტი სქესის წარმომადგენელი ერთვება. ვიღაც ბიჭთან დაკავშირებული პაწაწა პრობლემა, ნელ-ნელ იღებს კაცობრიობის უმთავრესი პრობლემის სახეს.
კაცი უსმენს, უსმენს და მაინც ვერ გაუგია, რას ფიქრობენ ქალები. ერთს კი ხვდება – ქალი არავითარ შემთხვევაში, არც საკუთარ თავგადასავლებზე გიამბობს რამეს და არც კაცის მიმართ დამოკიდებულებას გაგიმჟღავნებს, თუ მეგობრად და მესაიდუმლედ არ მიაჩნიხარ. ნამდვილად საოცარი ქმნილებები არიან მამაკაცისთვის ესოდენ საყვარელი ქალბატონები. ისინი იმისთვის არიან შექმნილი, რომ უყვარდეთ – მათი ყველა უცნაურობის მიუხედავად.

სიყვარული
აბედნიერებს


ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სიყვარული არსებობს და მას არაფერი შეედრება ამქვეყნად. ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, სიყვარული თავის ტვინში იმ ქიმიურ პროცესებს ასტიმულირებს, რაც ადამიანში მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს იწვევს. თუმცა, სხვა სპეციალისტების განცხადებით, სიყვარული არა მარტო გონებაზე მოქმედებს დადებითად, არამედ მთელ ორგანიზმზეც.
რა გავლენას ახდენს სიყვარული ადამიანის ორგანიზმზე? მაგალითად, სიყვარული ისე მოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი.
მართლაც, საკმარისია, შეხედოთ საყვარელ ადამიანს, ჩაეხუტოთ და ტკივილი მაშინვე გაქრება.  სინამდვილეში, ამგვარი ეფექტი იმ ქიმიური რეაქციის გააქტიურებით აიხსნება, რომელიც ტკივილის შეგრძნებას ბლოკავს. ოქსიტიცინის ჰორმონის დონის მომატება კი, წნევის დაწევას უწყობს ხელს.
სიყვარული იცავს გულს – მასშტაბური და სერიოზული კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაოჯახებული მამაკაცები უფრო იშვიათად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვიდრე მარტოხელები. ქორწინების კიდევ ერთი პოზიტიური ნიუანსია მავნე ჩვევებზე (თამბაქო, ალკოჰოლი) უარის თქმა ჯანსაღი მემკვიდრეების და ოჯახური ბიუჯეტის დაზოგვის სასარგებლოდ. რაც, ასევე, დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე.
სიყვარული დადებითად მოქმედებს ინტელექტზე – ცნობილია, რომ სიყვარული, ადამიანში შემოქმედებით ნიჭსა და ფანტაზიას ავითარებს, ხელს უწყობს მოცულობითი ინფორმაციის სწრაფად ათვისებას და ააქტიურებს ანალიტიკური აზროვნების უნარს. აქტიურდება თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებასა და მოტივაციაზე, აკონტროლებს ნერვულ სისტემას,  შესაბამისად, აძლიერებს ადამიანის პროდუქტიულობას და იცავს მას სტრესისგან.
სიყვარული აბედნიერებს – დიახ, ორმხრივი სიყვარული ადამიანში ეიფორიის, სიხარულის გრძნობას იწვევს, რადგან რომანტიკულ გრძნობებსა და სიხარულის ჰორმონს – დოფამინს შორის, პირდაპირი კავშირია.
სიყვარული დადებითად მოქმედებს გარეგნობაზე –  რა თქმა უნდა,  თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ შეყვარებული, ამ ჭეშმარიტებას საკუთარ თავზე გამოცდიდით. შეყვარებულის დანახვაზე, ადამიანი ადრენალინს გამოჰყოფს, რომელიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევასა და მის მიწოდებას უჯრედულ დონეზე. ეს კი კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას და ბუნებრივად ჯანსაღ ფერს.

ქალის მოხიბვლის
 მეთოდები


ეს იმ მამაკაცს ეხება, რომელმაც არ იცის,  როგორ მოიგოს ქალის გული და ფიქრობს, არასდროს არაფერი გამოუვა, რადგან არა აქვთ ბევრი ფული. ქალის გულის მოსაგებად სულაც არაა აუცილებელი, იყო მილიონერი. მთავარია, გქონდეთ ფანტაზია და თქვენი საყვარელი ქალის გაბედნიერების სურვილი. დიახ, თუ იმოქმედებთ გრძნობით და ენდობით ინტუიციას, ქალი ამას დააფასებს.
დაიწყეთ იმით, რომ გამოიჩინეთ ყურადღება და გაიხსენეთ, რა უყვარს თქვენს მეორე ნახევარს. ხანდახან გაანებივრეთ ნუგბარით. პატარ-პატარა საჩუქრებით, ყვავილებით...
ხშირად უთხარით თქვენს რჩეულს ქათინაური. მართალია, ზოგიერთი მამაკაცისთვის კომპლიმენტი სიცრუე უფროა, ვიდრე გულწრფელი მოწონება, მაგრამ ნებისმიერ ქალს სიამოვნებს, როცა აქებენ.   
ნუ წამოიწყებთ კაპიტალურ რემონტს და მერე შუა გზაში ნუ მიატოვებთ. მით უფრო, მეორე ნახევრის ანაბარად. ნურც წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას დაიზარებთ, რადგან სწორედ ასე აგრძნობინებთ თქვენს „სუსტ“ მეორე ნახევარს საკუთარ სიძლიერეს და არა ყვირილითა და პრეტენზიებით.
თუ თქვენი რჩეული მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრის ან გადაწყვეტილების მიღებისთვის ემზადება, აუცილებლად დაინტერესდით დეტალებით. ურჩიეთ რაიმე და აგრძნობინეთ მხარდაჭერა. შეიძლება, დიდად არც გაინტერესებდეთ, მაგრამ არ უნდა შეგემჩნეთ.
პერიოდულად შეახსენეთ თავი მეუღლეს ყურადღებიანი მესიჯით, მოიკითხეთ –  წვრილმანია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო.
გაუკეთეთ რომანტიკული სიმღერების ფლეილისტი. მოუსმინეთ მას ერთად და დარწმუნებული იყავით, სადაც არ უნდა იყოთ, ნაცნობი სიმღერის მოსმენისას თქვენს რჩეულს ყოველთვის თქვენ გაახსენდებით.скачать dle 11.3