კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორია ჩიკას რძალი რეალურ ცხოვრებაში და როგორ დაიწყო მისი და ლუკა თარხან-მოურავის სიყვარულის ისტორია

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას რძალმა მაყურებლის სიყვარული ძალიან მალე მოიპოვა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ როლს მსახიობი ანა ჯავახიშვილი ასრულებს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მსახიობ ლუკა თარხან-მოურავის შეყვარებულია.
ლუკა
: ერთმანეთი თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით. ანა აბარებდა, მე უკვე მესამე კურსზე ვიყავი. თავიდან ვმეგობრობდით და მერე ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ორ წელზე მეტია, ერთად ვართ. მივხვდით, რომ საერთო მიზნები გვქონდა. თითქოს ორი წელი კი არა, მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს ვიცნობთ.
ანა: ლუკამ გაცნობისთანავე მიიქცია ჩემი ყურადღება. ყველასგან გამორჩეული იყო, ძალიან აქტიური და კონტაქტური. მერე აღმოვაჩინე, რომ ყველა ასპექტში ძალიან საინტერესო ადამიანია.
– ლუკა, სოციალურ ქსელში გააზიარე ნიუსი თქვენი ერთად ყოფნის შესახებ და იქ კომენტარზე აქცენტი გქონდა გაკეთებული. წერდნენ, რომ ანას არ შეეფერები გარეგნულად. არ გაბრაზდი ასეთ შეფასებებზე?
– არა. ეს ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია და კარგად მესმის. ამიტომ, მე თვითონაც ირონიულად ვუპასუხე. ასეთი მილიონი იქნება და ამ ამბავს არასერიოზულად ვუყურებ.
– არ ეჭვიანობ? სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სერიალში და ამხელა ყურადღება დაიმსახურა.
– არა, პირიქით. ანას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ პოპულარობას მარტივად მიაღწევდა და ძალიან ცნობილი გახდებოდა. ნიჭს რომ თავი დავანებოთ, ძალიან კარგი გარეგნობა აქვს. მეუბნებოდა: არა, რას ამბობ, მე ვის მოვეწონებიო და დავნაძლევდით კიდეც. ვუთხარი, როგორც კი გამოჩნდები, უამრავი „ფოლოვერი“ გეყოლება-მეთქი. და მოვიგე კიდეც (იცინის).
ანა: აგარაკზე მეგობრებთან ერთად ქეიფი წავაგე (იცინის).
ლუკა: ეს ყველაფერი ძალიან კარგია. ეჭვიანობით არ ვეჭვიანობთ, გვიყვარს და ვენდობით ერთმანეთს. თან, მისთვის ზედმეტი არავის არაფერი უთქვამს.
ანა: ყველასგან საოცრად კარგი შეტყობინებები მომდის. ჰგონიათ, რომ ბავშვი ვარ და ძალიან თბილად მწერენ. სხვათა შორის, ყველა ასაკს მეკითხება. მაქსიმუმ 16 წლის ვგონივარ ხალხს და სინამდვილეში, 20-ის ვარ.
ლუკა: ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე საინტერესო მომენტი ისაა, რომ ძალიან ბევრ რეკლამასა და ფილმში, შეყვარებულებს ვთამაშობთ. ახლაც ერთ-ერთ რუსულ  პროექტში, საქმრო მოვუკალი ქორწილში (იცინის). რუსეთში აგენტი გვყავს და უკვე რამდენიმე პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. ანას მიმართაც ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა რუსეთიდან და ახლა მთავარ როლში გადაიღეს. მე მისი თაყვანისმცემელი ვარ და ქორწილში საქმროს ვუკლავ, რადგან ბავშვობიდან მიყვარს (იცინის).
ანა: თან, შეყვარებულების როლზე გვამტკიცებენ და არ იციან, რომ შეყვარებულები ვართ. მერე ძალიან უხარიათ, ამას რომ იგებენ (იცინის).
– ჰგავხარ რამით შენს გმირს?
– მეც და ქრისტინესაც, ორივეს მორცხვი ნატურა გვაქვს. სხვა მხრივ, ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით. სპონტანური არ ვარ, პირიქით, ყველაფრის წინასწარ დაგეგმა მიყვარს. მე და ლუკა ერთობლივად ვგეგმავთ ხოლმე და უცებ, სადღაც გაქცევა არა, მაგრამ ძალიან გვიყვარს ერთად მოგზაურობა.
– მსახიობობა როგორ გადაწყვიტეთ?
– ხუთი წლიდან ბალეტს ვცეკვავ. ათი წლის ასაკში საბალეტო სკოლაში ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ ტრავმა მივიღე და სამწუხაროდ, ვეღარ შევძლებდი ცეკვის გაგრძელებას. ამასთან შეგუება ძალიან ძნელი იყო. ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია აუცილებლად სცენასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ამის გარეშე არ შემიძლია. ორი წლის შემდეგ, გადავწყვიტე, თეატრალურში ჩაბარება და ძალიან მიხარია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე.
ლუკა: მე ბავშვობიდან ვმღეროდი ხალხურ სიმღერებს. ცეკვა-სიმღერის წყვილი ვართ (იცინის). ანას შემთხვევაში – ტრავმა, ჩემს შემთხვევაში კი გარდატეხის ასაკი გახდა მასზე უარის თქმის მიზეზი. ცოტა ბოხი და ხრინწიანი ხმა გამიხდა, რაც ხალხურისთვის არაა, ჯაზ-ვოკალზე გადავედი. სცენას ვერც მე დავთმობდი და მალე გადავწყვიტე, თეატრალურში ჩამებარებინა და გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი. პირველ კურსზე ძალიან გამიმართლა და მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმში შედგა ჩემი დებიუტი. ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო და ხშირად მიწვევენ სხვადასხვა პროექტში. შემდეგ, რუსეთში ჩვენი დღევანდელი აგენტი გავიცანი და უკვე რუსულ პროექტებშიც ჩავერთე. საქართველოში სამი პროექტი იყო ყველაზე გამორჩეული: „საქართველოს ბანკის“ სანტა, „ჰეროკრატია“ და „ქერჩი“. სამომავლოდ, ამერიკაშიც ვაპირებთ ძალების მოსინჯვას. ჩემი და ანას პორტფოლიოები ამერიკასა და ევროპაში გავაგზავნეთ. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში დაინტერესდნენ სააგენტოები. ამერიკის ერთ-ერთმა პირველი რანგის სააგენტომ მოგვწერა: ჩამოდით, დავილაპარაკოთო. ეს ჩვენთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. იქ ჩასულებს სულაც რომ უარი გვითხრან, მათთან შეხვედრა მაინც ძალიან დიდი გამოცდილება იქნება. კიდევ, ანას მონაცემები ამერიკაში ჰოლივუდის სამოდელო სააგენტოში გავაგზავნე და უკვე მოგვწერეს: ჩამოსვლამდე ორი კვირით ადრე გვაცნობეთ, უკვე გვინდა თქვენთან თანამშრომლობაო. აქედან იწყება „შანელის“ სახეობა (იცინის). ჩავალთ ამერიკაში და საოცრებები დაგვხვდება-მეთქი, ამას არ ვფიქრობთ. პირიქით, ყველაფერს ძალიან პრაგმატულად ვუყურებთ. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ და იქნება ის, რაც იქნება.
– ლუკა, როგორც მსახიობმა, როგორ შეაფასე ანა „ჩემი ცოლის დაქალებში“.
– ძალიან მომეწონა, რომ ანა არ იყო ისეთი, როგორიც რეალურ ცხოვრებაშია. ეს მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ განსაკუთრებული სათამაშო არ აქვს, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ყველაფერს კარგად ართმევს თავს.
ანა: ზოგადად, ყოველთვის ზუსტი შეფასებები აქვს და ამიტომ, ვცდილობ, გავითვალისწინო. ანალოგიურადაა თვითონაც, ორივე ვცდილობთ, ერთმანეთის რჩევები მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ.
– როგორ გესმით გენდერული თანასწორობა?
ლუკა: მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის მომხრე ვარ, ურთიერთობაში ვცდილობ, ჩემს თავზე უფრო მეტი ავიღო და ანას მაქსიმალურად ავარიდო სხვადასხვა სახის დისკომფორტი.
ანა: აქ, რა თქმა უნდა, საქმე ქალის მუშაობას არ ეხება, მაგრამ ტრანსპორტში რატომ არ უნდა დაუთმოს გოგოს ბიჭმა ადგილი ან მძიმე ჩანთა რატომ არ უნდა გამოართვას? ამაზე უარი ან მე რატომ უნდა ვთქვა?! თორემ, რადგან ქალი ხარ, აუცილებლად საჭმელი უნდა გააკეთოო – ეს არასწორი მგონია.
– ისე, იცი საჭმლის მომზადება?
ლუკა: სასწაულ ხინკალს აკეთებს. მოსკოვში დაბადების დღეზე გამიკეთა. რუსები დავპატიჟეთ და გადაირივნენ (იცინის). ბებიისგან ისწავლა. ოღონდ თვითონ ვეგეტარიანელია. მე კარგ საცივს გამიკეთებდა და თვითონ მაკარონს ჭამდა (იცინის).
ანა: ჰო, მე ვერ ვჭამ ხორციან პროდუქტებს, მაგრამ მომზადება შემიძლია.
– რომელი უფრო კონფლიქტური ხართ?
– ლუკაა კონფლიქტური. ფეთქებადი ხასიათი აქვს და უცებ შეიძლება, რაღაცისგან კონფლიქტი შექმნას. ეს მარტო პირად ურთიერთობას არ ეხება, ზოგადადაა ასეთი. მე – პირიქით, თუ შესაძლებელია, ყოველთვის ვცდილობ, ამას თავი ავარიდო.
ლუკა: ანა უფრო წუწუნაა, ყველაფერზე წუწუნებს (იცინის). მე უფრო ხისტი ვარ, მაგრამ ეს პირად ურთიერთობას არ ეხება. ძალიან იშვიათად ვჩხუბობთ და ისიც ჩვენმა კონფლიქტმა შეიძლება, მაქსიმუმ ერთი დღე გასტანოს (იცინის).
– ახლო მომავალში დაქორწინებას ხომ არ გეგმავთ?
– ძალიან ბევრი საქმით გვაქვს ტვინი დატვირთული. არ გვინდა, ისე გამოგვივიდეს, რომ ქორწინდებიან და მერე უცებ შორდებიან. ამიტომ, ამ ნაბიჯს მაშინ გადავდგამთ, როცა ამის დრო მოვა. ჯერ არც ისე დიდები ვართ, ანა 20-ისაა, მე – 23-ის (იცინის).
скачать dle 11.3