კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ყველასთვის ცნობილი ადვოკატის – ლედი ტუკვაძის საახალწლო ტრადიციები და სამომავლო გეგმები

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 ლედი ტუკვაძის სახელი და გვარი ყველასთვის კარგად ნაცნობია, მას არაერთ გახმაურებულ საქმეზე უმუშავია  და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ადვოკატის სტატუსი აქვს. თავისი შეუპოვრობისა და უსაზღვრო პროფესიონალიზმის წყალობით, არაერთი ადამიანის და მათი ოჯახების ბედი შეცვალა. ამჯერად გთავაზობთ ნაკლებსაქმიან ინტერვიუს ლედი ტუკვაძესთან, რისი დახმარებითაც შევეცდებით სხვა კუთხით დაგანახვოთ ის.        
– შეაჯამეთ 2017 წელი, რამდენად წარმატებული და ნაყოფიერი იყო თქვენთვის?
– 2017 ყველაზე დიდი სიხარულის და დიდი ტკივილის წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. დაიბადა ჩემი შვილიშვილი. ბავშვის დაბადებამდე პრობლემები ჰქონდა ჩემს ერთადერთ შვილს. ვინც ერთი შვილის დედაა, ის მიმიხვდება განცდებს, რაც მარტომ გავიარე. ცხოვრებაში არ დამავიწყდება იმ ადამიანთა თანადგომა, იმ პერიოდში გვერდით რომ მედგნენ. ამ ადამიანების ყოველთვის მადლიერი ვიქნები. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, დაიბადა გოგო, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. იმ პერიოდებში ვამბობდი კიდეც, როგორც კი ჩემი შვილიშვილი დაიბადება, პრობლემებიც დასრულდება და დავისვენებ-მეთქი, მაგრამ, მეორე დილით, როდესაც დედის ლოცვა დავიწყე, ჩემს თავთან გამიჩნდა წინააღმდეგობები – ლოცვაში პირველი შვილი მეხსენებინა თუ შვილიშვილი და მივხვდი, რომ ერთის მაგივრად უკვე გაჩნდა ორი დარდი, ორი სიხარული და ასე.  აქამდე თუ დედისა და მამის მოვალეობას ერთად ვასრულებდი, ახლა ბებიისა და ბაბუის მოვალეობებიც დამემატა. დედა – ყველაზე დიდი ტკივილია, რომელსაც, ალბათ, ვერასდროს მოვინელებ. ყველაზე მძიმე იყო პერიოდი, როცა ის მთელი წლის განმავლობაში ავად იყო და გარდაიცვალა. ჩვენი დიდი სახლი, სადაც სულ ხალხმრავლობა და ჟრიამული იყო, რაც ჩემი ბუზღუნის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ, უცებ დაცარიელდა. ამ ყველაფრის გადატანა კი მარტოობაში მომიწია. დედაჩემმა დამიტოვა ყველაზე დიდი მოვალე ჩემს ცხოვრებაში – ექიმი ზვიად ბახტაძე. მისი ვალის გადახდა, ალბათ, ძალიან გამიჭირდება. რაც შეეხება საქმეს და პროფესიას, ეს წელი პროფესიულად ყველაზე ნაყოფიერი იყო – საკმაოდ ბევრი გახმაურებული საქმე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სასარგებლოდ დასრულდა. შევძელით ძალიან ბევრი ოჯახის გახარება, რაც ჩემი ძალიან ძლიერი პროფესიული გუნდის დამსახურებაა.  იტალიაში გაიხსნა ჩვენი იურიდიული მომსახურების ცენტრი და ასევე, შეიქმნა დიასპორული ორგანიზაცია. განხორციელდა ემიგრანტებისთვის სამედიცინო და იურიდიული დახმარების პროექტები. 2017 წელი ჩემთვის, ასევე, მოგზაურობის წელი იყო. ვნახე ძალიან ბევრი ქვეყანა და წლის დაგვირგვინება წმიდა მიწა და ის განცდები გახლდათ, რაც ამ მოგზაურობას მოჰყვა.
– თქვენ როგორც შემდგარი, წარმატებული და ძლიერი ქალი, რას ურჩევთ ქალბატონებს, ვისაც ამ ყველაფრის დეფიციტი აქვთ?
– მე მაქვს ასეთი პასუხი: ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად უჭირს ბოროტ, შურიან და ზარმაც ადამიანს. ჩემს ირგვლივ, ძირითადად, წარმატებული ადამიანები ტრიალებენ. წარმოიდგინეთ, ერთი წუთით, მე რომ იმაზე დავიწყო ფიქრი, რომ ეს ადამიანები ჩემზე გაცილებით წარმატებულები და  ნიჭიერები არიან, ხომ გამისკდა გული. პირიქით, მიხარია, მათ რომ ვუყურებ. ეს ხალხი ჩემი სტიმულია. მშრომელი ადამიანის საშველი სულ არის და დარწმუნებული ვარ, რასაც სხვას უსურვებ, ბუმერანგივით ის ყოველთვის უკან დაგიბრუნდება.
– ეთანხმებით მოსაზრებას, რომ წარმატებული პირადი ცხოვრება და კარიერა ერთად არ არსებობს?
– მე ერთი ცხოვრება მაქვს – ამიტომ ეს განებივრებულ ქალებს ჰკითხეთ – კარიერაც რომ აქვთ და პირადი ცხოვრებაც. თუმცა, რატომაც არა, შეიძლება ბალანსირებაც. მაგრამ, ვფიქრობ, როცა ერთგან დებ, მეორეს აკლდება. ექვს საათზე ვდგები, ყველა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საქმე სამსახურთან ერთად, მე უნდა გავაკეთო, მაგრამ, რატომღაც სულ ვილანძღები შვილისგან, რომელიც სულ ჩემთან ყოფნის დეფიციტს განიცდის.
– ვის აზრს ითვალისწინებთ ყველაზე მეტად?
– უცნაური თვისება მაქვს – ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ზოგჯერ გადამეტებულადაც ვეკითხები აზრს სხვადასხვა ტიპის ადამიანებს. მაგრამ, ამ ბოლო დროს გამოვიჭირე თავი, ყველაზე მეტად რომ მჭირდება რჩევა, მხოლოდ ერთ, ძალიან ჭკვიან ქალბატონს ვურეკავ და ვიწყებ: ქალბატონო... რა მინდა, გკითხოთ... სხვა შემთხვევაში, რაც შეეხება გავლენას, ეს არის ჩემი და – ლილე. მის მიმართაც რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და მისი სიტყვა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.
– როგორ შეხვდით ახალ წელს და რამე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ?
– ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს. წელიწადის ამ დროს რაღაც ასტრალში გადავყავარ. დღემდე მჯერა, რომ ახალი წლის ღამეს რაღაც სასწაული შეიძლება, მოხდეს. ჩემთვის ახალი წელი ასოცირდება სახლთან, სითბოსთან და ოჯახურ გარემოსთან. სადაც არ უნდა ვიყო, ისე ვახერხებ, რომ ახალი წლის დღეებსა და შობას ყოველთვის სახლში შევხვდე, რომელიც განსაკუთებულად მორთული მაქვს. გოზინაყს ტრადიციულად მე ვაკეთებ, 12 საათზე ვაღებ კარს, ვაცილებ ძველ წელს და ასე შემომყავს ახალი წელი.
– რას ელოდებით 2018 წლისგან და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– 2018 წელს უნდა გაგრძელდეს ის პროექტები, რომელიც 2017 წელს მაქვს დაწყებული ჩვენს პარტნიორებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ერთად – ოფისებისა და იურიდიული ცენტრების გახსნა ათენსა და მიუნხენში. ასევე, ერთ-ერთ ძლიერ იურიდიულ ფირმასთან პარტნიორობით იხსნება ახალი ცენტრი, რომელსაც უხელმძღვანელებს მაგდა ბაგრატიონი. ცენტრი ახალი სიტყვაა ქართულ სამართლებრივ სივრცეში. გარდა ამისა, დიდი განცდები მაქვს მიქაბერიძის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, 2018 წელს დამთავრდება. ეს არის საქმე, სადაც ყველაზე მეტად უნდა იზეიმოს სამართალმა.
скачать dle 11.3