კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№3 რატომ დადიოდა გელა გნოლიძე მეძავის მაკიაჟით და გაანაწყენა თუ არა მან კორკოტა

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ცოტა ხნის წინ გელა გნოლიძემ „ფეისბუქზე“ დადო ფოტოები სასამართლო პროცესიდან, წარწერით:  „მივაშტერდი და მიჩივლეს“. ასევე, გელას გარეგნობაში ამ ბოლო დროს სერიზული ცვლილებებია – წონაში ძალიან დაიკლო. მართლა გაასამართლეს თუ არა მიშტერების გამო, რატომ დადიოდა მეძავის გრიმით, რა ფიზიკური დაზიანება მიიღო ზაალ უდუმაშვილის პაროდიის შესრულებისას და როგორ დაიკლო წონაში – ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.
გელა გნოლიძე:
ვმუშაობ შალვა რამიშვილთან „პოსტივიში“. პაროდიულ-მუსიკალურ ვიდეორგოლებს ვწერ.
– ხშირად აკეთებთ პოლიტიკოსების პაროდიებს, რა რეაქცია აქვთ პირადად მათ. ხომ არ ბრაზდებიან?
– არის პოლიტიკოსების კატეგორია, ჯანსაღად იღებს – იუმორი არ „ტეხავს“. გუგავამ კარგად მიიღო. პოლიტიკოსების მხარდამჭერები უფრო გამოირჩევიან აქტიურობით. ნაციონალებისგან უფრო აგრესიული მესიჯები მოდის პოსტის ქვეშ. ძალიან სწყინთ, რომ ვეღადავებით, მე კი მეცინება. მუქარებზე გადმოდიან, ძაან დაძაბულები არიან. ცოტა იღადევეთ, ხალხო, თქვენც ხომ გვეღადავებით მოსახლეობას. კორკოტამ და მე ერთად ვიმღერეთ. კაპიუშონიც დაიფარა და მაგრადაც გარეპა. მაგრამ, მერე, მე რომ ვიმღერე – „ზადნი არ მისცეთ, ქართველებო“, – დამიწერა: როგორი გულითაც იმღერე, ისეთი გულით გაგიმარჯოსო. მოეწონა თუ არა, ვერ გავიგე. ალბათ, არ გაბრაზდა, იმიტომ რომ, კორკოტას კარგი იუმორის გრძნობა აქვს.  ყველაზე მეტად „დამევასა“ ზაქარია ქუცნაშვილი რომ მოვიდა – რამდენი ხანი ვეძახდი. მაგრად ვიღადავეთ ერთად. სწორად მიიღო იუმორი და მოვიდა. უსუფაშვილს მთელი ერთი წელი ვიწვევდი, არ მოვიდა და ნაწყენი ვარ. უსუფაშვილს აქედან გადავცემ, რომ რაც მე მაგას ვუმღერე, უნდა მოსულიყო – ამდენი სიმღერა მაგისთვის არავის მიუძღვნია.
– ალბათ, გადაღებაზე ბევრსაც ხალისობთ?
– იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო კლიპის პაროდიას ვიღებდით. ზალიკო დარბის ვაკის პარკში და ვარჯიშობს. გადავწყვიტეთ, რომ მე ვარ ზალიკო. ძალიან ჩქარა უნდა გამერბინა და კადრი მერე შენელდებოდა, ძალიან სწრაფად რომ გავიქეცი, ვეღარ მოვზომე, ზედმეტი მომივიდა და სერიოზულად წავიქეცი. მაგრად დამცინეს. მე ყველაზე მეტად ვიცინე, მაგრამ ცოტა ტკივილნარევი სიცილი იყო. გვერდი, მუხლები, მხარი სულ  ბოლომდე მქონდა გადატყავებული. ერთი ორი კვირა მარტო მარცხენა მხარეს ვიძინებდი. ერთი ვიდეორგოლო გადავიღეთ –„გუგავა მოვა“, სადაც დაახლოებით, 5-6 პერსონაჟს ვანსახიერებდი. ისე მოხდა, რომ ბოლო პერსონაჟი იყო მეძავი ქალი. ჩვეულებრივი მაკიაჟი მქონდა – პომადა, გრიმი, პარიკი. გადავიღეთ, მორჩა. მეჩქარებოდა. პარიკი მოვიხსენი, ტანსაცმელი გავიხადე, ძალიან ჩქარა გამოვედი და დამავიწდა ეს ჩახატული თვალები და პომადა. გზაში მომინდა წვენი, გავაჩერე მანქანა, შევედი მაღაზიაში და გამყიდველი ქალი ძალიან გაკვირვებული მიყურებს. სტუდიაში რომ ავედი, იქ მითხრეს, რას ჰგავხარო. ჩავიხედე სარკეში და მერე დამარტყა, თურმე რაში ყოფილა საქმე. მეცვა ჯინსები, ბოტასები, კეპი და მაკიაჟი – რაღაც ახალი მიმდინარეობის ადამიანი გამოვჩნდი. მერე რომ გავიხსენე, რამდენი ხალხი გამოვიარე ამ ვიზუალით, ბევრი ვიცინე, მაგრამ რაღა მექნა.
– „ფეისბუქზე“ ფოტოები დადე სასამართლო პროცესიდან – „მივაშტერდი და მიჩივლეს“. რა მოხდა სინამდვილეში?
– უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, რომელიც სასამართლო დარბაზს ჰგავს, გვქონდა გადაღება. იქიდან დავდე ფოტოები, რომელზეც რეალურად გადაღების პროცესი იყო აღბეჭდილი. „ფეისბუქზე“ კი ისეთი კადრი დავდე, კამერები არ ჩანდა. როგორც იცით ჟურნალისტებმა, ისეთი პროვკაციული სათური დავაწერე: „მივაშტერდი და დამიჭირეს“. ვიღაცებმა მართლა დაიჯერეს და მწერდნენ: რამე ხომ არ გჭირდება, რით დაგეხმაროო და ასე შემდეგ. ისე, არავის ვაშტერდები, რომ ვიღაცამ მიჩივლოს. თან, ქალსაც შეუძლია, ისეთი რამის თქმა, რომ მამაკაცი გაიგებს. ბოლო-ბოლო, თუ სხვა გზა არ დარჩა, შავ სათვალეს გაიკეთებს და ისე მიაშტერდება.
– გელა, წონაში როგორ დაიკელი ასე საგრძნობლად?
– ამ საკითხს პესიმისტურად ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ვერ დავიკლებდი. მეგობარი ძალით, დაჟინებით მთხოვდა მისვლას ჩვენ საერთო მეგობართან, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია. ვერ დავიკლებ-მეთქი და მერე სახლში მოვიდა – წამოდი ჩემი ხათრითო. ამწონეს,  ვიყავი 110 კილო და მითხრეს,  შენ უნდა გახდე 75-იო. რას მეღადავები, შანსი არაა-მეთქი,  კი გახდები, ერთი კვირა დამიჯერეო. გავიჭირვე ერთი კვირა  ზუსტად ერთ კვირაში დავიკელი 5 კილო. ძნელი საერთოდ არ არის, მთავარია, ტვინში გადართო რაღაც. ჩემთვის იმდენად დიდი შედეგი და სტიმული იყო ეს ხუთი კილო, მერე უკვე აზარტი დაიწყო. მივყევი და დაახლოებით 9 თვეში, დავიკელი 30 კილო, ახლა 77 ვარ. სიმართლე გითხრა, 70 კილო მინდა, ვიყო.  არ მჯეროდა და არ ველოდი, ამდენს რომ დავიკლებდი. ერთი წელია და ახლა არც ვსუქდები. დიეტა აღარ ჰქვია უკვე, რაზეც ვარ. ეს არის სწორი კვება და რაღაცნაირად უკვე ჩვევაში გადაგდის – სულ გეშინია ამ შედეგის დაკარგვის. მე მგონია, რომ მანიაკალურში გადავიდა ეს ყველაფერი.
– როგორია შენი კვების რაციონი?
–  ცოტა მოხარშული წიწიბურა, მოხარშული კვერცხი, მოგვიანებით – თევზი და ქათმის ფილე, საღამოს – ჩაი, იოგურტი, კეფირი. კარგი და გემრიელი შეიძლება, იშვიათად. თითქმის ყველაფერს ვჭამ, მაგრამ ზომიერად. მწვადის გეჭმევა და ხინკალიც, მაგრამ არა ოცდაათი ცალი. დღეს თუ დავლიე, მერე ერთი კვირა არ დავლევ.  ჭამა არ მიყვარდა, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით გავსუქდი. ფანატიკურადაც არ უნდა მიჰყვე და ცხოვრება არ გაიუარესო იმის გამო, რომ დიეტაზე ხარ. არც არაფერი ჭამო, არც არავინ ნახო და არც არავისთან ერთად დალიო – ძალიან უაზრობა იქნება. შეიძლება, ზოგჯერ გქონდეს ჩაგდება, მაგრამ მთლიან შამფურ მწვადს ნუ შეჭამთ და ხუთ ნაჭერ ხაჭაპურს, ზომიერად მიირთვით ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, სვა წყალი, ჩაი, ნატურალური რაღაცები. სადღესასწაულო ამბებში, ცოტა დალევა შეიძლება. ჩაწერის დროს და გადაღებაზე ტონუსისთვის ცოტა ვისკი მსიამოვნებს.
– ტრადიციული სუფრა და თამადობა თუ გიყვარს?
– თამადა ხშირად ვყოფილვარ, მაგრამ ძალიან მეზარება სამსაათიანი სადღეგრძელოების მოსმენა. სამ სიტყვას რომ იტყვის ადამიანი და გულში მოგხვდება; თან, ეს არ იქნება ტრაფარეტული, რაც ყოველ ჯერზე ყველას მოგვისმენია და მას შემოქმედებითად რაღაც თავისას დაუმატებს, გულიდან წამოსულს და ისე, რომ მოკლედ თქვას, დიდი სიამოვნებით მოვუსმენ. რომ გიმტკიცებს, თუ როგორ უყვარხარ და ზუსტად ხუთ წუთში, არ ახსოვს, რა გითხრა, ეს ცარიელი სიტყვებია. ერთი ცუდი ჩვევა მაქვს – სუფრაზე სულ მავიწყდება, რისი სადღეგრძელო იყო. კი ვუსმენ, მაგრამ არ მახსოვს. სულ ვლაპარაკობ, კომუნიკაცია მიყვარს. ყოველთვის ვეკითხები ვიღაცას: რა დალია? რა თქვა? ძირითადად, თამადის მოსმენა არ „მევასება“.
– გელა, არასდროს ლაპარაკობ პირად ცხოვრებაზე...
პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს. მეუღლე ბანკის თანამშრომელია. 16 წელია, ერთად ვართ. რაც, მგონი, ცუდი არ არის. იმაზე არ მიფიქრია, ამას როგორ ვახერხებთ. ურთიერთობაში მთავარია, მოთმინება და შენი საქმის სიყვარული, წვრილმანებს ყურადღება არ უნდა მიაქციო. არაფერი მაქვს განსაკუთრებულად ცუდი ან კარგი. სტაბილურად ვაკეთებთ ყველაფერს და ერთმანეთს ხელს არაფერში ვუშლით. ძალიან რომანტიკულიც ვარ, მაგრამ მგონია, ამ ბოლო დროს მეზარება. ადრე მეუღლეს რომანტიკულ რაღაცებს ვუკეთებდი – მანქანაც მიჩუქებია ბაფთით დაბადების დღეზე.
– შვილებზე რას გვეტყვი?
– ჩემი უფროსი შვილი – ნიკოლოზი, ძალიან მაგარი ბიჭია. მეორეც ბიჭი მყავს – დემეტრე, ორი წლის. ნიკოლოზი ჩემზე მაგარი მუსიკოსი და შემოქმედია. ინგლისურად, რუსულად, ქართულად წერს ტექსტებს. მღერის და სიმღერებსაც წერს. მე, რაც შემეძლო, ავუხსენი, არ გინდა მუსიკა-მეთქი, რომ ფინანსურად უფრო ძლიერი ყოფილიყო. მაგრამ, იმდენად დიდია მუსიკა მასში, რომ ვეღარ შევეწინააღმდეგე და  ნელ-ნელა, ხელს ვუწყობ. პრიზიც აიღო ახლახან სკოლებს შორის კონკურსში: „გახდი ავტორი“ და მთავარი ამბავი, რატომ აიღო? სიმღერა დაწერა და თვითონვე ასრულებდა. ფინალზე მივედი მოსასმენად. წამყვანი აცხადებს: ახლა გამოვა ნიკა გნოლიძე და გიტარაზე შეასრულებს... ცივმა ოფლმა დამასხა: მეთქი, რა მოიგონა, რა გიტარაზე შეასრულებს, დაკვრა არ იცის და ლამის გავიპარე იქიდან.  გამოვიდა, თქვა: მე გიტარაზე დაკვრა არ ვიცი, ნოტებს ავიღებ და ავაწყობ ექსპრომტადო. ძალიან მაგარი რაღაც გააკეთა. აბსოლუტურად, აკორდების გარეშე, რაღაც პერფორმანსი მოიფიქრა და ეს სიმღერა აკაპელაზე შეასრულა ნოტების გარეშე, ამ გიტარაზე დაკვრით. ისეთი მაგარი იყო, მეც კი გავოცდი და ძალიან მიხარია, რომ შეუძლია, ასეთი რაღაც  – ტრადიციული ამბავი კი არ გააკეთა, თავისი მოიგონა.
скачать dle 11.3