კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№3 ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ – პროგრესულად მოაზროვნე ახალი თაობა!

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ზოგადი საშუალო საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში. ის თანამედროვე სწავლების მეთოდებით, მაღალკვალიფიციური პედაგოგებითა და პერსონალით, საგანმანათლებლო სფეროში არსებული ყველა ინოვაციური მეთოდის გამოყენებით, თავის აღსაზრდელებს ისეთ გარემოს უქმნის, სადაც ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული, საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. აღსანიშნავია, რომ სკოლა ავტორიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების US College Board-ის მიერ, ხოლო სკოლის გენერალური დირექტორი, ქალბატონი ნინა ჩიკვაშვილი, ამერიკული განათლების საერთაშორისო კონსულია საქართველოში. „პროგრესის“ განვითარების გზაზე, უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე, სწორედ ნინა ჩიკვაშვილი გვესაუბრა, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა ჩაუდგა სათავეში სკოლას და დღემდე დიდი წარმატებით აგრძელებს მუშაობას.
ნინა ჩიკვაშვილი:
მიყვარს სიახლეები და გამოწვევები, ყოველთვის „დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ”. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჩვენი სკოლის ირგვლივ არსებულ ყველა საკითხში, თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული. რა თქმა უნდა,  რაც გავფართოვდით, ერთდროულად სამ სხვადასხვა რეგიონში ყოფნა წარმოუდგენელია. ამ ყველაფერში კი მეხმარება სწორი მენეჯმენტი და სისტემა, რაც თავიდანვე დავნერგეთ. პროფესიონალების დიდი გუნდი კი, ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ „პროგრესი“ რეიტინგით ერთ-ერთი მოწინავე სკოლაა დასავლეთ საქართველოში. ცოტა ხნის წინ, ჩვენი სკოლის ქუთაისის ფილიალს 15 წელი შეუსრულდა. ეს თარიღი ჩვენი წარმატების კიდევ ერთი დასტურია!
– როგორ აღნიშნეთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი?
– „პროგრესის“ 15 წლის იუბილე  ლადო მესხიშვილის თეატრში აღვნიშნეთ 800-კაციანი აუდიტორიის წინაშე. ყველა ადგილი დაკავებული იყო და დამსწრე საზოგადოების ნაწილი ფეხზეც კი იდგა. ყოველთვის დიდი ინტერესია ჩვენი სკოლის მიმართ. უამრავი მოლოცვა და სიმბოლური საჩუქარი მივიღეთ. გვყავდნენ საპატიო სტუმრები მერიიდან, საკრებულოდან, საელჩოებიდან, საკონსულოებიდან, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიდან და ასე შემდეგ. გვეამაყება, რომ საკრებულოში, განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა ჩვენი კურსდამთავრებული – ოთარ ლორთქიფანიძე, რომელმაც ასევე, მოგვილოცა იუბილე.
– რა არის „პროგრესის“ მიზანი და რა ღონისძიებები ხორციელდება წარმატების მისაღწევად?
– ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ისეთი თაობები, რომლებიც სწორად  და ეფექტურად შეძლებენ ინტეგრირებას  ცივილიზებულ სამყაროში. აღსანიშნავია, რომ
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ფილიალები გაიხსნა თბილისსა და ბათუმშიც. ისევე, როგორც სათავო ორგანიზაციაში, ბათუმსა და თბილისშიც სამივე სკოლას აერთიანებს საერთო პრიორიტეტი – განვსაზღვროთ მიზანთა ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს ვალდებულებებს მისიასთან მიმართებაში. ასე რომ, სკოლას ჩამოყალიბებული აქვს მიზნები, ამოცანები, ნათლად დასახული საქმიანობის პრიორიტეტები და მათი განხორციელების ეფექტური, სტრატეგიული გეგმა ეროვნულ-აკადემიური და საერთაშორისო პროგრამების სრულყოფით. ყველაზე დიდი მიღწევაა, როცა ამდენი ადამიანის, კერძოდ, მოსწავლისა და მშობლის ნდობას იმსახურებ, როდესაც აანალიზებ, რომ მათთვის სკოლა „პროგრესი“ არ არის მხოლოდ არჩევანი, არამედ ეს მათი რეალური მოლოდინია.
– რა პერსპექტივები აქვთ „პროგრესში“ ბავშვებს წარმატებისა და განვითარებისთვის?
– აქ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიარონ როგორც ეროვნული, ისე ამერიკული პროგრამები. მე-9 კლასიდან ყოველწლიურად ჩააბარონ საერთაშორისო გამოცდები, დააგროვონ კრედიტები და სწავლა განაგრძონ მსოფლიოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში. მოსწავლეები სწავლობენ ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. ინგლისურ და გერმანულ ენებს „პროგრესელები“ სწავლობენ მაღალ აკადემიურ დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი ყოველგვარი ბარიერის გარეშე, შეძლებენ ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას. ჩვენი სკოლა ყოველწლიურად სთავაზობს აღსაზრდელებსა და პედაგოგებს, ჩაერთონ გაცვლით პროგრამაში ევროპის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ასევე, ამერიკულ სკოლასა და უნივერსიტეტებთან. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა ნამყოფია უცხოეთში, რაც ნიშნავს, რომ ისინი თავის თანატოლებს გადასდებენ დადებით მუხტს და მეტ სტიმულს იმისთვის, რომ გახდნენ ლიდერები. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს პიროვნების მრავალმხრივ ზრდას და განვითარებას. ჩვენს სკოლებში ყოველწლიურად უმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გვაქვს სამეცნიერო, საბუნებისმეტყველო და ახალი აპარატურით, ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები.
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ ორიენტირებულია ინოვაციებსა და მაღალი დონის ცოდნის მიღებაზე. ჩვენ ვზრდით თავისუფალ და მიზანდასახულ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გამძლეობა, ღირსეულად მიიღონ ნებისმიერი გამოწვევა. ჩვენთან მიღებული ცოდნით შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობას,  აქვთ გადაწყვეტილების მიღების უნარი, არიან პრინციპულები.

– აღსანიშნავია თქვენი დამოკიდებულება ქველმოქმედების მიმართ...
– ქველმოქმედების დიდი სურვილი ყოველთვის გვქონდა და დღემდე სიამოვნებით ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მჯერა, ყოველთვის გვექნება კეთილი საქმის კეთების საშუალება. მაგალითად, უფასოდ სწავლობენ დედით ობოლი ბავშვები. ასევე, ყოველთვის ვეძებთ ნიჭიერ ბავშვებს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, მათ განვითარების მეტი შანსი მივცეთ.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სულ მალე ჩვენი სკოლები გაივლიან ამერიკულ საერთაშორისო აკრედიტაციას, რაც მოგვანიჭებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, საერთაშორისო ამერიკული სკოლის სტატუსით,  დამოუკიდებლად ფუნქციონირების უფლებას. სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი შემოთავაზება გვაქვს ჩვენი ფილიალების გახსნასთან დაკავშირებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმში მიმდინარეობს ახალი სკოლა-აკადემიის მშენებლობა. ეს იქნება ახალი ტიპის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა-აკადემია, თანამედროვე სტანდარტებითა და ინფრასტრუქტურით.
აკადემიაში მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ჩააბარებენ საბაზო განათლებით სპეციალურ გამოცდებს, ხოლო აკადემიის კურსდამთავრებულები მე-2 კურსიდან შეძლებენ გააგრძელონ სწავლა ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში.

მისამართი:
 ქუთაისი  – დ. აღმაშენებლის გამზირი N20;
თბილისი – გ. ფანჯიკიძის ქუჩა N1;
ბათუმი – ტ. აბუსერიძის ქუჩა N11.
საკონტაქტო ტელ: 599 90 80 41.
www.schoolprogress.ge
E-mail: gaschoolprogressinfo@gmail.com
americanschoolprogress@gmail.com
FB: Georgian-American International School Progress

скачать dle 11.3