კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 „ლივ ჰოსპიტალი” – თანამედროვე ტექნოლოგიებითა და გამოცდილი ექიმებით, ქართველ პაციენტებს განსაკუთრებულ ფასებსა და მკურნალობის მაღალ დონეს სთავაზობს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

როგორც უკვე იცით, „ლივ ჰოსპიტალი”, რომელიც სტამბულში მდებარეობს დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკაა – თანამედროვე ტექნოლოგიებითა და გამოცდილი, პროფესიონალი ექიმებით. რაც მთავარია, პაციენტებს ერთ სივრცეში შეუძლიათ, მიიღონ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება, სხვადასხვა დარგის ექიმის კონსულტაცია და მკურნალობა.
კოტე მათითაშვილი (პლასტიკური ქირურგი, საქართველოში „ლივ ჰოსპიტლის” წარმომადგენელი):
სამედიცინო ტურიზმი საკმაოდ საინტერესო თემატიკაა, როგორც ჩემთვის, ასევე პაციენტებისთვისაც. აღმოჩნდა, რომ ბევრ პაციენტს აქვს სურვილი  თუნდაც დიაგნოსტიკისთვის წავიდეს „ლივ ჰოსპიტალში”. 2-3 დღეა საჭირო იმისთვის, რომ სრული გამოკვლევა ჩაიტაროს პაციენტმა და დარწმუნდეს, რომ ჯანმრთელია; ანდა, გარკვეული დაავადება თუ აწუხებს და სურს, ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში გადაამოწმოს დიაგნოზი, ჩაიტაროს სკრინინგი. საქართველოში სკრინინგ-კვლევები დანერგილია და ძალიან კარგად მუშაობს. უამრავი ადამიანი გადარჩა დროული დიაგნოსტიკის შედეგად, რისთვისაც მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა და დანერგა ჯანდაცვის სფეროში. მაგრამ, ზოგს სურს, სკრინინგი ჩაიტაროს სწორედ „ლივ ჰოსპიტალში” და ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით.
– მნიშვნელოვანი, ალბათ, ის არის, რომ „ლივ ჰოსპიტალში” ერთ სივრცეშია შესაძლებელი  სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან კონსულტაცია.
– საქართველოში ხშირად ადამიანებს სხვადასხვა დაწესებულებაში უწევთ მისვლა, რომ სხვადასხვა სპეციალისტი მოიძიონ, ჩაიტარონ კვლევები და მიიღონ კონსულტაციები. „ლივ ჰოსპიტალში” კი მაღალი დონის სპეციალისტები სწორედ ერთ სივრცეში არიან თავმოყრილი. შესაბამისად, პაციენტებს ბევრი სიარული არ უწევთ. გარდა ამისა, მათ ხვდებათ ქართველი მასპინძელი – ნინო თომაშვილისა და მისი გუნდის სახით. ნინო ქართველ პაციენტებს თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს ყველანაირი მომსახურებით: დაწყებული თარჯიმნით დამთავრებული ფინანსური საკითხით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის. ამას ემატება „ლივ ჰოსპიტლის” სერვისები: აეროპორტში დახვედრა, სასტუმროში დაბინავება. სტაციონარული მკურნალობის დროს პაციენტის ოჯახის ერთ წევრს შეუძლია, დაბინავდეს პალატაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. მედიცინას შეგიძლია, მოემსახურო არა მხოლოდ როგორც ქირურგი, ასევე სხვა ფორმითაც. რაც მთავარია, გვერდით მყავს ძალიან კარგი ხალხი, სამედიცინო ცენტრ MEDINVEST+-ის სახით. სადაც ძალიან კარგი ადამიანი, ენდოკრინოლოგი, ნინო სეხნიაშვილი მუშაობს და სწორედ ამ ცენტრში ატარებენ კონსულტაციებს „ლივ ჰოსპიტლის” ექიმები.
– სიახლეები თუ იგეგმება?
– კი, გვაქვს ძალიან კარგი სიახლე. სულ მალე ავამუშავებთ ბარიატრიულ ქირურგიას: ხალხურ ენაზე – გასახდომ ოპერაციებს ანუ კუჭის დაპატარავებას. „ლივ ჰოსპიტალში” ეს მიმართულება ძალიან კარგადაა განვითარებული. ჰყავთ ძლიერი, გამოცდილი ექიმები. ძალიან მალე, საქართველოში ქართული მხარე
უზრუნველყოფს პაციენტის მიღებას, ენდოკრინული სტატუსის შეფასებას, მზაობას ოპერაციისთვის. შემდეგ პაციენტი გადაფრინდება სტამბულში, „ლივ ჰოსპიტალში” გაიკეთებს ოპერაციას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, თუ პლასტიკური ქირურგის დახმარება დასჭირდებათ, უკვე ჩვენთან მოვლენ. ანუ, თურქული და ქართული მხარე ერთად მიიღებს ამ ყველაფერში მონაწილეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მედიცინას არ აქვს საზღვრები – ეს არაერთხელ მითქვამს და ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად სურს მკურნალობის ჩატარება საკუთარი კომფორტისა და ნდობის გამო. აქვე მინდა, დავამატო, რომ „ლივ ჰოსპიტალთან” თანამშრომლობის ბევრი გეგმა გვაქვს. ვაპირებთ სიახლეების დანერგ ვას, რასაც ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებთ.
– როგორც ცნობილია, ასევე, შესაძლებელია, „ლივ ჰოსპიტალში” ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაც.
– „ლივ ჰოსპიტალში” ლაბორატორიული კვლევები ძალიან მაღალ დონეზეა. მუშაობს გენეტიკური ლაბორატორია. პაციენტებს აქვთ სურვილი, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადების დროს, პრეპარატი უცხოეთში გააგზავნონ. MEDINVEST+-ისა და ჩემი საშუალებით, პაციენტებს შეუძლიათ, მოგვმართონ და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით. „ლივ ჰოსპიტალში” მაღალ დონეზეა განვითარებული, ასევე, ღეროვანი უჯრედების მედიცინა. იქაური ექიმების კვლევებისა და დაკვირვების შედეგად, გარკვეულ პათოლოგიებში, როგორიც ნეიროდაზიანებებია, გამოიყენეს ღეროვანი უჯრედები და რეალურ პაციენტებზე ძალიან კარგი შედეგები მიიღეს. ასე რომ, იმ პაციენტებს, ვისაც ნერვული სისტემის გარკვეული პათოლოგიები აქვთ, შეგვიძლია, გავაგზავნოთ „ლივ ჰოსპიტალში”. ცოტა ხნის წინ ჩვენი კოლეგა, უროლოგი სანდრო ბოჭორიშვილი გაემგზავრა „ლივ ჰოსპიტალში”, დაესწრო ოპერაციებს. ნახა  როგორ მუშაობს უროლოგიური სამსახური და აღფრთოვანებულია კლინიკით. როცა ადგილზე ნახავ „ლივ ჰოსპიტლის” ინფრასტრუქტურას, ექიმების კვლაფიკაციას, სულ სხვა შთაბეჭდილებით ბრუნდები უკან და შეგიძლია, პაციენტს, ვისაც მძიმე პათოლოგია აქვს, ან ხელს არ ჰკიდებენ: იქნებ უცხოეთში უმკურნალოთო, თამამად ურჩიო „ლივ ჰოსპიტალი”.
– თქვენთვის, როგორც ექიმისთვის, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სწორედ „ლივ ჰოსპიტალზე” გააკეთეთ არჩევანი?
– ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკის ტექნოლოგიური აღჭურვილობაა, რომელიც იმდენად დახვეწილია, რომ გგონია 21-ე საუკუნის ბოლოა. მეორე: ეს არის აპარატურული უზრუნველყოფა – ყველა ბოლო თაობისაა. აღარაფერს ვამბობ, რა დონეზეა მოწყობილი საოპერაციო ბლოკები, როგორი ტექნოლოგიებია გამოყენებული. საოცარია ინტერიერი. პალატები არ ჰგავს პალატებს და პაციენტი ვერ გრძნობს, რომ საავადმყოფოში წევს. ივიწყებს თავის ავადმყოფობას. ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა. როცა კომბინირებულია პათოლოგიები, საჭიროა სხვადასხვა სპეციალისტის თანამონაწილეობა. ყველა იქ, ადგილზეა, ერთ სივრცეში. ასე  მძიმე პაციენტების მართვა უფრო მარტივია და ყოველთვის მაქსიმუმი კეთდება დაავადების მკურნალობისას. ამიტომაც გადავწყვიტე მათთან თანამშრომლობა და გვიხარია, რომ თურქი ექიმები თავდაუზოგავად ემსახურებიან ქართველ პაციენტებს. გარდა ამისა, „ლივ ჰოსპიტალში” ქართველი პაციენტებისთვის სპეციალური ფასებია. პატივს გვცემენ და ცდილობენ, მაქსიმალურად დაწიონ ფასი იქამდე, სადამდეც შესაძლებელია. ექიმებიც აკლებენ ჰონორარს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი პაციენტი ჩასულა „ლივ ჰოსპიტალში”, ვისაც სხვა ქვეყანაში, ასევე საქართველშიც, მკურნალობაზე უარი უთხრეს, ან ისეთ მეთოდებს სთავაზობდნენ, რაც უფრო რადიკალური და ორგანიზმისთვის ზიანის მომტანია. „ლივ ჰოსპიტალში” ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, მათ შორის, ჩემს კოლეგებს აღმოუჩინეს დახმარება და დღეს ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობენ. ასე რომ, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მათ, ვისაც „ლივ ჰოსპიტალში” სურს მკურნალობა, ან ამის დიდი საჭიროებაა. მომავალში კიდევ სიამოვნებით გავუზიარებთ „თბილისელების” მკითხველს სიახლეებს. მანამდე კი,  ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად ან დამატებითი კონსულტაციებისთვის, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე: 599 72 40 00. ელ-ფოსტა: kote.livhospital@gmail.com
скачать dle 11.3