კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ ერგო ემზარ კვიციანს დედობილისგან მემკვიდრეობით ბინა ვაკეში და რატომ დაარქვა მან შვილს იესო

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე


 „პატრიოტთა ალიანსის”  წევრის, პარლამენტარ ემზარ კვიციანისთვის  გასული წელი გამორჩეული იყო, ერთი-ორ ხმაურიან ისტორიას თუ არ ჩავთვლით, რომელშიც დეპუტატი მოხვდა. კადრს მიღმა  მისი ცხოვრება საინტერესო გახლდათ: 2017 წელს ის მამამთლიც გახდა და უცნობი დედობილიც იპოვა, რომელმაც  ემზარ კვიციანი თავის მემკვიდრედ ცნო. როგორ შეხვდა ახალ წელს „პატრიოტთა ალიანსის” გამორჩეული წევრი და რატომ დაარქვა მან შვილს, 23 წლის წინ, იესო, ამის შესახებ თავად ბატონი ემზარისგან შეიტყობთ.      
ემზარ კვიციანი:
წინა წელი ჩემთვის  საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.  ცუდი მოვლენებიც მოხდა,  კარგიც. ვაქტიურობდი პარლამენტში, რაც ჩემთვის ახალი ხილი იყო და არის – დღემდე.   ერთი წელი გავიდა, რაც დეპუტატი ვარ, მაგრამ იმ ხალხთან შედარებით, ვინც ხუთი მოწვევის პარლამენტში ზის იქ, ერთი წელი არაფერია. გზადაგზა  მეც გავერკვიე რაღაცებში. ცოტა იმედგაცრუებულიც ვარ  მას შემდეგ, რაც ღრმად ჩავწვდი  გარკვეულ  დეტალებს.   გული მწყდება, რომ ვერანაირად ვერ დავწერეთ ჯვარი სამართლიანობის აღდგენას. ჩვენი გუნდი ამაზე დიდი ხანია, მუშაობს.  ამ ბოლო დროს დაიწყო მოქმედებები და პრემიერმაც დადებითად გადაწყვიტა ეს საკითხი. პროკურორმა ნადარეიშვილმაც აგვიბა მხარი და იმედია, თებერვლიდან დაიწყება  აქტიური მუშაობა  ამ კანონპროექტზე. ბევრს მოხვდა საქართველოში  რეპრესიის უბედური კეტი. სამართლიანობის აღდგენას ბევრი ითხოვს და ამ მხრივ, სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.
– პირადად თქვენი საქმე რა ეტაპზეა?
–  ჩემთვის მთავარია,  რომ გაამართლეს  ჩემი და –  ნორა  და კომპენსაციაზეა შეტანილი სარჩელი. ვნახოთ, რა იქნება. ჩემს საქმეზე, რომელიც ქონების დაბრუნებას ეხება, დამეხმარება ეს კანონი.  ბინა  დაუბრუნეს ჩემს ოჯახს, მაგრამ იურიდიულად, მაინც  ეკონომიკის სამინისტროზეა გაფორმებული.  შინაგან საქმეთა  ყოფილმა მინისტრმა გოგა მღებრიშვილმა, ახალი დანიშნული იყო, როცა  ივაჟკაცა და ავეჯიც დაგვიბრუნა.  ჩემს აშენებულ  სახლში, რომელიც ოქრუაშვილმა ერთპიროვნულად წამართვა და ვინმე მეტრეველს გადასცა, ის კაცი ცხოვრობს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ. საბედნიეროდ, მე ახლა უსახლკარო აღარ ვარ.  გარკვეული პერიოდი, რუსთავში ვცხოვრობდი ქირით. ხან  აქ, თბილისში ვიყავი მეგობრებთან,  მაგრამ გამოჩნდა ადამიანი, ვინც მიშვილა და  ახლა უკვე  მაქვს სახლი.          
– თქვენ გიშვილეს?
–  კი, მყავს დედობილი – ქალბატონი დარეჯან ცხადაძე, რომელმაც ვაკეში, ცხვედაძის ქუჩაზე ბინა და მიმდებარე მიწა დამიმტკიცა.  ეს ქონება  უკვე ასახულია დეკლარაციაში.  საბუთები  ჩემს სახელზეა შედგენილი. რადგან პარლამენტარი ვარ, ანდერძის გაფორმება არ შეიძლებოდა. იურისტებმა გვირჩიეს და გავაფორმეთ სამიდღემჩიო ხელშეკრულება. ახლა ამ სახლში ვცხოვრობ და როგორც დედას ვპატრონობდი, ისე ვპატრონობ ჩემს დედობილს. მას  არ ჰყავდა მემკვიდრე და მე დამასახელა მემკვიდრედ.  ჩემი დედობილი პატრიოტი, ეროვნული პიროვენებაა. ბოლო 7 წელი  რადიოდან ისმენდა ჩემს ამბებს. თბილისში რომ ჩამოვედი, მომძებნა. „პატრიოტთა ალიანსის” ოფისში  მოვიდა, სადაც  უამრავ ხალხს ვხვდებოდი. ვისაც როგორ შემეძლო, ისე ვეხმარებოდი. ერთხელ დამირეკა ქალბატონმა, თქვენი ნახვა მინდაო. მოვიდა, ადვოკატის დახმარება სჭირდებოდა. დავეხმარე. მერე საარჩევნო კამპანია იყო და ვეღარ მოვიცალე, თვითონაც  ვერ დამიკავშირდა. ჩემი ტელეფონი დაბლოკილი იყო   უშიშროების სამსახურების მიერ, რაც გვიან გავიგე. გვიან მოვძებნე ქალბატონი  დარეჯანი  და მერე, როგორც გითხარით,  მან თავისი სურვილი  გაამჟღავნა, რომ ჩემი დასახელება უნდოდა მემკვიდრედ. ასეთი უცნაურია ეს ცხოვრება. პატრიოტ ადამიანს ღმერთი არ ტოვებს. ეს  ჩემი და ჩემი   დედობილის ისტორიამაც    დაამტკიცა.
– გასული წლის მიწურულს, მამამთილიც გახდით. თქვენი შვილი დაქორწინდა.
–  კი, კარგი გოგოა ჩემი ბიჭის რჩეული. 23 წლისაა იესო, მეორე შვილია. მაგრამ, პირველი დაოჯახდა  ჩემს შვილებს შორის.  ექვსი  წელი ელოდებოდნენ ერთმანეთს ჩემი რძალი და იესო. უყვარდათ ერთმანეთი. მეც გამაცნო დაქორწინებამდე ერთი წლით ადრე. ძალიან მომეწონა, კარგი რძალი მყავს, ოჯახში მეორე ქალიშვილი შემომემატა. როდესაც  იესუნა დაიბადა, 1994 წლის ივლისში, მეორე დღეს იყო ეგრეთ წოდებული  მოსკოვის ოთხმხრივი შეთანხმება. მაშინ რაზმ „მონადირის” ხელმძღვანელი ვიყავი. ბავშვს  იესო დავარქვი. მერე მითხრეს, არ შეიძლებაო და იესედ გადაკეთდა  მისი სახელი – ნათლობის სახელად იოანე დავანათლეთ.  კარგი ბიჭი დადგა იესუნა, რაც ძალიან მახარებს. მძიმე წლები იყო, როცა იესუნა  გაჩნდა. ჩემი სახელი შორს იყო გავარდნილი, კარგ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ძალიან გვემტრებოდა უშიშროება. ასე გაგრძელდა მერეც  და  სწორედ იმ უშიშროების დამსახურებაა, რომ გაგვიყიდეს სამშობლო და კაციშვილმა არ აგო პასუხი. ამიტომაცაა დღესაც კი, ასეთი უნდობლობა სპეცსამსახურების მიმართ.   დღემდე რომ არავინ ითხოვს მათ დასჯას, მათ შორის, ხმაურიანი პოლიტიკოსებიც, ეჭვიც იმიტომ არსებობს მოსახლეობის მხრიდან, რომ ისინი უშიშროებიდან იმართებიან.
–  გასულ წელს, როცა იუმორისტული გადაცემის ავტორზე, ვანო ჯავახიშვილზე თქვით, რომ მისი  შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, თქვენც კვლავ მოხვდით უშიშროებისა და ძალოვანი უწყებების „ინტერესთა” სფეროში.   როგორ დასრულდა  ეს ისტორია  და რას „ერჩოდით”  ვანო ჯავახიშვილს?
– მოვა დრო და გაირკვევა, რომ იმაში,  რაც მე „ფეისბუქ-პოსტზე” დავწერე ქართული მარშის გამოსვლის შემდეგ,  რომელსაც „პატრიოტთა ალიანსიც” შეუერთდა, რაღაც სიმართლის მარცვალი იყო. შეიძლება, პრევენციული ხასიათიც მიიღო,  თუმცა, რაც ვთქვი, ისე, უბრალოდ დავწერე.  პირველი, ვისაც ჩემი ნათქვამი  საფეთქელში „კანტროლკასავით”  მოხვდა, ეს იყო გვარამია.  იმან დაიწყო კრიახი, ვანოს რომ რამე მოუვიდესო, ასეო, ისეო. თუმცა, მე არ  მიმტკიცებია, რომ ის აუცილებლად უნდა მომხდარიყო.  მე ავხსენი, რატომ გამოვხატე ჩემი აზრი.  ვანო ჯავახიშვილს არც  არაფერს ვერჩოდი და არც ვერჩი,  ის ძალიან  მეწყინა, მოღალატე რომ მიწოდა.  ვიღაცამ იმ დროს  თავისუფლების დიდი არეალი მისცათ და ეს იმიტომ გააკეთეს. ზოგს რომ ჰგონია, მე იუმორთან მწყრალად ვარ, მართლა ასე კი არაა. იუმორი მეც კარგი მაქვს, მაგრამ,  როცა ვითომ  იუმორი, ერთი  ადამიანის პოპულარიზაციას და მეორის ავტორიტეტის შელახვასა და  დისკრედიტაციას ემსახურება, ეს იუმორი აღარაა.  მე ვამბობ, რომ ამ საქმეში  უცხოური სპეცსამსახურები მუშაობს კარგად.  უამრავი მეთოდი არსებობს ამ მიმართულებით.  ხუმრობა ანტისახელმწიფოებრივი არ უნდა იყოს. კონტრდაზვერვა მარტო დივერსიასა და აფეთქებებზე კი არ უნდა მუშაობდეს, ის  უნდა გაარკვიონ, რატომ  კეთდება ეს.   ვფიქრობ,  ასეთი ხმების გავრცელებაც დივერსიაა.  მე ხომ ვუყურებ დეპუტატებს, კაცი არაა, რამე არ წამოცდეს. იმის შიშით, რომ რამე ისე არ თქვან, როგორც საჭიროა, ზოგჯერ ხმას ვერ იღებენ.  ეშინიათ, რამე არ წამოცდეთ და ჩუმად არიან. თქვენ გგონიათ, იმ ხალხს არ ეშლება არაფერი, ვინც მთელი ცხოვრება ტრენინგებს გადის? იმათაც ეშლებათ, მაგრამ იმათი არ ჩანს. ვისიც საჭიროა,  მაინცდამაინც მხოლოდ ეროვნული ხალხის გამოთქმები რატომ  ხვდება ამ შოუებში?    როცა საჭიროა, მაქვს გამოსვლები, მაგრამ ხშირად არ ვჩანვარ იმ მიზეზით, რომ არ მინდა, ყოველდღე მე მიყუროს მოსახლეობამ.  ეკრანზე ყოველდღიური პოზირება ჩემი სტილი არაა.
–  წინა პარლამენტში,  სოსო ჯაჭვლიანი იყო ამ მხრივ ხშირად  „დარტყმის ობიექტი”, თითქოს   „ჩაანაცვლეთ”  თქვენი კუთხის შვილი.
–   სოსო ღირსეული ადამიანია, ეროვნული  და დიდ პატივს ვცემ.  არა უშავრს, იხუმრონ, ამით არაფერი დაგვაკლდება არც სოსოს, არც  – მე.  სოსომ დააღწია თავი ამ ალიაქოთს, მე დამტოვა „ეპიცენტრში” (იცინის). თუმცა, აგერ „ქერის უბანში” ერთად ვართ. მე და თარხან-მოურავიც ვართ ერთად, ვცეკვავთ. ამ ფილმის შემქმნელები არ მიცნობენ და ინტელექტზე აკეთებენ აქცენტს.  მაგათ ჰგონიათ, რადგან  ბევრი ტრენინგი არ გამივლია,  დაბალი ინტელექტის კაცი ვარ. ერთი რამ არ გაუგიათ, რომ  ხელოვნური ინტელექტი არაფერია თანდაყოლილ სიბრიყვესთან შედარებით იფიქრონ ასე, არაფერი დაშავდება. მეც მიცნობს ქვეყანა და მაგათაც, ჩემი ეროვნულობაც იციან და მაგათიც.
– ძველი, როგორც თავად ამბობთ, საინტერესო და მრავალფეროვანი წელი როგორ გააცილეთ.
 – შობას პატრიარქის წირვას დავესწარი და ვეზიარე.  ახალ წელს შევხვდი  სახლში, დედობილთან ერთად.  ძველით ახალი წელი ისეთივე იყო, როგორიც ყოველთვისაა  – ჩემს დედმამიშვილებთან ერთად გავატარე, ოღონდ ამჯერად წალკაში, სადაც ჩემი და ცხოვრობს. მართლმადიდებლურ ოჯახში ძველით ახალი წელი  განსაკუთრებულია. ჩვენთან კანდას ვეძახით ამ დღესასწაულს.  კოდორში განსაკუთრებული ახალი წლები გვქონდა, თოვლი იყო ყოველთვის, გუგუნებდა ირგვლივ  ყველაფერი. პატარაობიდან მახსოვს დედა და მამა როგორ იცავდნენ საახალწლო ტრადიციებს. 12 საათი რომ გახდებოდა, მე და მამა შევიდოდით ბოსელში. მამა საქონელს პურს აჭმევდა, მიულოცავდა, ამას აკეთებდა შობასაც. საქონელი ოჯახის გადამრჩენია სვანეთში. მერე მივდიოდით წყაროზე. დაილოცებდა მამა, სანთელს დაანთებდა. ერთ  ვედრო წყალს აავსებდა. ჯამით ხილი, პური ჰქონდა მომზადებული და ასე, ხელდამშვენებულები  ვბრუნდებოდით სახლში.  ძალიან ლამაზი რიტუალი იყო, ამ ტრადიციის ნაწილს მე და ჩემი დედმამიშვილები ისევ ვიცავთ.  შარშანაც  წალკაში შევხვდით  ძველით ახალ წელს.  შვილები, ახალგაზრდები უკვე აღარ არიან ხოლმე ჩვენთან. მათ თავისი მეგობრები ჰყავთ, სხვანაირად ხვდებიან ახალ წელს. ჩვენი ახალი წლები კი ისევ  ძველებურია. მართალია თოფი არ მაქვს, რომ გავისროლო,  ტარების უფლება სამჯერ ვითხოვე, მაგრამ არ დააკმაყოფილეს ჩემი თხოვნა.  მძიმე მუხლით ხარ ნასამართლევი, 20 წელი უნდა გავიდესო. ამიტომ, ახალ წელს  ძლიერ  შუშხუნებს ვიმარაგებ და  „ვბომბავ” აქაურობას (იცინის).     


скачать dle 11.3